დორტმუნდელთა 27 წლის გაბონელი შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გერმანული გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან სწორედ იმ მატჩის წინ ამოვარდა, რომლის მოგებაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რამაც მედია მაშინვე აალაპარაკა.
ბუნებრივია, ჟურნალისტებმა განმარტებისათვის ტომას ტუჰელს მიმართეს, თუმცა ამაოდ. ტუჰელმა ობამეიანგის არყოფნის მიზეზად არც ტრავმა დაასახელა და არც სხვა დისციპლინარული პრობლემა – “ეს გუნდის შიდა პრობლემაა, რომელიც ფარულადვე უნდა დარჩეს.”
ობამეიანგის არყოფნას, რომელსაც ამ ტურნირზე (მიმდინარე სეზონში) სამი, ხოლო ბუნდესლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი, გუნდის დირექტორი, ვატცკეც გამოეხმაურა:”არაფრის თქმას არ ვაპირებ, ეს გუნდის შიდა სამზარეულოა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის “ჰამბურგთან” გასამართი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება”.