“ვოლფსბურგი” — “დორტმუნდი” ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში “ვოლფსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში დაწინაურებულმა გუნდმა კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და შემდეგ კვლავ დაწინაურებაც მოახერხა. პირველ დამატებულ წუთზე “მგელთა” მცველმა რიკარდო როდრიგესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ორ წუთში დორტმუნდელთა ნახევარმცველმა სინძი კაგავამ “ბორუსია” კვლავ დააწინაურა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მატჩი დორტმუნდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

“ლივერპულმა” დორტმუნდის “ბორუსია” გაანადგურა

“ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის “ენფილდ როუდზე” გამართული ამხანგური მატჩი მერსისააიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა. ზუსტად სამ წუთში გოლი გაიტანა “ლივერპულის” ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა, რომელიც მერსისაიდულ გუნდში “საუთჰემპტონიდან” მიმდინარე სატრანსაფერო პერიოდში 23 მილიონ ევროდ გადავიდა.

მეორე ტაიმში “წითლებმა” კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს: 49-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა თავი, 61-ე წუთზე კი გოლი ჯორდან ჰენდერსონმა გაიტანა.

ამხანაგური მატჩი:
“ლივერპული” — “ბორუსია” (დორტმუნდი) 4:0 (2:0)

“ლივერპული”: მინიოლე, მანკილიო (კელი 86′), ჯონსონი (ხოსე ენრიკე 64′), ლოვრენი, შკრტელი, ჯერარდი, კოუტინიო (იბე 72′), ჯანი, ჰენდერსონი, სტერლინგი, სტარიჯი (ლამბერტი 73′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

“ბორუსია”: ლანგერაკი, გინტერი (კნიშტოკი 83′), შმელცერი, პიშჩეკი (გროსკროიტცი 58′), პაპასტატოპულოსი (სარი 82′), იოიჩი (ამინი 76′), კელი (ბენდერი 47′), კირხი (ჰოფმანი 47′), მხითარიანი (დონგ-ვონ ჯი 65′), რამოსი (იმობილე 47′), ობამეიანგი (ბანდოვსკი 71′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: სტარიჯი 10′, ლოვრენი 13′, კოუტინიო 49′, ჰენდერსონი 61′.

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

კლოპი დააჯარიმეს

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არასპორტული საქციელისთვის 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ შორის გამართული მატჩის (1:2) კომპენსირებულ დროში კლოპი ერთ-ერთ არბიტრთან მივიდა და დაუყვირა.

„ბორუსიას“ თავკაცისგან ამგვარი ქმედება პირველი არ გახლავთ. გემახსოვრებათ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც უღრიალა კლოპმა დამხმარე მსაჯს.

ბექა დოგრაშვილი