პოლონეთში ქართველების ჯახი მერებაშვილის გოლითა და გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის შეხვედრაში პლოცკის “ვისლამ” კიელცეს “კორონა” მიიღო. საგულისხმოა, რომ პირველ მათგანში თამაშობს ქართველი შემტევი, გიორგი მერებაშვილი, ხოლო სტუმარ გუნდში – თავდასხმელი, ნიკა კაჭარავა.

ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაწიყეს. მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 51-ე წუთზე დამიან ბირტეკმა გახსნა. ხოლო, “ვისლას” გოლების რაოდენობა ორამდე 89-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გაზარდა. საბოლოოდ, “მერებას” გუნდმა ანგარიშით, 2-0 მოიგო. კაჭარავამ ბოლომდე ითამაშა, ხოლო გიორგი მატჩის მეორე დამატებით წუთზე შეცვალეს.

ამ გამარჯვების შემდეგ პლოცკური კლუბი 42 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო “კორონას” 40 ქულა აქვს და მეექვსეზე იმყოფება.

 

ქართველები ექსტრაკლასას 21-ე ტურის სიმბოლურში (ფოტო)

პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა 21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე მოხვდა.

საქმე ეხება ახალგაზრდა ლაშა დვალსა (“პოგონი”) და გიორგი მერებაშვილს (“პლოკი”). ქართველებმა მართლაც, რომ გამორჩეული შეხვედრები ჩაატარეს ექსტრაკლასაში. დვალის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ამ ყოველივეში კი უდიდესი წვლილი, სწორედ ლაშას ეკუთვნის. ხოლო მერებაშვილმა “ლეგიას” წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

“პიასტი” 2-1 “ვისლა”: მერებაშვილის საგოლე გადაცემა

პოლონეთის ექსტრაკლასში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. “პიასატმა” “პლოცკს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა და 62-ე წუთზე საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. იგი კანტეს წონასწორობის აღადგენაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ მაინც დამარცხდნენ. მასპინძელთაგან გოლები პაპასდოპულოსის (16) და ბუკატასის (71) ანგარიშზეა.

ამ მარცხის შემდეგ მერებაშვილის გუნდი მეშვიდე პოზიციაზეა 20 ქულით, მაგრამ მის მდევარ “იაგოლენიას” ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ქართული ლეგიონი: ჩაკვეტაძის დებიუტი, კვირკველიასა და მერებაშვილის გამარჯვება

სანაკრებო პაუზამდე დატვირთული საფეხბურთო ვიიქენდი გამოვიდა ქართველი ფეხბურთელებისათვის.

მას შემდეგ, რაც “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში” გადავიდა, ძირითადი გუნდის რიგებში პირველად ვიხილეთ. გიორგი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, მისი კლუბი კი, “ბრიუგესთან” 2-1 დამარცხდა.

რუსეთის პრემიერ ლიგაში გამართულ მეთორმეტე ტურში “ლოკომოტივმა” “დინამოს” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა, ამ შეხვედრაში 90 წუთი გაისარჯა ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია. ასევე “უფას” სასტარტოში იყო მეორე ქართველი ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელმაც ასევე, სრული შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ “ანჟის” სათადარიგოთა შორის დარჩა ქართველთა კიპერი გიორგი ლორია, რომელსაც არა და არ ეძლევა თამაშის საშუალება.

პოლონეთის ექსტრაკლასის მეთერთმეტე ტურში მერებაშვილის “პლოკმა” “ტერმალიცას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. ქართველმა ათიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ჰოლანდიაში “ვიტესის” შემადგენლობაში იყო გურამ კაშია. არნემელთა კაპიტანმა სრული შეხვედრა ჩაატარა და “უტრეხტთან” ფრედ 1-1 ითამაშა. “ვიტესი” ამ შეხვედრის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილზეა.

“ვისლამ” “ლეხს” სძლია: მერებაშვილის 73 წუთი

დღეს პოლონთის ექსტრაკლასას მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

პლოცკის “ვისლამ” პოზნანის “ლეხი” მიიღო. შეხვედრაში ერადერთი გოლი 68-ე წუთზე გავიდა, მისი ავტორი ფურმანი გახდა. პოლონელმა “ვისლას” მოაგებინა.

საგულისხმოა, რომ გამარჯვებული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მერებაშვილი, რომელიც 73-ე წუთძე შეცვალეს.

ამ მოგების შემდეგ ქართველი ლეგიონერის გუნდი სამი ქულით მე-9 პოზიციაზეა.

ვლადიმერ ვაისი: “რატომ არ გამოვიძახე მერებაშვილი?”

ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სერბეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.

მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკ სპეციალისტს ჰკითხეს, ოქრიაშვილისა და ჭანტურიას არყოლის ფონზე, რატომ არ გამოიძახა გუნდში შესანიშნავ ფრომაში მყოფი გიორგი მერებაშვილი: “რაც შეეხება მერებაშვილს, ვიცი მისი კარგი ფორმის შესახებ. თუმცა, მის გამოძახებას, ისინი ვამჯობინე, რომლებსაც აქამდე უთამაშიათ ნაკრებში. ექსპერიმენტებს თავი ავარიდე,” – განაცხადა ვაისმა.

გიორგი მერებაშვილი “ატრომიტოსში” გადავა

კრეტას ოფი-დან ფინანსური პრობლემების გამო წამოსული გიორგი მერებაშვილი, შესაძლოა საბერძნეთში დარჩეს და ადგილობრივი სუპერლიგის კლუბ “ატრომიტოსში” გააგრძელოს კარიერას.

ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული პრესა ავრცელებს. gazzetta.gr-ს ცნობით, მერებაშვილის მიმართ რამდენიმე კლუბი იჩენს ინტერესს, თუმცა ყველაზე კარგ პიროებს სწორედ “ატრომიტოსი” სთავაზობს.

ტრანსფერის განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კლუბი ევროსაგზურის მოპოვებას. დადებითი შედეგის შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლორია და მერებაშვილი ოფი-ს დაემშვიდობნენ

athleticradio.gr-ს ცნობით, დღეს ოფი-სა და “იანინას” შორის გასამართ შეხვედრაში კრეტელთა შემადგენლობაში ქართველ ლეგიონერები, გიორგი მერებაშვილი და გიორგი ლორია არ ითამაშებენ.

ბერძნები იუწყებიან, რომ ლორია და მერებაშვილი გუნდს დაემშვიდობნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლორია ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო მერებაშვილი კახა ცხადაძემ ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან ამოიღო. 

მერებაშვილი და ლორია “ქსანტისთან” დამარცხდნენ

საბერძნეთის სუპერ ლიგის 27-ე ტურში ოფი-მ საკუთარ სტადიონზე “ქსანთის” უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების მინიმალური გამარვებით დასრულდა.

ოფი-ს შემადგენლობაში გიორგი ლორიამ და გიორგი მერებაშვილმა 90 წუთი ითამაშეს. მერებამ 51-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კლუბში არსებული მძიმე ფინანსური ვითარების გამო ოფი-ს ქართველმა ლეგიონეერებმა იმავე “ქსანთისთან” სათასო დაპირისპირებაში თამაშზე უარი თქვეს. 

25 თამაშში მოპოვებული 13 ქულით ოფი მე-17 პოზიციაზეა და გუნდს ქვედა ლიგაში გავარდნა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.

მერებაშვილი: „ოფი-დან მივდივარ, აქ პატივს არ მცემენ“

ბერძნული ოფი, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობს, უმძიმეს ვითარებაში რომ არის, ამის შესახებ ჩვენს საიტზეც არაერთხელ თქმულა. ამჯერად სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ მერებაშვილმა კლუბის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, რის შესახებაც Gazzetta.gr-ს განუცხადა.

„ოფი-დან მივდივარ. გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც არ შევცვლი. როდესაც კლუბი პატივს არ გცემს, შენ არ უნდა დარჩე.

არამგონია, ოფი-სთან ერთად ჩემი უფლებებისთვის კიდევ ერთხელ ვიბრძოლო“, – განაცხადა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერძნულ კლუბში 2014 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ გადაბარგდა. საბერძნეთის ჩემპიონატის 14 მატჩში მერებამ 4 გოლიც გაიტანა.

ფინანსური პრობლემების გამო წელს ოფი-ს მოთამაშეებისთვის ხელფასი დროულად არ გადაუხდია. ამასთან ერთად, სეზონის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ დატოვა.

მერებაშვილმა „პანაითნაიკოსს“ ისევ გაუტანა

კტეტას ოფი-მ, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი გიორგი მერებაშვილი გამოდის, დღეს საბერძნეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში „პანაითინაკოსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს შეხვედრა სასიამოვნო ფაქტით გამოირჩა, რადგან კრეტელთა ერთ-ერთი გოლი სწორედ მერებაშვილმა გაიტანა – 43-ე წუთზე გიორგიმ პენალტი ზუსტად შეასრულა, რითაც თავისი გუნდი დააწინაურა (2:1). სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ათენელებმა ოფი-ს ორი გოლი გაუტანეს და თავის აქტივში 3 ქულა ჩაიწერეს, რითაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დარჩნენ. რაც შეეხება ოფი-ს, მისი მდგომარეობა კვლავ კატასტროფულია, ამჟამად გუნდი 13 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს და სუპერლიგაში დასარჩენ ზონამდე მას 11 ქულა აშორებს.

გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის ჩემპიონატში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, საბერძნეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ერგოტელისმა” საკუთარ მოედანზე “ოფი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

“ოფის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი. მერებაშვილმა 68-ე წუთზე მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.