რის გამო ჩაშალა “ლივერპულმა” “გლადბახთან” გასამართი ამხანაგური მატჩი?

უკვე მეორე წელიწადია, რაც იურგენ კლოპი მერსესაიდულ “ლივერპულს” უდგას სათავეში. მისვლის დღიდან კლოპს სატრანსფერო საქმეებიც ჩააბარეს, რაც, რა თქმა უნდა, კლუბის პოლიტიკასაც დაეტყო.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “წითლებმა” “გლადბახთან” გასამართი ამხანაგური მატჩი, რომელსაც 7 აგვისტოს უნდა აეღო სტარტი, რაიან ბრიუსტერის შენარჩუნების მიზნით ჩაშალეს.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანული კლუბი საკმაოდ აქტიურად ცდილობდა ბრიუსტერის გადაბირებას. ეს უკანასკნელი საფეხბურთო სამყარომ გასულ წელს გაიცნო, როდესაც მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს ბუცს დაეუფლა.

18 წლის ბრიუსტერზე ინგლისელები დიდ იმედებს ამყარებენ. ამჟამად ის დაზიანებულ მუხლს მკურნალობს.

კურიოზი “გლადბახისა” და “კიოლნის” მატჩში (ვიდეო)

“კიოლნისა” და “გლადბახის” გუნდებს შორის გამართულ მატჩში საკმაოდ კურიოზული მომენტი დაფიქსირდა.

მატჩის 75-ე წუთზე “გლადბახის” მთავარმა მწვრთნელმა, დიტერ ჰეკინგმა მოედნიდან ჰოფმანი გაიყვანა, თუმცა ის სათადარიგოთა სკამზე ისე დაჯდა, რომ სავარჯიშო ფორმა არ გადაუცვამს, რამაც ჰეკინგი მეტად დააბნია.

შეცვლიდან 5 წუთის შემდეგ “ბორუსიამ” გოლი გაიტანა. ჰეკინგს კი იმდენად გაუხარდა ეს, რომ შეცვლილ ჰოფმანს დაუწყო ახალი მითითებების მიცემა. ცოტა ხანში კი ის ყველაფერს მიხვდა…

გრანიტ ჯაკამ ბრიტანული პრემიერ ლიგა გერმანულ ბუნდესლიგას შეადარა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც ამ ზაფხულს “მიუნხენგლადბახის ბორუსიადან” ლონდონის “არსენალში” გადაბარგდა, აცხადებს, რომ ბუნდესლიგაში თამაში უფრო ადვილია, ვიდრე პრემიერ ლიგაში ასპარეზობა.

“ფიზიკური თვალსაზრისით, ინგლისურ ჩემპიონატში თამაში უფრო რთულია, ვიდრე ბუნდესლიგაში.

ამასთანავე, აქ ტემპი უფრო მაღალია და ზეწოლაც გაცილებით უფრო მეტია, განსაკუთრებით კი აქ, “არსენალში”, რომლისგანაც უფრო მეტს ელიან, ვიდრე “გლადბახისაგან”.

ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით კი ვთვლი, რომ ბუნდესლიგა და პრემიერ ლიგა ერთ დონეზე დგანან.” – განაცხადა ჯაკამ.

რისთვის უხდის მადლობას “გლადბახი” “მანჩესტერ იუნაიტედს”?

მიუნხენდგალბახურმა “ბორუსიამ” “მანჩესტერ იუნაიტედს” საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმისათვის, რომ “წითელმა ეშმაკებმა” გერმანელებს უფლება მისცეს,”მანჩესტერ სიტისთან” გასამართი მატჩის წინ მათ ძველ ბაზაზე ევარჯიშათ.

“მადლობა “მანჩესტერ იუნაიტედს”, თავის ძველ ბაზაზე ვარჯიშის უფლებისათვის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვალი დღესვე (იგულისხმება “სიტისთან” მატჩი) გადაგიხადოთ.” – ვკითხულბობთ გლადბახელთა ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნლი მატჩი 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა შტორმის გამო, მატჩი ერთი დღით გადაიდო. ის 14 სექტემბერს, 22:45-ზე აიღებს სტარტს.

ოფიციალურად: “გლადბახმა” იანიკ ვესტერგორი გაიფორმა

ბრემენის “ვერდერის” მცველი, იანიკ ვესტერგორი ამიერიდან მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ღირსებას დაიცავს. 23 წლის ფეხბურთელმა “ბორუსიასთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დანიელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა “ჰოფენჰაიმში”, 2010 წელს წამოიწყო. იანიკმა ამ კლუბში 5 წელი დაჰყო, რის შემდეგაც ის ბრემენულ კლუბს შეუერთდა.

იანიკი ახალ კლუბში 4-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. რაც მასში გადახდილ თანხას, მიუნხენგლადბახური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ის კლუბმა 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

გრანიტ ჯაკა “არსენალის” ფეხბურთელია

გრანიტ ჯაკას ტრანსფერი ლონდონის “არსენალში” სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება, რისი თქმაც მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც გამოქვეყნდა ფეხბურთელის ფოტოები, სადაც ის ლონდონური კლუბის ფორმაშია გამოწყობილი.

23 წლის ფეხბურთელი ლონდონში პარასკევს ჩაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაეარა მანამ, სანამ ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერდა. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, “გლადბახი” სავარაუდოდ 43 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯაკა ლონდონის “არსენალის” ახალ ფორმაშია გამოწყობილი, რომლის პრეზენტაციაც ჯერაც არ მომხდარა.

აღნიშნულ ფოტოებს კოსოვოს მოქალაქე ვალონ დემირი ავრცელებს.

“ლესტერის” სამიზნეთა სიაში თორგან აზარიც მოხვდა

Het Laatste Nieuws-ის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ინგლისური “ლესტერის” ხელმძღვანელები ედენ აზარის ძმის, თორგან აზარის გადაბირებას აპირებენ.

წყაროს ცნობით, სტივ უოლში – ადამიანი, რომელმაც გუნდში ჯეიმი ვარდი, რიად მარეზი და ნ’გოლო კანტე მოიყვანა – პირადად აკვირდება 23 წლის ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად “მიუნხენგლადბახის ბორუსიას” ღირსებას იცავს.

აზარი გერმანულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ მისი და “ჩელსის” გზები უნდა გაყრილიყვნენ. მან ბუნდესლიგის 27 მატჩში 3 გოლისა და ამავე ოდენობის ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მელიები” “ანდერლეხტის” 21 წლის შემტევს ნახევარმცველს, დენის პრაეტსაც აკვირდება.

“არსენალი” “გლადბახის” 32 მილიონად შეფასებული ვარსკვლავის გადაბირებირებას სცდილობს

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორამციის თანახმად, მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ფეხბურთელი, გრანიტ ჩაკა “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

წყაროს ცნობით ლონდონური კლუბი თავიდანვე აპირებს თავისი ინტერესების გამყარებას და გერმანულ კლუბს 24 მილიონ ფუნტს სთავაზობს. თუმცა, ბუნდესლიგის ბინადარი კლუბი 23 წლის ნახევარმცველის გაყიდვას 32 მილიონ ფუნტზე ნაკლებ თანხად არ აპირებენ.

იმ ფაქტზე დაყრდნობიტ, რომ მატიე ფლამინი, ტომას როსიცკი და მიკელ არტეტა გუნდს ტოვებენ, ჟაკა საუკეთესო კანდიდატურაა არსენ ვენგერის გუნდისათვის.

ბილიჩმა დაადასტურა, რომ “ჩაქუჩები” “გლადბახის” ნახევრმცველის გადაბირებას ცდილობენ

სლავენ ბილიჩმა დაადასტურა მისი ინტერესი მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ჰოვარდ ნორტვეიტისადმი, რომლის გადაბირებით მათ გარდა კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

“ნორტვეიტის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ისინი სიტუაციას აკვირდებიან. ” – განაცხადა მან “ჩელსისთან” გასამართ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ნორვეგიელის გადაბირება ჩვენც გვინდა.” – დაამატა სლავენ ბილიჩმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

“გლადბახის” ნახევარმცველმა მანჩესტერული გრანდების ყურადღება მიიპყრო

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველმა, მაჰმუდ დაუდმა “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყურადღება მიიპყრო.

Bild-ის ინფორმაციით, 20 წლის სირიელმა ფეხბურთელმა პირადად პეპ გვარდიოლა მოხიბლა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

აქამდე კი ვრცელდებოდა ჭორები, რომლის თანახმადაც მაჰმუდ დაუდის გადაბირება ტურინის “იუვენტუსსაც” სურდა.

დაუდმა ბუნდესლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის საკმარისი აღმოჩნდა 2 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გასაკეთებლად.

“გლადბახმა” მეკარეს გაუხანგრძლივა

“გლადბახმა” გოლკიპერ იანის ბლასვიხს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. კლუბის ოფიციალრი ვებგვერდის ცნობით 24 წლის კარის დარაჯთან ხელშეკრულება 2+1 სისტემით გაფორმდა.

ამრიგად, ბლასვიხი გუნდის ღირსებას მინიმუმ 2017 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

“გლადბახის” შემადგენლობაში იანისი იან ზომერის დუბლიორია.

გლადბახი ოკაზაკით დაინტერესდა

Кicker-ის ცნობით, “გლადბახის” ინტერესთა სფეროში იაპონელი ფორვარდი, სინძი ოკაზაკი მოხვდა, რომლის გადაბირებაც კლუბის ხელმძრავნელობას ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნების წინ გუნდის  გასაძლიერებლად სურს.

29 წლის მოტამაშე 2016 წლამდე “მაინცს” ეკუთვნის. თუმცა, ოკაზაკის სანაცვლოდ კომპენსაციის მისაღებად მაინცელები მის გაყიდვაზე უკვე ფიქრობენ.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სინძიმ 30 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.