„დინამომ“ „სამტრედიას“ მოუგო და ცხრილის სათავეში დარჩა

დღეს, „დინამო არენზე“, საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც გათამაშების ცხრილის ლიდერმა თბილისის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 მოიგო.

ანგარიში 31-ე წუთზე „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. მე-40 წუთზე ჭანტურიშვილმა გოლის გატანის შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა იქვე მყოფმა ჯიღაურმა ივარგა, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება შეძლო. „დინამომ“ მალევე მეორე გოლიც გაიტანა – 42-ე წუთზე გიორგი გურულმა თავური დარტმით თავისი გუნდი დააწინაურა.

61-ე წუთზე „დინამოელთა“ პირველი გოლის ავტობი ჟიღაური მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ზუსტად დარტყმა არ გაუჭირდა – 3:1. დარჩენილ დროში „დინამოს“ კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

ამრიგად, 3:1 და თბილისელები 31 ქულით ცხრილის სათავეში დარჩნენ. ამჟამად გეგუჩაძის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ გორის „დილას“ სამი ქულით უსწრებს.

ცნობილაძე: „ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ“

საქართველოს უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურამდე თბილისის „დინამო“ და „სამტრედია“ სატურნირო ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობდნენ. „დინამოელებმა“ მეოთხე ტურში მარტვილის „მერანს“ ანგარიშით 4:1 სძლიეს და წარმატებული სერია გააგრძელეს, სამტრედიელები კი თბილისში „საბურთალოსთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. აღნიშნული მატჩის შეფასება „სამტრედიას“ ახალგაზრდა ნახევარმცველ დაჩი ცნობილაძეს ვთხოვეთ, რომელმაც ამ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან ერთ-ერთი გოლი გაიტანა.

„თამაში დაძაბული იყო, საწყის წუთებში გაგვიჭირდა, რასაც კონცენტრაციის დაკარგა და გოლის გაშვება მოჰყვა. წაგების მიზეზი მთელ რიგ შემთხვევებში უყურადღებოდ თამაში და მომენტების გამოუყენებლობა იყო. ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ.

დღეს ბურთის კონტროლი და კომბინაციური თამაში ვერ გამოგვივიდა. წინა მატჩებში, ამ მხვრივ, გაცილებით კარგად გამოვიყურებოდით. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ბრალია, რადგან მეორე ტაიმში, როდესაც მობილიზება შევძელით და ჩვენს სათამაშო სტილს დავუბრუნდით, მეტი მომენტიც შევქმენით“, – გვიამბო ცნობილაძემ.

ამ წაგების შემდეგ „სამტრედია“ ცხრა ქულით მეოთხე ადგილზე დაეშვა. შემდეგ ტურში გიორგი ცეცხლაძის გუნდი „მერანს“ მიიღებს, მანამდე კი თასის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ცხინვალის „ლიახვს“ უმასპინძლებს.

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.

„სამტრედია“ თურქული შეკრების შემდეგ ვარჯიშს აგრძელებს

„სამტრედია“ თურქეთიდან დაბრუნდა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. ამჟამად გუნდი ეროვნული ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.

როგორც კლუბის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი წერს, მოთამაშეები ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ვარჯიშობენ.

ცნობისთვის, ჩემპიონატის პირველ ტურში სამტრედიელები ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებენ.

სამტრედიაში ახალწვეულები წარადგინეს

“სამტრედიამ” ახალწვეულები წარადგინა. კლუბის პრეზიდენტმა და მმართველმმა დირექტორმა გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და გულშემატკივარს წარუდგინა, საფეხბურთო კლუბში ძირეული ცვლილებები განხორცილედა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გია ცეცაძე, რომელსაც ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული მეკარე გრიგოლ ჭანატურია და ასევე ყველასთვის კარგად ცნობილი ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე გაუწევს დახმარებას.

მწვრთნელებთან ერთად სამტრედიამ გუნდის ახალწვეული ფეხბურთელები წარადგინა : გაბრიელ თებიძე, ჯემალ გოგიაშვილი, დავით მთივლიშვილი, ლაშა შერგელაშვილი,გიორგი მჭედლიშვილი, გიგი იოსელიანი, დაჩი ცნობილაძე, დავით რაჟამაშვილი,თემურ მარკოზაშვილი, ავთო ენდელაძე ,ბუდუ ზივზივაძე,ირაკლი სიხარულიძე და ალექსანდრე კვარაცხელია.გასრულებული სეზონის შემდეგ გუნდში დარჩნენ,კახაბერ მეშველიანი,გიორგი დათუნაიშვილი,თაზო კიკაბიძე,ლევან შილაკაძე,ნიკოლოზ შაფათავა,გიორგი ახალაძე,საბა თვალავაძე,გიორგი ჭეიშვილი.

იაშვილის შესანიშნავი პასი თბილისის “დინამოსთან” მატჩში (ვიდეო)

26 მაისს, საქართველოს თასის ფინალში თბილისის “დინამომ” “სამტრედია” ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, სამტრედიელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა დათუნაიშვილს შესანიშნავი პასი გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკნელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

საქართველოს თასს “დინამო თბილისი” დაეუფლა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო თბილისი” და “სამტრედია” წარსდგნენ.

თამაში სამტრედიელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მომენტი მეხუთე წუთზე შექმნეს. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი გეწაძის დარტყმა ჰრდლიჩკას ნადავლი გახდა. მე-7 წუთზე დოლიძის გადაცემის შემდეგ გატანის შანსი გაბედავას ჰქონდა, რომელმაც ბურთს მიმართულება ქუსლით შეუცვალა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

მე-14 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა დათუნაიშვილმა, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე დოლიძემ გაიყვანა. საპასუხო შეხვედრაში კი „დინამო“ დაწინაურდა. მარცხენა ფლანგზე ჯანელიძის გარღვევის შემდეგ განხორციელებულ ჩაწოდებას საჯარიმოში პაპუნაშვილი გამოეხმაურა და ბურთი კარში თავით გადაგზავნა 1:0

გოლის შემდეგ თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, სახიფათო მომენტების გარეშე მიმდინარეობდა. პირველი ნახევრის დარჩენილ წუთებში კარის აღების შანსი მხოლოდ ერთხელ შეიქმნა, როდესაც 35-ე წუთზე პირისპირ გასულ ონვუს თევდორაძემ აჯობა.

მეორე ტაიმი “სამტრედიამ” აქიტურად დაიწყო. პირისპირ გასულ დათუნაიშვილს ჰრდლიჩკამ აუღო. კუთხურის შემდეგ კიდევ ერთი მომენტი და არაზუსტი დარტყმა. საპასუხო შეტევაში კი „დინამომ“ მეორედ გაიტანა. 49-ე წუთზე თევდორაძის კარის აღება მანუელ ონვუმ შეძლო. რამდენიმე წუთში კი თბილისელთა უპირატესობა სამ ბურთიანი გახდა, როდესაც პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან გატანილი გოლით დუბლი გაიფორმა.

68-ე წუთზე „დინამოს“ სრაფი კონტრშეტევა პაპუნაშვილმა წამოიწყო და მანუელ ონვუს დუბლი გააფორმებინა. 87-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა დავით ვოლკოვმა დააფიქსირა – 5:0. აღსანიშნავია, რომ ასეთი სხვაობა საქართველოს თასის ფინალში პირველად დაფიქსირდა. „დინამო“ კი ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა და შეხვედრის დასრულების შემდეგ თასიც ჩაიბარა.

 

დინამო თბილისი 5:0 სამტრედია

გოლები: პაპუნაშვილი 15’ (1:0); ონვუ 49’ (2:0); პაპუნაშვილი 52’ (3:0); ონვუ 68’ (4:0); ვოლკოვი 86’ (5:0); 

გაფრთხილება: კაკაბაძე („დინამო“ 12’); დათუნაიშვილი („სამტრედია“ 36’); კვირკველია („სამტრედია“ 64’); კაკუბავა („სამტრედია“ 74’); ვოლკოვი („დინამო“ 85’)

დინამო თბილისი: ჰრდლიჩკა, კაკბაძ, ფერეირა, გველესიანი, თოთაძე, ცინცაძე, კიტეიშვილი (პარუნაშვილი 75’),  ჯანელიძე, პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი (ვოლკოვი 84’) , ონვუ (ლობჟანიძე 69’)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სამტრედია: თევდორაძე, გრიგალაშვილი (ბეჭვაია 46’), ხიზანიშვილი, კაკუბავა, დოლიძე, დათუნაიშვილი (გორგიაშვილი 57’), შარიქაძე, გეწაძე (კაპანაძე 67’) , გაბედავა, იაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

მსაჯი: მარკო ფრიცი (გერმანია)

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

საქართველოს თასის ფინალი: “დინამო თბილისი” vs “სამტრედია” (გუნდების შედარება)

სულ ცოტა დრო რჩება დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის დაწყებამდე. ქვეყნის თასისთვის ერთმანეთს “დინამო თბილისი” და “სამტრედია” შეეცილებიან. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

გთავაზოიბთ გუნდების შედარებით მონაცემებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი
26 მაისი
19:00 სთ.
„დინამო თბილისი
 „სამტრედია
Dinamo Tbilisi

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 87 პროცენტი თვლის, რომ მატჩს მოიგებს “დინამო”.

 

 

 

 

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 5 პროცენტი თვლის, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდება.

Samtredia

 

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 8 პროცენტი თვლის, რომ მატჩს მოიგებს “სამტრედია”.

მსაჯები: მარკო ფრიტცი, კრისტიან დიცი, დომენიკ შაალი (გერმანია)

 

 

მთავარი
მწვრთნელი:
 გია გეგუჩაძე (49 წლის)

„მიხეილ მესხი, თბილისი

Mikheil Meskhi Stadium

 

 

მთავარი
მწვრთნელი:
 ზაზა ზამთარაძე (38 წლის)

Gia Geguchadze

ურთიერთშეხვედრები:

„სამტრედია“ 0:1 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა,
22.02.2015)
;

„დინამო“ 2:0 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა, 10.08.2014);

„სამტრედია“ 1:2 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა, 08.05.2011);

„დინამო“ 7:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა,
11.03.2011)
;

„სამტრედია“ 1:0 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა, 21.11.2010)

Zaza Zamtaradze



ბოლო მატჩები:

„დინამო თბილისი“ 3:0 „ჩიხურა“ (უმაღლესი ლიგა,
22.05.2015);

„გურია“ 2:2 „დინამო თბილისი“ (უმაღლესი ლიგა, 17.05.2015);

„დინამო თბილისი“ 7:0 „ზუგდიდი“ (უმაღლესი ლიგა,
13.05.2015);

„დინამო ბათუმი“ 0:0 „დინამო თბილისი“ (უმაღლესი ლიგა,
09.05.2015);

„დინამო თბილისი“ 3:2 „ტორპედო“ (უმაღლესი ლიგა, 02.05.2015)

 

გუნდის
საერთო ღირებულება:
 6.500.000 ევრო

ბოლო მატჩები:

„სამტრედია“ 4:2 „მერანი“ (უმაღლესი ლიგა,
22.05.2015);

„ჩიხურა“ 2:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა,
17.05.2015);

„სამტრედია“ 0:1 „დილა“ (უმაღლესი ლიგა,
13.05.2015);

„გურია“ 3:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა, 09.05.2015);

„სამტრედია“ 1:1 „კოლხეთი“ (უმაღლესი ლიგა, 02.05.2015)

გუნდის
საერთო ღირებულება:
 5.000.000 ევრო

ყველაზე
ძვირადღირებული ფეხბურთელი:
 მანუელ ონვუ, გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე (500.000 ევრო)

ამინდი:

cloud

მოღრუბლული

ყველაზე
ძვირადღირებული ფეხბურთელი:
 თორნიკე გორგიაშვილი
(375.000 ევრო)

 

კვირკველია: „მზად ვართ“

„დინამო“ – „სამტრედიის“ ხვალინდელი საქართველოს თასის ფინალური შეხვედრის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე სამტრედიელთა კაპიტანმა დავით კვირკველიამ ისაუბრა.

„ყველა ფეხბურთელმა იცის, თუ რა თამაში გველის წინ. თასის ფინალში ისტორიაში პირველად მოვხვდით. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ“, – განაცხადა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალური მატჩი, ხვალ, თბილისის დროით, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

გორის “დილას” საჩემპიონო მატჩი (ვიდეო)

უმაღლესი ლიგის 28-ე ტურში გორის “დილამ” “სამტრედიაში” გაიმარჯვა და არსებობის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოიპოვა.

მატჩის ბედი 45-ე წუთზე ალექსანდრე კვახაძის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.

Fanebi.com გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას და საჩემპიონო ზეიმის ამსახველ კადრებს.

 

“სამტრედიამ” “ჩიხურა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს დავიდ ყიფიანის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა “ივანწმინდაზე”, სადაც სოსო ფრუიძის შეგირდები ზაზა ზამთარაძის “სამტრედიასთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

მატჩს გაუძღვა ბრიგადა არსენ ნონიკაშვილის მეთაურობით, რომელსაც გულშემატკივრებისთვის სალაპარაკო თემა არ მიუცია.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, გუნდებს თანაბარი შანსები ჰქონდათ, მაგრამ “სამტრედიელებმა” რეალიზებაში იყოჩაღეს და 48-ე წუთზე, ახალგაზრდა 19 წლის მცველმა, გიორგი თევზაძემ მასპინძლებს ერთადერთი, გამარჯვებისმომტანი გოლი გაუტანა. ამის შემდეგ, საჩხერელებიც გააქტიურდნენ, თუმცა მათ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლეს.

“ჩიხურა”(საჩხერე) 0-1 “სამტრედია”(სამტრედია)

გოლი: თევზაძე ’48

“სამტრედია” ლეგიონერებს “მერანთან” სპარინგში გასინჯავს

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დროს ქართული კლუბები ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადებიან.

28 მარტს, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბი მარტვილის “მერანთან” გამართავს ამხანაგურ შეხვედრას, სადაც ორ უცხოელ ფეხბურთელსაც გასინჯავს.

“სამტრედიის” რიგებში თავის დამკვიდრებას ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ დუ კამო და ლიბერიელი მოჰამემ ისმაელ ალგვაილი, რომელიც ასევე ფორვარდია, შეეცდებიან.