ნეფთჩის ფანების პასუხი

“ნეფთჩი” – “ჩიხურას” დროს მომხდარ ინციდენტს აზერბაიჯანელი ფანები გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, ბაქოური მატჩის მსველობისას ქართველმა  გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე რუკა გამოფინეს, რომელზეც კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი.

“ნეფთჩის” ერთ-ერთი ფან-კლუბის გვერდზე საკმაოდ პროვოკაციული რუკა გამოჩნდა, რაც ხუთშაბათს გასამართი განმეორებითი მატჩის წინ მისასალმებელი ნადმვილად არ არის.

იმედია, 7 აგვისტორს “მიხეილ მესხზე” ყველაფერი მშვიდოიანად დასრულდება და სტადიონზე მოსული გულშემატკივარს მხოლოდ ფეხბურთზე მოუწევს ფიქრი.

“ქართული სპორტის ქომაგების” მიმართვა ქართულ საზოგადოებას

მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ “ქართული სპორტის ქომაგები” არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა. ზოგიერთმა “ქომაგებს” საკმაოდ სერიოზული ბრალდება წაუყენა და მათ “ვაი გულშემატკივრებიც” კი უწოდეს.

ინტერნეტ-სივრცეში “ქართული სპორტის ქომაგების” მიმართვა გავრცელდა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ:

Sportbox.az – ფრუიძემ ბოდიში მოიხადა

აზერბაიჯანული ვებ-გვერდის Sportbox.az – ის ცნობით საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ქართველი გულშემტაკივრების გამო ბოდიში მოიხადა.

“ქართველი გულშემატკივრების ქმედებამ გული დამწყვიტა. მათი ასეთი ქმედების გამო ბოდიშს ვიხდი” – განაცხადა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოდან ბაქოში ჩასულმა გულშემატკივრებმა “ბაქსელ არენაზე” რუკა გამოფინეს, რომელზედაც კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი. აღნიშნულ ფაქტს ქომაგებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

ბაქოში დაკავებული ქართველი გულშემატკივრები გაათავისუფლეს

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას გუნდების ქომაგებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაპატიმრებული ქართველი გულშემატკივრები გაათავისუფლეს.

სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებული ქომაგები თავისუფლები არიან და საქართველოში ბაქოში ჩასულ გულშემატკივრების ჯგუფთან ერთად დაბრუნდებიან.

დავით ოდიკაძე: “ფრე ჩვენთვის სასურველი შედეგია”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ჩიხურას” კაპიტანმა დავით ოდიკაძემ, რომელმაც ნულოვანი ფრე სასურველ შედეგად შეაფასა.

“პირველ შეხვედრაში ჩვენი ამოცანა არწაგება გახლდათ, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ჩვენთვის ეს კარგი შედეგია. მძიმე მატჩი გამოვიდა.

ახლა განმეორებითი შეხვედრა გველის, ჩვენი ტრიბუნების წინაშე. “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართულ მატჩზე დაახლოებით 15 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ამჯერად უფრო მეტნი ვიქნებით, დაახლოებით 20 ათასი”, – ციტირებს ოდიკაძის სიტყვებს azerisport-ი.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

 

შეხლა-შემოხლა ქართველ და აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს შორის (ფოტოები)

როგორც უკვე მოგახსენეთ, საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” გულშემატკივრებს შორის სტადიონზე ინციდენტი მოხდა. Azerisport-მა კი ამ ინციდენტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

makeim

makeim (1)

makeim (2)

makeim (3)

makeim (4)

Azerisport.Com

ბაქოში ქართველი გულშემატკივრები დააკავეს

azerisport-ის ცნობით, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული მატჩის (0:0) დასრულების შემდეგ ქართველი გულშემატკივრები დააკავეს.

წყაროს ცნობით, შეხვედრის დასრულებისთანავე “ჩიხურას” ქომაგებსა და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც ქართველი გულშემატკივრების დაკავებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი უშუალოდ მატჩის დროსაც მოხდა. სტადიონზე დამსწრე “ჩიხურას” გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზედაც ქალაქები კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი, რასაც “ნეფთჩის” ქომაგთა მხრიდან აგრესია და ბოთლების სროლა მოჰყვა.

 

სოსო ფრუიძე: “სოფლის გუნდი გვიწოდეს?”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ დღეს იღბალი მათ მხარეს იყო.

“კარგი თამაში გამოვიდა, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ვიცოდით, რომ “ნეფთჩი” ძლიერი გუნდია. მეტოქეს პატივს ვცემთ. მოწინააღმდეგე გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. იღბალი ჩვენ მხარეს იყო. განმეორებითი მატჩისთვის უფრო საფუძვლიანად მოვემზადებით.
სოფლის გუნდი გვიწოდეს? ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ამ განცხადებას ვუპასუხო”, – ციტირებს ფრუიძის სიტყვებს azerisport-ი.

მატჩს “ჩიხურას” ქომაგებიც დაესწრნენ, რომელთაც სოსო ფრუიძემ მადლობა გადაუხადა:

“მადლობას ვუხდი საქართველოდან ჩამოსულ გულშემატკივრებს. ისინი გულმხურვალედ გვქომაგობდნენ. ამავე დროს, მოხარული ვარ, რომ “ნეფთჩის” ასეთი ქომაგები ვიხილე.
განმეორებით მატჩიც ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ არ ვართ “ნეფთჩის” კალიბრის გუნდი და ეს კარგად გვესმის”, – განაცხადა ფრუიძემ.

“ჩიხურას” თავკაცმა მატჩის მიმდინარეობისაას მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. როგორც azerisport-ი იუწყება, სტადიონზე დამსწრე “ჩიხურას” გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზედაც ქალაქები კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი.

“ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა. ისინი არ იყვნენ “ჩიხურას” ნამდვილი გულშემატკივრები”, – აღნიშნა სოსო ფრუიძემ.

მისივე თქმით, “ჩიხურა” განმეორებით შეხვედრაში უფრო ლაღად ითამაშებს:

“ვეცდებით, უფრო გახსნილი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე “ბურსასპორთან” მოხდა. საშინაო მატჩში უფრო მეტად შევუტევთ”.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

 

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” ქომაგებს შორის კონფლიქტი მოხდა

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას გუნდების ქომაგებს შორის კონფლიქტი მოხდა.

როგორც azerisport-ი იუწყება, სტადიონზე დამსწრე “ჩიხურას” გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზედაც კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი. ცნობილი ფაქტია, რომ აზერბაიჯანელ მეცნიერებსაც კი, საინგილო ანუ აღმოსავლეთ კახეთი აზერბაიჯანის ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი ჰგონიათ, თუმც ეს ტერიტორია შაჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ დაკარგეს ქართველებმა და აქ დაღესტნური ტომები დასახლდნენ. კახი და ზაქათალა თანამედრეოვე აზერბაიჯანის ნაწილებია.

ქომაგებმა ერთმანეთის მიმართულებით ბოთლების სროლა დაიწყეს, მალევე სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს.

azerisport-ის ცნობით, მატჩის შემდეგ “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მომხდარის გამო მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ქართული კლუბის ნამდვილი ქომაგები არ იყვნენ.

 

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართ მატჩს შენოლ გიუნეშიც დაესწრება

azerisport-ის ინფორმაციით, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის დღეს გასამართ მატჩს თურქული “ბურსასპორის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშიც დაესწრება. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ გიუნეშის გუნდის ბარიერი დაძლია “ჩიხურამ” ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დღეს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

სოსო ფრუიძემ პრესკონფერენციაზე რუსულად საუბარზე უარი განაცხადა

აზერბაიჯანული პრესის ცნობით “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა “ნეფთჩისთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თარჯიმანი მოითხოვა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა.
თავის მხრივ აზერბაიჯანული კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ “ჩიხურას” მატჩამდე თარჯიმანი არ მოუთხოვია.
შეგახენებთ, “ჩიხურა” და “ნეფთჩი” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ერთმანეთს ხვალ, ბაქოში, თბილისის დროით 19:00 საათზე შეხვდებიან.

სოსო ფრუიძე: “ბაქოში საყაიმო შედეგიც დაგვაკმაყოფილებს”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. იმერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“დასაკარგი არაფერი გვაქვს. გავალთ მოედანზე და ვიბრძოლებთ. მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. წარმატების მოსაპოვებლად საკმარისი ძალა გვაქვს. ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გავქვს, რასაც კვლავ გამოვიყენებთ. ბაქოში საყაიმო შედეგიც დაგვაკმაყოფილებს. აქ ფავორიტი “ნეფთჩია”. მეტოქეს კარგად ვიცნობ, ვიცი, რაც შეუძლია. ის, რომ ხვალ სტადიონი გადავსებული იქნება, არ მაღელვებს. ჩვენ ამას მივეჩვიეთ“, – ციტირებს ფრუიძის სიტყვებს azerisport-ი.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხვალ, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.