რუსეთი – ეგვიპტე: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რუსეთმა ეგვიპტეს ანგარიშით, 3-1 სძლია. ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც მატჩის საუეკეთესო მოთამაშედ ოფიციალურად დასახელდა. ეს რუსთა ფეხბურთელი, დენის ჩერიშევია. 27 წლის სპორტსმენმა 74 წუთი ითამაშა. ის საკმაოდ აქტიური იყო და 59-ე წუთზე გოლიც შეაგდო.

საგულისხმოა, რომ “ვილიარეალის” ფეხბურთელი ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ლიდერობს. ორივე მათგანს 3-3 გოლი აქვთ გატანილი. დენისმა წინა ტურში. საუდის არაბეთთან ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე და იქაც სწორედ იგი გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

 

რუსეთმა ეგვიპტე დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდა (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური რუსეთისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელთა ლიდერი მოჰამედ სალაჰი მოედანს დაუბრუნდა. ის სასტარტო განაცხადში იყო და შეხვედრა სრულად ჩაამთავრა. რუსებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში მეტოქეს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა გატანილ გოლამდე საქმე არ მისულა. სადებიუტო წუთების შემდეგ თამაში გათანაბრდა და ეგვიპტელებმაც შექმნეს მეტნაკლებად სახიფათო მომენტები. საბოლოო ჯამში, ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უგოლოდ მიილია.

რუსები მეორე ტაიმის სტარტზე კურიოზული ავტოგოლით დაწინაურდნენ: ეგვიპტელთა მეკარემ ჩაწოდების შემდეგ ბურთი მუშტებით მოიგერია, რომან ზობნინმა საჯარიმო მოედანზე ჩააბრუნა, იქ კი აჰმედ ფათჰიმ იმდენად უხეიროდ მოიგერია, რომ ბურთი საკუთარ კარში ჩაიჭრა – 1:0. 59-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს: მარიო ფერნანდესმა დენის ჩერიშევს საჯარიმოში უპასა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე გაშვებულმა გოლმა ეგვიპტელები ფსიქოლოგიურად გატეხა და ზუსტად სამ წუთში ანგარიში გამანადგურებელი გახდა: არტიომ ძიუბამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მკერდით ჩამოიღო, ცენტრალურ მცველებს უმარტივესად გაუმკლავდა და ეგვიპტელთა კარის ბადე მესამედ შეარხია. 73-ე წუთზე აფრიკელებს მცირეოდები იმედი დაუბრუნდათ: თამაშის წესის დარღვევისთვის დანიშნული პენალტი მოჰამედ სალაჰმა ზუსტად შეასრულა და ერთი ბურთი გაქვითა – 3:1.

დარჩენილ დროში ეგვიპტის ნაკრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. რუსებმა ანგარიშით 3:1 იმარჯვეს და ტურნირის მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (II ტური)
რუსეთი — ეგვიპტე 3:1 (0:0)
გოლები: ფათჰი 47′ (ა.გ.), ჩერიშევი 59′, ძიუბა 62′ — სალაჰი 73′.

სალაჰი: “ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მისი მოგების ტოლფასია”

“ლივერპულისა” და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა, მოჰამედს სალაჰმა”, ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღამე ყველაზე ცუდი მომენტი იყო მთელ ჩემს კარიერაში. ფინალის შემდეგ მეშინოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწევდა, სასოწარკვეთილი ვიყავი.

ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ისეთივე ღირებული რამ იყო, როგორც ესპანეთისთვის მუნდიალის მოგება. ვეცდებით მაქსიმალურად ვისიამოვნოთ მომენტით,” – აცხადებს მოჰამედ სალაჰი.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს რუსეთის, ურუგვაისა და საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრებებთან ერთად.

ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა 37 კილო დაიკლო და მწვრთნელს გუნდში გამოძახება სთხოვა

ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიდომ, რომელიც თამაშობდა “მარსელში”, “რომაში”, “ტოტენჰემში”, “აიქსში” და სხვა კლუბებში, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან რვა წლიანი სანაკრებო კარიერა 2009 წელს დაასრულა, თუმცა, 37 კილოს დაკლების შემდეგ, მთავარ მწვრთნელს, ჰექტორ რაულ კუპერს, ხუმრობით, ნაკრებში გამოძახებას სთხოვს.

“მისტერ კუპერ, ვიცი, რომ თქვენ ეძებთ თავდამსხმელს, რომელსაც ბურთის ატანა შეუძლია კონტრშეტევების დროს. მე ეგვიპტის ნაკრებში ყოველ ორ თამაშში გამქონდა გოლი. შესაბამისად, თქვენ ჩემგან გარანტირებული გაქვთ გოლი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში,” – წერს მიდო.

 

რონალდუმ პორტუგალიას ბოლო წუთებზე გაფორმებული დუბლით მოაგებინა (ვიდეო)

ამხანაგურ მატჩში ძალები პორტუგალიისა და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრებებმაც მოსინჯეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თავი არცერთ მათგანს არ დაუზოგავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს დაპირისპირება მუჰამედ სალაჰისა და კრიშტიანუ რონალდუს ჯახად იქცა და მატჩის ბედიც სწორედ ამ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს.

ანგარიში “ეგვიპტელმა მესიმ” გახსნა შეხვედრის 56-ე წუთზე, რის შემდეგაც პორტუგალიელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მეტოქეზე. გამარჯვების გოლების გატანა კი რონალდუმ შეზლო 92-ე და 94-ე წუთებზე – 2:1.


პორტუგალია: ბეტო; გერეირო, ალვეში, როლანდო, სედრიკი; სილვა (მარტინსი 65′), მოუტინიო (ანდრე გომეში 65′), ნევესი, მარიო (ქუარეჟმა 61′); კრიშტიანუ რონალდუ, ანდრე სილვა (გედეში 76′)

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

ეგვიპტე: ალ შენავი; ფატი, გაბრი, ჰეგაზი, მუჰამედ აბდულ შაფი; ელ-საიდი (ვარდა 66′), ელნენი, ჰამედი (აშური 87′); სალაჰი (აბდელრაზეკი 79′), ჰასანი, ტრეზეგე

მთვარი მწვრთნელი:ჰექტორ კუპერი


კარიკატურა: არაბების ცვენა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეგვიპტემ, მოროკომ, ტუნისმა და საუდის არაბეთმა რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მუნდიალზე ოთხი არაბული ქვეყანა იასპარეზებს.

ომარ მომანი აღნიშნულ ფაქტს ასე ეხმაურება.

 

ეგვიპტის ნაკრების მეკარე შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდეს

გუშინ, ეგვიპტის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

ეგვიპტის ნაკრების კარს 44 წლის ისსამ ელ ჰადარი იცავდა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 155 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მას შეუძლია შევიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, როგორც ყველაზე ხნიერი მოთამაშე. თუ ის 2018 წელს ნაკრებთან ერთად გაემგზავრება რუსეთში, მაშინ ელ ჰადარი გააუმჯობესებს კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მეკარის, ფარიდ მონდრაგონის რეკორდს, რომელიც 43 წლის ასაკში 2014 წელს კოლუმბიის ნაკრებში თამაშობდა.

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ მოხვდა. 28 წლის შემდეგ ისინი პირველად შეძლებენ ამ ტურნირზე მონაწილეობას.

დიდიე დროგბა სალაჰისა და ეგვიპტის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა

დიდიე დროგბამ “ლივერპულისა” და ეგვიპტის საფეხბურთო ნარკების თავდამსხმელს, მუჰამედ სალაჰს შეაქო, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეგვიპტელი გულშემატკივრების გული გაახარა და თავისი ნაკრები 28 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა მუნდიალზე.

სალაჰის მიერ 95′-ე წუთზე გატანილმა გამარჯვების გოლმა ლონდონის “ჩელსის” მეფეს კოტ-დიუვარელთა 2006 წლის წარმატება გაახსენა, როდესაც მათაც შეძლეს ამ ტურნირზე თავიანთი სათქმელის თქმა.

ეგვიპტელთა წარმატებას დროგბა ამგვარად გამოეხმაურა: “ჩემი ძმით ვამაყობ (@22mosalah). შენ ნაკრების ნამდვილი ლიდერი გახდი. ეს 2006 წლის კოტდიუვარს მახსენებს…”

კარიკატურა: აფრიკის თასის გამარჯვებული კამერუნი გახდა (ფოტო)

გუშინ აფრიკის თასის ფინალში კამერუნმა, ანგარიშთ, 2-1 დაამარცხა ეგვიპტის ეროვნული ნაკრები.

ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

“რომას” “ჩელსის” ნახევარმცველის იჯარით აყვანა სურს

Goal.Com-ი იტყობინება, რომ რომის “რომა” დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჩარლი მუსონდას იჯარით აყვანით.

ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად ესპანურ “ბეტისშია” განათხოვრებული. თუმცა “რომასგან” სარფიანი შემოთავაზების, ან სხვა მოტივების ქონის შემთხვევაში, “არისტოკრატებს” შეუძლიათ, სატრანსფერო ფანჯარაზე უკან დაუბრუნონ 20 წლის სპორტსმენი და იტალიურ კლუბში გაუშვან არენდის წესით.

 

თავის მხრივ, “რომას” მუსონდა მუჰამედ სალაჰის შემცვლელად უნდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას.

მოჰამედ სალამ ტანზანიის ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 ივნისს, ეგვიპტის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ტანზანიის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი მოჰამედ სალამ გაიტანა.

იამაიკელი ფეხბურთელის ეფექტური გოლი ეგვიპტელთა კარში

4 ივნისს, იამაიკისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, იამაიკელმა ფეხბურთელმა საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა.