საფეხბურთო კლუბი “ბერნლი” მეკარე ჯო ჰარტს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს. შესაბამისად, 30 ივნისიდან 33 წლის ინგლისელი კიპერი უკლუბოდ რჩება.
შეგახსენებთ, რომ “ბერნლიმ” ჰარტი 2018 წლის ზაფხულში “მანჩესტერ სიტისგან” სამნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა გამოცდილმა მეკარემ “ტერფ მურზე” საკუთარი თავი ვერ წარმოაჩინა. ჰარტმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი 2018 წლის დეკემბერში დაკარგა, როდესაც “ბერნლი” “ევერტონთან” ანგარიშით 1:5 განადგურდა. მას შემდეგ ჯომ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და სამივე სათასო შეჯიბრებაზე.
დღესდღეობით შონ დაიჩის გუნდის ძირითად მეკარედ ნიკ პოუპი ითვლება.