მიულერს ინგლისური გრანდები უმიზნებენ
ლონდონის “არსენალის”, “ჩელსისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები უკვე იწყებენ მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი შემტევის, ტომას მიულერის ტრანსფერზე მუშაობას. ამ ინფორმაციას Sport Bild ადასტურებს.
როგორც იცით, ბოლო დროს მიულერი არც ისე კარგად ასპარეზობს ბავარიელთა რიგებში, რამაც მისი ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ეჭვქვეშ მოაქცია. ეს კი ნამდვილად არ შედის მიულერის ინტერესებში, თანაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ.
“სიტი” სანჩესისთვის მხოლოდ 20 მილიონს იმეტებს
The Sun-ის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ალექსის სანჩესის ტრანსფერის განხორციელებას.
როგორც იცით, ზაფხულში “ქალაქელები” 60 მილიონ ფუნტს იხდიდნენ ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, მაგრამ ზამთარში ისინი მაქსიმუმ 20 მილიონის გადარიცხვას გეგმავენ “მეთოფეთა” საბანკო ანგარიშზე.
ზამთარში “ბარსელონა” მცველს დაიმატებს
ერნესტო ვალვერდე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დაცვითი პოტენციალის გაძლიერებას “პალმეირასის” მცველის, იერი მინას დამატების ხარჯზე გეგმავს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი კატალონიელებს დაახლოებით 9 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეთ.
დე ხეამ რამოსს “რეალის” შესახებ ჰკითხა
დავიდ დე ხეა კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელებაზე სერიოზულად დაფიქრდა. Diario Gol-ის ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” არსებული ატმოსფეროს შესახებ “წითელმა ეშმაკმა” სერხიო რამოსს ჰკითხა.
როგორც იცით, წლებია, რაც ესპანელ მეკარეს სამშობლოში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ხერხდება.
რაფინია პრემიერ ლიგაში გადავა
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, რაფინია “ბარსელონას” უახლოეს მომავალში დატოვებს.
როგორც იცით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ამჟამად ტრავმა აწუხებს და გუნდის ძირითადში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. შესაბამისად, პირადად მისი ინტერესებიდან გამომდინარე ის მზადაა იანვარშივე გადავიდეს პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში.