კვირკველია: “ღმერთს ვთხოვ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თბილისის “დინამოსთან” ვითამაშოთ”

რუსეთის ფედერაციის 2017/18 წლის პრემიერ ლიგის გამარჯვებული მოსკოვის “ლოკომოტივი” გახლდათ, რომლის დაცვის ხაზსაც ქართველი ფეხბურთელი, სოლომონ კვირკველია ამაგრებს.

“საოცარი გრძნობაა! უბედნიერესი ადამიანი ვარ! “ლოკომოტივი” შეკრული გუნდია, ნამდვილი კაცები ვართ და ჩვენი საქმე შესანიშნავად გავაკეთეთ. იური პავლოვიჩი უბრალოდ საუკეთესოა! ის დიდებული პიროვნება და ბრწყინვალე სპეციალისტია.

როგორც მწვრთნელი ამბობს, ინგლისის პრემიერ ლიგაიში თამაშს შევძლებ. წინ ჩემპიონთა ლიგა გველის. მართალია, მოგება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. ღმერთს ვთხოვ, რომ ნახევარფინალში თბილისის “დინამოსთან” ვითამაშოთ,” – აცხადებს 26 წლის სოლომონი.

კვირკველია: “გრიზმანის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება”

მოსკოვის “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოს” დაუწყვილდა. წილისყრის შემდეგ საკუთარი მოსაზრება მოსკოველთა ქართველმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ დააფიქსირა.

“წილისყრით კმაყოფილი ვარ, რადგანაც უმაღლესი დონის გუნდი შეგვხვდა, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს დონეს. ეს კარგი გაკვეთილი იქნება “ლოკომოტივისთვის”. მადრიდელების თამაშს მუდმივად თვალს ვადევნებ, ისინი კარგად არიან შეთამაშებულები.

რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რა თქმა უნდა, ძლიერ მეტოქესთან შესახვედრად და საკუთარი ძალების განსავითარებლად. ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს.

დიეგო სიმეონე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტია, თუმცა იური პავლოვიჩ სემინი ასე არ ფიქრობს. ფაქტია, რომ მადრიდელებს ადვილი გასეირნება არ ელით.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება გრიზმანის წინააღმდეგ თამაში. ხელწამოსაკრავი მეტოქე არც ბალოტელი ყოფილა, მაგრამ მას ვაჯობეთ,” – აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.

სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის 1/8-ფინალშია! (ვიდეო)

მოსკოვის “ლოკომოტივმა”, რომლის რიგებშიც სოლომონ კვირკველია ასპარეზობს, საკუთარ სტადიონზე ფრანგული “ნიცა” დაამარცხა და ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ დიდ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა მოსკოველთა ქართველმა ლეგიონერმაც.

როგორც იცით, ნიცაში გამართული პირველი მატჩი რუსების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2-3. “ნიცა” მოსკოვში გამარჯვებისთვის ჩამოვიდა და აქტიურადაც ცდილობდა წადილის მიღწევას, მაგრამ ამაოდ – მატჩი კვლავ “ლოკომოტივის” გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის მიმდინარეობისას, სტუმრები დომინირებდნენ. “ნიცას” ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 63 პროცენტი გახლდათ, ფრანგებმა 19-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით.

სასიამოვნოა, რომ მოსკოველთა დაცვის ხაზმა (სოლომონ კვირკველიას მეთაურობით) წარმატებით გააართვა დაკისრებულ მოვალეობას და გოლი არ გაუშვა. ქართველმა ორივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

სოლომონ კვირკველია: “ყველაფერი 24 თებერვალს გადაწყდება”

რუსული “რუბინის” ქართველი მცველი, სოლომონ კვირკველია ადასტურებს ინფორმაციას მასსა და “ლოკომოტივის” ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

“ლოკომოტივთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ტრანსფერის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ დასრულდება ყველაფერი.

ზუსტად ისიც არ ვიცი, არენდის წესით გადავალ “ლოკომოტივში”, თუ არა. ყველაფერი 24 თებერვალს გადაწყდება,” – აცხადებს 25 წლის ქართველი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია “რუბინს” 2011 წელს შეუერთდა და მას სემდეგ 87-ჯერ ითამაშა ამ კლუბის მაისურით. მასსა და “რუბინს” შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

როგორ მიულოცეს “რუბინის” ფეხბურთელებმა სოლომონ კვირკველიას დაბადების დღე (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, სოლომონ კვირკველია 6 თებერვალს 25 წლის გახდა.

