იოახიმ ლიოვის მომდევნო გუნდი ცნობილია

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში გააგრძელებს.

თურქული გამოცემა A Spor-ი იუწყება, რომ 62 წლის გერმანელ სპეციალისტსა და “ფენერბაჰჩეს” შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. წყაროს თანახმად, ლიოვი თურქულ კლუბს მომდევნო სეზონიდან უთავკაცებს.

“ფენერბაჰჩეში” ლიოვის მთავარი სატრანსფერო მიზანი მიუნხენის “ბაიერნის” ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე იქნება, რომელიც დღესდღეობით “ანდერლეხტში” იჯარის წესით თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელს ბავარიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მისი საბაზრო ღირებულება რვა მილიონ ევროდ ფასდება.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ლიოვთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ბილდის” ცნობით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს კონტრააქტი გაუხანგრძლივა.

ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლამდე იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ორშაბათს უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების თავკაცის პოსტზე 2006 წლიდან მუშაობს. 2014 წელს იგი გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2010 წელს კი მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა. 2008 წელს გერმანიის ნაკრებმა ლიოვის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა, 2012 წელს კი ევროპირველობაზე მესამე ადგილი აიღო.

იოახიმ ლიოვმა უხერხულ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც იგი უხერხულ სიტუაციაში დააფიქსირეს.

“მეორე დღეს ამ ეპიზოდის ამსახველი ფოტოები მეც ვნახე. არ ვიცი, რატომ მიაქცია ხალხმა ამას ასეთი ყურადღება. როდესაც ადრენალინის დონე მაქსიმალურს აღწევს, ხანდახან ვერ ხვდები, რას აკეთებ. ბოდიშს ვიხდი. ვეცდები, რომ ასე აღარ მოვიქცე”, – განაცხადა ლიოვმა.

2014 წლის მწვრთნელად იოახიმ ლიოვი დასახელდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე 2014 წლის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელეს. ეს წოდება გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა მოიპოვა, რომელიც “ბუნდესთიმთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გამოკითხვაში ფეხბურთის გერმანელმა სპეციალისტმა ხმათა 36,23 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი (22,06%). საუკეთესო სამეულს “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე ხურავს (19,02%).

“არ ვთვლი, რომ ეს ჯილდო მხოლოდ მე მეკუთვნის, ეს მთელი ნაკრების საკუთრებაა. გერმანულ ფეხბურთში წლების განმავლობაში შეიქმნა ისეთი პირობები, რამაც ბრაზილიაში გამარჯვების შესაძლებლობა მოგვცა. ეს წოდება იმაზე მიუთითებს, რომ მეც და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენი წევრებიც სწორი მიმართულებით მივდიოდით. 2014 წლის მწვრთნელებად გერმანიის ახალგაზრდული გუნდის თავკაცებსაც დავასახელებდი. მათაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ გამარჯვებაში. ლომის წილი დაიდეს იმათმაც, ვინც ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო სტრუქტურა შექმნეს. არ შეიძლება, არ აღვნიშნო ბუნდესლიგა, რომლის გარეშეც განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. თანაშემწეების დახმარების გარეშე ეს ყველაფერი მიუღწეველი დარჩებოდა. ვთვლი, რომ ამ ჯილდოს ანჩელოტი და სიმეონეც იმსახურებენ”, – განაცხადა ლიოვმა.

 

ლიოვი: „გიოტცეს ვუთხარი, ეჩვენებინა, რომ მესიზე უკეთესია“

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.

შეხვედრის შემდეგ „ბუნდესნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

— სამი ხედირა სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. რა მოხდა?
— ხედირამ ბოლო ვარჯიშზე ბარძაყის ტკივილი იგრძნო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მომდევნო დღეს ისევ იჩინა ამ პრობლემამ თავი. ჩვენ კი შეგვეძლო, გაგვერისკა, თუმცა სიტუაცია არ მოითხოვდა რისკს და კრამერის გამოყვანა გადავწყვიტეთ.

— არ შეგეშინდათ, როცა კრამერიც დაიმტვრა?
— არა, თავიდანვე ვემზადებოდით იმისთვის, რომ სამივე ცვლილებას გამოვიყენებდით. ჩვენი სარეზერვო ფეხბურთელები ყოველთვის მზადყოფნაში არიან. ნახევარმცველები მზად არიან, რთულ ვითარებაში ერთმანეთი ჩაანაცვლონ.

— რა უთხარით გიოტცეს სანამ მოედანზე შემოვიდოდა?
— „აჩვენე ყველას, რომ მესიზე უკეთესი ხარ და გადაწყვიტე მატჩის ბედი!“ კარგი წინათგრძნობა მქონდა.

— რამდენიმე წლის წინათ თქვენზე თქვეს, რომ ავსტრის ჩემპიონატის დონეს არ შეესაბამებოდით, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონი ხართ. სამართლიანობა აღდგა?
— გამიმართლა კიდეც. სხვა შემთხვევაში, ახლა თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. ბრაზილიაში ერთად 55 დღე გავატარეთ, თუმცა გლობალურად უკვე ათი წელია, ერთად ვართ. ამ გამარჯვებისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც იურგენ კლინსმანის დროს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ვმუშაობდი. მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, რთული მუშაობის ათი წელი. ჩვენ ვართ პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ახლა რთულია იმის აღქმა, თუ რა მოხდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენმა გუნდმა გასაოცარი შვაინშტაიგერისა და ყველგან მყოფი ლამის წყალობით მშვენიერი მატჩი ჩაატარა.

— რის ხარჯზე დაამარცხეთ არგენტინის ნაკრები?
— სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სტანდარტულ მდგომარეობებს. ვფიქრობ, ამ ასპექტში განსაკუთრებით ძლიერი იყო ჩემი გუნდი. შესაძლოა, სწორედ ამის ხარჯზე გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები.