“ჩიხურა” “მარიბორთან” დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

საჩხერის “ჩიხურამ” სლოვენიის “მარიბორთან” ევროპის ლიგაზე განმეორებითი მატჩი გამართა.

შეხვედრაში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში, “მარიბორის” ფეხბურთელმა, ლუკა ზაჰოვიჩმა გახსნა ანგარიში. მან ეს 70-ე წუთზე გააკეთა. ხოლო, შეხვედრის მიწურულს სლოვენიელთა კაპიტანმა, ტავარეშმა მეორე გოლიც გაუტანა იმერლებს. ორი შეხვედრის ჯამში 2-0 და “ჩიხურა” ევროპის ლიგას გამოეთიშა.

 

ოფიციალურად: გრანიტ ჯაკამ “არსენალთან” გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც “მეთოფეთა განცხადებიდან ვკითხულობთ, შვეიცარიელმა “ხანგრძლივ დროიანი” ხელშეკრულება გააფორმა. ხოლო, ხელფასის დეტალზე არაფერია ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშე 2016 წელს მიუნხენგლადბახის “ბორუსიადან” შეუერთდა “არსენალს”. მან გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 38-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადიანაც 37 მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო.

“რუსთავი” კვლავ დამარცხდა – გაზაევს და მის ბიჭებს “საბურთალომ” სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს რუსთავის “რუსათვი” და თბილისის “საბურთალო” დაუპირსიპირდნენ.

პირველი ტაიმი არც ისე სანახაობრივი გამოდგა. მეორე ნახევარში კი გუნდები უფრო გააქტიურნდნენ. განსაკუთრებით, ეს “საბურთალოზე” ითქმის. ტაიმის მიწურულს დედალქალქელებმა ორი ბურთი გაიტანეს. ჯერ 86-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა თორნიკე გორგიაშვილის გადაცემა. ხოლო, ზუსტად ექვს წუთში ვაგნერ გონსალვესი გახდა მეორე გოლის ავტორი. ლეგიონერმა ბექა გვარაძისგან მიიღო ბურთი და ბოლო გოლიც შეაგდო. საბოლოოდ, 2-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “რუსთავი” სამი ქულით მერვე პოზციაზეა. მან ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო. ხოლო, “საბურთალო” ცხრა ქულით პირველ ადგილს იკავებს.

“დინამო” ქულების დაკარგვას გადაურჩა – თბილისლებმა კვარაცხელიას გოლით იმარჯვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგა, სანკარებო პაუზის შემდეგ, განახლდა.

34-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ბათუმში, “რაგბი არენაზე” შედგა: ქობულეთის “შუქურა” თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ. წესით, დედაქალაქელებისგან ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან ყველა მარტივ გამარჯვებას ელოდა, თუმც ასე არ მოხდა. “დინამომ” პირველ ტაიმში შექმნა მომენტები, თუმცა უშედეგოდ – გოლი არ გასულა.

გადამწყვეტი გამოდგა დაპირისპირების 78-ე წუთი: მე-18 ნომერმა, მცველის შეცდომის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, სამი ფეხბურთელის მოტყუებით საჯარიმოს სიღრმეში შევიდა და მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში გაგზავნა ბურთი – 0:1! საბოლოოდ, სტუმრებმა სწორედ ამ ანგარიშით იმარჯვეს.

“დინამო” 74 ქულით პირველია. “შუქურას” 18 ქულა აქვს და მეათე ადგილს იკავებს.

 

“შტურმმა” და “რაპიდმა” ფრე გააგორეს – ქვილითაია ძირითადშია

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. გრაცში, ადგილობრივი “შტურმი” ვენის “რაპიდს” მასპინძლობდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, თუმცა გოლი არ გასულა. საბოლოოდ, 0-0 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ვენელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია. მან 73 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელი ჟოელინტონით შეცვალა.

