ვის უგულშემატკივრებს მანუელ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში?

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მეკარე, მანუელ ნოიერი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფრ ეტაპში გამოეთიშა, ფინალურ მატჩზე გააკეთა მცირე კომენტარი.

“კვირას ნეიტრალური გულშემატკივარი ვიქნები. ორივე გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებთანაც სასიამოვნო კავშირი მაქვს.

რაკიტიჩთან მუდმივი კონტაქტი მქონდა “შალკეში” თამაშის დროს. კორენტინ ტოლისო კი ჩემი თანაგუნდელია მიუნხენის “ბაიერნში”. ორივე მათგანს წარმატებებს ვუსურვებ,” – ვკითხულობთ ნოიერის წერილში.

ნოიერმა ვარჯიში განაახლა (ფოტო)

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი მეკარის, მანუელ ნოიერის 15-კვირიანი რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. კლუბის ცნობით, ნოიერმა უკვე განაახლა ვარჯიში.

როგორც იცით, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ დაზიანება აპრილის თვეში, მადრიდის “რეალთან” გამართულ დაპირისპირებაში მიიღო და მას შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე.

ნოიერის არყოფნაში კი კარლო ანჩელოტი ტომ შტარკეს, სვენ ულრაიჰს, ახალგაზრდა რონტორბენ ჰოფმანსა და კრისტიან ფრუჰტლს აძლევდა თავიანთი შესაძლებლობების გამოჩენის შანსს.

შესაძლოა, ნოიერმა შაბათს გასამართ გერმანიის სუპერთასის მატჩში ვერ ითამაშოს, მაგრამ “რეკორდმაისტერის” უფროსები ირწმუნებიან, რომ ის 18 აგვისტოს, “ბაიერ ლევერკუზენის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

It feels so good to be back on the pitch ⚽️ @fcbayern

A post shared by Manuel Neuer (@manuelneuer) on

ანჩელოტი: “ნოიერი? კარში ნამდვილი კომპიუტერი გვიდგას”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მანუელ ნოიერზე ისაუბრა, რომელსაც რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.

“კარში ნამდვილი კომპიუტერი გვიდგას, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა ჩვენთვის,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი, სანამ მისი გუნდი ბუნდესლიგის ზედიზედ მეექვსე ტიტულის მოსაგებად დაიწყებს ბრძოლას.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ მაისურის შიგნით მას არც მკლავები აქვს, არც გულმკერდი და არც მენჯი. ნაცვლად ამისა, მას აქვს კლავიატურა, რომელიც თამაშში შესვლისას შეუჩერებელია,” – დაამატა მან.

გერმანელი მეკარე მოედანს ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, “ბაიერ ლევერკუზენთან” გასამართ მატჩში უნდა დაუბრუნდეს.

ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა წლის საუკეთესო მოთამაშე და მეკარე დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი გერმანულ ბუნდესლიგაში მოთამასე ფეხბურთელების მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული.

Kicker-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 248 პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო.

რობერტ ლევანდოვსკიმ ხმების 25 პროცენტი დააგროვა, “ლაიფციგის” ნაბი კეიტამ კი 15,7 პროცენტი და მეორე ადგილზე გავიდა. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა – 10,5 პროცენტი.

წლის საუკეთესო მეკარედ კი “რეკორდმაისტერის” გერმანელი მეკარე, მანუელ ნოიერი დასახელდა. 31 წლის მეკარემ ტიმ ჰორნსა (“კიოლნი”) და რუნ იარსტეინს (“ჰერტა”) აჯობა.

მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯმა, მანუელ ნოიერმა შაბათს, 25 თებერვალს ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი ყველაზე სწრაფი მეკარე გახდა, რომელმაც თავის აქტივში 100 მშრალად შენახული მატჩის დაგროვება მოახერხა.

30 წლის მანუელ ნოიერს 100 მშრალი მატჩის დასაგროვებლად 183 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

მან საკმაოდ ადვილად აჯობა წინა რეკორდის ავტორს, “ვერდერის” ექს-მეკარეს, ოლივერ რეკს, რომელსაც ამ ნიშნულის მისაღწევად 232 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურს მანუელ ნოიერი ჩაიბარებს

ბასტიან შვაინშტაიგერის სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლაური მიუნხენის “ბაიერნის” მეკარეს, მანუელ ნოიერს ჩააბარეს.

“ბავარიელთა” კარის დარაჯი ნაკრების კაპიტნის რანგში პირველ მატჩს კვირას ჩაატარებს, როდესაც “ბუნდესნაკრები” მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელობაში მყოფმა ბასტიანმა სანაკრებო კარიერა ოთხშაბათს, ფინეთთან ჩატარებული მატჩის (2-0) შემდეგ დაასრულა. ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ბასტის ნაკრებში ჩატარებული 121 მატჩი დაუგროვდა.

