რაული: “რონალდუმ “რეალისთვის” 6 წელიწადში უფრო ბევრი რამ გააკეთა, ვიდრე მე – 20 წელიწადში”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა “სამეფო კლუბის” წარმატებებში კრიშტიანუ რონალდუს წვლილი დააფასა. ესპანელმა ფეხბურთელმა პორტუგალიელს უსურვა, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე გაახაროს “რეალის” ქომაგები.

“ის, რასაც რონალდუ აკეთებს, დაუჯერებელია. იგი სეზონში საშუალოდ 50 გოლს იტანს. რონალდუმ “რეალისთვის” ექვს წელიწადში უფრო ბევრი რამ გააკეთა, ვიდრე მე – ოც წელიწადში.

იმედი მაქვს, იგი ამავე ტემპში გააგრძელებს ასპარეზობას და “რეალს” კიდევ მრავალი ტიტულის მოგებაში დაეხმარება”, – რაულის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

რაულის ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება

ამერიკული კლუბი „ნიუ-იორკ კოსმოსი“ მადრიდის „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელთან რაულთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს.

სავარაუდოდ, ესპანელი ვეტერანის ტრანსფერს კლუბი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე დაადასტურებს.

როგორ ცნობილია, მხარეები ხელს ნახევარწლიან შეთანხმებას მოაწერენ.

რაულმა აშშ-ში თამაშზე თანხმობა განაცხადა

ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა ამერიკულ “ნიუ-იორკ კოსმოსში” თამაშზე თანხმობა განაცხადა. უახლოეს მომავალში უკვე ოფიციალურად უნდა დადასტურდეს 37 წლის თავდამსხმელის აღნიშნულ კლუბში გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ რაულს ყატარულ “ალ სადთან” კონტრაქტი ამოეწურა. ესპანელი ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინათ ნიუ-იორკშიც გახლდათ, სადაც NASL-ის მატჩს დაესწრო. სწორედ ამ ლიგაში ასპარეზობს “ნიუ-იორკ კოსმოსი”, რომლის წარმომადგენლებსაც შეხვდა რაული.

ესპანელი თავდამსხმელი აშშ-ში, სავარაუდოდ, ერთ წელს დაჰყოფს, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.