გვარდიოლს კომენტარი “ლივერპულთან” მარცხის შემდეგ

“ლივერპულთან” დამარცხების შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველი გოლის დროს მსაჯმა შეცდომა დაუშვა. მეორე კი საოცარი გოლი იყო. შესვენების შემდეგ, მომენტები შევქმენით და კარგადაც ვითამაშეთ. ერთის გატანა გვჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ შევძელით. არ შემიძლია, ამაში ვინმე დავადანაშაულო. ქამბექი ყოველთვის რთულია. ახლა, წინ მორიგი 90 წუთი, ან მეტია.”

“გიუნდოგანი სტერლინგის ნაცვლად? იმიტომ, რომ მეტი პასი, ბურთის უფრო ხშირი კონტროლი ყოფილიყო… სწორედ ამიტომ. სწორედ, მატჩის გასაკონტროლებლად გავაკეთე ეს ყოველივე. იყო თუ არა შეცდომა? 0-3 წავაგეთ,” – ამბობს პეპი.

ჰენდერსონი: “ვიცოდით, რომ მოედანზე საოცარი ატმოსფერო იქნებოდა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა შეიქმნა.

თამაშის შემდეგ, გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცოდით, რომ მოედანზე საოცარი ატმოსფერო იქნებოდა და ასეც მოხდა. გულშემატკივრის დახმრებით, წარმატებას მივაღწიეთ, მეორე ნახევარში ისინი უფრო მოგვაწვნენ და უკან დაგვწიეს. თუმცა, ჩვენი სტილი ნებისმიერ სიტუაციაში ერთ გუნდად ასპარეზობაა, რაც იდეალურად გავაკეთეთ. ამ შეხვედრაში თამაშის წესი ბევრჯერ არ დამირღვევია. ამიტომ, სამწუხაროა, რომ შემდეგ მატჩს გამოვტოვებ,” – ამბობს კაპიტანი.

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 34 წლის ნახევარმცველმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. შესაბამისად, მთავარ მწვრთნელს, რომლის ადგილი, ჯერჯერობით, ვაკანტურია, მისი გამოძახება შეეძლება.

საგულისხმოა, რომ ტურემ 2016 წელს დატოვა ნაკრები. თუმცა, ერთი წლის შემდეგ აზრი შეიცვალა. მას უნდა, თავისი გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროს.

აქვე გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტის” მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში 113 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კარიკატურები 360 გრადუსით: ინგლისური გრანდების გასახდელები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერ ლიგის ხუთი გუნდის: ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” გასახდელების კარიკატურებს 360 გრადუსით.

კარიკატურების სანახავად დააკლიკეთ აქ.

მოურინიო: “რომ ვფიქრობდე, ტიტულისთვის ბრძოლა დასრულდა, ახლა დასასვენებლად ბრაზილიაში ვიქნებოდი”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “მანჩესტერ სიტისთან” საკუთარ მოედანზე წააგო და პირველადგილოსანს თერთმეტი ქულით გაუსწრო. ჟოზე მოურინიომ და თავისმა შეგირდებმა ხასიათის ცოტათი გამოკეთება “ბორნმუთის” მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ მოახერხეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კიდევ აქვს იმედი, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.

“სიტისთან” თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათთან წაგება მტკივნეული გამოდგა. თუმცა შემდგომმა გამარჯვებამ გაგვამხნევა. “ბორნმუთი” რთული მეტოქე იყო. საკმაოდ დაძაბული მატჩიც გამოვიდა. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ის საღამო უფრო მშვიდი იქნებოდა.”

“ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. მათ დასასვენებლად ჩვენზე ერთით მეტი დღე ჰქონდათ. თანაც, ჩემმა ბიჭებმა მენტალურად დიდი დატვირთვა მიიღეს “სიტისთან” თამაშში. ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ მაისში მთავრდება. ახლა რომ ეს მომხდარიყო, ბრაზილიაში ან ლოს ანჯელესში დასასვენებლად წავიდოდი. იმედი მაქვს, უკეთესი მომავლის,” – აცხადებს ჟოზე.

პოჩეტინო: “ვეცდებით, “მანჩესტერ სიტის” დავეწიოთ”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” “უემბლიზე” მესრესაიდის “ლივერპული” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4-1 გაანადგურა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან “სპურსების” დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“გუნდი “უემბლიზე” მშვენივრად გამოიყურება. ის ცდილობს, რომ ამ სტადიონზე დამაჯერებლად ითამაშოს. მნიშვნელოვანია, ეს კედლები ჩვენთვის სახლივით იყოს.”

“უკვე მესამე სეზონია პრემიერ ლიგაში რომელიღაც კლუბის დაწევას ვცდილობთ. “მანჩესტერ სიტი” მშვენიერი გუნდია. მას უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და წვრთნის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ვნახოთ, რა მოხდება. ვეცდებით, მათ დავეწიოთ,” – აცხადებს პოჩეტინო.

გავრდიოლა პოჩეტინოს პასუხობს: “ჩემი კოლეგების მიმართ არასდროს ვყოფილვარ უპატივცემულო! არასდროს!!!”

პეპ გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ჯერ სექტემბერია. “ჩელსიმ” გასულ სეზონში მიყოლებით 13 თამაში მოიგო. ასევე, გვაყვს მეტოქეებად “მანჩესტერ იუნაიტედი” და ჰარი კეინის გუნდი.” 

აღნიშნულ სიტყვებს ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო გამოეხმაურა. არგენტინელი დამრიგებლის აზრით, “ქალაქელთა” თავკაცმა “სპურსების” მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. მისი თქმით, როგორც გვარდიოლას დროინდელი “ბარსა” არ იყო ლიონელ მესის გუნდი, ასევე არც “ტოტენჰემია” მხოლოდ კეინის.

დღეს პოჩეტინოს გვარდიოლამ უპასუხა: “მე უპატივცემულობა გამოვიჩინე? მაურისიოს აქამდეც შევხვდი და მას ვესაუბრე. შეიძლება, ჩემი ინგლისური საკმაო დონეზე გასაგები არაა. პრესკონფერენციაზე კოლეგების მიმართ არასდროს გამომიჩენია უპატივცემულობა! არასდროს! როცა ვთქვი, “ჰარი კეინის გუნდი”, ეს იმიტომ განვაცხადე, რომ ჰარის ბევრი გოლები გაჰქონდა. ძალიან კარგად ვიცნობ “ტოტენჰემს” და ვიცი, რომ ის მხოლოდ კეინი არაა!” – ამბობს პეპი.

პოჩეტინო: “გვარდიოლას ეს სიტყვები ჩვენი უპატივცემულობაა და სხვა არაფერი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ტოტენჰემი” ჰარი კეინის გუნდად მოიხსენია. მას “სპურსების” დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო გამოექომაგა. არგენტინელი დამრიგებელის განცხადებით, გვადიოლას ნათქვამი მისი კლუბის უპატივცემულობაა.

“მან ჩვენს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. გვარდიოლას ნათქვამს ჩემზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია. ის ჩემთვის და ბევრისთვის უმნიშვნელოა. ესპანელი დიდი კლუბის მწვრთნელი იყო. მან შესანიშნავი ეპოქა შექმნა და არასდროს ვიტყვი, რომ იმდროინდელი “ბარსელონა” მესის გუნდი იყო.”

“შესაძლებელია, პრესკონფერენციის შემდეგ მან დამირეკოს. მის ზარს აუცილებლად ვუპასუხებ. პეპს ვიცნობ: დიდი გამარჯვების შემდეგ, ის მუდამ ემოციებშია, ცდილობს, დაიცვას საკუთარი პოზიცია და იყოს ჯენტლმენი,” – ამბობს პოჩეტინო.

დე ბრუინი: “შეხვედრის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ფეინოორდს ანგარიშით, 4:0 სძლია.

მატჩის ჩემდეგ ჟურნალისტებს ინგლისელთა ნახევამცველი, კევინ დე ბრუინი ესაუბრა.

“როცა პირველ ტაიმში სამი გოლი გაგაქვს, შემდეგ მთელ შეხვედრას აკონტროლებ და ნაკლებად ფიქრობ წარუმატებლობაზე. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა არ მოვეშვით. მართალია, ბოლო ოცი წუთის მანძილზე ვპასიურობდით, თუმცა ეს წვიმისა და მინდვირს საფრის არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნის ბარლიც იყო.”

“შვენიერი თამაში გამოვიდა. რასაც ვგეგმავდით, შევასრულეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა ასე დავიწყეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

გიგზმა ახალი სეზონის პრემიერ ლიგის ფავორიტი დაასახელა

რაიან გიგზის აზრით, ამ სეზონში პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი “მანჩესტერ სიტია.”

“ვუყურე იმ შეხვედრებს, რომელიც “სიტიმ” წინა სეზონის ბოლო ჩაატარა. ვფიქრობ, სხვა კლუბებისთვის ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა აგუერო, დე ბრუინი, სტერლინგი, სილვა, ჟესუსი და სანე, ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. “სიტის” მესვეურებს, მხოლოდ და მხოლოდ, უკანა ხაზზე აქვთ საფიქრალი. საინტერესოა, როგორ მოერგება ედერსონი პრემიერ ლიგას. ამ ტურნირს საშუალო დონის მეკარით ვერ მოიგებ. ამიტომ ამ უკანასკნელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.”

“კომპანი, ჩემი აზრით, დაცვაში საკვანძო ფიგურაა. წესით, მათ არც ამ რგოლში უნდა გაუჭირდეთ.”

“სხვა ფავორიტებზე იმას ვიტყვი, რომ მათ ერთ-ერთი “ჩელსია”. მათ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ. ასევე მომწონს “ტოტენჰემი”, რომელსაც მშვენიერი ფეხბურთელები და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს,” – განაცხადა გიგზმა.

ფრანგული პრესა: “დანი ალვეშმა “პსჟ”-სთან შეთანხმებას მიაღწია”

დანიელ ალვეშმა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ტურინის “იუვენტუსთან” ახალი შეკრულება აღარ გააფორმა. შესაბამისად, აგორდა ჭორები ბრაზილელის სხვადასხვა კლუბში გადასვლაზე. მას ყველაზე ხშირად “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენს” უკავშირებნდნენ.

დღეს ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარჯვენა მცველმა საფრანგეთის დედაქალაქის კლუბთან უკვე მიაღიწა შეთანხმებას. ამის შესახებ L’Equipe, კონკრეტულად კი მათი სატელევიზიო გადაცემა “L’Equipe Mercato” იტყობინება. ამ ტელევიზიის ცნობით, ალვეშსა და “პსჟ”-ს ბოსებს შორის შედგა მოლაპარაკება კონტრაქტის ხანგრძლივობისა და ხელფასის თაობაზე. ფრანგების განცხადებით, დანის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

თავის მხრივ, ინგლისელები 34 წლის ფეხბურთელს “სიტიში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.