ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ლონდონის “ჩელსი” პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.
გაბონელი ფეხბურთელი ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა. მხარეებმა კონტრაქტის დეტალები განიხილეს, კლუბმა ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა.
“ჩელსის” ახლა “ბარსელონასთან” მოუწევს მოლაპარაკება. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები “ბლაუგრანას” 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს სთავაზობენ.
“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს გუნდში ობამეიანგის შენარჩუნება სურს. გაბონელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს.
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გასულ სეზონში “ბარსელონას” რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.