ბილიჩი: “მანჩესტერ სიტი” კლუბში ჩემ მისაწვევად ნასრის, კომპანისა და იაია ტურეს გაყიდის”

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქული “ბეშიქთაშის” თავკაცის, სლავენ ბილიჩის კანდიდატურას განიხილავს. ჟურნალისტებმა ფეხბურთის ხორვატ სპეციალისტს ამის შესახებ ჰკითხეს, რასაც ბილიჩმა იუმორნარევი პასუხი გასცა.

“დიახ, გიდასტურებთ, რომ “მანჩესტერ სიტისგან” შემოთავაზება მივიღე და ინგლისელებმა ისიც მითხრეს, რომ კლუბში ჩემ მისაწვევად ნასრის, კომპანისა და იაია ტურეს გაყიდიან.

სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არავითარი წინადადება არ ყოფილა. ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ “ბეშიქთაშს” უკავშირდება”, – ბილიჩის სიტყვები Goal.com-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. “ბეშიქთაში” “ენფილდზე” “ლივერპულს” ესტუმრება. მატჩი ღამის 00:05 საათზე დაიწყება და მას შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. განმეორებითი შეხვედრა სტამბულში, 26 თებერვალს შედგება.

 

ჯერარდი “ბეშიქთაშთან” ვერ ითამაშებს

ხუთშაბათს უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. “ლივერპული” “ენფილდზე” თურქულ “ბეშიქთაშს” უმასპინძლებს. მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ შეხვედრას “წითლების” კაპიტანი სტივენ ჯერარდი გამოტოვებს. 34 წლის ნახევარმცველს მუხლქვედა მყესი აქვს დაზიანებული.

“გადაწყვეტით გეუბნებით, რომ ჯერარდი “ბეშიქთაშთან” ვერ ითამაშებს. ჩვენ მის მდგომარეობას ყოველდღიურად უნდა დავაკვირდეთ”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Sportsmole-ი.

მატჩი ღამის 00:05 საათზე დაიწყება და მას შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

“გალა” “ბეშიქთაშს” დაეწია

თურქული სუპერლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა რესეპ ტაიპ ერდოღანის სტადიონზე გაიმართა, სადაც “ბეშიქთაშმა” “გალათასარაის” უმასპინძლა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. ანგარიში შესვენებიდან 5 წუთში, ფელიპე მელომ გახსნა. მალევე “ბეშიქთაში” კაცნაკლული დარჩა. 63-ე წუთზე წითელი ბარათი კავლაკმა მიიღო, რომელმაც თამაშის წესი იმავე მელოზე დაარღვია, შემდეგ კი სნეიდერთან მოუვიდა მცირე კონფლიქტი და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა.

მატჩის დასრულებამდე დრო რჩებოდა და გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქნდა, თუმცა საბოლოოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ბურაკ ილმაზმა მეორე გოლი გაიტანა საკუთარ გუნდის მნიშვენლოვანი გამარჯვება დააფიქსირა.

“ბეშიქთაშმა” პირველი ადგილი “ფენერს” დაუთმო, “გალათასარაი” კი თავის დღევანდელ მეტოქეს გაუთანაბრდა.

ბეშიქთაში 0-2 გალათასარაი

გოლები: ფელიპე მელო 50′ ; ბურაკ ილმაზი 90+5′ 


Besiktas 0 – 2 Galatasaray All Goals and… by ViralDailyTV

“ბეშიქთაშის” დირექტორატის წევრი: “ლივერპულს” ევროპის ლიგიდან გამოვაგდებთ”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულ “ლივერპულს” მეტოქედ “ბეშიქთაში” ერგო.

თურქული კლუბის ხელმძღვანელები საკმაოდ ამბიციურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მეტიც, “ბეშიქთაშის” დირექტორატის წევრი აჰმეთ ნურ ჩები პირდაპირ აცხადებს, რომ თურქული კლუბი 2007 წელს “ლივერპულთან” ანგარიშით 0:8 მარცხის გამო შურს იძიებს და მერსისაიდულ გუნდს ტურნირიდან გამოაგდებს.

“თურქული სპორტული საზოგადოება საინტერესო მატჩს ნახავს. გავიმეორებ იმას, რასაც ყოველთვის ვამბობ: შედეგზე “ლივერპული” უფრო უნდა ღელავდეს, ვიდრე ჩვენ.

ჩვენ მათ ტურნირიდან გამოვაგდებთ. “ლივერპულთან” ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. ანგარიშით 0:8 მარცხს ვგულისხმობ. წონასწორობა უნდა აღვადგინოთ. ისტორია ისტორიად რჩება, ჩვენ არ ვცხოვრობთ წარსულით. ეს შურისძიების შესაძლებლობაა”, – აჰმეთ ნურ ჩების სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის პირველი მატჩი 19 თებერვალს, “ენფილდზე” გაიმართება, განმეორებით შეხვედრას კი სტამბული 26 თებერვალს უმასპინძლებს.

