რომის „ლაციომ“ ნახევარცველ ედერსონთან კონტრაქტი გაწყვიტა. ბრაზილიელის გაშვება კლუბის ოფიციალურ საიტზეც დადასტურდა.
სამხრეთ ამერიკელი „ბიანკოჩელესტეს“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში 50 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა.
მხარეებს კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდათ. შეგახსენებთ, რომ წინა თვეში „ლაციოს“ თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ტრანსფერზე ერთდროულად 9 ფეხბურთელის დაყენება ისურვა.
ამჟამად უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ედერსონი.