მატუიდი: „პსჟ-მ მოურინიოს პროვოკაციას საუკეთესო პასუხი გასცა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „ჩელსისთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის მთავარი კონცენტრაციის შენარჩუნება იყო. მოურინიომ თქვა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩები ვარჯიშს ჰგავენ. ეს პროვოკაციული განცხადებაა და მას საუკეთესო პასუხი გავეცით. შემდეგ რაუნდში გავედით/ 1/4 ფინალთან ახლოს „მონაკოცაა“, რაც ჩვენი ჩემპიონატის სიძლიერეს ხაზს უსვამს“, – განუცხადა მარუიდიმ RMC-ს.

მატუიდი: “ჩელსის დამარცხება და მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს”

პსჟ-ს ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ “ჩელსისთან” გასამართი მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა.

“მომენტების რეალიზაციაზე გვაქვს სამუშაო. ამ პრობლემის გამო გუნდს ქულები ხშირად დაუკარგავს.

“ჩელსის” საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება, თუმცა საკუთარი ძალების ჩვენც გვჯერა. ლონდონელთა დამარცხება და მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს” – განაცხადა მატუიდიმ.

 

შეგახსემებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა პსჟ-სა და “ჩელსის” შორის, ფრედ დასრულდა.

“პსჟ”: დიდი დანაკარგები ჩემპიონთა ლიგის წინ

პარიზელები ჩემპიონთა ლიგის  მერვედფინალურ მატჩს დიდი დანაკარგით ხვდებიან.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში, ლორან ბლანს “კანთან” მატჩში (2-2) იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუხდა. საზარდულის ტრავმის გამო მატჩის დასაწყისში იოან კაბაიე ადრიენ რაბიუმ შეცვალა, მარკინიოსი ფეხის კუნთის ტრავმის გამო დავიდ ლუისმა, ხოლო ბლეზ მატუიდი ვან დერ ვილმა მუხლის დაზიანების გამო.

“პსჟ”-ს წარუმატებელი სერია სერჟ ორიემ ბარძაყის კუნთის დაჭიმულობამ და ლუკას მოურას მუხლქვედა მყესის ტრავმამ გააგრძელა.

“ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით. წინ ურთულესი მატჩი გველის, რომელიც “ჩელსისთან” უნდა გავმართოთ, ხოლო ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის მიუხედავად, მჯერა, რომ ლონდონელთა დამარცხება შეგვიძლია,” – განაცხადა ბლანმა.

დედაქალაქელთა მწვრთნელი ვარაუდობს, რომ ბლეზ მატუიდი გუნდს “არისტოკრატთა” წინააღმდეგ პირველივე მატჩში დაეხმარება.

 

რაიოლა: „2011 წელს მატუიდის მანჩესტერში თამაში შეეძლო“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის ბლეზ მატუიდის აგენტის მინო რაიოლას თქმით, 2011 წელს მის კლიენტს ერთ-ერთ მანჩესტერულ კლუბშ გადასვლა შეეძლო.

„თუ მატუიდის გული პარიზში არ იქნებოდა, მაშინ დღეს ის ინგლისში ითამაშებდა. იქ მას გაცილებით უკეთესი ხელფასის მიღება შეეძლო. ბლეზს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „მანჩესტერ სიტის“ რიგებში თამაშის შანსი ჰქონდა“, – ციტირებს რაიოლას „Telefoot“-ი.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მატუიდი „სენტ-ეტიენიდან“ პსჟ-ში გადავიდა.

მატუიდიმ ხელი მოიტეხა

პსჟ-ს და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი ტრავმირებულია.

Lequipe-ის ცნობით მოთამაშემ ხელი მოიტეხა და მისი გამოჯანმრთელების და მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მის ნაცვლად საფრანგეთის ნაკრებში ალბანეთისა და შვედეთის გუნდების წინააღმდეგ “ლიონის” მოთამაშე მაქსიმ გონალონი მიიწვიეს, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

მატუიდის სახლი “ჩელსისთან” მატჩის დროს გაქურდეს

გუშინ პარიზში “პსჟ” – “ჩელსის” მატჩის მიმდინარეობის დროს, მასპინძელთა ნახევარმცველის ბლეზ მატუიდის სახლი გაქურდეს.

ბოროტმოქმედებმა ფეხბურთელი პირადი ნივთების გატანის შემდეგ მატუიდის კუთვნილ ავტომობილში ჩასხდნენ და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.

ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

იბრაჰიმოვიჩი: „ბლეზ, როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მაკვირდებოდი“

„პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული იუმორით შეაფასა თანაკლუბელ ბლეზ მატუიდის მიერ ჰოლანდიის ნაკრების კარში გატანილი ეფექტური გოლი.

„შენს მიერ გუშინდელ მატჩში გატანილი გოლი ვნახე. დიდებულია. როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მაკვირდებოდი“, – დაწერა სოციალურ ქსელში იბრაჰიმოვიჩმა.

თავად მატუიდიმ ამ კომენტას ასე უპასუხა: „ზლატან, ეს მოძრაობა შენ მასწავლე“.

მანჩესტერ სიტის მატუიდი სურს

“პსჟ”-ს 26 წლის ნახევარმცველი ბლეზ მატუიდიმ როგორც ჩანს მა“ნჩესტერ სიტი” ძალზედ დააინტერესა,მეტიც ქალაქელები ფერნანდოს ტრანსფერს შეეშვნენ და მატუიდიზე გადავიდნენ.

გავრცელებული ხმების თანახმად მატუიდი “პსჟ”-თან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს მაგრამ სიტი მასთან მოლაპარაკებებს მაინც დაიწყებს.

მიმდინარე სეზონში ბლეზმა 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.