მანუელ ნოიერი: “2-0 სამართლიანი შედეგი არ არის”

ევრო 2016-ის ნახევარფინალური მატჩის საფრანგეთის ნაკრებთან წაგების შემდეგ, მანუელ ნოიერმა პრესასთან ისაუბრა. “ბაიერნის” მეკარე თვლის, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი მატჩის სურათს არ ასახავს.

“ეს ნახევარფინალია, არაფერია ასეთი ტიპის მატჩში წაგებაზე უარესი. არ ვცდილობ იმის თქმას, რომ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, თუმცა ვთვლი, რომ 2-0 სამართლიანი შედეგი არ არის.

რა თქმა უნდა, პენალტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლად მთელი მეორე ტაიმი გვქონდა. ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ, განსხვავებით ფრანგებისაგან.

აქ ცუდად თამაში კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა, თუმცა ეს ტურნირი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ.” – განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა.

ოფიციალურად: ნოიერმა „ბაიერნთან“ გაახანგრძლივა

მიუხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, წერს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებსააიტი. წინა ხელშეკრულება მხარეებს 2019 წლამდე აკავშირებთათმ ახალი შეთანხმება კი მათ 2021 წლამდე დააკავშირებს.

„ბაიერნის“ ოფიციალური ვებსაიტის სურათი:

neuer

ნოიერი: „მეტოქე თავს კარგად იცავდა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ უამრავი შექმნილი მომენტის მიუხედავად, მეტოქე თავს კარგად იცავდა.

„ადვილი მატჩები არ არსებობს. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა.

მეორე გოლის გატანა ძალიან გვინდოდა. ლისაბონში ერთბურთანი უპირატესობით ჩავდივართ და ნახევარფინალში გასვლა გვსურს. საამისოდ ბევრს გავაკეთებთ. ყოველ კვირას გამარჯვებაზე ვფიქრობთ, ამიტომ ზოგჯერ ანგარიშით 1:0 მოგება არასაკმარისია“, – ციტირებს ნოიერს „DW Sports“-ი

იოზილიდან რაკიტიჩამდე: როგორი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, ლიდერები რომ არ გაეყიდა

როგორც იცით, მიმდინარე სეზონში გელზენკირხენის “შალკე” არც თუ ისე კარგად გამოიყურება, რისი მიზეზიც მეტწილად გერმანელთა სატრანსფერო პოლიტიკა გახლავთ.

არადა სავსებით შესაძლებელი იყო, რომ “ლურჯებს” მაღალი მიზნებისთვის ებრძოლათ. თუმცა “შალკეს” ხელმძღვანელობამ ცდუნებას ვერ გაუძლო და კლუბის ლიდერები გაყიდა.

სწორედ ასეთი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, კლუბს ლიდერები რომ არ გაეყიდა:

მანუელ ნოიერი

პოზიცია: მეკარე

ასაკი: 29

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 203

მანუელ ნოიერი “შალკეში” 5 წლის ასაკიდან თამაშობდა. ის გერმანული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელმაც გელზენკირხენელთა რიგებში 2011 წლამდე იასპარარეზა.

2010-11 წლების სეზონში გერმანიის თასის მოგების შემდგომ, გერმანელმა მეკარემ “ბაიერნში” მოისურვა კარიერის გაგრძელება, მიუხედავად ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესებიდან და დღესაც ღირსეულად იცავს ბავარიული გრანდის კარს.

რაფინია

პოზიცია: მარჯვენა მცველი

ასაკი: 30

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 198

ბრაზილიაში მოთამაშე რაფინიას თავდაპირველად ყურადღება სწორედ გერმანულმა “შალკემ” მიაქცია 2005 წელს. შემტევი შესაძლებლობების მქონე მცველმა თავისი შესაძლებლობები გერმანიაში მშვენივრად წარმოაჩინა, რის შემდეგაც ყველასთვის გასაკვირად, ის “ჯენოას” შეუერთდა 2010-ში.

სერია ა-ში გამართული რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდგომ, მისი გადაბირების სურვილი “ბაიერნს” გაუჩნდა. ასე აღმოჩნდა ბრაზილიელი მცველი მიუნხენში, ნოიერის გვერდით.

კირიაკოს პაპადოპულოსი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 23

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერ ლევერკუზენი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 93

კირიაკოსი გერმანულ გუნდში 2010 წელს გამოჩნდა. მან “შალკეს” მესვეურთა ყურადღება საბერძნეთში, “ოლიმპიაკოსის” რიგებში მაღალ დონეზე თამაშით მიიქცია.

კირიაკოსმა 93 მატჩის ჩატარება მოახერხა “ლურჯი” მაისურით, რის შემდგომაც მის მიმართ ინტერესი “ლევერკუზენის ბაიერმა” გამოიჩინა, “შალკემ” კი მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ჰაიკო ვესტერმანი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “ბეტისი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი:123

ჰაიკო ვესტერმანს მცველისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება გააჩნდა. მისი პირველი დიდი კლუბი სწორედ “ფელტინს-არენას” ბინადარი “შალკე” გახლდათ, რომელმაც ის “არმინიადან” გადაიბირა.

ვესტერმანმა მთავარი როლი ითამაშა გერმანული გრანდის წარმატებულ ასპარეზობაზე (ჩემპიონტა ლიგაში), ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო, მანამ სანამ გერმანელებს “ბარსელონა” არ გამოაგდებდა ნახევარფინალიდან. რის შემდგომაც ის “ჰამბურგის” კაპიტანი გახდა (2010-ში).

ბენედიქტ ჰიოვედესი

პოზიცია: მარცხენა მცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 286

ბენედიქტი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა წარმატებულ შორის, რომელთა შენარჩუნებაც გელზენკირხენულმა გუნდმა მოახერხა.

მსოფლიო ჩემპიონმა, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, “შალკეს” მასიურით 286 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამასთანავე 32-ჯერ შესძლო ნაკრების რიგებში თამაშიც.

იოჰანსენ გაისი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 23

მიუხედავად იმისა, რომ “შალკეს” რიგებში იოჰანსენმა მხოლოდ 23 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

დიდწილად სწორედ 22 წლის გაისის დამსახურებაა, ის რომ “შალკე” ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. მან კლუბის მიერ გატანილ 12 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ივან რაკიტიჩი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “ბარსელონა”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 135

ივან რაკიტიჩმა, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება, თავისი შესაძლებლობების წარმოჩენისათვის მადლობა პირველ რიგში “შალკეს” უნდა გადაუხადოს, რამეთუ სწორედ გერმანული გუნდის სკაუტმა შეამჩნია ის პირველად.

გერმანულმა კლუბმა “ბაზელში” მოთამაშე ხორვატი ნახევარმცველი 2007 წელს გაიფორმა. გერმანელთა ავანსები გამართლდა – ცენტრალურმა ნახევარმცველმა 135 მატჩში 16 გოლის გატანა და 29 ასისტის გაკეთება მოახერხა.

იულიან დრაქსლერი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “ვოლფსბურგი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 170

იულიან დრაქსლერი “შალკეს” მიერ წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად ითვლება. რომ არა ტრავმები, ის შესაძლოა გაცილებით უფრო მაღალ დონეზეც მდგარიყო.

თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს – ის მხოლოდ 22 წლის არის. მან გულშემატკივართა გული მალევე მოიგო, თუმცა 170 მატჩში თამაშის შემდგომ, მან “შალკე” “ვოლფსბურგში” გაცვალა.

მესუტ იოზილი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “არსენალი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 39

რაკიტიჩსა და იულიან დრაქსლერს ნახევარდაცვაში მესუტ იოზილიც შეუერთდებოდა “ვერდერში” რომ არ გადაბარგებულიყო 2006 წელს.

იოზილი “შალკეს” აკადემიაში 2005 წელს მივიდა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა, მისით ვერ მოიხიბლა და გერმანელ ნახევარმცველს გუნდის დატოვების საშუალება მისცა.

ლეროი სანე

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 20

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 42

მიუხედავად იმისა, რომ ლერო სანე სულ რაღაც 20 წლისაა, ევროპის არცერთი ტოპ კლუბი არ იტყვის გუნდში მის ყოლაზე უარს. სანემ გერმანულ გუნდში 42 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა.

კლუბის ახალგაზრდული აკადემიის კიდევ ერთი გასაოცარი პროდუქტის შენარჩუნება “შალკეს” ძალიან გაუჭირდება. დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მომავალ სეზონში ინგლისში ან ესპანეთში ვიხილოთ.

კლას-იან ჰუნტელაარი

პოზიცია: თავდამსხმელი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 201

“რეალში” და “მილანში” გატარებული წლების შემდგომ, ჰოლანდიელმა შემტევმა კარიერის გაგრძელება გერმანიაში გადაწყვიტა. ის “შალკეს” 2010-ში შეუერთდა.

ჰოლანდიელ თავდამსხმელს საკმაოდ ადვილად გამოსდის გოლების გატანა, მითუმეტეს, თუ ისეთი ნახევარმცველები ეყოლება უკან, როგორებიც არიან: იოზილი, დრაქსლერი, სანე და რაკიტიჩი.

Claudio-Ranieri

მანუელ ნოიერმა რამდენიმე წუთის წინ მორიგი საოცრება გააკეთა! (ვიდეო)

ამჟამად მიმდინარეობს გერმანიის სუპერთასის ფინალი “ვოლფსბურგსა” და “ბაიერნს” შორის, სადაც შესვენებაზე 0-0-ია.

თამაშის მიმდინარეობისას, მიუნხენური გუნდის მეკარემ, მანუელ ნოიერმა მორიგი საოცრება გააკეთა.

უეფამ სეზონის 10 საუკეთესო სეივი დაასახელა (ვიდეო)

უეფამ გასულ სეზონში, უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან ათი საუკეთესო სეივი დაასახელა. ახლა კი, გულშემატკივრებმა ამ ათიდან თავიანთი რჩეულები უნდა დაასახელონ. ხმის მიცემა ამ ლიკზე შეგეძლებათ: http://www.uefa.com/save-of-the-season/index.html#home