ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

4 თებერვალს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “კამბურმა” საკუთარ მოედანზე “ვიტესი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“ვიტესის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი, ამ უკანასკნელმა 34-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, ვაკო 75-ე წუთზე შეცვალეს.

“ვიტესმა” “აიაქსს” კაშიას გარეშე სძლია

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-20 ტურში “ვიტესმა” ამსტერდამის “აიაქსს” უმასპინძლა და წარუამტებელი სერიის შეწყვეტა ძლიერი მეტოქის დამარცხებით შეძო.

მასპინძებმა მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. გამარჯვების გოლის ავტორი კი მატჩის 85-ე წუთზე უროშ ჯურჯევიჩი გახდა, რომელიც მოედანზე 2 წუთის შემოსული იყო. მასთან ერთად მოედანზე კელვინ ლირდამიც შევიდა, რომელაც ძირითადში მყოფი ვაკო ყაზაიშვილი შეცვალა. გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ, შეხვედრა დისკვალიფიკაციი გამო გამოტოვა.

20 ტურის შემდეგ “ვიტესი” 25 ქულით მეათე პოზიციაზეა, ხოლო “აიაქსი” მეორეზე და ლიდერ პსვ-ს 9 ქულით ჩამორჩება.

ვიტესმა კვლავ მოიგო

ჰოლანდიის თასზე “აიაქსის” განადგურების შემდეგ “ვიტესმა” ჩემპიონატშიც შეწყვიტა მოუგებელი სერია.

არნემელებმა გუშინ საკუთარ მოედანზე “ჰერაკლესს” უმასპინძეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. 25-დან 43-ე წუთის ჩათვლით სტუმართა კარი ტრაორემ (დუბლი) და ლაბიადმა დალაშქრეს.

“ვიტესის” შემადგენლობაში იყო გუნდის ორივე ქართველი ფეხბურთელია. ვაკო ყაზაიშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო გურამ კაშიამ 81-ე წუთზე მოედანზე ადგილი კელვინ ლეერდამს დაუთმო.

ვიტესის შთამბეჭდავი გამარჯვება ამსტერდამში

ჰოლანდიის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში არნემის “ვიტესი” ამსტერდამს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “აიაქსს” დაუპირსპირდა.

შეხვედრა მოულოდნელი შედეგი, სტუმართა გამანადგრუდებელი გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ვიტესის” რიგებში გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს. ამ უკანაკსნელმა საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაც მოახერხა და “აიაქსის” კარში გოლი კვლავ გაიტანა. გურამ კაშიამ კი არნემელები მოედანზე ტრადიციულად, კაპიტნის სამკალვურით გაიყვანა.

,,ვიტესის” მორიგი ფრე და ქართველი ფეხბურთელები სასტარტო შემადგენლობაში

,,გრონინგენმა” ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში ,,ვიტესი” მიიღო. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა.

მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 42-ე წუთზე. გატანილი გოლის ავტორი ,,ვიტესის” შემადგენლობიდან ტრაორე გახდა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში მოახერხეს. ,,გრონინგენის” შემადგენლობიდან თავი ჩერიმ გამოიჩინა. ჰოლანდიელის გოლმა მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარისთვის სასიხარულო ფაქტიც მოხდა. ,,ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. ფეხბურთელებმა მოედანზე 90 წუთი ითამაშეს.

კაშიამ და ყაზაიშვილმა შესანიშნავი გოლებით თანაგუნდელები გააოცეს (ვიდეო)

არნემის “ვიტესის” ერთ-ერთი ვარჯიშის მიმდინარეობისას ქართველმა ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა შესანიშნავი გოლების გატანა მოახერხეს.

ყაზაიშვილმა საგოლე პასი გააკეთა

ჰოლანდიის ერედივიზიონის VIII ტურის გახსნით შეხვედრაში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “დენ ჰააგი” მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რაშიც არნემელთა ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმაც დაიდო საკუთარი წვლილი. როგორც მოგეხსენებათ, დევი პრიოპერს ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად უკვე მეორე მატჩია, “ვიტესის” თავკაცი პეტერ ბოში სასტარტო შემადგენლობაში ყაზაიშვილს აყენებს, მიცემულ შანსს კი ახალგაზრდა ქართველი შემტევი მშვენივრად იყენებს. წინა მატჩში ჩვენებურმა ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა.

რაც შეეხება “ვიტესსა” და “დენ ჰააგს” შორის გამართულ შეხვედრას, ანგარიში მე-5 წუთზე კელვინ ლერდამმა გახსნა, რომელსაც საგოლე პასი სწორედ ყაზაიშვილმა მიაწოდა. იმავე ლერდამმა მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა, ყაზაიშვილმა ამ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა, მან ხელსაყრელ პოზიციაზე აბიოლა დაუდა გაიყვანა, რომელმაც თავის მხრივ, ლერდამს საგოლე პასი გაუკეთა. 21-ე წუთზე მიხილ კრამერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა არნემელებმა პირველი ტაიმის მიმდინარეობისას კიდევ სამი გოლი გაიტანეს: 31-ე წუთზე ტიმოტი დერეიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 37-ე წუთზე მარკო ვეინოვიჩმა საჯარმო დარტყმით გაიტანა, იმავე ვეინოვიჩმა მე-40 წუთზე პენალტი გამოიყენა.

62-ე წუთზე დაუდას წაქცევისთვს დანიშნული თერთმეტმერიანი დარტყმა კვლავ ვეინოვიჩმა შეასრულა და ჰეთ-თრიკიც ჩაიწერა.

საბოლოო ჯამში, “ვტესმა” “დენჰააგი” ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ყაზაიშვლმა მატჩი სრულად ჩაამთავრა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მას, როგორც მოგეხსენებათ, ფეხის თითი აქვს მოტეხილი და განაცხადში არ ყოფილა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის სატურნირო მდგომარეობის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები


ყაზაიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

ჰოლანდიის ერედივიზიონის VII ტურში არნემის “ვიტესი” “დორდრეხტს” ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 6:2 გაანადგურა. არნემელთა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა გადაწყვიტა, რომ ტრავმირებული დევი პრიოპერის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი დაეყენებინა და ამ იძულებითმა ცვლილებამ სასარგებლო შედეგიც გამოიღო. ექვსი გატანილი ბურთიდან სამი ყაზაიშვილის ანგარიშზეა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მასპინძელ გუნდს 55-ე, 65-ე და 93-ე წუთებზე გაუტანა. ყაზაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.

რაც შეეხება გურამ კაშიას, მას, როგორც მოგეხსენებათ, ფეხის თითი აქვს მოტეხილი და დღეს განაცხადში არ ყოფილა.

 

ყაზაიშვილმა “ვიტესთან” ოთხი წლით გაახანგძლივა

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ვალერი ყაზაიშვილმა ჰოლანდიურ “ვიტესთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ყაზაიშვილი არნემელთა რიგებში 2018 წლამდე დარჩება.

“ვიტესის” დირექტორი ვაკოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლუბს ქართველი ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელად მიაჩნია.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვაკო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მოხარულები ვართ, რომ მასთან კონტრაქტი გავახანგძლივეთ. ვფიქრობ, ის ჩვენთან ერთად ზრდას განაგრძობს”, – ამბობს მო ალაჩი.

კომენტარი გააკეთა ყაზაიშვილმაც, რომელიც თვლის, რომ მას “ვიტესში” განვითარების კარგი საშუალება აქვს.

“ვფიქრობ, “ვიტესში” შემიძლია კიდევ უფრო გავიზარდო. კლუბსა და ქალაქში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამომიძახეს, მალე საუდის არაბეთს ვეთამაშებით, ამიტომ დასასვენებლად ცოტა დრო მაქვს”, – ამბობს ყაზაიშვილი.

დიტო ჭიჭინაძე

ჭანტურიას პირველი სასტარტო

რუმინეთში გადასვლის შემდეგ გიორგი ჭანტურია “კლუჟის” ძირითადში პირველად მოხვდა. ქართველის გუნდმა საკუთარ მოედანზე “პეტროლულთან” ფრედ, 1:1 ითამაშა. ჭანტურიამ მოედანზე 67 წუთი დაჰყო.

პორტუგალიური პრიმეირას 26-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “ბელენენსეშს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ებრალიძემ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და მოედანზე 56-ე წუთი გაატარა.

პოლონეთის უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის მატჩში ვარშავის “ლეგიამ” “ზავიშჩას” 3:0 აჯობა. სამწუხაროდ, ლადო დვალიშვილი 18 კაციან განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. ისევე როგორც ლევან კობიაშვილი, რომლის “ჰერტამ” საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმთან” 1:1 ითამაშა.

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ჰოლანდიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა “ვიტესსა” და “აიაქსს” შორის. არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ვაკო ყაზაიშივლი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.

ყაზაიშვილმა “ვალვაიკს” გაუტანა

23 თებერვალს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ვალვაიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“ვიტესის” გამარჯვებაში თავისი წვლილი დაიდო ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ვალერი ყაზაიშვილმა, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 52-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ვაკომ იბარას პასის შემდეგ, ერთი მეტოქე ჩამოიტოვა და “ვაილვაიკის” კარი მოჭრილი დარტყმით აიღო.

ყაზაიშვილის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გურამ კაშიამაც, რომელიც პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შეცვალეს.

წლის ტრიუმფატორი – გურამ კაშია!

26 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განვლილი წელი ტრადიციულად, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე – „GFF Awards 2013“ – ზე შეაჯამა.

საზეიმო საღამოს ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის წევრები, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, სპორტული მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

სფფ-ის ტრადიციულ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელები; ისინი, ვინც 2013 წელს განსაკუთრებულად გამორჩეულები იყვნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, საუკეთესოების გამოსავლენად აზრი პროფესიონალებს ჰკითხა. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

ნომინანტები შემდეგი ოთხი ნომინაციიდან გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელი
ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი
2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

გამარჯვებულების გამოვლენამდე, განვლილი წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა შეაჯამეს.

2013 წელი განსაკუთრებულად დატვირთული იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. სფფ-მ არაერთ მაღალი დონის ტურნირს უმასპინძლა. ამ წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად მოეწყო 60 შეკრება. ჩვენმა ნაკრებმა გუნდებმა 91 ამხანაგური და 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

რაც შეეხება უშუალოდ დაჯილდოვებას, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გახდა. ნომინანტები კი,  გიორგი პაპავა და გიორგი ჭანტურია იყვნენ, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო სამეული ასეთია: გამარჯვებული – გიორგი ლორია, II ადგილი – ელგუჯა გრიგალაშვილი, III ადგილი – ჩისკო.

წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი, ისევე, როგორც შარშან, არნემის „ვიტესის“ კაპიტანი – გურამ კაშია გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე კი, ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი გავიდნენ.

სფფ-ის სპეციალური პრიზი – წლის საუკეთესო გუნდი, გია ცეცაძის 19-წლამდე (ახლა უკვე 20-წლამდე) ნაკრები გუნდი გახდა, რომელმაც გასული წლის ივლისში უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

საღამოს კულმინაცია კი, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. ნომინანტების სამეული ასეთი გახლდათ: გურამ კაშია, გიორგი ლორია და ჯაბა კანკავა.

გამარჯვებული და წლის ნამდვილი ტრიუმფატორი გურამ კაშია გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ამ ტიტულის მოქმედი მფლობელი იყო და 2013 წელსაც დამსახურებულად შეინარჩუნა.

„ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. წელს ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას და იმ პროფესიონალებს – მწვრთნელებსა და კაპიტნებს, ვინც მიიჩნია, რომ მე ამ ჯილდოს ვიმსახურებ. ცოტა მეუხერხულება კიდეც, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ამპლუის ფეხბურთელის ასეთი აღიარება ძალიან ძნელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – განაცხადა 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.

სფფ-ის პრესსამსახური
ფოტო: სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი