2 ოქტომბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ვოლფსბურგსა” და “ლილს” შორის გამართულ მატჩში კევინ დე ბრუინმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
ჭდე: ლილი
ბაშამ ლილთან გაახანგრძლივა
“ლილის” 31 წლის მცველმა მარკო ბაშამ ფრანგულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ახალი კონტრაქტის თანახმად ფეხბურთელი გუნდში 2019 წლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, ზაფხულში ბაშას გადაბირება “რომას” და “ტრაბზონსპორს” სურდათ, თუმცა ფეხბურთელი “ლილში” დარჩა.
გასულ სეზონში ბაშამ ლიგა 1-ში 32 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.
კალუ ლილს ემშვიდობება
L’Equipe – ის ცნობით სოლომონ კალუ “ლილს” ტოვებს. საქმე იმაშია, რომ ფრანგული კლუბი ფეხბურთელის მაღალ ხელფასს ვეღარ იხდის.
მიუხედავად დიდი სურვილისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსის, “ლილს” კოტ დივუარელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებ.ა კალუს ინგლისში სურს დაბრუნება, სადაც “ჩელსის” შემადგენლობაში 2006-2012 წლებში ასპარეზობდა.
“ლილის” ღირსებას კალუ ორი სეზონის განმავლობაში იცავდა. აფრიკელმა 66 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა.
ოფიციალურად: ორიგი “ლივერპულის” ფეხბურთელია, თუმცა კვლავ “ლილში” ითამაშებს
“ლივერპულმა” ფრანგული “ლილის” თავდამსხმელი დივოკ ორიგი გაიფორმა.
აქვე ცნობილი ხდება, რომ 19 წლის ბელგიელი თავდამსხმელი იჯარის წესით კარიერას “ლილში” განაგრძობს. საიჯარო პერიოდი 2014/15 წლების სეზონს მოიცავს.
დივოკ ორიგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მოექცა. მან ბელგიის ნაკრების მიერ მუნდიალზე ჩატარებულ ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა. სწორედ მისი კინკილა გოლის წყალობით დაამარცხეს ბელგიელებმა რუსები. ორიგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახლავთ, რომელმაც 2014 წლის მოსფლიოს ჩემპიონატზე ბურთი გაიტანა. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა ბელგიელი მოთამაშეა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.
რაც შეეხება საკლუბო დონეზე ასპარეზობას, მან საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
“უბედნიერესი ვარ, რომ ჩემით ისეთი დიდი კლუბი დაინტერესდა, როგორიც “ლივერპულია”. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ კლუბში თამაშზე. “ლივერპულს” დიდებული ისტორია აქვს. ჩემი მთავარი უპირატესობები სისწრაფე, ტექნიკა და შეტევის დასრულების უნარია. მინდა, რომ კიდევ უფრო განვვითარდე. ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობა მექნება. ჩემთვის სასარგებლო იქნება “ლილში” კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში თამაში. ხალხი ჩემზე მუდმივად ამბობს, რომ ნიჭიერი ვარ, თუმცა კვლავ და კვლავ მუშაობა მომეთხოვება. გასულ სეზონში “ლივერპულის” თითქმის ყველა მატჩი ვნახე. გუნდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ჩვენ ვიხილეთ გამოცდილებისა და ახალგაზრდების კომბინაცია ჩინებული მწვრთნელის თავკაცობით. სასიამოვნო იყო “წითლების” თამაშის ცქერა. ბელგიის ნაკრებისა და “ლივერპულის” კიპერმა სიმონ მინიოლემ კლუბის შესახებ ბევრი კარგი რამ მიამბო. მან მითხრა, რომ ეს ჩემთვის იდეალური კლუბია. ახალგაზრდული გუნდია, რომელიც კიდევ გაიზრდება“, – ორიგის სიტყვები “ლივერპულის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დივოკ ორიგის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა მერსისაიდული გუნდის თავკაცმა ბრენდან როჯერსმაც.
„მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ. ეს 19 წლის ბიჭი სცენაზე მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს შემოიჭრა, თუმც ჩვენ მას მანამდეც ვაკვირდებობით. ორიგის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს: სწრაფია, ტექნიკურია, ძლიერი და აგრესიულია. მასში შრომისადმი სიყვარულსაც ვაფასებ. დამდეგ სეზონს “ლილში” გაატარებს, შემდეგ კი მისი სახით შესანიშნავ ფეხბურთელს მივიღებთ”, – აღნიშნა როჯერსმა.
ამხანაგური მატჩის დროს ქომაგები ფეხბურთელებს თავს დაესხნენ
ჰაიფას „მაკაბისა“ და „ლილს“ შორის ავსტრიაში გამართული ამხანაგური მატჩი მოედანზე გულშემატკივრების შეჭრის გამო ჩაიშალა.
შეხვედრა 85-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე ქომაგები შეცვივდნენ. გულშემატკივრებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ. ამ დროს „ლილი“ ანგარიშით 2:0 იგებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები ებრაელ ფეხბურთელებს დაესხნენ თავს.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.
ფეხბურთელებმა მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრებთან იჩხუბეს
ოთშაბათს, “ლილსა” და ჰაიფას “მაკაბის” შორის შეხვედრა 84-ე წუთზე იმიტომ შეწყდა, რომ მოედანზე გულშეამტკივრები შეცვივდნენ, რომლებიც პალესტინის დროშებით იყვნენ აღჭურვილები.
მოედანზე შესულ გულშემატკივრებს ებრაული გუნდის ფეხბურთელებთან დაპირისპირება მოუვიდათ.
სირიგუ: „კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ“
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, სალვატორე სირიგუ აცხადებს, რომ გუნდმა კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენი“ იკავებს. პარიზელებს მეორე პოზიციაზე მყოფი „მონაკო“ ხუთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსანი „ლილი“ – შვიდით.
„კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, რადგან „მონაკო“ და „ლილი“ კარგი გუნდები არიან და მათ ჩვენი შეცდომების გამოყენება ნამდვილად შეუძლიათ“, – ამბობს სირიგუ.
“ლილს” კალუს გაშვება არ სურს
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად ლილის კოდ დიუარელი ფორვარდით ინგლისის და იტალიის წამყვანი გუნდები არიან დაინტერესებულები: “არსენალი”, “ლივერპული”, “ტოტენჰემი”, “მილანი” და “რომა”.
“დიახ, მსგავსი ჭორები არსებობს, მაგრამ ოფიციალური წინადადებით კალუს თაობაზე არავინ შეგვხმიანებია” – განაცხადა სეიდუმ.
“მეტსაც გეტყვით, ჩვენ არსად არ გვინდა კალუს გაშვება, მას ლილისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.”
ლიგა 1 – ის მიმდინარე გათამაშებაში კალუმ 19 მატჩი ჩაატარა და 6 ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. შეგახსენებთ, რომ კალუს უკვე აქვს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება, აფრიკელი “ჩელსის” რიგებში ირჯებოდა.
ინგლისში კალუს დაბრუნებაზე ფიქრობენ
ფრანგული „ლილის“ ფორვარდი სალომონ კალუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, ინგლისის პრემილიგაში დაბრუნდეს.
„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, კოტ დივუარის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესაძლებლობას ლონდონის „არსენალისა“ და „ლივერპულის“ ხელმძღვანელები განიხილავენ.
კალუსთვის „ნისლიანი ალბიონი“ უცხო არ არის. 2006-დან 2012 წლამდე ის ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 60 გოლის გატანა შეძლო.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში კალუმ 19-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილება, გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.
ბექა დოგრაშვილი
“ლილს” ბერია გამოაკლდა
ფრანგული “ლილის” მცველი ფრანკ ბერია “პსჟ”-სთან მატჩის დროს დაშავდა. 30 წლის ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა და 54-ე წუთზე შეცვლილი იქნა. “ლილის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ბერია 2-3 კვირას გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში ბერიამ 17 მატჩი ჩაატარა თავისი გუნდის შემადგენლობაში. “პსჟ” – “ლილი” კი ფრედ, 2-2 დასრულდა.
კავანი სავარაუდოდ “ლილთან” ვერ ითამაშებს
“პსჟ”-ს ურუგვაელი ფორვარდი, ედისონ კავანი სავარაუდოდ მეცხამეტე ტურის მატჩს გამოტოვებს. თავდამსხმელი სამშობლოში გაემგზავრა, რათა პირადი პრობლემები მოაგვაროს. შეგახსენებთ, რომ ტურის ცენტრალური შეხვედრა, “პსჟ-სა” და “ლილს” შორის, 22 დეკემბერს პარიზში გაიმართება.
პარიზული გრანდი პირველ ადგილზე იმყოფება 43 ქულით, “ლილი” კი მესამეზე და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.