ბელარუსულმა კლუბმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გუნდი კოლმეურნეობაში გაუშვა

ბელარუსის ჩემპიონატში საწყის სამი ტურში განცდილი სამი მარცხის შემდეგ ბრესტის “რუხის” ხელმძღვანელობამ მთელი გუნდით კოლომეურნეობას მიაშურა. სპორტული დირექტორი სერგეი პრისიაჟნიუკი ამბობს, რომ ეს ერთ გუნდად შეკვრისთვის გაკეთდა.

“კოლმეურნეობაში წავედით, ცოტა წავიმუშავეთ, ჰაერი გამოვიცვალეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა თანამშრომლების ერთ გუნდად შეკვრას.

ეს ჩვენი გუნდური გადაწყვეტილება იყო. ბიჭებმა მხარი აგვიბეს. ზოგი ეკლესიაში მიდის, სანთლებს ანთებს, ჩვენ კი კოლმეურნეობაში წასვლა გადავწყვიტეთ. ეს გუნდური იდეა იყო.

ადრე ეკლესიაშიც დავდიოდით, სხვა ფორმატი გვქონდა. ახლა კი ამის მოსინჯვა გადავწყვიტეთ. თუ გავიმარჯვეთ, ესე იგი ყველაფერი სწორად გაგვიკეთებია”, – პრისიაჟნიუკის სიტყვებს ბელარუსული “ტრიბუნა” ციტირებს.

მართლაც, “რუხმა” გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრაში მინსკის “ისლოჩი” სტუმრად ანგარიშით 1:0 დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

16-წლამდელმა გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მოიგო!

პირველად ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, უეფას განვითარების ტურნირი 16-წლამდე გოგონათა შორის, ჩვენი ნაკრების უპირობო გამარჯვებით დასრულდა. სამივე თამაში ქართველმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.

ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი გუნდის ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლევან ბაჯელიძის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ნათია წოწერიას ანგარიშზეა. საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე ჩატარებული სამივე შეხვედრა მოიგო და გათამაშება 9 ქულით დაასრულა.

საქართველო – ბელარუსი 1:0

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, რაუხი, აკობიძე, ცაავა, დანელია, ბებია, მწყერაშვილი, ბოლქვაძე, წულაია, წოწერია

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გურიელიძე, ეჯიბია, გოცირიძე, ხუნაშვილი, გოროზია, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გოლი: 1:0 წოწერია

Gff.Ge

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულა

უეფას განვითარების თასი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, დასრულდა. დღეს ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთმა 3:1 დაამარცხა ყაზახეთი. პარალელურად კი, საქართველოს და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებთა მატჩი 0:3 დასრულდა.

ამგვარად, ტურნირის გამარჯვებული ბელარუსი გახდა 7 ქულით. 6 ქულა დააგროვა საქართველომ და მეორე ადგილი დაიკავა. მესამეადგილოსან რუმინეთს 5 ქულა აქვს, ყაზახეთს კი – 0.

ტურნირის ბოლო შეხვედრაში ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ტალახაძე, მორჩილაძე, ბენდიანიშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე, მამაცაშვილი, გუგეშაშვილი, ილურიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მირზიკაშვილი, ხვედელიძე, დევდარიანი, ტოფაძე, ჟივიძე.

Gff.Ge

განვითარების თასი საქართველომ გამარჯვებით დაიწყო

თბილისში დაიწყო უეფას განვითარების თასი 16-წლამდე ნაკრებებს შორის. პირველ ტურში დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთი და ბელარუსი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. რეგლამენტის თანახმად, გუნდებმა პენალტების სერიით გამოავლინეს გამარჯვებული. რუმინეთმა 4:3 მოიგო და ცხრილში 2 ქულა ჩაიწერა. 1 ქულა აქვს ბელარუსს.

მეორე მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე საქართველომ 3:2 დაამარცხა ყაზახეთი. გოლები ლუკა ტორონჯაძემ, შალვა ოგბაიძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, ოგბაიძე, მორჩილაძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, ხვედელიძე, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე.

Gff.Ge

ოთხთა ტურნირი თურქი ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდა

თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდე ნაკრებებს შორის თურქეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები კი 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ტურის მატჩები „ბენდელას“ სტადიონზე ჩატარდა. ლიტვამ 1:0 დაამარცხა ბელარუსი და 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბელარუსი კი 0 ქულით მეოთხეზე დარჩა.

გადამწყვეტ მატჩში თურქეთმა საქართველოსთან 5:0 მოიგო და 9 ქულით ლიდერობა არავის დაუთმო, ხოლო გიორგი ჩიტაურის გუნდი, რომელმაც იქამდე ლიტვას (6:0) და ბელარუსს (2:1) სძლია, ვერცხლს დასჯერდა.

Gff.Ge

18-წლამდე ნაკრების უხვგოლიანი ფრე ბელარუსთან

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ბელარუსთან და ამჯერადაც ფრედ ითამაშა. თუმცა პირველი შეხვედრისგან (0:0) განსხვავებით, დღევანდელი მატჩი უხვგოლიანი გამოდგა – 4:4.

გიორგი მიქაძის შეგირდებიდან გოლებით ბექა ხარშილაძე (მე-8 წუთი), ზურიკო დავითაშვილი (35), რევაზ ინჯგია (59) და ცოტნე კაპანაძე (81) გამოირჩნენ.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ბულისკერია, ჯინჯოლავა, ხარშილაძე, გაბიტაშვილი, ხვედელიძე, ფაცაცია, დარცმელია, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი, ივანიაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, ბუიღლიშვილი, ხარაბაძე, ბერიაშვილი, ინჯგია, შეყილაძე, ტოკლიკიშვილი, კაპანაძე, გაბელაია.

Gff.Ge

15-წლამდე ნაკრებმა ბელარუსიც დაამარცხა

თბილისში მიმდინარე 15-წლამდე საერთაშორისო ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა დაძაბულ მატჩში 2:1 აჯობა ბელარუსს. თავიდან მეტოქე დაწინაურდა – 35-ე წუთზე მაქსიმ კასარუბმა თავურით შეაგდო. გიორგი ჩიტაურის შეგირდებმა მეორე ტაიმში შეძლეს თამაშის შემობრუნება – ჯერ ნიკა სიხარულაშვილმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი გიორგი აბუაშვილმა დასვა წერტილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, გაგნიძე, ჩხეტიანი, აბუაშვილი, ქუნთელია, მამაგეიშვილი, ჯიბლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ვაზაგაშვილი, ბეჭვაია, სიხარულაშვილი, თაგორაშვილი, დევიძე.

მეორე მატჩში თურქეთმა 2:1 მოუგო ლიტვას და ჩვენი გუნდის დარად, 6 ქულა აქვს. მესამე ტურში სწორედ საქართველო და თურქეთს შორის გაირკვევა ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა.

8 დეკემბერს, 11:30 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ლიტვა – ბელარუსი შეხვდებიან ერთმანეთს, 15 საათზე კი საქართველო – თურქეთია.

Gff.Ge

საერთაშორისო ოთხთა ტურნირი

5-8 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით თბილისი ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს 15-წლამდე ნაკრებებს შორის.

მატჩები 5, 6 და 8 დეკემბერს გაიმართება. მონაწილეები კი საქართველოს 15-წლამდე ნაკრების გარდა, თურქეთი, ბელარუსი და ლიტვა იქნებიან.

ტურნირის განრიგს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

საქართველოსა და ბელარუსის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

დღეს, ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ეროვნული გუნდი მიიღო.

ამხანაგური შეხვედრა ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 24-ე წუთზე იგორ სტასევიჩმა გახსნა. ამ მატჩისთვის ნაკებში გამოძახებული იყო თბილისის “ლოკომოტივის” თავდასმხმელი, ირაკლი სიხარულიძე. მე-14 ნომერმა 35-ე წუთზე დამატებაზე იდეალურად ითამაშა და მეკარეს მისგან მარცხენა კუთხეში შესანიშნავი გოლი გაუტანა.

მეორე ნახევარში მოედანზე ახალგაზრდა მცველი, ლაშა დვალი შემოვიდა. შენცინის “პოგონის” ფეხბურთელმა 50-ე წუთზე თავით შეძლო გატანა და ჩვენი ნაკრები წინ გავიდა. თუმცა, 66-ე წუთზე პაველ ნეხაიჩიკმა თავით ითამაშა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა რამდენიმე შემტევი ჩართო თამაშში, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარფერი აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, 2:2. შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებისთვის წლის ბოლო დაპირისპირება იყო.

საქართველო – ბელარუსი (სასტარტო შემადგენლობა)

დღეს ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე”, 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს მიიღებს. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში ცნობილია ქართველების სასტარტო შემადგენლობა.

კვასხვაძე, შერგელაშვილი, კაშია, ხოჭოლავა, გეგეჭკორი, კანკავა, აბურჯანია, გვილია, ჯიღაური, სიხარულიძე, პაპუნაშვილი.

 

ლეგიონი: ვაკო გვილიამ ბელარუსის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა (ვიდეო)

დღეს ბელარუსის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში ბორისოვის “ბატე” ნოვოპოლოცკის “ნაფტანს” დაუპირისპირდა და მეტოქე 4-1 გაანადგურა.

მე-9 წუთზე როდიონოვმა გახსნა ანგარიში. მეორე გოლი გამარჯვებულთა მხრიდან მე-19 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო გვილიამ გაიტანა. პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა – როდიონოვმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში 61-ე წუთზე ტეპლოვმა ერთი ბურთი გაქვითა. 90-ე წუთზე კი გორდეიჩუკმა ისევ სამამდე გაზარდა “ბატეს” უპირატესობა და მატჩს წერტილი დაუსვა.

ვაკო გვილია: “ჩვენი მიზანი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია!”

ბელარუსულ “ბატეში” ქართველი მოთამაშე, ვაკო გვილია გამოდის. იგი ამ კლუბში გასულ ზაფხულზე გადავიდა. ჩვენი სპორტსმენის გუნდი ევროპის ლიგის პლე-ოფიდან გამოვარდა , თუმცა ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან კარგად აქვს საქმე. “ბატემ” 22-ე ტურის შეხვედრა “ნემან გროდნოსთან”, ანგარიშით, 4-0 მოიგო და ამჟამად 54 ქულით პირველ ადგილზეა. ბელარუსული კლუბი მეორე ადგილოსანს 15 ქულით უსწრებს.

Fanebi.Com-ი დაუკავშრდა ვაკოს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– “ნემან გროდნოსთან” პრემიერ ლიგის ბოლო ტურში 4-0 იმარჯვეთ. შეაფასეთ ეს შეხვედრა როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით…

– თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, კიდევ გვქონდა უხვად მომენტები. ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას… ამის შეფასება მწვრთნელის კომპეტენციაა. მე ვაანალიზებ საკუთარ თამაშს. გამომაქვს დასკვნა შეცდომებიდან და ვემზადები შემდეგი მატჩისთვის.

– “ბატეს” 22 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს და მეორე ადგილოსანს 15 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია. თქვენი აზრით, გუნდი უკვე ჩემპიონია?

– გეთანხმებით, 15 ქულა – ეს ძალიანდ დიდი უპირატესობაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მოდუნების უფლება. ეს დაუშვებელია! როცა უახლოეს მდევარ გუნდს თეორიული შანსიც კი არ ექნება, აი მაშინ იქნება “ბატე” ჩემპიონი!

– ევროპის ლიგის პლეიოფში “ასტანასთან” დამარცხდით ორი მატჩის ჯამში. შესაბამისად, წელს ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებთ. პლეიოფში წარუმატებლობის მიზეზებზე რას გვეტყვი?

– რეალურად, პრობლემებმა ტავი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იჩინა. მაშინ “დანდალკთან” დავმარცხდით. ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა ზემდეტად თავდაჯერებულობას და ცოტათი მოდუნებული იყო გუნდი.

ხოლო, როცა ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადავერთეთ, “ასტანასთან” გასვლაზე ორი გოლი გავუშვით ჩვენი შეცდომების გამო. სახლში გვქონდა შანსი, ვიგებდით, ანგარიშით, 1-0, მაგრამ როცა გაგვითანაბრეს, უკვე სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთული იყო.

– შეუძლია “ბატეს” მომავალში ძველებურად წარმატებულად ითამაშოს ევროტურნირებზე?

– რა თქმა უნდა, შეუძლია! შემდეგ საეზონში ჩვენ კონკრეტული მიზანი გვაქვს და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. აქედანვე ვიწყებთ მზადებას ყველა კუთხით. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება!