“სამტრედიამ” ამხანაგურ შეხვედრაში რუმინულ “დუნარეასთან” ფრე გააგორა

“სამტრედიამ” გუშინ მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის “დუნარეა კალარასთან” ჩაატარა.
70 წუთის განმავლობაში გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:  მიგინეიშვილი, ფატიჩი, ქარქუზაშვილი, ბაჩიაშვილი, ჩაჩუა, განუგრავა, ვეილი, გი, მაიკლი, ერისთავი, კირკიტაძე.  გიორგი ერისთავმა მოწინააღმდეგე გუნდს გოლი 55-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში 1-0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ იყო.
70-ე წუთიდან ასპარეზი კვლავ ახალგაზრდებს დაეთმო: სტურუა, მანჯგალაძე, ახალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, აღდგომელაშვილი, გიორბელიძე, ოლხოვი, ხაჩიძე. 89-ე წუთზე დანიშნული პენალტით მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და საბოლოო შედეგი 1-1 დაფიქსირდა.

“სამტრედიას” ადმინისტრაციის წევრები სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შეხვდნენ

23 იანვარს საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” ადმინისტრაციის წევრებმა, სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილეს.

2018 წლისთვის კლუბის მთავარი მიზანი წარმატებული ასპარეზობა იქნება, როგორც UEFA-ს ევროპის ლიგაზე ასევე ეროვნული ლიგის ახალ სეზონში.

24 იანვარს ჩვენი გუნდი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 7 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 22 თებერვალს კი კლუბი ეროვნული ლიგისთვის მზადებას საქართველოში განაგრძობს.
რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა სულ მალე “სამტრედიის” საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით გახდება ცნობილი.
Fcsamtredia.Ge

დიდი ცვლილებები “სამტრედიაში”

2018 წლიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, “სამტრედიას” რიგებს შემდეგი ფეხბურთელები გამოაკლდნენ:

გიორგი დათუნაიშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, დავით ჯიქია, დავით მთივლიშვილი, ნიკოოზ სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ლაშა კასრაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაკარ ბალდე.
ახალ სეზონში გულშემატკივარი კვლავ იხილავს: ომარ მიგინეიშვილს, რომელიც კაპიტნის სამკლავურს მოირგებს, ოლაიტან მაიკლს, ანტე გის, ანრი ნდონგს, გიორგი ახალაძეს, ვალერ ოლხოვს, ილია სტურუასა და ოთარ სტურუას.
რაც შეეხება ახალწვეულებს: გიორგი ერისთავი, შოთა კერძევაძე, რომანი ჩაჩუა, გიორგი განუგრავა, საბა აღდგომელაშვილი, ვაკო ბაჩიაშვილი და დავით კირკიტაძე “სამტრედიას” ღირსებას დაიცავენ.
ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ კლუბს შეუერთდება 4 ლეგიონერი და სხვა ქართველი ფეხბურთელები, რომელთა ვინაობაც სულ მალე გახდება ცნობილი.

“სამტრედიამ” “კოლხეთი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრები იმართება.

სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივმა “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. მატჩი თავიდან ბოლომდე იმერელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრაში ანგარიში მეგრელთა მეკარის, კონსტანტინე სეფიაშვილის შეცდომის შემდეგ გაიხსნა. მე-19 წუთზე მას გუნდელმა პასი მისცა, რის შემდეგაც სეფიაშვილმა ბურთი დროულად ვერ მოიგერია და მას იგი საბანაძემ აართვა. “სამტრედიელთა” თავდამსხმელს ცარიელ კარში გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. მეორე გოლი 33-ე წუთზე მაიკლ ოლაიტიანმა შეაგდო.

მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე ოლაიტანმა დუბლი შეასრულა. ხოლო, მეოთხე გოლის ავტორი აღნიშნული მომენტიდან ზუსტად 11 წუთში ანტე გიი გახდა. მეხუთეჯერ და უკანასკნელად “კოლხების” კარი გიული მანჯგალაძემ აიღო. საბოლოოდ, ეს მატჩი ანგარიშით, 5-0 დასრულდა.

“კოლხეთის” განადგურების შემდეგ, “სამტრედია” მესამე პოზიციაზეა – მას 64 ქულა აქვს. ხოლო, რაც შეეხებათ მეგრელებს, ისინი 23 ქულით მეცხრე პოზიციაზე არიან.

“ტორპედომ” “სამტრედია” დაამარცხა და “დინამოსთან” არსებული სხვაობა შეინარჩუნა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ცენტრალური მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” ადგილობრივ “ტორპედოსა” და “სამტრედიას” შორის შედგა. აქამდე ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო. პრინციპულ დაპირსპირებაში ანგარიში მე-13 წუთზე მას შემდეგ გაიხსნა, როცა “ტორპედოელებმა” აუტი მოაწოდეს და მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილ თორნიკე კაპანაძეს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

70-ე წუთზე “სამტრედიას” ცენტრალურ მცველებს გიორგი ქიმაძე გაექცათ, მან ბურთი საჯარიმოში მიიღო, კაპანაძეს “უპასა”, რომელსაც ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. საბოლოოდ, ქუთაისლებმა სწორედ კაპანაძის დუბლის წყალობით ანგარიშით, 2:0 მოიგეს.

“ტორპედომ” ამ გამარჯვებით “დინამოსთან” არსებული სხვაობა, ანუ ოთხი ქულა შეინარჩუნა. მას 67 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. ხოლო, “სამტრედია” მის დღევანდელ მეტოქეზე ერთი საფეხურით და ექვსი ქულით უკანაა.

“სამტრედიამ” ბათუმის “დინამოს” დიდი ანგარიშით სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურმა აიღო სტარტი.

ერთ-ერთ შეხვედრაში “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” საკუთარ მოედანზე მიიღო. მატჩი იმერელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

25-ე წუთზე ანგარიში მაიკლ ოლაიტანმა გახსნა. ზუსტად ექვს წუთში გიორგი ახალაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. მეორე ნახევარში, 62-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემაც გაიტანა თავისი გოლი. საბოლოოდ, “სამტრედიამ” ანგარიშით, 3-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ იმერულ კლუბს 58 ქულა აქვს და მესამეა. “დინამო” 32-ით მერვეა.

საჩხერის “ჩიხურა” ისევ დამარცხდა

დღეს თბილისში მასპინძლის სტატუსით მოთამაშე საჩხერის “ჩიხურა”  “სამტრედიასთან” ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მაყურებელმა სანახაობრივი შეხვედრა იხილა. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, მაგრამ ორივე კლუბი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას. გუნდები უმეტესად სწრაფ შეტევებზე აკეთებდნენ აქცენტს და სწორედ ამის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას.

მეორე ტაიმი უხვგოლიანი აღმოჩნდა. 54-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა საკმაოდ შორი მანძილიდან დაარტყა და ომარ მიგინეიშვილის შეცდომის ხარჯზე საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა. ამის შემდეგ “სამტრედია” გააქტიურდა და გუნდის ლეგიონერმა მაიკლ ოლაიტანიმ საჩხერელთა დაცვის ხაზში არსებული გაუგებრობით ისარგებლა და 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ორივე გუნდი ცდილობდა გადამწყვეტი გოლის გატანას, მაგრამ ამ შემთხვევაში სამტრედილებს გაუმართლათ და შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მჭედლიშვილმა საოცარი გასროლით 89-ე წუთზე თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

საჩხერის “ჩიხურის” სასტარტო შემადგენლობა: 30. დინო ჰამზიჩი, 3. თორნიკე გრიგალაშვილი, 5. ბაქარ მირცხულავა, 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი (პაპუნა ფონიავა 63), 15. გიორგი კორიფაძე, 18. დიმიტრი ტატანაშვილი, 21. გიორგი ივანიშვილი (ბესო დეკანოიძე 75), 27. დენის დობროვოლსკი (გიორგი განუგრავა 75), 37. შოთა კაშია (C), 39. თორნიკე გორგიაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: 13. ზურაბ მწყერაშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 28. ბაჩანა ცხადაძე,

“სამტრედიის” სასტარდო შემადგენლობა: 12. ომარ მიგინეიშვილი, 2. დავით მთივლიშვილი, 3. ლაშა კასრაძე, 4. ნიკა სანდოხაძე, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 8. თეიმურაზ მარკოზაშვილი (ბაკარ ბალდე 54), 20.გიორგი ახალაძე (გიორგი მჭედლიშვილი 80), 26. გიორგი დათუნაიშვილი (C), 80. ანტე გიი, 99. მაიკლ ოლაიტანი (გურამ სამუშია 92)

სათადარიგო შემადგენლობა: 1. ოთარ სტურუა, 15. ანრი ნდონგი, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 88. გიორგი გიორბელიძე

“შუქურამ” “სამტრედიას” მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა

ოცდამერვე ტურის მეორე შეხვედრა გიამართა ბათუმში “რაგბი არენაზე”. მაყურებელმა დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა.

პირველი რეალური მომენტი შეხვედრაში მე-18 წუთზე შეიქმნა, როდესაც თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ქობულეთელთა კარს ნიკა საბანაძე დაემუქრა, მაგრამ გიორგი სომხიშვილმა მეტოქეს აჯობა.თუმცა სამტრედიელთა სწრაფ შეტევებს მაინც მოჰყვა შედეგი, 26-ე წუთზე დავით რაჟამაშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიშიც გაიხსნა.

ბევრად უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარი, მე-60 წუთზე ალექსანდრე გურულის ჩაწოდების შემდეგ მარსელიონიომ ძალიან კარგად ითამაშა და მიგინეიშვილის კარი აიღო. ამის შემდეგ მოედანზე კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება, სამტრედიელები ცდილობდნენ გოლის გატანას, რეალურად ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან 65-ე წუთზე, როდესაც გიორგი კახელიშვილმა კარის ხაზზე ხელით ითამაშა და მეორედ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, ამჯერად ნიკა სამდოხაძე მივიდა ბურთთან, მაგრამ ჯერ ხარიხამ იხსნა “შუქურა” შემდეგ კი დამატებაზე ისევ სანდოხაძემ ააცილა ბურთი კარს. საბოლოოდ კი მატჩის 87-ე წუთზე ქობულეთელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, როდესაც სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, კობა შალამბერიძემ აჭარლები წინ გაიყვანა. “სამტრედიის”მონდომებამ მაინც გამოიღო შედეგი,რაჟამაშვილის ჩაწოდების შემდეგ ნიკა საბანაძემ 93-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

ეროვნული ლიგა: “დილამ” და “ლოკომოტივმა” თავიანთ მოედნებზე იმარჯვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მორიგი შეხვედრები შედგა.

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილამ” “სამტრედია” მიიღო. მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე დავით კირკიტაძემ გახსნა. ზუსტად ათ წუთში ლევან ნონიკაშვილმა ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. 32-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოოდ, ეს დაპირისპირება გორელებმა ანგარიშით, 2-1 მოიგეს. მათ 31 ქულაა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან. “სამტრედია” 51 ქულით მესამეა.

 

თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. სიხარულიძის (11 და 22 წუთები) დუბლსა და დიასამიძის (55 წთ) გოლს, იმერლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს.

საბოლოოდ, 3:0 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ.

თბილისურ კლუბს 45 ქულა აქვს და მეოთხეა. “ჩიხურა” 40-ით მეექვსე ადგილზეა.

“სამტრედიამ” “ლოკომოტივს” 90+3 წუთზე გიის მიერ გატანილი გოლით მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები იმართება.

სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივი “სამტრედია” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. ანგარიში პირველ ტაიმში არ გაიხსნა.

მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე ანტე გიიმ გაიტანა და იმერლები წინ გაიყვანა. ირაკლი სიხარულიძემ 68-ე წუთზე გაათანაბრა. ყველაფერი 90+3 წუთზე გადაწყდა, როცა გიიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბს სამი ქულა მოუტანა.

საბოლოოდ, 2-1 “სამტრედიელთა” სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით იმერლები, ჯერჯერობით, მეორე ადგილზე არიან. მათ 51 ქულა აქვთ. “ლოკო” 42 ქულით მეოთხეა.

 

ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” “კოლხეთს” მარტივად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სადებიუტო შეხვედრაში “რაგბი არენაზე” ფოთის “კოლხეთი” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

სტუმართა უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში იმერლბემა გახსნეს: მე-12 წუთზე გურამ სამუშიამ გამოიჩინა თავი.

მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე უკვე გიორგი მჭედლიშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა. “სამტრედიელებმა” მესამე გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს. ამის გაკეთება ლეგიონერმა, ანტე გიიმ მოახერხა. სამ წუთში “კოლხეთიდან” სხვაობის შემცირება გიორგი ბუხაიძემ მოახერხა.

საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 1-3 დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ ფოთურ კლუბს 19 ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა. ხოლო, გია ცეცაძის შეგირდებს 48 ქულა დაუგროვდათ და მესამე ადგილზე არიან.

“საბურთალომ” და “სამტრედიამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, “დავით პეტრიაშვილზე” “საბურთალო” “სამტრედიას” დაუპირისპირდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე ანგარიში დავით ვოლკოვმა გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა უშედეგოდ.

საბოლოოდ – 1-1.

ამ მატჩის შემდეგ თბილისლები 33 ქულით მეხუთეზე არიან. ხოლო, “სამტრედია” 44-ით მესამეზეა.