“ატლეტიკომ” “ლოკომოტივი” გაანადგურა – კვერკველია ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს ევროპის ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ დაპირისპირებაში მადრიდის “ატლეტიკო” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა.

რუსების შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ქართველმა მცველმა, საბა კვერკველიამ.

ანგარიში მეთექვსმეტე წუთზე კორეამ გახსნა, თუმცა რიბუსმა ოთხ წუთში გაათანაბრა. ამის შემდეგ, მეორე ნახევარში, ჯერ 47-ეზე საულმა გაიყვანა ესპანელები წინ, შემდეგ 65-ე და 70-ე წუთებზე ტორესმა დუბლი შეასრულა. ხოლო, 85-ე წუთზე გრიზმანმა საბოლოო ანგარიში, 1-5 დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში 8-1 მადრიდელთა სასარგებლოდ და შემდეგ ეტაპზე ისინი გავიდნენ.

ევროპის ლიგის კენჭისყრა ხვალ 16:00 საათზე გაიმართება.

“ლოკომოტივმა” და “ცსკა”-მ ფრე გააგორეს – კვერკველია შეუცვლელია!

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

მოსკოვურ დერბიში “ლოკომოტივმა” “ცსკა” მიიღო. ანგარიში მე-14 წუთზე ანტონ მირანჩუკმა ფარფანის პასის წყალობით გახნსა. ამის შემდეგ ჯერ 28-ეზე ვეტინიომ გაათანაბრა, ხოლო 43-ეზე ნათჩომ საერთოდ წინ გაიყვანა “ცსკა”. თუმცა, თამაშის ბედი 87-ე წუთზე ფერნანდესის გოლმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, 2-2. საგულისხმოა, რომ “ლოკოს” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი, სოლომონ კვერკველია. მან რამდენიმე კარგი მომენტით დაგვამახსოვრა თავი.

ამ ფრის შემდეგ საბას გუნდს 33 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. იგი “ზენიტს” (რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული) ოთხი ქულით უსწრებს.

“ლოკომოტივმა” “კრასნოდარს” სძლია და გალიდერდა – კვერკველია შეუცვლელად თამაშობს

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” “კრასნოდარს” დაუპრისიპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. გოლები 25-ე და 85-ე წუთებზე შესაბამისად, ალექსეი მირანჩუკმა და მანუელ ფერნანდესმა გაიტანეს. საგულისხმოა, რომ ქართველმა მოთამაშემ, სოლომონ კვერკველიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ასპარეზობა და შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ლოკოს” 29 ქულა დაუგროვდა და ცხრილში გალიდერდა. თორნიკე ოქრიაშვილის (რომელსაც ამჟამად ტრავმა აწუხებს) “კრასნოდარი” კი 21 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

ქართველები რუსეთის თასის 1/16 ფინალში: მიმოხილვა

გუშინ რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების რამდენიმე გუნდმა იასპარეზა.

მოსკოვის “არარატმა” ხაბარკოვსკის “სკა”-ს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. პირველ კლუბში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოლო, მოგებული გუნდის რიგებში, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. მარცხენა მცველმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

სამარას “კრილია” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლომდე პირველი მათგანი, ანგარიშით 2-1 იგებდა, თუმცა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ მოახერხა გათანაბრება. დაპირისპირება დამატებით დროში გაგრძელდა. ყველაფერი 108-ე წუთზე კლენკინის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ანგარიში 3-2 და საბას გუნდი რუსეთის თასს გამოეთიშა.

“ოლიმპიეცმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება პენალტების სერიით დასრულდა, რომელიც მასპინძელმა მოიგო. “უფას’ შემადგენლობაში ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის, რომელმაც სათარაგითოა სკამიდან ადევნა მატჩს თვალი.

“ყუბანმა” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ.

კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, “ტომსკისა” და “კრასნოდარის” დაპირისპირებაა. ეს შეხვედრა პირველი კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. “კრასნოდარის” მხრიდან 70-ე წუთზე გამოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 87-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლუჩ ენერგიამ” “ანჟი” დაამარცხა – 2-0. მახაჩკალელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

 

 

 

 

“ლოკომოტივმა” “ანჟი” დაამარცხა – კვერკველია შეუცვლელია, ლიპარტიას არ უთამაშია

დღეს რუსეთის პრერმიერ ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” მახაჩყალის “ანჟის” დაუპირსპირდა. პირველ კლუბში ქართველი მცველი, საბა კვერკველია თამაშობს. მან შეუცვლელად იასპარეზა და 86-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ხოლო, სტუმარ გუნდში ჯაბა ლიპარტია გამოდის, რომელსაც არ უთამაშია.

მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი ავტორი 81-ე წუთზე მოსკოველთა ფეხბურთელი, მანუელ ფერნანდეში გახდა. საბოლოოდ, სწორედ დედაქალაქურმა გუნდმა ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.

“ლოკოს” ცხრა ქულა აქვს და პირველზეა. ლიპარტიას კლუბი კი სამი ქულით მეთერთმეტეზეა.

“ლოკომოტივმა” დერბიში “ცსკა” დაამარცხა – კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა!

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურმა აიღო სტარტი.

მოსკოვში, “არენა ცსკა”-ზე ადგილობრივმა “ცსკა”-მ თანაქალაქელი “ლოკომოტივი” მიიღო. ამ უკანასკნელში ქართველი მცველი, სოლომონ კვერკველია გამოდის. მან წინა ტურში გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. მწვრთელი ახლაც ენდო მას და მთელი მატჩი შეუცვლელად ათამაშა. საბამ 47-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე ფარფანმა გახსნა. მასპინძელთაგან 42-ეზე ვიტინიომ გაათანაბრა. მომდევნო გოლის გატანა “ლოკომოტივის” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, არიმ 66-ე წუთზე მოახერხა. სტუმრები არ გაჩერდნენ და 74-ეზე კიდევ ერთხელ აიღეს აკინფეევის კარი – თავი ტარასევმა გამოიჩინა. საბოლოოდ, 1-3 და “ლოკომ” ზედიზედ მეორედ იმარჯვა.

კვერკველიას კლუბი ექვსი ქულით, ჯერჯერობით, პირველ ადგილს იკავებს.

სოლომონ კვირკველია მოსკოვის “სპარტაკში”?

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ყურბან ბერდიევი “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი გახდება, ის თავის გუნდში რუსეთის ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეების გადაბირებას შეეცდება. საუბარია სოლომონ კვირკველიაზე, ირანელ სარდარ აზმუნსა და ეკვადორელ კრისტიან ნობოაზე.

ბერდიევი, რომელიც ამჟამად “როსტოვის” თავკაცია, 2013 წლამდე ყაზანის “რუბინს” წვრთნიდა, ამიტომ ის კვირკველიას კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი “რუბინში” 2010 წლიდან ირიცხება და ის ამჟამად თავისი გუნდისათვის დიდ ძალას წარმოადგენს. ცნობილია, რომ მისით რამდენიმე თვის წინ დორტმუნდის “ბორუსია”, “სევილია”, “ნაპოლი” და სხვა ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.

ცნობისთვის, “რუბინმა” რუსეთის ჩემპიონატი მე-10 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო “სპარტაკმა”, რომლის ღირსებასაც ჯანო ანანიძე იცავს, მე-5 ადგილი დაიკავა.

სოლომონ კვირკველიათი დორტმუნდის “ბორუსია”, “სევილია” და “ნაპოლი” დაინტერესდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია აცხადებს, რომ მისით საკმაოდ ძლიერი ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.

“რუბინთან” ძვირადღირებული კონტრაქტი მაკავშირებს. თუ რომელიმე კლუბს ჩემი შეძენა მოუნდება, მაშინ მათ 8 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.

ინგლისში თამაში ბევრ ფეხბურთელს სურს, ამ ქვეყნიდან ორი შემოთავაზება მქონდა. ახლა ჩემით დორტმუნდის “ბორუსია”, “სევილია” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებულები, მაგრამ ამ ეტაპზე “რუბინის” ფეხბურთელი ვარ”, – ციტიტრებს კვირკველიას სიტყვებს Sports.ru.

23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, მან მეტოქის კარი ერთხელ დალაშქრა, ერთხელ კი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რამდენი ქულით შეაფასა Mirror-მა კვირკველიას თამაში?

22 ოქტომბერს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო სოლომონ კვირვკელია, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

იქიდან გამომდინარე, რომ “ლივერპული” დიდ უპირატესობას ფლობდა და ძალიან ხშირად უტევდა, ქართველ მცველს ბევრი საქმე ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ Mirror-მა ფეხბურთელთა შეფასებები გამოაქვეყნა. ბრიტანულმა გამოცემამ კვირკველიას თამაში ექვსი ქულით შეაფასა, მასზე უკეთესი შეფასება კი “რუბინში” სამმა მოთამაშემ მიიღო.

“ლივერპული”: მინოლე – 7, კლაინი – 6, შკრტელი – 6, სახო – 6, მორენო – 6, ალენი – 6, ჩანი – 7, მილნერი – 7, კოუტინიო – 6, ორიჯი – 6, ლალანა – 7.

“რუბინი”: რიჟიკოვი – 6, კუზმინი – 4, კვირკველია – 6, კამბოლოვი – 7, ნაბლულინი – 5, გეორგიევი – 7, ოზდოევი – 6, კანუნიკოვი – 6, კარლოს ედუარდო – 5 (პორნიაგინი – 5), კარადენიზი – 6, დევიჩი – 7.

“რუბინი” მოსკოვში განადგურდა

რუსული პრემიერლიგის 28-ე ტურში ყაზანის “რუბინი” მოსკოვში, ადგილორივ “ლოკომოტივს” ესტუმრა და სამი უპასუხო გოლი მიიღო.

ტრადიციულად ყაზანელთა ძირითადში იყო საბა კვერკელია, როემლმაც 90 წუთი ითამაშა. თადარიგში დარჩა “რუბინის” კიდევ ერთი მცველი, მამუკა კობახიძე.

28 თამაშში მოპოვებული 47 ქულით “რუბინი” სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას ინარჩუნებს.

ანანიძის “სპარტაკმა” კვერკველია-კობახიძის”რუბინს” სძლია

რუსული პრემიერლიგის 25-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და პრომესის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მინიმალური გამარჯვება მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში მატჩის განაცხადში 3 ქართველი იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ საბა კვერკველია გამოჩნდა, რომელმაც “რუბინის” შემადგენლობაში 90 წუთი გაატარა მინდორზე. ყაზანელებს თადარიგში ჰყავდათ კობახიძე, ხოლო ჯანო ანანიძე მოსკოველთა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

25 ტურის შემდეგ “რუბინი” 43 ქულით მეხუთეზეა, ხოლო “სპარტაკი” ყაზანურ გუნდს ერთი ქულით და ერთი პოზიციით ჩამორჩება.

11164685_842580649155317_5833960898510429703_n

 

ანანიძე, კობახიძე და კვერკველია მატჩის დაწყებამდე 

ყაზანელებმა “ურალს” ქართველებით სძლიეს

რუსეთი პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ყაზანის “რუბინმა” “ურალს” საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

ტრადიციულად მასპინძელთა სასტარტოში იყო საბა კვერკველია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ბოლო წუთებზე მოედანზე “რუბინის” მეორე ქართველი, მამუკა კობახიძეც გამოჩნდა.

24 ტურში მოპოვებული 43 ქულით “რუბინი” მეოთხე პოზიციაზეა.