ენრიკე: „ბარსელონას“ ყველა კომპონენტში მოსამატებელი აქვს“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განვლილი წელი შეაჯამა.

„ბარსელონასთვის“ ეს წარმატებული წელიწადი იყო, მაგრამ მას ცხრა ქულით შევაფასებდი, რადგან თამაშის ყველა კომპონენტში მოსამატებელი გვაქვს. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ბოლომდე ვიხარჯებოდი. საკუთარ თავს ვერაფერში დავადანაშაულებდი, რადგან სეზონებს ღირსეულად ვასრულებდი. ახლაც, როდესაც მწვრთნელი ვარ, იგივე ხდება. წელიწადს კმაყოფილები ვასრულებთ“, – ციტირებს ენრიკეს Goal.com-ი.

ლუის ენრიკე: „მიღწეულით არ დავკმაყოფილდებით“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა „რივერ პლეიტს“ ანგარიშით 3:0 მოუგო.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მიმდინარე სეზონში ბევრი ტიტული მოვიგეთ, რაც ჩემთვის და კლუბისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. „რივერ პლეიტი“ ღიად თამაშობდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, დღეს ნებისმიერ მეტოქეს მოვუგებდით.

მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. შესვენების შემდეგ, შევეცდებით, ახალ მწვერვალს მივაღწიოთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ“, – ციტირებს ენრიკეს ფიფა-ს ოფიციალური საიტი.

ლუის ენრიკე: „სუარესი ნამდვილი მკვლელია“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „გუანჩჟოუ ევერგრანდთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„გუნდი მატჩს სრული სერიოზულობით მიუდგა. შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია და მეტოქეს ჩვენს კართან ხიფათის შექმნის საშუალება არ მივეცით. ყველა მხვრივ, კარგად ვითამაშეთ, რასაც ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ“.

ენრიკემ ცალკე ლუის სუარესი შეაქო, რომელმაც ხსენებულ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა.

„სუარესი მეტოქის საჯარიმოში ნამდვილი მკვლელია, რომელსაც გატანა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია. თუ ამას მის დაცვაში თამაშის უნარსაც დავუმატებთ, ვიტყვით, რომ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

ტურნირის ფინალში „ბარსელონას“ მეტოქე არგენტინული „რივერ პლეიტი“ იქნება.

ლუის ენრიკე: „ორმაგი მოტივაცია გაგვიჩნდა“

ლევერკუზენის „ბაიერთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ მის გუნდს მოსაგებად ორმაგი მოტივაცია აქვს.

„მესის გარეშე თამაში ადვილი არ არის. სამაგიეროდ, ამის გამო დამატებითი მოტივაცია გაგვიჩნდა და ლიონელის გულისთვის მოგება გვსურს. ამავდროულად ვიცით, რომ ის შეუცვლელია. ამის მიუხედავად, ჩვენი თამაშის სტილს არ შევიცვლით და მოედანზე გასაკეთებელს გავაკეთებთ“, – განაცხადა ენრიკემ.

ლუის ენრიკე: “სელტამ” სრულყოფილი მატჩი ჩაატარა”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-5 ტურში “ბარსელონა” სტუმრად “სელტასთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ კატალონიური გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში სამბურთიანი სხვაობით უკანასკნელად 2008 წელს დამარცხდა (“რეალთან” 1:4). “სელტამ” “ბარსელონა” 3 და მეტი ბურთის სხვაობით ბოლოს შორეულ 1957 წელს დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მისი გუნდი არაეფექტიანად მოქმედებდა.

“ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მივულოცოთ “სელტას”. მეტოქემ სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, ენერგიულად ვითამაშეთ, 6-7 მომენტი შევქმენით, თუმცა ეფექტიანობა გვაკლდა.

ამ შედეგმა უნდა დაგვანახოს, რომ წინ რთული სეზონია. თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა.

 

ლუის ენრიკე: „თვქენ ხომ ჩემი მოკვლა გინდოდათ?“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „სელტასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოესი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მატჩი ძალიან რთული იქნება – მეტოქე ჩვენთვის მოუხერხებელია. „სელტა“ ზაფხულში კარგად გაძლიერა, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჩინებულად იმუშავა. მეტოქე ლამაზად თამაშსა და ბურთის დაჭერას ცდილობს. ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში მგოვწონს.

„ბარსელონა“ შარშან შესანიშნავი იყო? თქვენ ხომ გასულ სეზონში ჩემი მოკვლა გინდიდათ? ზოგჯერ უკეთესად ვთამაშობთ, ზოგჯერ – ვერა. იგივე სიტუაცია შარშანაც იყო. ჯამში, ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ“, – აცხადებს „ბარსას“ დამრიგებელი.

ლუის ენრიკე: “პენალტის აცილება მესის ადამიანად მაინც ვერ წარმოაჩენს”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის IV ტურში “ბარსელონასა” და “ლევანტეს” შორის გამართული მატჩის (4:1) შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გაიხუმრა, რომ პენალტის აცილება ლიონელ მესის ადამიანად მაინც ვერ წარმოაჩენს.

“პენალტის აცილება მესის ადამიანად მაინც ვერ წარმოაჩენს. მან დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემთვის იგი ადამიანს არ ჰგავს.

ტერ შტეგენს გამოვარჩევ. “რომასთან” გაშვებული გოლის შემდეგ სხვა მეკარე თავდაჯერებას დაკარგავდა, თუმცა ტერ შეტეგენზე იმ გაშვებულმა ბურთმა გავლენა ვერ მოახდინა. მან საკუთარი თავის რწმენა უძლიერდება”, – ლუის ენრიკეს მატჩისშემდგომი კომენტარი Four Four Two-მ გამოაქვეყნა.

