მხითრიანი: “არსენალში” სანჩესის შესაცვლელად არ მოვსულვარ”

ლონდონის “არსენალის” სომეხმა ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ემირეიტს სტედიუმზე” თავისი სურვილით გადაბარგდა.

“აქ ვინმეს შესაცვლელად ნამდვილად არ მოვსულვარ. ფანები დღესაც იმას ამბობენ, რომ მე სანჩესის ტრანსფერის ნაწილი ვიყავი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ალექსისს კონტრაქტი ისედაც ეწურებოდა.

ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. როდესაც მითხრეს, მინდოდა თუ არა “მანჩესტერ იუნაიტედის” “არსენალში” გაცვლა, მაშინვე დავთანხმდი. სანჩესს კი შეეძლო, ამის შემდეგაც დარჩენილიყო იქ.

ჩვენ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები ვართ, ხასიათითაც განვსხვავდებით,” – აცხადებს სომეხი ფეხბურთელი.

მხითარიანმა და ობამეიანგმა ტრანსფერები ერთმანეთში შეათანხმეს

ლონდონის “არსენალის” გაბონელი ახალწვეული, პიერ-ემერიკ ობამეიანგი აღიარებს, რომ “მეთოფეთა” რიგებში გაწევრიანებამდე ჰენრიკ მხითარიანს ეკონტაქტებოდა.

“ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძველ მეგობართან ვბრუნდებოდი, კარგ მეგობართან. წარსულში ერთად ვთამაშობდით და ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება ისევ გვაქვს.

ტრანსფერის დასრულებამდე მან რამდენიმეჯერ დამირეკა იმის საკითხავად, გადავდიოდი თუ არა “არსენალში”. ბუნებრივია, რომ მისი ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო ჩემს არჩევანში,” – აცხადებს დორტმუნდის “ბორუსიას” ექს-ფეხბურთელი.

როგორც იცით, ყოფილი თანაგუნდელების დებიუტი პრემიერ ლიგაში უკვე შედგა – ობამეიანგმა გოლით გამოიჩინა თავი, მხითარიანმა კი სამი საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ აქტივში.

მხითარიანი:”ბევრს ვმუშაობ და უფრო ვრწმუნდები, რომ საზღვრები არ არსებობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა ნახევარმცველმა, ჰენრიკ მხითარიანმა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ევროპულ სარბიელზე ისე ვერ ახერხებდა თამაშს, როგორც პრემიერ ლიგაში, პრესასთან ამ პრობლემაზე ისაუბრა.

“გასულ სეზონში სულ სხვა სიტუაცია იყო, წელს კი ყველაფერი შეიცვალა. ვარჯიშებზე გაცილებით უფრო მეტს ვვარჯიშობ. სეზონი კარგად დავიწყე და მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ასევე გავაგრძელო.

გასულ სეზონში ძალიან დიდი დრო გავატარე ლაზარეთში ტრავმების გამო და უმეტეს შემთხვევაში თავს კარგად არ ვგრძნობდი. წელს კი ეს პრობლემა აღარ მაწუხებს, თანაგუნდელებსაც შევეწყვე და იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრ გოლს გავიტანთ.

ბევრს ვმუშაობ და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ საზღვრები არ არსებობს. ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი სასტარტოში მოხვედრას და არ ვაპირებ ამ უფლების ხელიდან გაშვებას,” – აცხადებს მხითარიანი.

ჰენრიხ მხითარიანმა “მანჩესტერ იუნაიტედში” ბოლო შვიდი წლის რეკორდი დაამყარა

ჰენრიკ მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბოლო 7 წლის მანძილზე ევროპული ტურნირის ზედიზედ სამ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

სომეხმა ფეხბურთელმა ეს რეკორდი დღეს, “როსტოვთან” მატჩში გატანილი გოლის წყალობით დაამყარა. აქამდე, მან “სენტ-ეტიენთან” გამართულ ბოლო ორ მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.

ბოლოს ასეთი რამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელმა კაპიტანმა, უეინ რუნიმ მოახერხა – 2010 წლის მარტში.

ჰენრიკ მხითარიანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა ნახევარმცველმა, ჰენრიკ მხითარიანმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც იცით, დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილმა ფეხბურთელმა “სენტ-ეტიენთან” გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც გარკვეული დროის მანძილზე მოუწევს უქმობა.

მხითარიანი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემი ოცნების კლუბი ნამდვილად არ არის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა შემტევმა, ჰენრიკ მხითარიანმა დორტმუნდის “ბორუსიადან” წასვლაზე და იმ ახალ გამოწვევაზე ისაუბრა, რომელიც ინგლისში გადასვლას მოჰყვებოდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემი ოცნების კლუბი ნამდვილად არაა, მაგრამ მას ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე ვაყენებდი. “იუნაიტედი” “ბორუსიაზე” დიდი კლუბია, ეს ყველამ იცის და ჩვენც უნდა ვაღიაროთ.

“ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რომლისთვისაც უარის თქმა ვერ შევძელი.

ფული? აქ ამის გამო ნამდვილად არ გადმოვსულვარ. ფულზე რომ მეფიქრა, თავის დროზე კარიერას “ანჟიში” გავაგრძელებდი და არა დორტმუნდის “ბორუსიაში”.

ჟოზე მოურინიოს მიერ დაწუნებული კრეატიული ფეხბურთელები

მართალია, ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთა რიგს მიეკუთვნება, თუმცა მისი მუშაობის შედეგად საკმაოდ კრეატიული და ნიჭიერი ფეხბურთელები არაერთხელ დაჩაგრულან.

პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა ბოლო ათწლეულში რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს დაუნგრია კარიერა. გთავაზობთ მათ სიას:


9. ხუან კუადრადო (“ჩელსი”/ 15 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

კუადრადო ლონდონში 2015 წლის დასაწყისში გადაბარგდა იტალიური “ფიორენტინადან”, თუმცა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მოურინიოს გულის მოგება ვერ მოახერხა. ხუანი იძულებული გახდა “სტემფორდ ბრიჯი” დაეტოვებინა. ის არენდის წესით “იუვენტუსში” გადავიდა (იმავე ზაფხულს).


8. კევინ დე ბრუინი (“ჩელსი”/ 9 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

მოურინიომ “გენკიდან” 6 მილიონ ფუნტად ნაყიდი კევინ დე ბრუინი “ჩელსიში” თამაშის ღირსად არ ჩათვალა. პორტუგალიელის აზრით მას მომავალი არ ჰქონდა, ამიტომაც “არისტოკრატებმა” ის 9 მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულ “ვოლფსბურგში” გაუშვეს, სადაც ბელგიელი ფეხბურთელი ვარსკვლავად იქცა.


7. რიკარდო კაკა (“რეალი”/ 87 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

“ჩელსის” ამჟამინდელ დამრიგებელს ბრაზილიელი რიკარდო კაკას შესაძლებლობებში ეჭვი მასთან თანამშრომლობის მეორე წლის დასაწყისში შეეპარა. მას შემდეგ ოქროს ბურთის მფლობელი სათადარიგო ფეხბურთელად იქცა.


6. პედრო ლეონი (“რეალი”/ 14 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

მოურინიო პედრო ლეონის დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. ერთხელ ჟოზემ პედროს ასეთი რამ უთხრა: “გუნდის თვითმფრინავი რომ განადგურდეს, რომელშიც შენ არ იმყოფებოდი, მაინც არ გათამაშებ მომდევნო კვირას.”


5. რომელუ ლუკაკუ (“ჩელსი”/ 3 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ბელგიელ ფორვარდსა და “ახალი დროგბას” სტატუსს შორის სწორედ პორტუგალიელი მწვრთნელი აღიმართა, რომელიც მას საერთოდ არ ენდობოდა. “ევერტონის” ამჟამინდელი ლიდერი მხოლოდ 3-ჯერ ათამასა ჟოზემ “ჩელსის” მაისურით.


4. ხუან მატა (“ჩელსი”/ 17 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობებიც ჟოზემ დაიწუნა ხუან მატა გახლავთ, რომელიც ახლაც მის გუნდში იმყოფება, ოღონდ “იუნაიტედში”. არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მატამ “ჩელსი” სწორედ “მანჩესტერში” გაცვალა, თუმცა ნამდვილად არ ეგონა, რომ მოვლენები ამდაგვარად განვითარდებოდა.


3. რიკარდო ქუარეშმა (“ინტერი”/ 32 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ვინგერის შეტევითი პოტენციალი მოურინიოს არ აკმაყოფილებდა, ამიტომაც 32 მატჩის ჩატარების შემდეგ, ის უკან, “ჩელსიში” გაგზავნა.


2. რიკარდო ქუარეშმა (“ჩელსი”/ 19 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

იტალიურ კლუბებში თავის წარმოჩენის შემდეგ, სალაჰმა აბრამოვიჩიც მოხიბლა, თუმცა არა მოურინიო – პორტუგალიელი ეგვიპტელ ფეხბურთელს საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა. მსგავსად კუადრადოსა, კლუბი მანაც მალევე დატოვა.


1. ჰენრიკ მხითარიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”/ 5 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ჰენრიკ მხითარიანის საქმე ბურუსით არის მოცული. რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაიწუნა ჟოზემ სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა. თუმცა ფაქტია, რომ ის სათადარიგოთა სკამს ძალიან მიეჩვია.

The Sun: მხითარიანი “მანჩესტერში” თავს ცუდად გრძნობს

ჰენრიკ მხითარიანს უკვე მობეზრდა მანჩესტერული ცხოვრება და “მანჩესტერ იუნაიტედშიც” ვერ გრძნობს თავს ბედნიერად. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებ.

შეგახსენებთ, რომ სომეხი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდს” ამ ზაფხულს, დორტმუნდის “ბორუსიადან” შეუერთდა.

მხითარიანმა მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო სასტარტოდან (ამხანაგურების გამოკლებით) ჟოზე მოურინიოს ეპოქაში, რითიც ის უკმაყოფილოა. ამასთანავე, იგი მოედანზე უფრო მეტ სივრცესაც ითხოვს.

თუმცა, ყველასათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჟოზე მოურინიო კომპრომისებზე არც ისე ხშირად მიდის. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ სომეხმა “ოცნებების თეატრი” ნაადრევად დატოვოს.

იურგენ კლოპი: “მხითარიანის “ლივერპულში” მოყვანა ნამდვილად არ მინდოდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ის სულაც არ იყო დაინტერესებული სომეხი ნახევარმცველის, ჰენრიკ მხითარიანის გადაბირებით, რომელიც უკვე “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთლია.

“მე მყავდა ის ფეხბურთელი. ასე რომ, მე მასზე უფრო მეტი ვიცი. ამიტომაც გინდება, რომ სხვა ფეხბურთელები შეისწავლო. ასეთია ფეხბურთი.

კარგა ხნის წინ ვიცოდი, რომ ის “იუნაიტედში” აპირებდა გადასვლას. მათ შორის ჩადგომის არანაირი მიზეზი და სურვილი არ მქონია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ.

ჩვენ არ ვინტერესდებით იმ ფეხბურთელებით, რომლებთანაც უკვე ვიმუშავეთ. როდესაც მის შესახებ ყველაფერი იცი, ეს ცოტათი მოსაწყენი ხდება. ამასთნავე, ძალიან დიდი შრომის გაწევა მოგიწევს, რომ მას წინსვლაში შეუწყო ხელი.

საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის დამატება შეგვეძლო. მაგრამ, ჯერ უნდა გასცე პასუხი კითხვას – “რა მჭირდება მე?”

ტუხელი: “ანდრე შურლე ჰენრიკ მხითარიანის ბრწყინვალე ჩამნაცვლებელია”

“ბორუსია დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰანდრე შურლეს სრულფასოვნად შეუძლია ჰენრიკ მხითარიანის ჩანაცვლება, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

“მხითარიანის წასვლით, ისეთი ფეხბურთელი დავკარგეთ, რომელსაც ორივე ფლანგზე შეეძლო თამაში. ასეთი ფეხბურთელი არც ისე ბევრია დღევანდელ სამყაროში. შურლე კი ერთ-ერთი მათგანია.

ასეთ ფეხბურთელებს ეგოისტური სურვილები არ აწუხებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი გოლი არ გააქვთ.

მცველებისთვისაც გაცილებით უფრო ადვილია თამაში, როდესაც შენს წინ ასეთი ფეხბურთელი დგას. სწორედ ამიტომაც დავიმატეთ შურლე.” – განაცხადა დორტმუნდელთა თავკაცმა.

იბრაჰიმოვიჩი 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, მხითარიანი – 22-ნომრიანს

“მანჩესტერ იუნაიტედში” 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებმა სათამაშო ნომრები გადაინაწილეს.

გუნდის შვედმა ახალწვეულმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 9-ნომრიანი მაისური აირჩია, რომელიც აქამდე ანტონი მარსიალს ეკუთვნოდა. ფრანგი ფორვარდი ამიერიდან 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

რაც შეეხება “წითელ ეშმაკთა” სომეხ შემტევს, ჰენრიკ მხითარიანს, ის 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ერიკ ბაილი კი -3-ნომრიან მაისურს მოირგებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დროისათვის თავისუფალია 6 ნომერი, რომელიც შესაძლოა პოლ პოგბას ხვდეს წილად.

“უიგანი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”: მხითარიანი და ბაილი მატჩს სასტარტოდან დაიწყებენ

დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში პირველ მატჩს გამართავს ჟოზე მოურინიო. ამხანაგურ მატჩში ინგლისელთა მეტოქე “უიგან ატლეტიკი” იქნება.

DW Stadium-ზე ამავდროულად შედგება ჰენრიკ მხითარიანისა და ერიკ ბაილის დებიუტი, რომლებიც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდნენ გუნდს.

ბაილის დეილი ბლინდთან მოუწევს შეწყვილება დაცვის ცენტრში, მაშინ როცა სომეხი შემტევი ჯეიმს უილსონის უკან ითამაშებს.

10-თვიანი უქმობის შემდეგ აღნიშნულ მატჩში დაბრუნდება ლუკ შოუ, რომელმაც გასულ სექტემბერს, “პსვ-სთან” მატჩში ფეხი მოიტეხა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო შემადგენლობა: ჯონსტონი, ფოსუ-მენსა, ბაილი, დეილი ბლინდი,ლუკ შოუ, მაიკლ კერიკი, ანდერ ერერა, ლინგარდი, ჰენრიკ მხითარიანი, მემფის დეპაი, უილსონი.

სათადარიგოთა სკამი: პერეირა, ბლეკეტი, ჯონსი, ტუანზებე, ვარელა, იანუზაი, მატა, ა. პერეირა, ვალენსია, იანგი, კინი.

მატჩი სტარტს თბილისის დროით 16:30-ზე აიღებს.