მანჯუკიჩის პირველი კომენტარი “მილანში” გადასვლის შემდეგ

მარიო მანჯუკიჩმა “მილანში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“მადლობელი შესაძლებლობისთვის, გადმოვსულიყავი ასეთ დიად კლუბში. ჩემთვის დიდი პატივია ამ ლეგენდარული ფორმის ჩაცმა და “როსონერისთვის” ბრძოლა. მხოლოდ იმას დაგპირდებით, რომ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯები და მაქსიმუმს გავიღებ გუნდის დასახმარებლად”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ხორვატმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი “მილანს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნება, კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით. 34 წლის თავდამსხმელი “როსონერის” რიგებში 9-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 ივლისი)

კევინ გაიმეირო “ატლეტიკოს” ფეხბურთელია

“ატლეტიკომ” და “სევილიამ” კევინ გამეიროსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. 29 წლის ფეხბურთელი რამდენიმე საათში მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს – ამ ინფორმაციას “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

“ბარსელონა” მანჯუკიჩზე გადაერთო

მას შემდეგ, რაც კატალონიური გრანდის სამიზნე, კევინ გამეირო “ატლეტიკოში” გადავიდა, “ბარსელონას” ხელმძღვანელები მარიო მანჯუკიჩზე გადაერთნენ. სავარაუდოდ, მანჯუკიჩს შემტევი ტრიოს, MSN-ის უკან მოუწევს თამაში.

“სევილიამ” ვიეტო არენდით აიყვანა

ესპანურმა “სევილიამ” “როხიბლანკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია – ვიეტო ანდალუსიელთა რიგებში არენდის წესით, ერთი სეზონის მანძილზე ითამაშებს.

პოგბა “მანჩესტერში”? სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება…

18 წლის ჯონათან პერკინსის ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” 6-ნომრიან მაისურს, რომელზეც მისივე სახელი არის დაწერილი.

Untitled-1

ლორენტე “სუონსის” უახლოვდება

The Daily Mail: “სუონსის” ხელმძღვანელები ალბერტო პალოშის, ბაფეტამბი გომისისა და ედერის წასვლის შემდეგ, ახალ თავდამსხმელს ეძებენ. ბრიტანული წყაროს ცნობით, უელსური კლუბი ძალიან ახლოსაა “სევილიას” ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს გადაბირებასთან.

დიეგო კოშტა შესაძლოა, რომელუ ლუკაკუმ ჩაანაცვლოს

The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “ევერტონთნ” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუ “სტემფორდ ბრიჯზე” გადავა, “ატლეტიკო მადრიდს” დიეგო კოშტას დაბრუნება 40 მილიონ ფუნტად შეეძლებათ.

ემერი “რეალის” ვარსკვლავის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

“პარის სენ-ჟერმენის” თავკაცი, უნაი ემერი ადასტურებს “რეალის” თავდამსხმელის, ხესეს მიმართ მისი ინტერესის არსებობას: “მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ის დიდებული ფეხბურთელია.”

Mauricio_Pochettin_2793779b

“მანჯუკიჩს, ბალოტელის, დიეგო კოშტასა და ზლატანს მომავალ სეზონში ჩინეთში ვიხილავთ”

“იანგსუ სუნინგის” ფიზიოთერაპისტი აღიარებს, რომ ჩინური სუპერ ლიგის კლუბები მომავალ სეზონში ძალზედ დიდი სახელების მქონე ფეხბურთელების გადაბირებას აპირებენ.

“სუნინნგს”, კომპანიას, რომელსაც კლუბი ეკუთვნის, გლობალური ამბიციები გააჩნია. ისინი “ინტერის” აქციების 20%-ის ყიდვას აპირებენ.

შემიძლია გაგანდოთ მცირე ნაწილი იმ გეგმებისა, რომელთა შესრულებასაც ზაფხულში ვაპირებთ – ჩვენ უნდა გადავიბიროთ ეს ოთხი თავდამსხმელი : ზლატან იბრაჰიმოვიჩი; დიეგო კოშტა; მარიო ბალოტელი და მარიო მანჯუკიჩი.”

აღნიშნულ ინტერვიუს Sportske Novosti ავრცელებს.

მანჯუკიჩმა „ბაიერნის“ შეშინება ჯოკერის იმიჯით სცადა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრის წინ თავისი „ინტაგრამის“ გვერდზე სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ის ბეტმენის პერსონაჟის ჯოკერის იმიჯითაა გამოსახული. როგორც ვარაუდობენ, ამ სურათით ის „ბაიერნის“ ამჟამინდელ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას მიმართავს, რომლის ხელმღვანელობით მან მიუნხენურ კლუბში ერთი სეზონი ითამაშა.

სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხორვატი „ბაიერნთან“ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

untitled

მანჯუკიჩი ერთ თვეს გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრა გამოტოვოს.

„ინტერთან“ იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:0 მოიგო, ხორვატმა ტრავმა მიიღო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელმა კუნთები დაიზიანა და გამოსაჯანმრთელებლად მას, სავარაუდოდ, ოთხი კვირა დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კუნთების პრობლემების გამო „იუვენტუსს“ ასევე ნახევარმცველი კვადვო ასამოა ვერ დაეხმარება.

მანჯუკიჩი: “მსურს იუვენტუსს დავეხმარო”

ხორვატმა თავდამსხმელმა “ბებერ ქალბატონებში” გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი “იუვენტუსში” 19 მილიონ ევროს გადავიდა და წელიწადში 3.5 მილიონს მიიღებს.

“ბავშვობიდანვე ძალიან მომწონდა “იუვენტუსი”. მოხარული ვარ, რადგან ასეთ დიდ კლუბში გადავედი”.

“იუვენტუსი დიდი კლუბია, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. მსურს, კლუბს დავეხმარო,”-განაცხადა 29 წლის წინახაზელმა.

ოფიციალურად: მანჯუკიჩი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა.

29 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა “ბებერ სინიორასთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულებამ 19 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც სამ ნაწილად იქნება გადახდილი. მანჯუკიჩის წარმატებულად თამაშის შემთხვევაში, მადრიდული კლუბი დამატებით ორ მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი “ატლეტიკოში” 2014 წლიდან თამაშობდა. ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში ხორვატმა ფეხბურთელმა 28 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მანჯუკიჩი ტურინში ჩავიდა (სურათი)

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი უახლოეს დროში ტურინის „იუვენტუსის“ კოთამაშე უნდა გახდეს.

გუშინ საღამოს ფორვარდი ტურინში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ცნობით, ხორვატის ტრანსფერი „ბიანკონერის“ 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

Mandzukic

მედია: “იუვენტუსმა” მანჯუკიჩი იყიდა

“ბებერი ქალბატონები” ახლოს არიან ხმაურიან ტრანსფერთან.

La Stampa , La Gazzetta dello Sport და ჯანლუკა დი მარჩო იუწყებიან, რომ “იუვენტუსმა” შეათანხმა ყველანაირი პირობა მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერზე და უახლოეს დღეებში, ტურინელები მის ტრანსფერს დაადასტურებენ.

29 წლის ფეხბურთელი “ლეიბებს” 18 მილიონის(ბონუსებით) სანაცვლოდ დატოვებს, იტალიელებს 15 მილონი გარდაუვლად მოუწევთ გადახდა. ხორვატი წელიწადში 3.5 მილიონს მიიღებს.

გასულ სეზონში, მარიო მანჯუკიჩმა ლა ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 12-ჯერ გაიტანა.

რამდენად იყიდის „იუვენტუსი“ მანჯუკიჩს? ფასი ცნობილია

ხუთშაბათს ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა, რის შესახებაც ცნობილი იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს.

ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერი „ბიანკონერის“ 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყაროს ცნობით, მანჯუკიჩი 4-წლიან კონტრაქტს მიიღებს და ყოვეწლიური ხელფასის სახით 4 მილონ ევროს გამოიმუშავებს.

მაროტა: „ტევესს მანჯუკიჩი შეცვლის“

მანჯუკიჩი რუსეთში გადადის?

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა, შესაძლოა, კარიერა რუსეთში განაგრძოს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემის „ლა გაძეტა დელო სპორის“ ჟურნალისტი კარლო პაუდიზა წერს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ხელმძღვანელობა ხორვატის სანაცვლოდ ესპანურ კლუბს 28 მილიონ ევროს სთავაზობს. აღნიშნული წინადადება „ატლეტიკოსთვის“ ყველაზე მისაღები უნდა იყოს.

„ზენიტთან“ ერთად მანჯუკიჩისთვის „ლივერპული“, „მონაკო“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ვოლფსბურგი“ და „არსენალი“ იბრძოლებენ

“ატლეტიკოს” მანჯუკიჩის გაყიდვა სურს

ხორვატ ბომბარდირს მსურველები ნაკლებად ჰყავს.

ესპანური პრესის თქმით, “ატლეტიკო” 29 წლის შემტევის მუშაობით კმაყოფილი არ არის, ამიტომ მათ უფრო ახალგაზრდა წინახაზელის დამატება სურთ.

“პსჟ”, “ლივერპული” და “არსენალი” მზადაა, მარიოს ტრანსფერისთვის მოლაპარაკებები გამართოს.

მიმდინარე სეზონში, მანჯუკიჩმა 28 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 12 გოლი და გააკეთა ხუთი საგოლე გადაცემა.