საბერძნეთის მეორე დივიზიონის ფეხბურთელებმა პროტესტის განსაკუთრებულ ფორმას მიმართეს

გუშინ საბერძნეთის მეორე დივიზიონის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ლარისა” და “ახარნაიკოსი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი ძალზედ საინტერესოდ დაიწყო.

თავდაპირველად მოვლენები ჩვეულებისამებრ ვითარდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მატჩის არბიტრმა სასტვენს ჩაჰბერა და მატჩი გახსნა, მოედანზე მყოფი ყოველი ფეხბურთელი მინდორზე წამოჯდა და ასეთ მდგომარეობაში 120 წამი დაჰყვეს.

ამ მოქმედებით, ბერძნული ჩემპიონატის ფეხბურთელებმა  პროტესტი გამოუცხადეს საბერძნეთის მთავრობის მოქმედებას, რომლის თანახმადაც, ისინი უარს აცხადებენ დევნილების მიღებაზე .

“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრების პროტესტი უეფას (ვიდეო)

25 ნოემბერს, “მანჩესტერ სიტისა” და “ბაიერნს” შორის გამართული შეხვედრის დაწყების წინ, მანჩესტერელმა გულშემატკივრებმა უეფას მიმართ პროტესტი ასე გამოხატეს:

სან პაულუში 2014 წლის მუნდიალის ბრაზილიაში გამართვა გააპროტესტეს

სან პაულუში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა.

„ფრანს პრესი“ იუწყება, რომ პოლიციის ცნობით, აქციაზე 600 კაცი შეიკრიბა, თუმცა მიტინგის ორგანიზატორთა თანახმად, 2014 წლის მუნდიალზე სახელმწიფოს მიერ დიდი ოდენობით თანხის გაღება ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. წინა დემონსტრაციებისგან განსხვავებით, ბოლო აქციაზე მომიტინგეთა და სამართალდამცავთა შორის შეტაკება არ მომხდარა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ თანხები განათლებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოიყოს და არა – მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ბექა დოგრაშვილი