 

რატომ შეწყდა ,,ბეშიქთაში” – ,,ტოტენჰემი”?

,,ევროპა ლიგის” ჯგუფური ეტაპის მატჩში, სადაც ,,ბეშიქთაში” ,,ტოტენჰემს” მასპინძლობდა, ელექტროენერგია გამოირთო. მსაჯმა რამდენიმე წუთით მატჩი შეწყვიტა. ამასთან ერთად, აღსანიშნავია თურქი ფანების რეაქცია მომხდარის შემდეგ.

„დინამო“ „ბეშიქთაშის“ ნახევარმცველით კვლავ დაინტერესდა

ავსტრიული პორტალის „Im Netz“-ის ცნობით, კიევის „დინამო“ „ბეშიქთაშის“ ნახევარმცველით ველი კავლაკათი დაინტერესდა, რომელიც 2015 წლის ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისუფალი აგენტი გახდება.

„დინამოს“ გარდა, 26 წლის ფეხბურთელით ასევე „ნაპოლი“, „სუონსი“, „საუთჰემპტონი“, „შალკე“ და „შტუტგარტი“ ინტერესდებიან. კიევური კლუბი კავლაკათი აქამდეც ინტერესდებოდა, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჭორებით შემოიფარგლა.

აქვე გეტყვით, რომ საიტი ტრანსფერმარკეტი კავლაკას ტრანსფერს 5,5 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში ავსტრიელმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

დემბა ბა ვარჯიშზე არ ისვენებს

თურქული “ბეშიქთაშის” ფეხბურთელი დემბა ბა ვარჯიშზე მხიარულობს.

ალექსის სანჩესმა “არსენალის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში “არსენალსა” და “ბეშიქთაშს” შორის გამართულ მატჩში ალექსის სანჩესმა ლონდონური კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

ჩელსიმ ბას ტრანსფერი დაადასტურა

“ჩელსის” და “ბეშიქთაშის” ოფიციალურმა ვებ-გვერდებმა დემბა ბას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. თურქულმა კლუბმა ლურჯებს სენეგალელ ფორვარდში ექვსი მილიონი ევრო გადაუხადეს.

29 წლის ბამ პრემიერლიგის გასულ სეზონში 19 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში ფორვარდი “ჰოფენჰაიმიდან” გადაბარგდა, სადაც “ჩელსის” გარდა “ვესტ ჰემის” და “ნიუკასლის” ღირსებას იცავდა.

 

ოფიციალურად: დემბა ბა „ჩელსიდან“ „ბეშიქთაშში“ გადავიდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი დემბა ბა კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. 29 წლის სენეგალელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, თუმცა ჩვენთვის ხელშეკრულების დეტალები ცნობილი არ არის.

„ბეშიქთაშში“ დემბა ბას უგო ალმეიდას შემცვლელად ხედავენ. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დემბა ბა „ბეშიქთაშში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

IBA CUP 2014 – დინამო 1:1 ბეშიქთაში

ბაქოში საერთაშორისო ტურნირი IBA CUP 2014 დაიწყო, რომელიც 14 წლამდე ფეხბურთელებში ტარდება. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. დინამო თბილისი დღეს თურქულ ბეშიქთაშს დაუპირისპირდა და საკამოდ დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში პირველ ნახევარში თამაზ ბაბუნაძემ გახსნა. თბილისელებს კიდევ რამდენიმეჯერ მიეცათ დაწინაურების საშულება, თუმცა ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტი გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ნახევრის ბოლოსკენ ბეშიქთაშმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა და მატჩიც ფრედ დასრულდა. მანამდე ბელგრადის პარტიზანმა 2:1 აჯობა ლვოვის კარპატს. ხვალ დინამოელები პარტიზანს დაუპირისპირდებიან.

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ხარშილაძე, დავითაშვილი, გულდედავა

მოედანზე შევიდნენ: გოგილაშვილი, ჯიჭონაია, მამფორია, მოიწრაფიშვილი

fcdinamo.ge

“ბეშიქთაშს” დემბა ბა სურს

სტამბოლის “ბეშიქთაში” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდსი, დემბა ბას გადაბირებას აპირებს.

პრემირელიგის გასულ გათამაშებაში 29 წლის სენეგალელი ლონდონელთა სასტარტოში ხშირად ვერ ხვდებოდა. ძირითადში ბამ მხოლოდ ხუთი მატჩი დაიწყო.

თურქული კლუბის ინტერესს “ბეშიქთაშის” ერთ-ერთი ხელმძღვანელიც, დენიზ ათალაიც ადასტურებს.

“ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი და ერთადერთი მიზანი დემბა ბა არის. “ჩელსის” ოფიციალური წერილი უკჯვე გავუგზავნეთ, თუმცა ლონდონელებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ” – განაცხადა ათალაიმ.