„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კენი დალგიშ თვლის, რომ მერსესაიდელთა ახალი თავკაცი იურგენ კლოპი გულშემატკივართა გულების მოგებას მოახერხებს.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლოპი საკუთარ თავზე შეყვარებული არ არის და ის სხვებზეც ფიქრობს. მგონია, ის „ლივერპულის“ გულშემატკვართა პატივისცემას დაიმსახურებს და მათთან საერთო ენას გამონახავს. დარწმუნებული ვარ, „წითლების“ ფანების გულში მისთვის ადგილი მოიძებნება“, – თვლის დალგლიში.