ლიონელ მესი უნაი ემერის წინააღმდეგ (ვიდეო)

როგორც იცით, 11 აგვისტოს, თბილისში, უეფას სუპერთასის მატჩში, “ბარსელონამ” “სევილია” ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში, მოედანზე ბურთის მიმწოდებელი ბიჭის მიერ დაბრუნებული მეორე ბურთი აღმოჩნდა, ამან სევილიელთა მთავარი მწვრთნელი გააბრაზა, თუმცა ლიონელ მესი უნაი ემერს შეეკამათა.

ემერი: “შეგვიძლია, ამ თამაშით ვიამაყოთ”

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ უპასუხა.

— მატჩის ბოლოს ორმაგი ცვლილება განახორციელეთ. ეს თქვენი მხრიდან ვა-ბანკი იყო თუ დაგეგმილი ცვლილებები?
— პირდაპირ გეტყვით, როცა ანგარიშით 1:4 მარცხდები, ბევრს აღარაფერს ელი. მხოლოდ ის ვთქვით, რომ დარჩენილ დროში მაქსიმუმისთვის უნდა მიგვეღწია. ჯერ ერთი გოლი გავიტანეთ, შემდეგ მეორე და იმედიც მოგვეცა. გუნდს თავდაჯერება მოემატა და მიზანსაც მივაღწიეთ – ანგარიში გავათანაბრეთ. ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ. დამატებით დროში გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, თუმცა გოლი გავუშვით და ასეთ დროს რთულია თამაშის კიდევ ერთხელ შემოტრიალება.

— ამ მატჩში ბევრი ტაქტიკური ცვლილება განახორციელეთ. რას გამოყოფდით?
— ამ საღამოს ჩვენი მთავარი მიზანი კარგი თამაშის ჩვენება იყო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ ისე არ გვეთამაშა, როგორც ჩვენ გვსურდა. ჩვენს ფანებს შეუძლიათ, რომ ჩვენი თამაშით კმაყოფილნი იყვნენ.

— ახლა როგორი განწყობა გაქვთ?
— ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და შედეგით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ თამაში გვაძლევს კმაყოფილების საშუალებას. გუნდისთვის რთულია ამ მარცხის გადაყლაპვა, თუმცა ჩვენ კიდევ შევხვდებით უძლიერეს მეტოქეებს.

— როგორ ფიქრობთ, დაიმსახურა “ბარსელონამ” ეს გამარჯვება?
— “ბარსელონას” გამარჯვება უნდა მივულოცოთ. იყო თუ არა დამსახურებული, ეს სუბიექტური მოსაზრებაა. მატჩის მიწურულს სამი ძალიან კარგი შანსი მოგვეცა და ვიმსახურებდით პენალტების სერიას. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ და შეგვიძლია, ვიამაყოთ ამ თამაშით. გაითვალისწინეთ, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელმაც ყველაფერი მოიგო.

— ოდესმე შეძლებთ ლეო მესის გაჩერებას, რომელმაც “სევილიას” უკვე 24-ე გოლი გაუტანა?
— მესის ვულოცავ ამ გამარჯვებას. იგი უნიკალური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. წარმოუდგენელია, უმაღლეს დონეზე თამაშობდე ამდენი წლის მანძილზე. დაველოდოთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ოდესმე მის გაჩერებას.

— ეს სეზონის სასტარტო მატჩი იყო. რას გეუბნებათ ეს შეხვედრა დამდეგი სეზონისთვის?
— პირველი ნაბიჯი გადავდგით იქითკენ, რომ ახალ სეზონში წარმატებულად ვითამაშოთ. ეს ახალი სეზონის ფუნდამენტია. როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან, მეტი შესაძლებლობა გვექნება და უკეთ ავთამაშდებით.

 

უნაი ემერის კომენტარი “დინამოს” დიღმის საწვრთნელი ბაზის შესახებ (ვიდეო)

დღეს “სევილიამ” ვარჯიში “დინამო თბილისის” საკუთრებაში არსებულ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი და სპორტული დირექტორი რამონ როდიგესი ბაზით კმაყოფილნი დარჩნენ და ამ უკანასკნელმა ისიც აღნიშნა, რომ “სევილიასაც” არ აქვს ასეთი სავარჯიშო მოედანი.

ემერის განცხადებას სუპერთასის მატჩამდე და შეჯიბრი “სევილიას” ოფიციალური მაისურისთვის

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უეფას დამდეგი სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და კლუბის ფანებს შორის ერთგვარ შეჯიბრს აწესებს, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად “სევილიას” ოფიციალურ მაისურს მიიღებს.

“რამდენიმე დღე დარჩა, სანამ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მრისხანე მეტოქეს თბილისში დავუპირისპირდებით. მძიმე 90 წუთი გველის ჩვენ, ვინც მთელი ამ კვირების განმავლობაში თავჩაუხრელად ვმუშაობთ, რათა “სევილიას” ხუთივე კონტინენტზე მიმოფანტულმა ქომაგებმა ამ შეხვედრით გაიხარონ.
ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, თუ რამდენად ფართოა “სევილიზმო” და რამდენად საამაყოა ჩვენი ფერების მიღწევა.
გთავაზობთ, “ტვიტერზე” დაპოსტოთ ვიდეო, რომლის ხანგრძლივობაც 30 წამზე მეტის არ იქნება, გამოიყენეთ ჰეშთეგი ‪#‎sevillistasporelmundo‬. ვიდეო უნდა შეიცავდეს გუნდისთვის გასამხნევებელ მესიჯს, რომელსაც გააკეთებთ იმ ადგილიდან, სადაც ახლა ცხოვრობთ.
ყველაზე კრეატიული ვიდეოს ავტორი გაიმარჯვებს და მიიღებს “სევილიას” მაისურს.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის!” – დაწერა უნაი ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე”, “სევილია” უეფას სუპერთასისთვის “ბარსელონას” შეეცილება.

Emery

უნაი ემერი: “თბილისში შევხვდებით”

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა.

“ფინალი დასრულდა. ერთმანეთს თბილისში შევხვდებით. გილოცავ, “ბარსელონა”! წინ, “სევილია”! – დაწერა სოციალურ ქსელში უნაი ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდალუსიურმა გუნდმა ევროპის ლიგა მოიგო და უეფას სუპერთასისთვის ჩემპიონთა ლიგის მომგებ “ბარსელონას” შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს გაიმართება.

 

უნაი ემერიმ “სევილიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“სევილიამ” კლუბის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი “სევილიას” 2013 წლის ზამთრიდან თავკაცობს. მან გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო უეფას ევროპის ლიგა.

Emery

“ნაპოლიმ” თვალი ემერის დაადგა

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესპნეთს სტუმრობდა, სადაც ნეაპოლში “სევილიას” დამრიგებლის, უნაი ემერის გადაბარგების თაობაზე აწარმოაებდა მოლაპარაკებებს.

იტალიური პრესის ცნობით “ნაპოლიმ” ევროპის ლიგის ტრიუმფატორს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით ემერი წელიწადში 3,8 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ “სევილიაში” ესპანელი მწვრთნელი დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს იღებს.

დე ლაურენტისს გუნდის შემადნგელობაის გაძლიერებაც აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ემერის გადაბირების შანსი დიდი მაინც არ არის. ესპანელ სპეციალისტს “სევილიას” დატოვება ამ ეტაპზე არ სურს.

ემერიმ „დნიპროსთან“ ფინალური შეხვედრა შეაფასა

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „დნიპროსთან“ ევროლის ლიგის მოგებული ფინალი შეაფასა.

„ჩვენ დიდი სამუშაო შევასრულეთ. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ამ ტურნირის ყველა მატჩში გაგვიჭრდა. შესვენების დროს ყველაფერი გავაანალიზეთ და მივხდით, რომ ჩვენი შანსი უნდა გამოგვეყენებინა. გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა მისი აღნიშვნა შეგვიძლია“, – განაცხადა ემერიმ.

წყარო: “მილანს” უნაი ემერი ჩაიბარებს

Sport Mediaset-ის რეპორტიორი მაურიციო პისტოჩი იუწყება, რომ “სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ “მილანთან” წინასწარი შეთანხმება გააფორმა.

“იმ წყაროს თანახმად, რომელმაც თავის დროზე კლარენს ზეედორფის “მილანში” და რობერტო მანჩინის “ინტერში” გადასვლა მაცნობა, უნაი ემერიმ “მილანთან” შეთანხმება გააფორმა”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის თავკაცის პოსტი მადრიდის “რეალს” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის შესთავაზა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგების შემთხვევაში, ერთწლიან პაუზას აიღებს.

 

უნაი ემერი: „რეალთან“ მატჩის ფრედ დასრულება შეგვეძლო“

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მადრიდის „რეალთან“ წაგებული შეხვედრა შეაფასა.

„იქედან გამომდინარე, რომ თამაშში ორი გაშვებული გოლის შემდეგ დავბრუნდით, შედეგით კმაყოფილი ვარ. „რეალს“ ბევრი მუშაობა მოუწია, მატჩის ფრედ დასრულებასაც შევძლებდით. სამწუხაროდ, ეს ვერ გამოგვივიდა, რაშიც ვერავის დავადანაშაულებ. დღეს სტადიონზე ჩინებული ატმოსფერო იყო.

შემდეგ ტურში „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩვენს უშუალო კონკურენტ „ვალენსიას“ შეხვდება. საკუთარ თავს სხვისი უიღბლობით ვაწყნარებ. ჩემპიონატში წინ კიდევ სამი მატჩი გველის, რომელშიც მეოთხე ადგილზე გასვლას შევეცდებიოთ“, – ციტირებს ემერის „Defensa Central“-ი.

“სევილია” ემერის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

“სევილიას” ხელმძღვანელობა კლუბის დამრიგებელს, უნაი ემერის ახალ კონტარქტს შესთავაზებს.

ანდალუსიურ კლუბში ბასკი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ესპანეთის თასს გამოეთიშა. პრიმერა დვიზიონში 25 ტურის შემდეგ “სევილია” 46 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვლილი, ახალ ხელშეკრულება კი შეთანხმებას ერთი წლით, 2017-მდე გაახანგრძლივებს.

უეფას სუპერთასი — უნაი ემერის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის “რეალი” და “სევილია” შეერკინებიან ერთმანეთს. “სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ “რეალი” ფავორიტია, თუმცა მისი თქმით, ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული საკუთარი შანსების გამოყენებას ეცდება.

“ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებით ერთხელ უკვე მოვახერხეთ “რეალის” დამარცხება (მარტი, 2014 წ. 2:1). ასე რომ, პრეცედენტი არსებობს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა “სევილიამ” ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შესანიშნავი სერიით დაამტკიცა, რომ გუნდური შრომისმოყვარეობით ფავორიტის დამარცხება შესაძლებელია, როგორც ეს “ბენფიკასთან” შევძელით. ახალწვეულებს მხედველობაში თუ არ მივიღებთ, “რეალს” ძალიან კარგად ვიცნობთ, თუმცა თავად ჩვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გუნდურად, გონივრულად უნდა ვითამაშოთ, შემტევი პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, დაცვაშიც მარჯვედ თამაში გვმართებს. სწორედ ამის წყალობით დავამარცხეთ “რეალი” გასულ სეზონში.

“რეალი” უეჭველად ფავორიტია. გვინდა, რომ ინიციატივა ჩვენ ავიღოთ, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მოგვცემს “რეალი” ამის საშუალებას. მადრიდელებს შეუძლიათ, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში თამაში გვაიძულონ. კრიშტიანუ, ბენზემა და ბეილი სწრაფები არიან და დაცვის ხაზში მეტოქეს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. ნახევარდაცვაში ხამეს როდრიგესს თავისუფლება არ უნდა მივცეთ. ასევე დასაშვებია, რომ თამაში საკუთარ თავზე მოდრიჩმა და კროოსმა აიღონ. ბურთი როგორც კი ჩაგვივარდება, მაშინვე სწრაფ კონტრშეტევებზე უნდა გადავიდეთ.

ბეილის შეჩერება ვერ მოვახერხეთ, როცა მან ჩვენს წინააღმდეგ პირველად ითამაშა. მაშინ ჩვენ ანგარიშით 3:7 დავმარცხდით (ოქტომბერი, 2013 წ.), ბეილი კი იმ დღეს გამორჩეული იყო. როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, შეგიძლია, მშვიდად იყო, მაგრამ როცა ის შენს წინააღმდეგ თამაშობს, მის გასანეიტრალებლად ორმაგი ან სამმაგი მუშაობა გიწევს. ვეცდებით, რომ ეს მოვახერხოთ, თუმც არც სხვა მოთამაშეების დავიწყებას ვაპირებთ”, – უნაი ემერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.