გუშინ საბერძნეთის მეორე დივიზიონის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ლარისა” და “ახარნაიკოსი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი ძალზედ საინტერესოდ დაიწყო.
თავდაპირველად მოვლენები ჩვეულებისამებრ ვითარდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მატჩის არბიტრმა სასტვენს ჩაჰბერა და მატჩი გახსნა, მოედანზე მყოფი ყოველი ფეხბურთელი მინდორზე წამოჯდა და ასეთ მდგომარეობაში 120 წამი დაჰყვეს.
ამ მოქმედებით, ბერძნული ჩემპიონატის ფეხბურთელებმა პროტესტი გამოუცხადეს საბერძნეთის მთავრობის მოქმედებას, რომლის თანახმადაც, ისინი უარს აცხადებენ დევნილების მიღებაზე .