2017/18 წლების სეზონის ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის დასრულებამდე სულ ორი ტური დარჩა. Goal.Com-ი გვთავაზობს სიმბოლურ გუნდს.

მეკარე: ბენჟამინ ლეკომტე (“მონპელიე”)

მცველები: დანი ალვეში (“პსჟ”), მარკინიოსი (“პსჟ”), ტიაგო სილვა (“პსჟ”), ჟერომ რუსილონი (“მონპელიე”)

ნახევარმცველები: ლუის გუსტავო (“მარსელი”), ნტანგუი ნდომბელე (“ლიონი”)

შემტევი ნახევარმცველები: ფლორიან თაუვინი (“მარსელი”), ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), ნეიმარი (“პსჟ”)

თვდამსხმელები: ედინსონ კავანი (“პსჟ”)

“პსჟ”-მ “ტროა” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-15 ტურის შეხვერდები შედგა.

პარიზში, “პარკ დე პრენსზე” “პარი სენ-ჟერმენმა” “ტროა” მიიღო. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. დასამახსოვრებელი იყო 41-ე წუთი, როცა ედინსონ კავანიმ თერთეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

პარიზელებმა მეორე ნახევარში შეძლეს ტროელთა კარის აღება. ჯერ ნეიმარმა 73-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 90-ე წუთზე ბრაზილიელმა საგოლე გადაცემა გააკეთა და ედინსონ კავანის გაატანინა. საბოლოოდ, “პარი სენ-ჟერმენმა” ანგარიშით, 2-0 მოიგო.

ამჟამად დედაქალაქური გუნდი 41 ქულით პირველ ადგილზეა. ხოლო, “ტროას” 18 ქულა აქვს და მე-18 პოზიციას იკავებს.

 

ათიდან ცხრა მატჩის წაგების შემდეგ “მეცმა” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ფრანგული “მეცის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფილიპ ჰინშბერგერი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

ეს გადაწყვეტილება “მეცის” ხელმძღვანელებმა “დიჟონთან” წაგებული მატჩის შემდეგ მიიღეს (2:1), რომელიც “მეცისთვის” რიგით მეცხრე იყო ლიგა 1-ის 2017-18 წლების სეზონში.

შეგახსენებთ, რომ ჰინშბერგერის მეთაურობით გასულ სეზონში “მეცი” მე-14 ადგილზე გავიდა, წლევანდელ სეზონში კი 3 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფება.

ფრანგულ კლუბს წინ საფრანგეთის თასის მესამე ეტაპის მატჩი ელით “რედ სტართან”, სადაც “მეცს” ახალგაზრდული გუნდის თავკაცი, ჟოზე პინო გაწვრთნის.

დიეგო კოშტა ლიგა 1-ში გადასვლის ვარიანტს არ გამორიცხავს

ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფორვარდი, დიეგო კოშტა კარიერის ფრანგულ კლუბში გაგრძელები ვარიანტს არ გამორიცხავს.

“მარსელის” ხელმძღვანელებმა საკმაოდ კარგი პროექტი შექმნეს, “პარი სენ-ჟერმენი” კი ყველამ იცის, რამდენად ღირსეულ კლუბად ითვლება.

“მონაკოსაც” საკმაოდ მშვენიერი პროექტი აქვს, მათი გუნდი ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. საერთო ჯამში, ლიგა 1 დიდ პროგრესს განიცდის.

“ჩელსიში” ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საფრანგეთში აქამდე არასოდეს მითამაშია, ასე რომ, რატომაც არა?” – აცხადებს ესპანელი ფორვარდი.

“პსჟ”-მ “კაენს” გადაუარა; ედინსონ კავანიმ პოკერი შეასრულა (ვიდეო)

დღეს სტარტი აიღო ლიგა 1-ის მეხუთე ტურმა.

სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს “კაენი” და “პსჟ” დაუპირისპირდნენ. მატჩი მთლიანად პარიზელების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში ედინსონ კავანიმ მე-12 წუთზე გახსნა. 23-წუთზე ურუგვაელმა პენალტი გამოიყენა და მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. კავანიმ კიდევ ორჯერ გაისროლა შედეგიანად ამ შეხვედრაში: მან 38-ე და 45-ე წუთებზე მესამედ და მეოთხედ შეარხია მეტოქის კარის ბადე.

მეორე ნახევარში თითო-თითო გოლი ლუკას მოურამ და ჯეინ-კევინ აუგუსტინმა გაიტანეს. საბოლოოდ, შეხვედრა, ანგარიშით, 0-6 დასრულდა.

გიჟური სატრანსფერო ფანჯარა: გუნდების დანახარჯი უკვე 1.1 მილიარდს გასცდა!

ამ დროისათვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ აქტიური გამოდგა. პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგის, სერია ა-ს, ლა ლიგისა და ლიგა 1-ის კლუბების დანახარჯმა უკვე 1.1 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა.

ყველაზე მეტი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – ჟოზეს “მანჩესტერმა” და იურგენ კლოპის “ლივერპულმა” უკვე დახარჯეს 80-80 მილიონი. ლონდონურმა “არსენალმა” კი 45 მილიონი ევრო დახარჯა, მისი უმეტესი ნაწილი კი “გლადბახს” გადაუხადეს ჯაკას სანაცვლოდ.

შესაძლოა, “ბორუსია დორტმუნდმა” რამოდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ამ დანაკარგზე მათი რეაქცია დადებითად შეიძლება შევაფასოთ. კლუბმა 113 მილიონი ევრო გაიღო, რათა დაებრუნებინა მარიო გიოტცე და დაემატებინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ანდრე შურლე, მიკელ მერინო და მარკ ბარტრა.

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები გერმანიაში მაინც “ბაიერნის” ანგარიშზეა, რამეთუ რენატო სანჩესისა და მატს ჰუმელსის გადაბირება “რეკორდმაისტერს” 35 და 38 მილიონი ევრო დაუჯდა.

54

იტალიაში ამ კუთხით, “იუვენტუსი” დომინირებს. “ბებერმა ქალბატონის” ბანკიდან 90 მილიონი ევრო გავიდა გონსალო იგუაინის დასამატებლად. რასაც ემატება მირალემ პიანეჩისთვის გადახდილი 32 მილიონი ევრო.

“რეალმა” უკვე დახარჯა 30 მილიონი ევრო, რათა მათი აღზრდილი, ალვარო მორატა დაებრუნებინა “იუვენტუსიდან”. “ბარსელონა” კი გაცილებით უფრო აქტიური იყო – “ბლაუგრანამ” 75 მილიონი გადაიხადა ტრანსფერებში. “ატლეტიკო მადრიდმა” ზაფხულში 4 ფეხბურთელი დაიმატა, რაც 49 მილიონ ევროდ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემფიონშიპის “ნიუკასლმაც” საკმაოდ ბევრი დახარჯა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე – რაფა ბენიტესის გეგმების ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა – რაც მეტია ლა ლიგის 15 გუნდის მაჩვენებელზე.

მარეზი: “კანტეს სანაცვლოდ ფრანგული კლუბები 8 მილიონსაც არ გადაიხდიდნენ”

“ლესტერ სიტის” ლიდერი და პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რიად მარეზი თვლის, რომ კარგა ხნის მანძილზე, საფრანგეთში არასწორად უყურებდნენ ნელ, მაგრამ მოაზროვნე ფეხბურთელებს. მათი ეს შეხედულება კი ალჟირელის აზრით “ბარსელონამ” შეცვალა.

“ადრე, საფრანგეთში დიდ და სწრაფ ფეხბურთელებს აღმერთებდნენ. და რას ნიშნავდა ეს? და სხვებს, ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა?

მაშინ კი, როცა ესპანეთმა და “ბარსელონამ” ყველაფერი მოიგო, მათ შეხედულებები შეიცვალეს, გაანალიზეს, რომ ჩვენც შეგვეძლო ფეხბურთის თამაში. ამ ყველაფერმა მათი პოზიცია ცოტათი შეცვალა.

ადრე კლუბები კანტეს დონის ფეხბურთელში 8 მილიონსაც არ გადაიხდიდნენ, მათ ეს ზედმეტად ძვირი მიაჩნდათ… დაუჯერებელია!”

სანია: “დავამტკიცეთ, რომ პრემიერ ლიგა ლიგა 1-ზე უკეთესია”

ბაქარი სანია თვლის, რომ “პარის სენ-ჟერმენის” ბარიერის გადალახვით, “მანჩესტერ სიტიმ” ყველას დაუმტკიცა, რომ პრემიერ ლიგა ფრანგულ ლიგა 1-ზე უკეთესი ჩემპიონატია.

“ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ფანგულ ლიგა 1-ზე უკეთესი ჩემპიონატი პრემიერ ლიგაა, თუ რა თქმა უნდა ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, არ უნდა შევჩერდეთ, წინ უნდა ვიაროთ. მართალია, უკეთ შეგვეძლო ასპარეზობა, თუმცა შანსი ჯერაც არ დაგვიკარგავს. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა ვიბრძოლოთ.” – განაცხადა “ქალაქელთა” მცველმა.

სირიგუ: ” ნამდვილი ნაგვები ვართ”

“პარის სენ-ჟერმენის” კარის დარაჯმა, სალვატორ სირიგუმ “სენტ-ეტიენთან” მოგებული მატჩის შემდგომ (3-1), განაცხადა, რომ პარიზული გუნდი ‘ნამდვილი ნაგავია’.

“ნამდვილი ნაგვები ვართ. კითხვები ჩვენს თავს უნდა დავუსვათ, რადგანაც ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, თუ რაოდენ საშინელი გუნდი ვართ.

ჩვენი მიზანი ჩემპიონატში სეზონის 37 წაუგებელი მატჩით დასრულებაა, ნაცვლად იმისა, რომ ეს რიცხვი 38 ყოფილიყო. ძალიან რთული იქნება, რადგანაც სეზონის ბოლომდე უმოტივაციოდ მოგვიწევს თამაში.

ვფიქრობ, რომ ჩემპიონატს მაინც მოვიგებთ – თუ ყველა დარჩენილ მატჩს არ წავაგებთ და ამავდროულად “მონაკო” ყველას არ მოიგებს.

ზოგჯერ წაგებასაც შეუძლია სარგებლის მოტანა.” – დაამატა სირიგუმ.

გამოკვლევის შედეგი: ფაბიო კოენტრაოს ფეხი აქვს მოტეხილი

როგორც იცით, შაბათს, “მონაკოსა” და “ნიცას” (1:0) შორის გამართულ მატჩში, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, რომელიც “მონაკოშია” განათხოვრებული საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს მატჩის შემდგომ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი ის, შეძლებს თუ არა გამოცდილი მცველი ევრო-2016-ზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნაკრების დახმარებას.

მიმდინარე სეზონში კოენტრაუმ ლიგა 1-ის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

პსჟ-მ „მარსელთან“ მოგებით ლიგა 1-ს რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ლიგა 1-ს 25-ე ტურის მატჩში პსჟ-მ გასვლაზე „მარსელი“ ანგარიშთ 2:1 დაამარცხა.

უკვე მეორე წუთზე ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. 25-ე წუთზე მასპინძლებმა კაბელას გოლით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 71-ე წუთზე ანხელ დი მარიამ პარიზელები კვლავ დააწინაურა.

სათქმელია, რომ ამ გამარჯვებით ლორან ბლანის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში 34-მატჩიანი წაუგებელი სერია დაამყარა, რითც ლიგის რეკორდს მიაღწიეს.

ამ მომენტისთვის პარიზელები 69 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან – „მარსელი“ 34 ქულით მეათეა.

ცხრა წლის გოგომ ტოტალიზატორში ოცი ათასი ევრო მოიგო

ცხრა წლის ფრანგმა ლიუსი კიტიურმა მამამისს ტოტალიზატორში თითქმის ოცი ათასი ევრო მოაგებინა. მამამისმა, ვენსან კუტიურა, ქვეყნის ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით ლატარეის ბილეთი იყიდა და ქალიშვილს ხუთი შეხვედრის ანგარიშის გამოცნობა სთხოვა.

ბავშვმა, რომელიც ფეხბურთთ არ ინტერესდება, თორმეტი შეხვედრის შედეგი გამოიცნო, რისი დახმარებითაც მამამისმა ჯამში 19765 ევრო მოიგო.

სათქმელია, რომ ლატარეის ბილეთი ვენსანს მხოლოდ ერთი ევრო დაუჯდა.

12