13-წლამდე “რეგიონთა თასის” გათამაშებაში გამარჯვება კვლავ თბილისმა მოიპოვა

25 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა ცენტრმა ლაგოდეხში 13-წლამდე რეგიონთა თასის გათამაშების ფინალს უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს იმერეთისა და თბილისის 2004 წლამდე დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რეგიონული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში თბილისელებმა იმერლები დამაჯერებლად დაამარცხეს და “რეგიონთა თასის” 2017 წლის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვეს. მესამე და მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად აფხაზეთისა და იმერეთის რეგიონული ნაკრებები გავიდნენ.

“რეგიონთა თასი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ფიფას მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელთა სელექციისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პლატფორმის შექმნაა. 13 წლამდე რეგიონულმა ნაკრებებმა პირველად 2016 წელს იასპარეზეს. წელს 13-წლამდე გათამაშებაში ქვეყნის 13 რეგიონული ნაკრები მონაწილეობდა.

ფინალური დაპირსპირების შემდეგ გამარჯვებული გუნდი, ფინალისტი და 3-4 ადგილის მფლობელი გუნდები, ასევე გამორჩეული ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკა ჯღარკავამ დააჯილდოვეს.

Gff.Ge

მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსი იწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილება უეფას მწვრთნელთა „B“ ლიცენზიის მორიგ სასწავლო კურსს გეგმავს. კურსი, მიმდინარე წლის ბოლოს თბილისში გაიმართება.

„B“ ლიცენზიის კურსზე მონაწილეობის მსურველი მწვრთნელები შემდეგ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ ან მიმართონ სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილებას ელექტრონულ მისამართზე – ce@gff.ge. სასწავლო კურსზე ადგილები შეზღუდულია.

Gff.Ge

სფფ-ის აღმასკომის სხდომა!

11 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის წევრებმა სამი თემა განიხილეს.

აღმასკომმა იმსჯელა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის საკითხზე. წევრები შეთანხმდნენ, რომ აღმასკომის მომდევნო სხდომაზე მოწვეული იქნება კლუბის მფლობელი ილია კოკაია.

ასევე განხილულ იქნა უეფას ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის კლუბებზე გადანაწილების პრინციპი და კლუბების ლიცენზირების დებულებაში შესატანი ცვლილებები.

GFF.GE

ლაგოდეხმა ვახტანგ რეხვიაშვილის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა

15 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლაგოდეხის ბაზამ ვახტანგ რეხვიაშვილის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც კახეთის რეგიონის საფეხბურთო სკოლების ბავშვთა გუნდები მონაწილეობდნენ.

გათამაშებაში 200-ზე მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩაერთო. ტურნირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ. ფინალში გამარჯვება ლაგოდეხის ბავშვთა საფეხბურთო გუნდმა – „რანმა“ მოიპოვა.
გამარჯვებული და ფინალისტები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გათამაშების გამორჩეული მოთამაშეებიც.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

მასობრივი ფეხბურთის კვირეულმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოიცვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის სხვადახვა რეგიონების სოფლებს ესტუმრა, სადაც ადგილობრივებთან ერთად სოფლის სტადიონები განაახლეს და ახლა უკვე სამი რეგიონის სამ სოფელში ადგილობრივ მოყვარულ ფეხბურთელებს და ბავშვთა გუნდებს უკვე გამართულ მოედანზე შეუძლიათ ეთამაშონ მეზობელ სოფლებს მათი საყვარელი სპორტის სახეობა. თითოეულ სოფელში ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ვიზიტი როგორც მოედნების შეკეთებას, ბალახის გაკრეჭას, კარის დადგმასა და ბადეების დაკიდებას, სათადარიგო სკამების ჩადგმასა და ტაბლოს დამონტაჟებას, ისე ადგილობრივ გუნდებთან საფეხბურთო მატჩების ჩატარებას მოიცავდა.

მასობრივი ფეხბურთის კვირეული საქართველოში 30 სექტემბერს, თბილისში გამართული მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატით – „მამების თასით“ დასრულდა. აღნიშნული ჩემპიონატი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაიმართა. ჩემპიონატში 16-მა მწვრთნელმა მამამ 4 ბავშვისგან დაკომპლექტებული გუნდი წარმოადგინა. გუნდში გოგონათა ჩართვა ჩემპიონატში მონაწილეობის აუცილებელი პირობა იყო. გამარჯვება გორიდან სპეციალურად ჩემპიონატისთვის ჩამოსულმა გუნდმა მოიპოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სტადიონის ტურები სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება, რაც ფეხბურთის მასობრიობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სფფ-ის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც მოგეხსენებათ, სფფ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელია და ლევან კობიაშვილი იბრძოდნენ.

ხმის უფლების მქონე 33 დელეგატის არჩევანი ასეთია:

რევაზ არველაძე — 15  ხმა;
მამუკა კვარაცხელია — 0  ხმა;
ლევან კობიაშვილი — 18 ხმა.

 

არველაძე თავის სიტყვებს ადასტურებს და ულტიმატუმს აყენებს

მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავა.

გობეჯიშვილი სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რევაზ არველაძის მხარდამჭერია. ღამით არველაძის „ფეისბუქის“ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კანდიდატი დღეს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას იქამდე არ მიიღებდა, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებდნენ. ცოტახნის წინ თავად არველაძემ თავისი პოზიცია უკვე ჟურნალისტებს გაუზიარა.

„არჩევნებში მონაწილეობას იქამდე არ მივიღებ, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ“, – ციტირებს არველაძეს ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი.

ამჟამად ამბის სხვა დეტალები უცნობია. რაიმე სახის სიახლის გაგებისთანავე Fanebi.com ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვვდით.

კობიაშვილი უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს ფეხბურითს ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, საქართვლელოს ნაკრების ექს-პაპიტანი, ლევან კობიაშვილი უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ქართული ფეხბურთის მართვის და განვითარების გეგმა და ფინანსური მხარე განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. აბსოლიუტურად ღია და გახსნილი. კლუბებს ვაჩვენე, თუ როგორ წარმომიდგენია ქართული ფეხბურთოს განვითარება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს გეგმაში ეროვნულ ჩემპიონატს განსაკუთრებული ადგილი უკავია“, – განუცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.

შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის კანდიდატი ოფიციალურად ხვალ, 14:00 საათზე დახდება. მის კანდიდატად წარდგენას თბილისის „დინამო“ აპირებს. თბილისური კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას თქმით, „დინამო“ კობიაშვილს მხარს სრულიად უჭერს, რადგან ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დრო დადგა.

სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღე ცნობილია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ცნობილია, 15 აგვისტოდან მსურველებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ.

ასევე, ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, კანდიდატურის მიღება არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება.

სფფ-სთან აქციის მონაწილე: „ამ ხალხის უპასუხისმგებლობის გამო მთელი დღე კომპიუტერებთან გავატარეთ“

23 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გულშემატკივრების აქცია გაიმართა, რომლებიც თბილისში ჩასატარებელ უეფა-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ.

ჩვენი საიტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ადგილზე კომენტარი სთხოვა და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქვის საშუალება მისცა.

„ძირითადად „ბარსელონას“ ქომეგები მოვედით. ორი დღის განმავლობაში ბილეთებთან დაკავშირებულ ამბავს ვაპროტესტებთ. ძალიან ცუდი სიტუაციაა, იმიტომ, რომ ქართველი ქომაგები ამას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მთელი დღე ამ ხალხის უპასუხისმგებლობის გამო კომპიუტერებთან გავატარეთ. მსგავსი დიდი ღონისძიება ასე არ იგეგმება. ეს კი ნამდვილად დიდი ღონისძიებაა. ვითხოვთ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რათა დაიწყოს ბილეთების გაყიდვა“, – განაცხადა Fanebi.com-თან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფეხბურთის ფედერაცია დაზარალებულებს 20 ათასი ლარით ეხმარება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 20 ათასი ლარი გამოყო, რის შესახებაც თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს თანაგრძნობას სტიქიით დაზარალებულთა მიმართ… ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სფფ-მ თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახნილ საბანკო ანგარიშზე (ვითიბი ბანკში) გადარიცხა 20 ათასი ლარი.
ერთად დგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად დგომითა და სოლიდარობით გადავლახავთ სიძნელეებს…
ვიმედოვნებთ, შემოგვიერთდებიან სხვა სპორტული ფედერაციები და ქართული სპორტული სამყაროს სოლიდარობა ახლაც სამაგალითო იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 ფეხბურთელის შემადგენლობით უკვე ავსტრიაშია

ქვეყნის პირველი გუნდი ავსტრიის ერთერთი ცნობილი კურორტის დაბა ვინდიშგარშტენის სასტუმრი “დილიში” 11 ივნისის ჩათვლით იცხოვრებს. საწვრთნელ პროცესს გუნდი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკმაოდ კომფორტულ მოედანზე გადის. კახა ცხადაძის გუნდმა  ავსტრიაში ჩასვლიდან რამდენიმე საათში პირველი მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. გურამ კაშია, მათე ვაწაძე და ლაშა დვალი კი ნაკრებს უახლოეს საწვრთნელ პროცესში შეურთდებიან. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის 4 ივნისიდან ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებს. 9 ივნისს კი ლინცის სტადიონზე თბილისის დროით 22 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური