ჯიმი ტაბიძის გოლი ამხანაგურ შეხვედრაში

რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდი, “უფა” კვიპროსზე იმყოფება და იქ გადის სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს. მის შემადგენლობაშ გამოდის ქართველი ფეხბურთელი, ჯიმი ტაბიძე.

ტაბიძემ დღეს თავი ამხანაგურ შეხვედრაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. “უფა” ადგილობრივ “ალკისს” გაეჯიბრა და დიდი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, გოლი კი 70-ე წუთზე გაიტანა – სტანდარტული ჯარიმის შემდეგ, ჯიმიმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ისე გადაგზავნა ბურთი კარში.

აქვე გეტყვით, რომ “უფა” რუსეთის პრემიერ ლიგაში 20 ტურის შემდეგ 27 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

“სპარტაკმა” “უფას” სძლია – ტაბიძე სათადარიგოზე დარჩა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

მოსკოვში, “ატკრიტიე არენაზე”  ადგილობრივი “სპარტაკი” “უფას” დაუხვდა. მეათე წუთზე სტუმართა მხრიდან თავი იგბუნმა გამოიჩინა. თუმცა, 37-ე, 63-ე და 79-ე წუთებზე, შესაბამისად, ფერნანდომ, პრომესმა და ლუის ადრიანომ “უფას” გაუტანეს. შესაბამისად, შეხვედრა ანგარიშთ, 3-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ორივე კლუბში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები. რუსეთის მოქმედ  ჩემპიონ “სპარტაკში” ანანიძე გამოდის, რომელსაც ტრავმა აწუხებს და იგი ახლა თბილისში მკურნალობს. რაც შეეხება მეორე ქართველ ლეგიონერს, ეს ჯიმი ტაბიძეა. დღეს ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “სპარტაკს” 25 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. ხოლო, ტაბიძის გუნდი 21-ით მერვეა.

“ურალისა” და “უფას” ფრე – ჭანტურიას ჩაწოდების შემდეგ ტაბიძემ ავტოგოლი გაიტანა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მესამე ტურმა აიღო სტარტი.

ეკატერინბურგში “ურალი” “უფას” დაუხვდა. პირველ მათგანში ქართველი ლეგიონერი, გიორგი ჭანტურია თამაშობს. იგი მოედანზე 74-ე წუთზე დიმიტროვის ნაცვლად შემოვიდა. ხოლო, სტუმარ კლუბში ასევე ჩვენი თანამემამულე, ჯიმი ტაბიძე გამოდის. 55-ე ნომერმა შეუცვლელად იასპარეზა.

დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. ამის გაკეთება “უფას” მოთამაშემ, სილვესტერ იგბუნმა მოახერხა. მეორე ნახევარში, 88-ე წუთზე ჭანტურიას ჩაწოდების შემდეგ ბალაჟიჩ ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას – მისი დარტყმული ტაბიძეს მოხვდა და გოლი ისე გავიდა.

საბოლოოდ, 1-1.

“ურალი” ოთხი ქულით მეხუთეზეა, ხოლო “უფა” ასევე ოთხი ქულით მეექვსეზე.

ჯიმი VS ჯანო: “უფამ” და “სპარტაკმა” ქულები გაიყვეს

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში “უფამ” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ პირველ კლუბში ახალგაზრდა ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე თამაშობს. ხოლო, “სპარტაკში” ჯანო ანანიძე გამოდის. ტაბიძემ შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა, ანანიძეს კი სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა საბოლოოდ, გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა – 0-0.

უგოლო ფრის შემდეგ “უფა” ოთხი ქულით მეოთხეზეა, ხოლო მოსკოველებს ორი ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

ფრიმპონგმა ჯერარდს დასცინა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა, რომელიც დღესდღეობით რუსული “უფას” ღირსებას იცავს, “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდს დასცინა.

22 წლის განელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ჯერარდისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, ანდერსონის ფოტოები გამოაქვეყნა. სურათზე ბრაზილიელს კისერზე ინგლისის პრემიერლიგის სამი მედალი ჰკიდია, ხოლო ინგლისელს – ფოტოშოპის დახმარებით დამზადებული სამკერდე ნიშანი წარწერით: “2014 წლის სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედზე” ზემოთ დავასრულეთ”.

გამოსახულებას ფრიმპონგმა წააწერა: “ისეთმა კაცმა, როგორიც ანდერსონია, ერთზე მეტჯერ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სტივის სურდა”.

ამ საქციელის გამო ფრიმპონგს “ლივერპულის” ფანების რისხვა დაატყდა თავს და მანაც ეს სკანდალური ფოტო წაშალა.

Frimpong mocks