“ლილი” მდედრობითი სქესის ფანებს სტადიონზე უფასოდ შეუშვებს

საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში “ლიონსა” და “ლილს” შორის მასპინძელთა გუნდის ფანებმა ტრიბუნაზე სექსისტური ბანერი გამოკიდეს, რომელზეც ეწერა: “კაცები სტადიონზე, ქალები სამზარეულოში”.

მომხდარზე საფეხბურთო კლუბმა “ლიონმა” გამოძიება უკვე დაიწყო, “ლილმა” კი საკუთარი ქალი გულშემატკივრების დასაცავად სპეციალური აქცია დაგეგმა. 23-ე ტურში “ლილსა” და “ლორიანს” შორის გასამართ მატჩში მასპინძელი კლუბი სტადიონზე მდედრობითი სქესის ქომაგებს უფასოდ შეუშვებს.

ერვე რენარმა “ლილი” დატოვა

ერვე რენარმა “ლილის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

რენარი “ლილში” ამ წლის მაისის თვიდან მუშაობდა. გუნდს დროებით პატრიკ კოლო უხელმძღვანელებს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებასი გუნდს 13 ქულით მე-16 ადგილი უკავია.

 

ვინ იბრძოლებს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის

დღეს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც კონტინენტის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.

აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ერთმანეთს შეეცილებიან “ლილის” ნიგერიელი მეკარე ვინსენტ ენიამა, დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და “მანჩესტერ სიტის” კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე, რომელიც ბოლო სამი წელიწადია, ამ წოდებას არავის უთმობს.

წლის საუკეთესო აფრიკული ნაკრების ჯილდოზე წარდგენილნი არიან ალჟირის, ლიბიისა და ნიგერიის ეროვნული გუნდები.

 

“ლივერპული” ორიგის იანვარში დაიბრუნებს

“ლივერპულს” ახალგაზრდა ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიგი “ლილში” სეზონის ბოლომდე ჰყავს განათხოვრებული, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობამ იჯარის ვადამდე გაწყვეტა გადაწყვიტა, რისთვისაც ფრანგული კლუბისთვის ექვსი მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

როგორც მოგეხსენებათ, დანიელ სტარიჯს სერიოზული ტრავმა აქვს, მარიო ბალოტელის კი ამ დრომდე ვერ უპოვია საკუთარი თამაში. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ბრენდან როჯერსმა “ლილში” გასხვისებული ორიგის ნაადრევად დაბრუნება გადაწყვიტა.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტის და საფრანგეთის ჩემპიონატის ექსპერტ ენდი სკოტის თქმით, ორიგის ვადამდე ადრე დაბრუნების შემთხვევაში, “ლივერპულს” “ლილის” სასარგებლოდ ექვსი მილიონი ფუნტის გადახდა დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” დივოკ ორიგი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სწორედ “ლილისგან” შეიძინა და იმავე “ლილში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

 

ოფიციალურად: ორიგი “ლივერპულის” ფეხბურთელია, თუმცა კვლავ “ლილში” ითამაშებს

“ლივერპულმა” ფრანგული “ლილის” თავდამსხმელი დივოკ ორიგი გაიფორმა.

აქვე ცნობილი ხდება, რომ 19 წლის ბელგიელი თავდამსხმელი იჯარის წესით კარიერას “ლილში” განაგრძობს. საიჯარო პერიოდი 2014/15 წლების სეზონს მოიცავს.

დივოკ ორიგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მოექცა. მან ბელგიის ნაკრების მიერ მუნდიალზე ჩატარებულ ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა. სწორედ მისი კინკილა გოლის წყალობით დაამარცხეს ბელგიელებმა რუსები. ორიგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახლავთ, რომელმაც 2014 წლის მოსფლიოს ჩემპიონატზე ბურთი გაიტანა. გარდა ამისა,  მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა ბელგიელი მოთამაშეა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება საკლუბო დონეზე ასპარეზობას, მან საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

“უბედნიერესი ვარ, რომ ჩემით ისეთი დიდი კლუბი დაინტერესდა, როგორიც “ლივერპულია”. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ კლუბში თამაშზე. “ლივერპულს” დიდებული ისტორია აქვს. ჩემი მთავარი უპირატესობები სისწრაფე, ტექნიკა და შეტევის დასრულების უნარია. მინდა, რომ კიდევ უფრო განვვითარდე. ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობა მექნება. ჩემთვის სასარგებლო იქნება “ლილში” კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში თამაში. ხალხი ჩემზე მუდმივად ამბობს, რომ ნიჭიერი ვარ, თუმცა კვლავ და კვლავ მუშაობა მომეთხოვება. გასულ სეზონში “ლივერპულის” თითქმის ყველა მატჩი ვნახე. გუნდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ჩვენ ვიხილეთ გამოცდილებისა და ახალგაზრდების კომბინაცია ჩინებული მწვრთნელის თავკაცობით. სასიამოვნო იყო “წითლების” თამაშის ცქერა. ბელგიის ნაკრებისა და “ლივერპულის” კიპერმა სიმონ მინიოლემ კლუბის შესახებ ბევრი კარგი რამ მიამბო. მან მითხრა, რომ ეს ჩემთვის იდეალური კლუბია. ახალგაზრდული გუნდია, რომელიც კიდევ გაიზრდება“, – ორიგის სიტყვები “ლივერპულის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დივოკ ორიგის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა მერსისაიდული გუნდის თავკაცმა ბრენდან როჯერსმაც.

„მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ. ეს 19 წლის ბიჭი სცენაზე მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს შემოიჭრა, თუმც ჩვენ მას მანამდეც ვაკვირდებობით. ორიგის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს: სწრაფია, ტექნიკურია, ძლიერი და აგრესიულია. მასში შრომისადმი სიყვარულსაც ვაფასებ. დამდეგ სეზონს “ლილში” გაატარებს, შემდეგ კი მისი სახით შესანიშნავ ფეხბურთელს მივიღებთ”, – აღნიშნა როჯერსმა.

 

ამხანაგური მატჩის დროს ქომაგები ფეხბურთელებს თავს დაესხნენ

ჰაიფას „მაკაბისა“ და „ლილს“ შორის ავსტრიაში გამართული ამხანაგური მატჩი მოედანზე გულშემატკივრების შეჭრის გამო ჩაიშალა.

შეხვედრა 85-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე ქომაგები შეცვივდნენ. გულშემატკივრებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ. ამ დროს „ლილი“ ანგარიშით 2:0 იგებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები ებრაელ ფეხბურთელებს დაესხნენ თავს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ინგლისში კალუს დაბრუნებაზე ფიქრობენ

ფრანგული „ლილის“ ფორვარდი სალომონ კალუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში  შესაძლოა, ინგლისის პრემილიგაში დაბრუნდეს.

„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, კოტ დივუარის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესაძლებლობას ლონდონის „არსენალისა“ და „ლივერპულის“ ხელმძღვანელები განიხილავენ.

კალუსთვის „ნისლიანი ალბიონი“ უცხო არ არის. 2006-დან 2012 წლამდე ის ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 60 გოლის გატანა შეძლო.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში კალუმ 19-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილება, გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი