ლინეკერი: “ვაღიაროთ, რომ პრემიერლიგა ყველაზე ძლიერი ლიგა არ არის”

საფეხბურთო ანალიტიკოსმა და ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (0:3) შეფასებისას განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონატი სინამდვილეში ყველაზე ძლიერი ლიგა არ არის.

“უნდა შევწყვიტოთ საუბრები, თითქოს ინგლისის პრემიერლიგა მსოფლოს ყველაზე ძლიერი ლიგა იყოს. შესაძლოა, ყველაზე სანახაობრივი იყოს, მაგრამ ესპანეთის პრიმერადივიზიონი უფრო ძლიერი ლიგაა.

საქმე მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონაში” არ არის. სხვა ესპანურმა გუნდებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროპის ლიგა ექვსჯერ მოიგეს”, – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

 

რა გააკეთა გაბრაზებულმა სილესენმა წუხანდელი შეცვლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.

მატჩის 119-ე წუთზე ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუი ვან გაალმა მეკარე იასპერ სილესენი ტიმ კრულით ჩაანაცვლა, რამაც ძირითადი კიპერის გაღიზიანება გამოიწვია. სათადარიგო ფეხბურთელთა შორის გადანაცვლებულმა სილესენმა ბრაზისგან წყლის ბოთლებს ფეხიც მიარტყა. ტიმ კრულს რაც შეეხება, მან დაკისრებულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა, ორი დატყმული მოიგერია და ჰოლანდიის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოუპოვა.

გაბრაზებული სილესეენის ნამოქმედარი

 

მატჩის შემდეგ სილესენმა ბოდიში მოიხადა:

„მატჩის დასრულებისთანავე ფრანკ ჰუკს (მეკარეების მწვრთნელი) მოვუბოდიშე. ბოდიშს მთელ გუნდს მოვუხდი. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. ეს მართებული ცვლილება იყო, ტიმმა ფანტასტიურად ითამაშა“.

კრულმა ვან გაალის იმედები გაამართლა

 

ფაქტზე კომენტარი გააკეთა ვან გაალმაც:

„ეს ჯერ კიდევ მატჩამდე გვქონდა დაგეგმილი. ნაკრების თითოეულ წევრს კონკრეტული დავალება აქვს. ჩვენს გუნდში პენალტების მოგერიების მხრივ კრული საუკეთესოა. მატჩამდე სილესენს არაფერი არ ვუთხარით, რათა ამას მასზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა“.

კანავარომ ვან გაალის საქციელი არ მოიწონა

 

აი, ფაბიო კანავაროს კი ვან გაალის საქციელი არ მოეწონა:

„ვიცი, რომ ამ ცვლილების შემდეგ ვან გაალზე ყველა ისე ისაუბრებს, როგორც ლეგენდაზე, მაგრამ პირადად მე ასეთი რაღაცები არ მომწონს. ეს სილესენის მიმართ უპატივცემულობაა. რომელ მეკარეს დააყენებს მომდევნო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში? სილესენს უკვე ეცოდინება, რომ მწვრთნელი მას 100 პროცენტით არ ენდობა“.

ლინეკერმა სტატისტიკა მოიხმო

 

მეკარის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმაც, რომელმაც კრულის სტატისტიკა მოიხმო:

„ვან გაალმა მეკარე მხოლოდ პენალტების სერიის გამო შეცვალა. სილესენის შეცვლა მისი გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ის თუ მაინც იცის, რომ „ნიუკასლის“ შემადგენლობაში კრულმა ოციდან მხოლოდ ორი პენალტი მოიგერია?!“

ასეა თუ ისე, ვან გაალის შეცვლამ გაამართლა, ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ლინეკერი: „მატჩის გმირის წოდებისთვის ნეიმარსა და ნისიმურას შორის დიდი ბრძოლა გაიმართა“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

„მატჩის მოთამაშის წოდებისთვის ნეიმარსა და არბიტრ ნისიმურას შორის მჭიდრო ბრძოლა გაიმართა. ტურნირის მასპინძელს მხოლოდ ერთხელ შეუძლია მსაჯის მიერ გამოტანილი შოკისმომგვრელი გადაწყვეტილებით ისარგებლოს. ბრაზილიამ ეს საშუალება ნაადრევად გამოიყენა.

საოცარი თამაში გამოვიდა. გოლები, საკამათო ეპიზოდები და ნეიმარის მიერ დადგმული შესანიშნავი შოუ. მსოფლიოს ჩემპიონატი ხმაურიანად დაიწყო!“ – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.