ამ ფრის შემდეგ გიორგის გუნდი 26 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

ეროვნული ლიგის 26-ე ტური: პრევიუ

დღეს და ხვალ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩების პრევიუს.

დღეს (16:00), სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” სამტრედიის “სამტრედია” თბილისის “ლოკომოტივს” მიიღებს. იმერლებმა წინა ტურში ფოთის “კოლხეთი” ბათუმში, “რაგბი არენაზე” ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს და ამჟამად 48 ქულით მესამე ადგილზე არიან. “ლოკომ” საკუთარ მოედანზე გორის “დილა” მიიღო და მისი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა საბოლოოდ, 4:2 მოიგო. “რკინიგზელებს” ამჟამად 42 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

დღეს (20:00), ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივი “დინამო” ქუთაისურ “ტორპედოს” მიიღებს. აჭარლემა წინა ტურში სტუმრად, თბილისში, “საბურთალოსთან” ხუთი უპასუხო გოლი გაუშვეს, განადგურდნენ და ამჟამად 26 ქულით მეშვიდე პოზიციაზე არიან. “ტორპედო” ქუთაისში საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა (0:2) და 48 ქულით მეორე ადგილზეა. ეს კლუბი “სამტრედიას” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს, ამიტომ მინიმუმ მეორე ადგილის შესანარჩუნებლად მოგებას უნდა ეცადოს.

ხვალ (16:30), საჩხერეში, “ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე” ადგილობრივი “ჩიხურა” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს. იმერულ დერბიში საჩხერელთა გამარჯვებაზე უკვე ვთქვით. მათ ამჟამად 37 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე არიან. რაც შეეხება “კოლხეთს”, იგი 19 ქულით მეცხრე საფეხურზეა.

ხვალ (18:30), ბათუმში, “რაგბი არენაზე” ქობულეთის “შუქურა” გორის “დილას” დაუპირისპირდება. აჭარლებმა წინა ტურში მცირე სენსაცია გამოაცხვეს: თბილისში, “დინამოსთან” ფრე, 1:1 ითამაშეს და ახლა 12 ქულით ბოლო ადგილზე არიან. რაც შეეხება “დილას”, ის “ლოკომოტივთან” დამარცხდა და ახლა იგი 25 ქულით მერვეა.

ხვალ (20:30), თბილისში, “დინამო არენაზე” “დინამო” თანქალაქელ “საბურთალოს” მიიღებს. უკვე ორივე კლუბის შეხვედრების შესახებ აღვნიშნეთ. “დინამოელებს”. წინა ტურში ქულების დაკარგვის შემდეგ, მეორეადგილოსან “ტორპედოსთან” სხვაობა შეუმცირდათ (11-დან 9-მდე) და ახლა 57 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან. “საბურთალო” კი 37 ქულით მეექვსეა.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ასაკობრივი გუნდიდან

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიაშია. თემურ ქეცბაიას გუნდი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ნიონთან ახლოს ემზადება. ეროვნული გუნდი 30 მაისს საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ელიტრაუნდის შეხვედრას სრული შემადგენლობით დაესწრო.

ასაკობრივი გუნდის ისრაელთან მატჩის შემდეგ კი ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. თემურ ქეცბაიას
გადაწყვეტილებით შვეიცარიაში რჩება და ნაკრებთან ერთად მოემზადება “დინამო” თბილისის 18 წლის ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც 19 წლამდე ელიტრაუნდის გათამაშებაზე ერთერთი საუკეთესო იყო. ტრავმის გამო თბილისში დაბრუნდა მურთაზ დაუშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიაში დღეს პირველ ვარჯიშს სწორედ იმ მოედანზე გამართავს,სადაც ასაკობრივმა ნაკრებმა ელიტრაუნდის ბოლო შეხვერა ჩაატარა. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მატჩი შვეიცარიაში, ჟენევასთან ახლოს Stade des Αrberes-ზე, 3 ივნისს ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური

შვეიცარია