ბროკი: „გული დამწყდა, რომ ბაკამ მენეზს ხელი არ ჩამოართვა“

„კარპისთან“ იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ბროკიმ ყურადღება თავდამსხმელ კარლოს ბაკაზე გადაიტანა, რომელმაც შეცვლის დროს ჟერემი მენეზს ხელი არ ჩამოართვა.

„გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბაკამ მენეზს ხელი არ ჩამოართვა. ეს ცუდი რეაქცია იყო და მსგავსი არ უნდა განმეორდეს. ყველაზე ცუდი სწორედ ისაა, რომ კარლოსმა თანაგუნდელები უყურადღებიდ დატოვა. ყველა გუნდზე და არა საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესია“, – განაცხადა ბროკიმ „Sky Sport Italia“-სთან ინტერვიუში.

მენეზი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

„მილანის“ თავდამსხმელი ჟერემი მენეზი, რომელიც ზურგის ოპერაციის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს, მოედანზე 2016 წლამდე არ დაბრუნდება.

ფეხბურთელს ზაფხულში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ შემოდგომის თვეებში დაბრუნება უწინასწარმეტყველეს, თუმცა არდგენითმა პროცესმა მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი გამოიღო და ახლა ფრანგს მკურნალობის გაგრძელება იანვრამდე მოუწევს.

„მონაკო“ მენეზთან მოლაპარაკებას იწყებს

„მილანის“ თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამუშაო ადგილი შეიცვალოს. ამის შესახებ „სქაი სპორტზე“ დაყრდნობით ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ლიგა 1-ს კლუბმა მენეზის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

ამ ეტაპზე თავად ფეხბურთელის პოზიცია უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მენეზი „მილანს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ის მილანელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა – მის ანგარიშზე 16 გოლია, აქედან 8 მან პენალტით გაიტანა.

“მილანმა” მენეზი დაკარგა

“მილანის” ერთ-ერთი ლიდერი, ჟერემი მენეზი საკუთარ გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ “ჯენოასთან” 1:3 წაგებულ შეხვედრაში მენეზმა 72-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

Football Italia-ს ცნობით იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო კომიტეტმა მენეზის დასჯა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით გადაწყვიტა. ასეთი მკაცრი სასჯელის მიზეზი კი მსაჯების შეურაცყოფა გახდა.

დისკვალიფიკაციის გამო ფრანგი ფეხბურთელი “ნაპოლისთან”, “რომასთან”, “სასუოლოსთან” და “ტორინოსთან” გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

მენეზი: „იმედია, ინძაგი „მილანში“ დარჩება“

„მილანის“ თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგის დარჩენის იმედი გამოთქვა.

„იყო რამდენიმე მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო, თუმცა გამარჯვება ხელიდან გავუშვით. სატურნირო ცხრილში სიტუაციის გამოსასწორებლად კიდევ ექვსი კვირა გვაქვს. იმედია, ინძაგი გუნდში დარჩება“, – განაცხადა ფრანგმა.

იხილეთ სერია ა-ს სატურნირო ცხრილი

ინძაგი: „მენეზი სერია ა-ს საუკეთესო ბობმარდირი უნდა გახდეს“

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი ჟერემი მენეზი, მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, სერია ა-ს საუკეთესო ბობმარდირი გახდება.

„მენეზი? მის კარგ თამაშში წვლილი არ შემიტანია. ის ისედაც ჩინებული თავდამსხმელია, რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც კარგია. ბერლუსკონიმ და გალიანიმ მასში ინვესტიციები ჩადეს, რისთვისაც ქებას იმსახურებენ. თუმცა, ახლა ის არ უნდა გაჩერდეს. მენეზი ჩემპიონატის საუკეთესო ბობმარდირი უდნა გახდეს. ეს მან არა საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისთვის უნდა გააკეთოს“, – განაცხადა სუპერპიპომ.

5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც 7 ნომრიანი მაისურით თამაშობენ

ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ 5 საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც 7 ნორმიანი მაისურით ასპარეზობენ.

5. ჟერემი მენეზი

10965794_1528781060717122_563094096_n

4. ფრენკ რიბერი

10961718_1528781020717126_2021882675_n

3. ანტუან გრიზმანი

10968045_1528781070717121_1494401942_n

2. ანხელ დი მარია

10965607_1528780994050462_1258753300_n

1. კრიშტიანო რონალდო

10947821_1528780987383796_1942526790_n

რა გაუკეთა ჟერემი მენეზმა დე როსის? (ვიდეო)

20 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “რომასა” და “მილანს” შორის გამართული შეხვედრის (0:0) მიმდინარეობისას კამერებმა უცნაური კადრი დააფიქსირეს.

მენეზის ჩინებული გოლი „ნაპოლის“ კარში (ვიდეო)

„მილანისა“ და „ნაპოლის“ მიმდინარე მატჩის მე-6 წუთზე „როსონერის“ თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა ჩინებული გარღვევა შეასრულა და გოლიც გაიტანა.

მილანური დერბი: ჟერემი მენეზმა ძალზედ ტექნიკური გოლით ანგარიში გახსნა

იტალიის სერია A-ს XII ტურში “მილანსა” და მილანის “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში “როსონერის” ნახევარმცველმა ჟერემი მენეზმა საკმაოდ ტექნიკური დარტყმით გახსნა.

დიეგო ლოპესი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

“მილანის” მეკარემ დიეგო ლოპესმა ვარჯიში განაახლა. შეგახსენებთ, ესპანელმა კიპერმა ტრავმა სერია ა-ს მეორე ტურში, “პარმასთან” მატჩის დროს მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.

ლოპესის გარდა “მილანს” ლაზარეთიდან უახლოეს მომავალში რიკარდო საპონარა, ჯაკომო ბონავენტურა და იგნასიო აბატე დაუბრუნდებიან.

ამავე დროს, შესაძლოა, “ვერონასთან” გასამართი უახლოესი მატჩი ჟერემი მენეზმა გამოტოვოს.

დიეგო ლოპესმა საერთო ჯგუფთან ივარჯიშა

“მილანის” ძირითადის მეკარე დიეგო ლოპესი საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა – იტყობინება იტალიური პრესა.

სერია ა-ს გასვლით მატჩში “პარმას” წინააღმდეგ, სადაც “მილანმა” იმარჯვა 4:5 – დიეგო ლოპესმა მიიღო ტრავმა, მას შემდეგ კი იგი აღდგენით პროცესს გადის. გარდა ლოპესისა სავარაუდოა, რომ ძალიან მალე “მილანელთა” ლაზარეთიდან რიკარდო საპონარა, ჯაკომო ბონავენტურა და იგნაციო აბატეც დაბრუნდებიან.

ამავდროულად შესაძლოა სერია ა-ს შემდეგი ტურში, “ვერონას” წინააღმდეგ დაპირისპირება გამოტოვოს ჟერემი მენეზმა, რომელსაც დაზიანება აღენიშნება.