ელ შაარავი “ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე: “დასაკარგი არაფერი გვაქვს”

“რომას” იტალიელმა შემტევმა, შტეფან ელ შაარავიმ “ბარსელონასთან”, “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რომა” ყველაფერს გააკეთებს სასურველი შედეგის მისაღწევად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების ეგიდით ტარდება.

“ძალიან კარგად ვიცით, რომ “ბარსელონასთან” თამაში ურთულესი იქნება, თუმცა დასაკარგი არც არაფერი გვაქვს. მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ წინ რომში გასამართი შეხვედრა გველოდება.

რა თქმა უნდა, ცალკე განსახილველია მესის საკითხიც. მასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მატცის ბედი გადაწყვიტოს. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ და შეცდომათა რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ყველა ამბობს, რომ ფავორიტი “ბარსელონაა” და ასეც არის. ხალხი ჯგუფში ჩარჩენასაც გვიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ახლა აქ ვართ. ასე რომ, ხალხის აზრს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ,” – აცხადებს “მონაკოსა” და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი.

აგუერო: “დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მესის “მანჩესტერ სიტიში,” მაგრამ…”

სერხიო აგუერომ თანამემამულე ლიონელ მესიზე ისაუბრა.

აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრესაში იმის შესახებ, რომ “მანჩესტერ სიტი” მზად არის 400 მილიონი ევრო გადაიხადოს ლიონელ მესიში. ამ საკითხთან დაკავშირებით აგუერომ TyC Sport-თან ისაუბრა.

“დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მესის “მანჩესტერ სიტიში”, მაგრამ, ჩემი აზრით, ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მესი და რონალდუ თავიანთი კლუბების სახეს წარმოადგენენ, ამიტომაც ყოველთვის რთულია ასეთ დროს გუნდის შეცვლა. ამ შემთხვევაში ფული პრობლემას არ წარმოადგენს,” – განაცხადა სერხიო აგუერომ.

ლუის ენრიკე ახალი გამოწვევის წინაშე?

“ბარსელონას” ყოფილი თავკაცი, ლუის ამჟამად უგუნდოთაა. EUROSPORT-ის ცნობით კი, ესპანელ თავკაცს სულ მალე ახალ კლუბში ვიხილავთ.

არც მეტი, არც ნაკლები, ლუის ენრიკეს მომავალს მიუხენის “ბაიერნს” უკავშირებენ. მას შემდეგ, რაც გერმანულმა კლუბმა კარლო ანჩელოტი დაითხოვა, სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. ერთ-ერთი კანდიდანტი კი, როგორც ჩანს ესპანელი თავკაცია.

შეგახსენებთ, რომ ენრიკე ბოლოს კატალონიის “ბარსელონას” წვრთნიდა, რომელიც მან 2017 წლის ივლისში დატოვა.

ჩავი ერნანდესი: ” დაუჯერებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლევა

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნამდვილმა ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა საინტერესო ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

“ყველა ადამიანი ცდილობს, მშვიდობიანად დააფიქსიროს თავის აზრი რეფერენდუმში.”

“ის რაც დღეს კატალონიაში ხდება სირცხვილია”

“დაუშვებელია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხს არ მიეცეს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება.”

“გაუმარჯოს კატალონიას!”

განხეთქილება გასახდელში: პიკეს თამაში არ სურდა

გუშინ კატალონიის “ბარსელონა” “ლას პალმასს” დაუპირისპირდა, თამაშის დაწყების წინ კი, “კამპ ნოუზე” ქაოსი და გაუგებრობა სუფევდა.

საქმე იმაში იყო, რომ კატალონიაში განვითარებული მოვლენების გამო, რამდენიმე ფეხბურთელი თამაშზე უარს აცხადებდა.

როგორც ესპანური გამოცემა MARCA ირწმუნება, ფეხბურთელები ვერ წყვეტდნენ გამოსულიყვნენ თუ არა მოედანზე. მოთელვის შემდეგ, მათი ნაწილი, მათ შორის პიკე მინდორზე დარჩა, სხვებმა კი, სათადარიგოთა შორის ყოფნა არჩიეს.

ყველა თანხმდება, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორს უნდა იყოს, მაგრამ ფაქრია, კატალონიაში არსებული სიტუაცია ყველაზე ცუდად მოქმედებს.

მადრიდისტები ესპანეთის მხარდასაჭერად

როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა ამჟამად ესპანეთში, კერძოდ კი, კატალონიაში. თავისი ქვეყნის მხარდასაჭერად შესანიშნავი პერფომანსი შემოგვთავაზეს მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებმა.

იმ დროს, როდესაც “ბარსელონა” “ლას პალმასს” მაყურებლის გარეშე მასპინძლობდა და სტადიონის გარეთ მოსახლეობა პოლიციას უპირისპირდებოდა, მადრიდში ქვეყნის ერთსულოვნების გამოსახატავად მადრიდისტებმა შესანიშნავი შოუ დადგეს.

გულშემატკივრებმა ესპანეთის დროშებით ხელში, შეძახილებითა და სიმღერით ესპანეთის ერთიანობაზე აპელირებდნენ.

როგორ გამოიყურება “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ბარსელონასა” და “ბაიერნის” მინიმალისტური ლოგოები? (ფოტოები)

“იუვენტუსის” ახალმა ლოგომ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. ბევრს მოსწონს “ბებერი ქალბატონის” განახლებული იმიჯი, ბევრს – არა.

საინტერესოა, როგორი იქნებოდა “ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ლოგოები “იუვეს” სტილში…


“მანჩესტერ იუნაიტედი”

hhhh

“ბარსელონა”

hhhh

“ბაიერნი”

hhhh


ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა.

ცერემონაიზე ერთ-ერთი ნომინაცია წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ჯილდო იყო. ამ წოდებისთვის სამი ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2016 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი, FIFA-ს ვერსიით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მან გასულ წელს მადრიდის “რეალში” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ასევე, 31 წლის მოთამაშემ პირველი სანაკრებო ტიტულიც (ევროპის ჩემპიონატი) დაისაკუთრა.

“ბარსელონა” პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

პორტუგალიელმა ანდრე გომეშმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ვალენსიის” რიგებში და “ევრო 2016”-ზეც ერთ-ერთი გამორჩეულია საკუთარი ნაკრების რიგებში. ლოგიკურია, რომ 22 წლის ნახევარმცველით რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა…

Goal.com-ის ინფორმაციით “ვალენისიას” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” ლიდერობს. როგორც ირკვევა, ანდრე გომეშის კატალონიურ გრანდში წასვლის შემთხვევაში, მას “ვალენსიაში” ხუან მატა ჩაანაცვლებს, რომელსაც “მანჩესტერ-იუნაიტედში” მოურინიოს მისვლის შემდეგ არც ისე კარგი დრო დაუდგა.

როდის არის დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრა?

ხვალ, თბილისის დროით 15:00 საათზე დაგეგმილია ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრა, რომელიც სტარტს შვეიცარიის ქალაქ ნიონში აიღებს.

აქვე შეგახსენებთ იმ გუნდებს, რომლებმაც 1/4-ფინალური ეტაპის საგზურები მოიპოვეს: “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, “რეალი”, “ბენფიკა”, “ვოლფსბურგი”.

მესი: “მადრიდი საშიშია, ამაში ეჭვი არ არსებობს”

“ბარსელონას” ლიდერი ელ კლასიკოს წინ ჟურნალისტებს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, “ნოუ კამპზე”, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება ყველასათვის ცნობილი დაპირისპირება ელ კლასიკო.

“წელს სხვა გზას ვადგავართ. წინა წელს ჩავარდნები ხშირად გქვონდა, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ჩვენი ოცნებები და გეგმები კი ახდა მაშინ, როდესაც გუნდმა სწორად გადაადგილება დაიწყო,”-განაცხადა მესიმ.

“ნებისმიერ გუნდშია ჩავარდნა. მთავარია, ის შემდეგში გამოასწორო. ჩვენ ცუდი პერიოდის შემდეგ, ორმაგად ძლიერები დავბრუნდით”.

“რეალი? ჩვენ მათ და მის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დიდ პატივს ვცემთ. მადრიდი საშიშია, ამაში ეჭვი არ არსებობს”.

“ახლა ისინი ცუდ ფორმაში არიან? – ამას ვერ გეტყვით. “ბარსელონამ” საკუთარი ფეხბურთი უნდა აჩვენოს და შედეგზე შემდეგ ვისაუბროთ. “რეალი” როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, ისინი ყოველთვის ძლერები არიან,”-დაასრულა არგენტინელმა.

“ბარსელონამ” ხავის შემცვლელი “მანჩესტერში” იპოვა

“ბარსელონა” ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას ახალგაზრდა ფეხბურთელით ეცდება.

კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესებულია ანდერ ერერას მომსახურებით, რომელიც ზაფხულში ბილბაოს “ატლეტიკიდან” “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდა.

ბრიტანული მედიის აზრით, ესპანელი ლუი ვან გაალის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, მაგრამ მან მაინც ვერ მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.

“ბლაუგრანა” სწორედ ანდერის დამატებას ეცდება იმ იმედით, რომ ბასკი მოახერხებს ხავის შეცვლას, რომელიც უახლოეს მომავალში გუნდს დატოვებს და დიდი ალბათობით, ამერიკაში სათამაშოდ წავა.

თუმცა, ეს ტრანსფერი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც “ბარსელონას” ტრანსფერების განხორციელების უფლება ექნება.