სლავენ ბილიჩი: ” კლოპი დაბრუნდება, ის ნამდვილი ლიდერია”

“ვესტ ჰემის” თავკაცს, სლავენ ბილიჩს სჯერა, რომ იურგენ კლოპის რეპუტაცია, როგორც მძვინვარე მეტოქის, უახლოეს მომავალში აღდგება.

“კლოპი დაბრუნდება, რაც მასზე არსებული ზეწოლით არ იქნება გამოწვეული. ის უბრალოდ ასეთია. ეს ადამიანი ნამდვილი ლიდერია.

ის არის იურგენ კლოპი და არის წარმატებული ადამიანი. მისთვის ეს ყველაფერი ბუნებრივი რამ არის.”

ბილიჩმა სამშაბათს გასამართ მატჩზეც ისაუბრა:” ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს “ლივერპული”. ჩვენ ეს ერთი საათით ადრე გვეცოდინება, ასე რომ, მსგავსი რამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.”

ბილიჩი „ლივერპულთან“ სათასო მატჩით კმაყოფილია

„ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი „ლივერპულთან“ ინგლისის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩით კმაყოფილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

„კმაყოფილი ვარ. ორივე გუნდს რამდენიმე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში „ლუვერპული“ უეკთესი იყო, ჩვენს მეკარეს გუნდის გადარჩენა მოუწია, ასე რომ, შედეგით კმაყოფილი ვარ. საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ ძლიერი ნებისმიერი შემადგენლობითაა, „მშრალი“ თამაშის ჩატარება რთული იყო. შეტევების ბოლოს ხარისხი გვაკლდა. როდესაც შესვენების წინ ორ იძლებით ცვლილებას აკეთებ, შემდგომ გიჭირს. ამ შემთხვევამ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდა.

გადათამაშება არ გვინდოდა, მაგრამ ამ გრაფიკით უნდა ვიცხოვროთ. კიდევ ერთი მატჩი პრობლემა არ იქნება. გადათამაშება დავიმსახურეთ<, ამიტომ ფეხბურთელებს ვულოცავ. „აპტონ პარკზე“ „ლივერპულს“ სიამოვნებით მივიღებთ“, - ციტირებს ხორვატს BBC.

ბილიჩი: “არ არსებობს თანხა, რის სანაცვლოდაც პაიეს შეველევით”

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა აღნიშნა, რომ გუნდი ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს გაყიდვას არ აპირებს. ხორვატი სპეციალისტი 28 წლის ფრანგი ფეხბურთელის მუშაობით კმაყოფილია.

“მსოფლიოში არ არსებობს თანხა, რის სანაცვლოდაც პაიეს შეველევით. მიხარია, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გვყავს. იგი ნამდვილი პროფესიონალია, არ აცდენს ვარჯიშებს და ყოველდღიურად დიდი მოტივაციით მუშაობს. სწორედ ამიტომ არის იგი ასეთი კარგი ფეხბურთელი”, – ბილიჩის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ბილიჩი: „მოურინიო ამას არ იმსახურებს“

„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა „ჩელსისითან“ ანგარიშით 2:1 მოგების შემდეგ მეტოქე გუნდის თავკაც ჟოზე მოურინიოს უთანაგრძნო.

„კარგი თამაშის ჩვენება ყოველ მატჩში გვსურს. თუ თავს ორგანიზებულად დავიცავთ და შევუტევთ, ყოველი შეხვედრის მოგების შანსი გვექნება. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ.

თამაშის შემდეგ მოურინიო არ მინახავს. მეორე ტაიში ის თავის სკამზე არ იჯდა. ამ რთულ პერიოდში მას ვუთანაგრძნობ, ჟოზემ ეს არ დაიმსახურა.

ჩვენთვის ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეგვიძლია. მატჩიდან მატჩამდე ვმუშაობ, ახლა მხოლოდ გრძელი სეზონის დასაწყისია“, – განაცხადა ბილიჩმა.

ბილიჩი: „მსაჯები უპირატესობას ყოველთვის გრანდებს ანიჭებენ“

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის სლავენ ბილიჩს აზრით, საკამათო ეპიზოდების დროს მსაჯები უპირატესობას უფრო ძლიერ გუნდს ანიჭებენ.

„მსაჯები გადაწყვეტილებებს ყოველთვის ძლიერების სასარგებლოდ იღებენ. ასე ყველა ქვეყანაშია.

ჟურნალისტები გრანდებს ასევე დიდ ყურადღებას უთმობენ. თუ მათ სასარგებლოდ პენალტი არ ინიშნება, ისინი დიდი სკანდალის აგორებას ცდილობენ, ხოლო მაშინ, როდესაც ნაკლებად ტრადიციული კლუბის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავენ, ყველას სძინავს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ამიტომაც გრანდები – გრანდები არიან.

არ მესმის იმ მწვრთნელების, რომლებსაც მსაჯთა მუშაობის განხილვა არ სურთ. თუ ამას არ განვიხილავთ, მაშინ რაზე იქნება დამოკიდებული ფეხბურთი“, – განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.

ბილიჩმა “ვესტ ჰემის” მიზანზე ისაუბრა

“ვესტ ჰემის” ახალმა დამრიგებელმა სლავენ ბილიჩმა ლონდონური კლუბის მიზნებზე ისაუბრა.

“ფეხბურთში უკვე დიდი ხანია ვარ და თითქმის ყველგან კლუბებს ძალიან მაღალი ამბიციები აქვთ. საბედნიეროდ, “ვესტ ჰემში” ასე არ ხდება და კლუბის ხელმძღვანელობა საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად აფასებს.

მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი ათეული იქნება, შემდეგ კი სტაბილური გარემოს და გაზრდილი ბიუჯეტის შემთხვევაში ევროსაგზურებისა და ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ.

უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის გაკეთება წარმოუდგენელი იქნება” – განაცხადა ბილიჩმა.

შეგახსეებთ, რომ ხორვატი “ჩაქუჩების” დამრიგებლად გუშინ დაინიშნა და ხსენებულ პოსტზე სემ ელერდაისი შეცვალა.

ბილიჩმა “ვესტ ჰემი” ჩაიბარა

ლონდონის “ვესტ ჰემის” ახალი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი გახდა. The Telegraph-ის ცნობით, ხორვატმა სპეციალისტმა კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ხელფასის სახით წელიწადში სამ მილიონ გირვანქას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ბილიჩი “ვესტ ჰემის” რიგებში 1996/97 წლების სეზონში თამაშობდა.

“ვესტ ჰემში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ჩემთვის ეს კლუბი განსაკუთრებულია. აქ თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობდი” – განაცხადა ბილიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობაზე “ბეშიქთაშის” ყოფილმა დამრიგებელმა სემ ელერდაისი შეცვალა, რომელმაც აპტონ პარკი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

სლავენ ბილიჩი “ბეშიქთაშიდან” “ვესტ ჰემში”?

“ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს პოსტს დატოვებს. ამ ინფორმაციას თურქული კლუბის პრეზიდენტი ფიქრეთ ორმანი ადასტურებს.

“ერთმანეთს კარგი პირობებით ვშორდებით. მომავალი მთავარი მწვრთნელი იქნება ჩვენი სამომავლო წარმატებების არქიტექტორი, რომელიც ახალ დონეზე გადაგვიყვანს”, – ციტირებს ორმანის სიტყვებს “გარდიანი”.

ამავე წყაროს ცნობით, სლავენ ბილიჩმა შესაძლოა, “ვესტ ჰემ იუნაიტედი” ჩაიბაროს, რომლის ამჟამინდელი თავკაცი სემ ელერდაისი სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს დატოვებს.

 

ბილიჩი: “მანჩესტერ სიტი” კლუბში ჩემ მისაწვევად ნასრის, კომპანისა და იაია ტურეს გაყიდის”

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქული “ბეშიქთაშის” თავკაცის, სლავენ ბილიჩის კანდიდატურას განიხილავს. ჟურნალისტებმა ფეხბურთის ხორვატ სპეციალისტს ამის შესახებ ჰკითხეს, რასაც ბილიჩმა იუმორნარევი პასუხი გასცა.

“დიახ, გიდასტურებთ, რომ “მანჩესტერ სიტისგან” შემოთავაზება მივიღე და ინგლისელებმა ისიც მითხრეს, რომ კლუბში ჩემ მისაწვევად ნასრის, კომპანისა და იაია ტურეს გაყიდიან.

სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არავითარი წინადადება არ ყოფილა. ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ “ბეშიქთაშს” უკავშირდება”, – ბილიჩის სიტყვები Goal.com-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. “ბეშიქთაში” “ენფილდზე” “ლივერპულს” ესტუმრება. მატჩი ღამის 00:05 საათზე დაიწყება და მას შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. განმეორებითი შეხვედრა სტამბულში, 26 თებერვალს შედგება.