 

ლუის ენრიკე: “რომას” გოლი ჩემი ბრალია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “რომასა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ თამაშით კმაყოფილია, თუმცა არა – შედეგით. მანვე რაფინია ალკანტარას ტრავმაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, თუმცა რაჯა ნაინგოლანთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და თამაშში ჩართვიდან სამ წუთში მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს.

“სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქემაც კარგად წარმოაჩინა თავი და გოლის გასატანად მომენტი მოძებნა. შედეგის გარდა ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

“რომას” გოლი ჩემი ბრალია. მე ვუთხარი მეკარეს, რომ ასე ეთამაშა. დარწმუნებული ვარ, მეტოქე ჩვენთან ასეთ გოლს ვეღარ გაიტანს.

ერთი შეხედვით რაფინიას ტრავმა მძიმეა, ძალიან მძიმე. მუხლი დაიშავა. ეს დღევანდელი დღის ყველაზე ცუდი ამბავია, რამაც მატჩზეც იქონია გავლენა. ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, თუმცა ვიმეორებ, რომ დაზიანება ცუდი შესახედია”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ.

 

ლუის ენრიკე გაცხარებულია: “აქ რონალდუს არაფერი ესაქმება!”

გუშინ ცნობილი გახდა, 27 აგვისტოს, მონაკოში ვინ იბრძოლებს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის. ეს ფეხბურთელები არიან: ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი, ხოლო ამ გადაწყვეტილებამ “ბარსელონას” თავკაცი გააცხარა და განაცხადა, რომ ამ ტრიოში პორტუგალიელის ადგილი არ არის.

“ვფიქრობ, ნომინირებულ ფეხბურთელთა სიაში “ბარსელონას” შეტევის მთლიანი ხაზი უნდა დაესახელებინათ. ფაქტია, რომ პორტუგალიელზე უკეთესი სეზონი ნეიმარს ჰქონდა და მისი ამ სიაში შეყვანა სავსებით სამართლიანი იქნებოდა,”-განაცხადა ლუის ენრიკემ.

ლუის ენრიკე: “თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა”

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა.

— ბევრად უფრო რთული მატჩი აღმოჩნდა, ვიდრე თქვენ მოელოდით…
— არა, ასე არ არის. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რთული რთული მატჩი გველოდა. ყველამ დაინახა, ამ დონეზე რაოდენ რთულია გამარჯვება, როგორ იცვლება ხანმოკლე დროში ყველაფერი. მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა და ანგარიშის გათანაბრება დაიმსახურა. მიხარია, რომ გამარჯვებული ჩვენ დავრჩით.

— ჩვენ ვიხილეთ “ბარსელონას ორი მხარე. მატჩი კარგად დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა…
— როცა გუნდი აგებს, დასაკარგი აღარაფერია. მეტოქემ ბევრი გარისკა, თერთმეტმეტრიანი დარტყმითა და კარგი თამაშის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. “სევილიას” კარგი გუნდი ჰყავს. ბევრს ეგონა, რომ ადვილად მოვიგებდით, თუმცა ასე არ მოხდა.

— ნეიმარის შემცვლელად რატომ შეაჩერეთ არჩევანი რაფინიაზე?
— პედროს ტრავმის მხრივ გარკვეული პრობლემა ჰქონდეს, ამას დაემატა გუნდიდან მისი შესაძლო წასვლა. გადაწყვეტილებას ახლა რომ ვიღებდი, ამჯერადაც რაფინიას ვათამაშებდი.

— როგორი შთაბეჭდილება დატოვა ქვეყანამ? კმაყოფილი ხართ სტადიონით, პირობებითა და ორგანიზებით?
— ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ყველაფრით კმაყოფილები ვართ: მოედნით, ორგანიზებით, ქომაგობით.

— “სევილიამ” გასაოცრად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ პენალტების სერია დაიმსახურა. რისი მიღწევა შეუძლიათ წელს ანდალუსიელებს?
— ჩვენ “სევილიას” კარგად ვიცნობთ. მეტოქემ კარგად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა. როდესაც იგებ, ბევრად უკეთესია თამაშის კონტრშეტევებზე აგება, მაგრამ ლეოს დახმარებით თამაში შემოვატრიალეთ. საბოლოო ჯამში, კარგად ვითამაშეთ.

 

ლუის ენრიკეს მატჩისშემდგომი კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საკუთარ ფეხბურთელებს საქებარი სიტყვები არ დააკლო.

“გახარებულები ვართ. ჩვენ უნიკალური ფეხბურთელების გუნდი ვართ. ისინი არიან გამარჯვებულები, მებრძოლები. ისინი სიამოვნებას იღებენ იმისგან, რასაც აკეთებენ და სიამოვნებას ანიჭებენ სხვებსაც.

ეს ამ სეზონში ჩვენი მე-60 მატჩი და 50-ე გამარჯვება გახლავთ. რთული წელიწადი იყო და მადლობას ვუხდი იმ ხალხს, ვისაც ჩემი სჯეროდა.

ტრიპლეტის მოგებაზე არასოდეს არ მიფიქრია, თუმცა გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, რომ საუკეთესოდ იმუშაოს. ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ მოგებისგან არ იღლებიან”, – ლუის ენრიკეს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ბარტომეუ: “ლუის ენრიკე რჩება”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე დაკავებულ თანამდებობაზე მომდევნო სეზოშიც იმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მწვრთნელის პირველი სეზონი უკვე საკმაოდ წარმატებულია, პრესაში მაინც ჩნდება ხმები მის სავარაუდო გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

“ლუის ენრიკე “ბარსელონაში” რჩება. მას კონტრაქტი აქვს. მიმდინარე სეზონში მან დიდი სამუშაო შეასრულა. მიდნა, რომ მასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს”