ჯეიმს ნანელიმ “ბასკონიასთან” მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

ევროლიგის ეგიდით “ფენერბახჩესა” და “ბასკონიას” შორის გამართული საკალათბურთო მატჩის მიმდინარეობისას თურქული კლუბის ამერიკელმა მოთამაშემ, ჯეიმს ნანელიმ უმძიმესი დაზიანება მიიღო.

კალათში ბურთის ჩატენვის შემდეგ “ფენერბახჩეს” ლეგიონერს ხელი გაუსრიალდა და თავით დაეცა პარკეტზე. გარკვეული დროის მანძილზე ნანელი პარალიზებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის საკაცის მეშვეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ოფიციალურად: ლონდონის “ტოტენჰემმა” იანსენი გაანათხოვრა

ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს მიერ დაწუნებული ვინსენტ იანსენი თავის შესაძლებლობებს თურქულ სუპერ ლიგაშიც გამოსცდის.

“მამლებმა” 23 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი ერთი წლით “ფენერბახჩეში” გაანათხოვრებს. იანსენი უკვე ჩაფრინდა თურქეთში და ახალ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

იანსენი “ტოტენჰემის” რიგებში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. სადებიუტო სეზონში მან პრემიერ ლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი მხოლოდ ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

მესუტ იოზილი თურქეთში?

Fotospor-ის მიერ გავრცელებული უახლესი და ექსკლუზიური ცნობების მიხედვით, თურქული “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელებმა უკვე წამოიწეს მოლაპარაკებები მესუტ იოზილის აგენტთან შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

როგორც იცით, 28 წლის გერმანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში არც ისე კარგად გამოიყურება, მისმა კლუბმა კი ჩემპიონთა ლიგის საგზურიც დაკარგა, რამაც შესაძლოა, იოზილს “ემირეიტსის” დატოვება გადააწყვეტინოს.

თუმცა, არის ერთი ხელისშემშლელი ფაქტორიც, რამაც შეიძლება ეს ტრანსფერი ჩაშალოს – “ფენერბახჩეს” საკუთარი სახსრების ბოლომდე გამოყენების უფლებას უეფას ფეარ პლეის წესები არ აძლევენ.

წყაროს ცნობით, თურქები “არსენალს” ოფიციალური შეთავაზებით სულ მალე მიმართავენ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (17 აგვისტო)

ჰარტი კვლავ არ ათამაშეს; Marca-მ უკვე შეთანხმებულიაო

პეპ გვარდიოლამ ჯო ჰარტს “მანჩესტერ სიტის” კარი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩშიც არ ანდო, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის იმ ფაქტს, რომ კლაუდიო ბრავო “ეტიჰადზე” გადმობარგდება.

ესპანური ტაბლოიდის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “სიტიმ” თავის ყოფილ კლუბთან, “ბარსელონასთან” კლაუდიო ბრავოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ზიდანი: “ცესკის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება”

მადრიდის “რეალის” თავკაცი, ზინედინ ზიდანი არ უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცესკ ფაბრეგასი მადრიდულ გრანდს შესთავაზეს, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ მისი დამატებით “რეალში” არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

“თუ გუნდში კიდევ ერთ ცენტრალურ ნახევარმცველს მოვიყვანთ, საქმე კიდევ უფრო გართულდება. ცესკი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა წინდახედულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.”

ESPN: ფონტესთვის “არსენალიც” იბრძოლებს

ლონდონური “არსენალი” “მანჩესტერ იუნაიტედს” “საუთჰემპტონიც” მცველის, ჟოზე ფონტესთვის ბრძოლაში შეუერთდა. ამ ინფორმაციას ბრიტანული ESPN ავრცელებს.

როგორც იცით, “მეთოფეებმა” ორი ცენტრალური მცველი გაგზავნეს ლაზარეთში (მერტესაკერი და გაბრიელი), რის გამოც ამ ადგილს კალუმ ჩემბერსი იკავებს, რაც არც ისე კარგად გამოსდის.

საინტერესო

მუნირმა “პარის სენ-ჟერმენისა” და “შალკეს” ყურადღება მიიპყრო

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენი” და გელზენკირხენული “შალკე” “ბარსელონას” თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.

20 წლის თავდამსხმელს “კამპ ნოუს” დატოვება ნამდვილად არ უნდა, თუმცა, “ბლაუგრანა” კიდევ ერთი თავდამსხმელის მოყვანას აპირებს. ამ შემთხვევაში კი, მას “ბარსელონას” დატოვება აუცილებლად მოუწევს.

დიკ ადვოკაატი “ფენერბახჩეს” გაწვრთნის

“ფენერბახჩეს” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიკ ადვოკაატი დანიშნეს მას შემდეგ, რაც ორშაბათს გუნდიდან ვიტორ პერეირა გაუშვეს.

“ასეთი დიდი თურქული კლუბის გაწვრთნა მშვენიერი გამოწვევაა, ჩემს ასაკშიც კი.” – აცხადებს ადვოკაატი, რომელიც აქამდე ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

Daily Mirror: “ბარსელონა” მოულოდნელი ტრანსფერისთვის ემზადება

ბრიტანულ Daily Mirror-ს თუ დავუჯერებთ, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდში “ვესტ ბრომვიჩის” ვენესუელელი თავდამსხმელის, სალომონ რონდონის მიყვანას აპირებენ.

რონდონის მიზანი კატალონიელთა შემტევი ტრიოს დაზღვევა იქნება. მის ალტერნატივად კი “ნიუკასლ იუნაიტედის” აიოზე პერესი მოისაზრება, ისევე როგორც “როსონერის” კარლოს ბაკა.

“ფენერბახჩეს” პრეზიდენტი ადასტურებს – ნანი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

აზიზ ილდირიმმა, “ფენერბახჩეს” პრეზიდენტმა კლუბის სამომავლო გეგმებზე საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ნანი კარიერას ესპანურ “ვალენსიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს, AMK SPORT-მა გაავრცელა.

აღნიშნული ოპერაცია “ღამურებს” 8.5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. წყაროს ცნობით ეს ტრანსფერი 30 ივნისამდე გაოფიციალურდება, რამეთუ ამ თარიღის შემდეგ ნანის ფასი მოიმატებს, რაც მისი კონტრაქტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ნანი, რომელიც ამა წლის ნოემბერში 30 წლის გახდება, “ფენერბახჩეში” 2015/16 წლების დასაწყისში გადავიდა. მანამდე ის “სპორტინგში” თამაშობდა იჯარის წესით.

ნანი ინგლისურ პრემიერ ლიგაში აპირებს დაბრუნებას

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვინგერი, პორტუგალიელი ნანი პრემიერ ლიგაში აპირებს დაბრუნდებას. ამ ინფორმაციას transfermarketweb ავრცელებს.

პორტუგალიელის “ფენერბახჩეში” გატარებულმა სეზონმა (სადაც ზაფხულში გადავიდა) ყველა გააკვირვა, მათ შორის “ევერტონის” ხელმძღვანელობაც, რომელიც უკვე განიხილავს მისი დამატების შესაძლებლობას.

“კამფეტების” ბოსებს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრის გადაბირება 8 მილიონ ევროდ სურს, რაც გუნდში მომავალი ცვლილებების დასაწყისი იქნება.

“ლოკომოტივის” ფეხბურთელი პუტინის მაისურის გამოჩენისთვის შესაძლოა დაისაჯოს

უეფას მიერ შექმნილი სპეციალური დისციპლინარული კომიტეტი მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელის, დიმიტრი ტარასოვის ქმედებას განიხილავს.

მას შემდეგ, რაც “ლოკომოტივი” გასვლაზე, “ფენერბახჩესთან” 2-0 დამარცხდა, ტარასოვმა კლუბის ოფიციალური მაისური გაიხადა და გამოაჩინი რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი წარწერით: “ყველაზე ზრდილობიანი პრეზიდენტი”.

უეფას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: ” ფეხბურთელი არ უნდა მოახდინოს  პოლიტიკური ან რელიგიური მოსაზრებების აფიშირება.

 ფეხბურთელი/გუნდი რომელშიც ის ირიცხება, მსგავსი ქმედების გამო შესაბამისად დაისჯება. ამ საკითხთის განხილვა 17 მარტს დასრულდება.”

 

“სტოკმა” შესაძლოა არნაუტოვიჩი 12,5 მილიონად გაუშვას

The Telegraph-ის ინფორმაციით, “სტოკ სიტის” თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა შესაძლოა ინგლისური კლუბი ზაფხულში დატოვოს.

არნაუტოვიჩის ამჟამინდელი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურება, მის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე კი ამოქმედდება პუნქტი, რომლის თანახმადაც მისი ყიდვა 12.5 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

ამჟამად “ბრიტანიაზე” მოთამაშე კლუბის ხელმძღვანელობა მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, თუმცა ორი მხარე ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ვერ უთანხმდება ერთმანეთს – არნაუტოვიჩი კვირაში 70 ათას ფუნტს ითხოვს, რაც მას გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

26 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “პსჟ” და “ფენერბახჩე” იჩენს.

ვან პერსი თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ (ვიდეო)

20 სექტემბერს, თურქეთის ჩემპიონატში, “ფენერბახჩემ” საკუთარ მოედანზე “ბურსასპორი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა დააფიქსირეს კადრი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შეეკამათა რობინ ვან პერსი თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვიტორ ფერეირას.

დიეგომ მარსელის “ოლიმპიკს” შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

22 ივლისს, “ფენერბახჩესა” და მარსელის “ოლიმპიკს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში პირველი გოლი მე-15 წუთზე, “ფენერბახჩეს” ნახევარმცველმა დიეგომ გაიტანა.

როგორ ავარჯიშებენ “ფენერბახჩეს” მეკარეს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგო ავარჯიშებენ მეკარეს “ფენერბახჩეში”.

რა განაცხადა ნანიმ ჯაბა კანკავასთან ჩხუბის შემდეგ

როგორც იცით, 15 ივლისს, “ფენერბახჩესა” და “დნიპროს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც უკრაინელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. შეხვედრის 24-ე წუთზე, ჯაბა კანკავასა და ლუიშ ნანის შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

NTV SPOR-ის ცნობით, პირველი ტაიმის შემდეგ, “ფენერბახჩეს” მთავარი მწვრთნელი ვიტორ ფერეირა ნანის გაესაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის ახალ წევრს ჰკითხა, თუ რატომ იყო ასე გაბრაზებული, ნანიმ კი მას ასეთი პასუხი გასცა: “მეტოქის (კანკავას) უპასუხისმგებლო საქციელს ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულება შეეძლო. მსაჯი ახლოს იყო, მაგრამ შესაბამისი რეაქცია არ გამოუვლენია. არ მინდა, რომ სეზონის დაწყების წინ ტრავმა მივიღო, შემდეგ კი მთელი წელი ვეღარ ვითამაშო. ამიტომ მქონდა ასეთი რეაქცია.”

ბოლოს, ფერეირამ ნანის უთხრა: “უფრო ყურადღებით იყავი, არ მინდა, რომ გუნდი რომელიმე მატჩში მოედანზე ათი კაცით დარჩეს.”