“ბორუსია” და კიდევ 5 გუნდი, რომლებმაც მიმდინარე სეზონი ჩააგდეს

Fanebi.com წარმოგიდგენთ იმ 6 გუნდს, რომლებმაც მიმდინარე სეზონი ცუდად ჩაატარეს.

6. “რეალ სოსიედადი”

real

5. “ევერტონი”

Everton v Swansea City - Premier League

4. “ატლეტიკ ბილბაო”

Real Sociedad de Futbol v Athletic Club - La Liga

3. “ბორუსია დორტმუნდი”

Eintracht Frankfurt v Borussia Dortmund - Bundesliga

2. “ჰერტა”(ბერლინი)

SV Werder Bremen v Hertha BSC - Bundesliga

1. “პარმა”

Parma FC v UC Sampdoria - Serie A

“დორტმუნდის” სტადიონი აფეთქებას გადაურჩა (ფოტოები)

დღეს, დორტმუნდის “ბორუსიას” თავკაც იურგენ კლოპის პრესკონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტადიონ “სიგნალ იდუნა პარკის” დასავლეთ ნაწილში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენილ იქნა ბრიტანული წარმოების 250-კილოგრამიანი ბომბი. პოლიციის წარმომადგენლებმა ოპერატიულად მოახდინეს სტადიონზე მყოფი პირებისა და ახლოს მდებარე სახლებში მცხოვრებთა ევაკუაცია.

ბომბის განეიტრალების ოპერაცია 45 წუთს გაგრძელდა და თბილისის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც ის ქალაქ ჰაგენში გადაიტანეს.

Unexploded WWII bomb 1Unexploded WWII bomb 2

კამპლმა, შესაძლოა, “იუვენტუსთან” არ ითამაშოს

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი კუჭის პრობლემებს განიცდის.

კევინს წინასამატჩო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. იგი გუნდისგან იზოლირებული იყო.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” “ბორუსიას” დღეს დაუპირისპირდება. კამპლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ცხრა მატჩი და ერთი გოლია.

იმობილე: “გზა ჩემით ავირჩიე, რომელსაც ბოლომდე გავყვები”

დორტმუნდის “ბორუსიას” იტალიელი თავდამსხმელი, ჩირო იმობილე საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

“ტორინოს” ექს-შემტევს ბუნდესლიგაში საქმე კარგად არ მისდის, მაგრამ 24 წლის წინახაზელი გარემოს გამოცვლაზე არ ფიქრობს.

“გზა ჩემით ავირჩიე, რომელსაც ბოლომდე გავყვები,”-განაცხადა იმობილემ SportWeek-თან ინტერვიუში.

“მინდა, რომ ჩემს არჩევანში კიდევ უფრო დავრწმუნდე. დარწმუნებული ვარ, არ შევმცდარვარ. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდენილი ტრიუმფის შემდეგ, გერმანული გუნდებისგან ბევრს ელოდნენ. ამან ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და ჩავარდნაც ამით აიხსნება. დარწმუნებული ვარ, “ბორუსია” ნამდვილ ძალას სულ მალე აჩვენებს”.

ბორუსიას ფეხბურთელები უცნაურად დასაჯეს (ფოტოები)

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობამ სეზონის ჩაგდებული სტარტისთვის ფეხბურთელების დასჯა გადაწყვიტა. სასჯელი ცოტა უცნაური აღმოჩნდა, თუმცა კლუბის იმიჯზე ამან დადებითად იმოქმედა.

ბუნდესლიგის ბოლო პოზიციაზე მყოფი გუნდის ფეხბურთელებს ფანებისთვის ლუდი ჩამოსხმა დაავალეს, რამაც გულშემატკივრები საკმაოდ გაახალისა. ასე რომ, სარგებლის ნახვა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება.

0_e81cf_48742a04_orig 0_e81d0_eeeef24_orig 0_e81d1_65f90e76_orig

როისი კვლავ დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ”ბუნდესლიგის” მე-12 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა. ”დორტმუნდმა” კვლავ ვერ მოახერხა მატჩში გამარჯვების მოპოვება. ბორუსია სტუმრად ”პადებორნს” დაუპირისპირდა და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულის წამოღება შეძლო. მატჩში საბოლოო შედეგი 81 ‘ წუთზე დაფიქრსირდა (2-2). სტუმარი გუნდისთვის პირველი ნახევარი წარმატებული გამოდგა. მათ მასპინძლებს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. მეორე ნახევრის 67-ე წუთზე კი მარკო როისმა ისევ ტრავმა მიიღო.

დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია და როისის მდგომარეობა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ

დღეს გერმანიის სუპერთასის მატჩი გაიმართება. “სიგნალ-იდუნა-პარკზე” დორტმუნდის “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. საყოველთაო ყურადღების ცენტრშია ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბორუსიადან” “ბაიერნში” გადაინაცვლა.

პოლონელი თავდამსხმელის შესახენ კომენტარი გააკეთა “ბაიერნის” თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ.

“ლევანდოვსკი კარგი ფეხბურთელია, ბევრ გოლს იტანს. ის მანჯუკიჩისგან განსხვავებული მოთამაშეა. ვიმედოვნებ, მას საქმეები პირველივე სეზონში კარგად წაუვა”, – განაცხადა პიზარომ “ევროსპორტის” ეთერში.

თავად ლევანდოვსკი ამბობს, რომ “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული იქნება.

“დორტმუნდში ვითამაშებთ, “ბორუსიას” მოედანზე. ამ კლუბში ოთხი შესანიშნავი წელიწადი გავატარე და დამდეგი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. ახლა უკვე “ბაიერნის” ფორმით გავალ მინდორზე. რა თქმა უნდა, მინდა, რომ თასი მოვიგო. “ბორუსიას” სტადიონზე სტუმარი გუნდის რიგებში ვითამაშებ და გრძნობაც სხვანაირი მექნება.

ვიცი, რომ “ბორუსია” კვალვ სახიფათო მეტოქე იქნება. იურგენ კლოპი ყოველთვის ახერხებს მებრძოლ ფეხბურთელთა ერთ გუნდად შეკვრას. გერმანიის ჩემპიონატის მოგებისთვის “ბორუსიასთან” ერთად “შალკე” და ლევერკუზენის “ბაიერიც” შეგვეცილება”, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

მატჩი “ბორუსიასა” და “ბაიერნს” შორის დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

დორტმუნდის „ბორუსია“ ნაციზმის წინააღმდეგ

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ნაციზმის წინააღმდეგ ორიგინალური ვიდეორგოლი გადაიღო.

კლუბი დაუშვებლად მიიჩნევს სტადიონზე ნაცისტური პროპაგანდის წარმოებას და ეს ვიდეოც სწორედ ამ გამოვლინების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენი პოზიცია ცალსახად ნათელია. ჩვენს სტადიონზე არ შევეგუებით უფლებების დარღვევას. დაშიანებისა და დისკრიმინაციის ადგილი ჩვენს არენაზე არ არის. თუ ვინმეს აქვს არასწორი წარმოდგენა, რომ საკუთარი არაჰუმანური პროპაგანდისთვის ჩვენს კლუბს გამოიყენებს, ეჭვი არ შეეპაროთ იმაში, რომ ჩვენი ოჯახი მათ წინააღმდეგ იმოქმედებს! ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, რომ ასეთი დამოკიდებულება თავიდან ავირიდოთ. ფეხბურთი და ნაციზმი ერთმანეთთან შეუთავსებელია“.

აქვე შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსის“ ფანებმა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრიბუნაზე ნაცისტური ბანერი გამოფინეს. აღნიშნულ ინციდენტს უეფა 17 ივლისს განიხილავს.

 

ბექა დოგრაშვილი

ლევანდოვსკის ავტომობილს ბორბლები დააძრეს და მოიპარეს

„ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდში პოპულარობით ძველებურად რომ ვეღარ სარგებლობს, ეს არახალი ამბავია. პოლონელ ფეხბურთელს გუშინ კიდევ ერთი ინციდენტი შეემთხვა. სახლის წინ მდგარ მის ავტომობილს (Porsche Cayenne)  ყველა ბორბალი დააძრეს და მოიპარეს.

მოგეხსენებათ, პოლონელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდება, რაც „ბორუსიას“ გულშემატკივართა პროტესტს იწვევს. არ არის გამორიცხული, ეს შემთხვევაც კლუბის ქომაგთა შურისძიებას ემსახურებოდეს.

რამდენიმე დღის წინათ, Fanebi.com-მა ლევანდოვსკისთან დაკავშირებით მსგავსი ინციდენტის შესახებ უკვე გიამბოთ. მაშინ 17 წლის მოწაფე ჰყვებოდა, რომ გზად მიმავალმა პოლონელი თავდამსხმელი დაინახა და შუა თითი უჩვენა, რაც ლევანდოვსკიმ ვერ მოითმინა და ახალგაზრდა გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით „დაზარალებულმა“ სამართალდამცავ ორგანოში საჩივარი აფრინა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ უკან გამოითხოვა და ფეხბურთელს ბოდიშიც მოუხადა.

ასე გამოიყურება ლევანდოვსკის ავტომობილი.

ბექა დოგრაშვილი

ახალგაზრდა ქომაგმა ლევანდოვსკის ბოდიში მოუხადა

გერმანული პრესის ცნობით, ათი დღის წინათ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისა და კლუბის ახალგაზრდა გულშემატკივარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბორუსიას“ ქომაგთა გარკვეული ნაწილი ლევანდონსკის საცხოვრებელი სახლის მახლობლად შეიკრიბა. 17 წლის გულშემატკივარმა პოლონელ ფეხბურთელს შუა თითი უჩვენა, რაც თავდამსხმელმა ვერ მოითმინა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ლევანდოვსკი ახალგაზრდა ქომაგს გაეკიდა და შუბლში ფეხი ამოარტყა. „დაზარალებულმა“ ვინმე ფილიპ ს.-მ პოლიციაში სარჩელი აფრინა და მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ახალგაზრდა გულშემატკივარმა ლევანდოვსკის ბოდიში მოუხადა და სამართალდამცავ ორგანოში საქმის შეწყვეტის თაობაზე განცხადებაც დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ამ კონფლიქტში „ბორუსიამ“ თავიდანვე მხარი დაუჭირა ლევანდოვსკის.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი თავდამსხმელი პირველი ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდება.

ბექა დოგრაშვილი

ლევანდოვსკიმ „ბორუსიას“ ქომაგებს მიმართა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომემაც 4 იანვარს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა, სოციალური ქსელის მეშვეობით თავის გულშემატკივრებს მიმართა. პოლონელი ფეხბურთელი წერს, რომ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში „ბორუსიას“ საკეთილდღეოდ ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ერთად კიდევ ნახევარ წელიწადს გავატარებთ. ერთი მიზანი გვაქვს, რომელსაც გვინდა, რომ ერთად მივაღწიოთ. ყველას გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს!

ქალბატონებო და ბატონებო, მედიის წარმომადგენლებო, თქვენი მადლიერი ვარ. უახლოესი თვეების განმავლობაში მხოლოდ „ბორუსიაზე“ გავაკეთებ ფოკუსირებას. ამიტომ, მომავალზე საუბარი არ მსურს. იმედია, სწორად გამიგებთ“, – აღნიშნა პოლონელმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვკსი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ოფიციალურად გახდება „ბაიერნის“ ფეხბურთელი.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნმა“ ლევანდოვსკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

როგორც უკვე გაცნობეთ, დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ბავრიულმა მხარემ უკვე ოფიციალურად დაადასტურა. პოლონელ ფეხბურთელს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2019 წლამდე გაფორმდა.

ლევანდოვსკი „ბორუსიას“ ღირსებას 2010 წლის 30 ივნისიდან იცავს. ფეხბურთელი სიმაღლეში 184 სანტმეტრია, წონაში კი – 78 კგ.

სპეციალიზებული ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt -ი 25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 39 მილიონ ევროდ აფასებს.

ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი