ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი და “ბარსელონას” აღზრდილი ფეხბურთელი, კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“ნაკრებში ზუსტად იგივე სიტუაციაა, როგორც ყოველთვის. რა თქმა უნდა, პიკე მზადაა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ის საკმაოდ მხიარულია. განსხვავება, მხოლოდ ისაა, რომ მას არ შეუძლია იფიქროს მხოლოდ ალბანეთთან შეხვედრაზე.”
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პიკესთან ერთად ესპანეთის ნაკრებში ყოფნა, რომელსაც არა ერთხელ მოუწია, სანტიაგო ბერნაბეუზე, მსგავსი წნეხის ქვეშ თამაში.”
“ჩვენ არ გვსურს ვისაუბროთ, რა ხდება გარეთ, აქ მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვედით. ყველას თავისი მოსაზრება აქვს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები.”