კვირკველია ამჟამად ყაზანის “რუბინთან” ერთად ესპანეთში შეკრებაზე იმყოფება. ქართველ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა იუბილე ვარჯიშზე ორიგინალურად მიულოცეს.

იხილეთ ვიდეო

სოლომონ კვირკველია მოსკოვის “სპარტაკში”?

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ყურბან ბერდიევი “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი გახდება, ის თავის გუნდში რუსეთის ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეების გადაბირებას შეეცდება. საუბარია სოლომონ კვირკველიაზე, ირანელ სარდარ აზმუნსა და ეკვადორელ კრისტიან ნობოაზე.

ბერდიევი, რომელიც ამჟამად “როსტოვის” თავკაცია, 2013 წლამდე ყაზანის “რუბინს” წვრთნიდა, ამიტომ ის კვირკველიას კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი “რუბინში” 2010 წლიდან ირიცხება და ის ამჟამად თავისი გუნდისათვის დიდ ძალას წარმოადგენს. ცნობილია, რომ მისით რამდენიმე თვის წინ დორტმუნდის “ბორუსია”, “სევილია”, “ნაპოლი” და სხვა ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.

ცნობისთვის, “რუბინმა” რუსეთის ჩემპიონატი მე-10 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო “სპარტაკმა”, რომლის ღირსებასაც ჯანო ანანიძე იცავს, მე-5 ადგილი დაიკავა.

სოლომონ კვირკველია: “ეს ფრე გამარჯვების ტოლფასია”

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:2 დაზავდა. მასპინძლები მარცხისგან ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ იხსნა, რომელმაც გოლი 94-ე წუთზე გაიტანა. ჩვენებურმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გაშვებული გოლის შემდეგ შეტევის გარდა სხვა ვარიანტი არ გვქონდა. მეტოქე კონტრშეტევებზე გვიჭერდა, მეკარე სერგეი რიჟიკოვმა გადაგვარჩინა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

შეტევაში მანამდე რომ წავსულიყავი, აზრი არ ჰქონდა, ბოლოს კი უნდა შემეტია. უკანასკნელად, მგონი, გასულ წელს “ტორპედოსთან” გამართულ შეხვედრაში გავიტანე.

როდესაც აგებ და ბოლო წუთზე გოლს იტან, ფრე შეგიძლია გამარჯვებად ჩათვალო. მთავარია, რომ ქულა ავიღეთ”, – აღნიშნა კვირკველიამ.

 

სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის “სპარტაკს” გაუტანა (ვიდეო)

30 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო სოლომონ კვირკველია, რომელმაც 94-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავისი გუნდი წაგებისგან გადაარჩინა.

სოლომონ კვირკველიას ბრწყინვალე თამაში “ლივერპულთან” (ვიდეო)

5 ნოემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “რუბინსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში სოლომონ კვირკველიამ საკუთარ საჯარიმოში ბრწყინვალედ ითამაშა და კრისტიან ბენტეკეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

საბა კვირკველია “ლივერპულთან” სასტარტო განაცხადშია

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება. “ლივერპული” “ენფილდზე” ყაზანის “რუბინს” მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო განაცხადშია.

მატჩი “ლივერპულსა” და “რუბინს” შორის თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფს შვეიცარიული “სიონი” 4 ქულით ლიდერობს, “ლივერპულსა” და “ბორდოს” 2-2 ქულა აქვთ, “რუბინს” კი 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

საბა კვირკველიამ საწყისი ორივე ტურის მატჩში სრულად ითამაშა.

 

“ტრაბზონსპორმა” “რუბინს” კვირკველიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა

თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “ტრაბზონსპორმა”, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, ყაზანის “რუბინს” სოლომონ კვირკველიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

haberturk-ის ცნობით, არველაძეს კვირკველიას თავის გუნდში ხილვა ძალიან სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქულმა კლუბმა “რუბინს” ქართველ მცველში 3,5 მილიონი ევრო შესთავაზა. ჯერ-ჯერობით კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია “რუბინში” 2010 წლიდან ირიცხება. ტანმაღალი ფეხბურთელი ყაზანელთა შეუცვლელი ფიგურაა და 2014 წლიდან მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ.

სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის “ტორპედოს” გაუტანა (ვიდეო)

3 მაისს, რუსეთის პრემიერ ლიგაში, მოსკოვის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია, რომელმაც 23-ე წუთზე მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა.