არაბიძე: “გულშემატკივარს იმედი გავუღვივეთ!”

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების  ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი არაბიძემ ჟურნალისტებთან იაუბრა.

“თამაშის წინ ისეთი განწყობა იყო, რომ გვეგონა, ამ შეხვედრას აუცილებლად მოვიგებდით. დასანანია ასეთი შედეგი. პირველ რიგში, თითოეულ ფეხბურთელს ვუხდი მადლობას. ის დაკარგული იმედი, რაც იყო გულშემატკივარში, გავაღვიძეთ. ასევე, მადლიერები ვართ იმ ხალხის, რომლებიც ბოლო წუთამდე ჩვენს გვერდით იდგნენ. მათი ფაქტორი ჩვენს ნებისმიერ წარმატებაში ძალიან დიდია. მიხარია, რომ ეს ხალხი ქართული ფეხბურთისკენ შემოვაბრუნეთ.”

“ახლაგაზრულად ნაკრებში გამოძახებაზე იმას გეტვყით, რომ ისე არ ყოფილა შემთხვევა, როცა ცალ-ცალკე შეკრებილიყოს სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი. როცა შეკრებაა, ყველა ერთ დროს იკრიბება და სწორედ ამიტომ დიდი პერიოდის მანძილზე 21-წლამდე გუნდში ასპარეზობა არ მომიწია. უთანხმოება მწვრთნელთან? არა, ეს ასე არაა,” – განაცხადა არაბიძემ.

არაბიძე: “შახტარს” დავტოვებ, მაგრამ რუსეთში წასვლა?”

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ანგარიშით, 0:2 წააგო. მატჩის შემდეგ Fanebi.Com-თან გიორგი არაბიძებ თავის მომავალზე ისაუბრა.

“შახტარს” დიდი ალბათობით დავტოვებ. ეს თითქმის გადაწყვეტილია. ვერ გეტყვით, რომელი კლუბი იქნება ჩემი მომავალი გაჩერება. თუმცა, ის ზუსტად ვიცი, რომ რუსეთის ჩემპიონატში არ გადავალ!” – განაცხადა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ გუნდში 2015 წელს გადავიდა.

U19: საქართველომ შვედეთი დაამარცხა!

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურმა აიღო სტარტი.

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს საქართველოსა და შვედეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენთვის პოზიტიურად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ შვედების შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და ახლო პოზიციიდან გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ამის შემდეგ მეტოქე უფრო გააქტიურდა და ცენტრიც დაიკავა, თუმცა ქართველი მცველების კარგი თამაშის გამო მეტოქეები ვერაფერს გახდნენ.

31-ე წუთზე ჩაკვეტაძე გაიჭრა მარცხენა ფლანგზე. მან ერთი მეტოქის მოტყება მოახერხა და მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში დაარტყა. მაღალი ბურთი მისგან მარჯვენა კუთხეში ჩაეშვა და ანგარიში 2:0 გახდა. სულ ცოტა ხანში გიორგი არაბიძე გავიდა ერთი ერთზე, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარი უკვე ნეგატიურად დაიწყო. 47-ე წუთზე კრალი გაიჭრა მარცხენა ფლანგზე, მან საჯარიმოში მყოფ გიოკერეს დაბალი პასი გაუკეთა, რომელმაც ჩოჩიშვილის კარი აიღო. ამის შემდეგ იყო ჩაკვეტაძის კიდევ ერთი სოლორეიდი, რომელმაც მოედნის ნახევარი გაიატრა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა, თუმცა ბოლოს მისი შეჩერება მაინც შეძლეს.

შვედეთი გააქტიურდა და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. 75-ე წუთზე მეტოქემ კუთხური მოაწოდა, ქართველებმა ბურთი გამოიტანეს, რომელიც კარლსონს მიუვიდა და შორიდან უძლიერესად დაარტყა. მეთერთმეტე ნომერმა მიზანს სულ ცოტათი ააცილა.

ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით, 2-1 მოიგო და სამი ქულა დაუგროვდა. იგი ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. შვედეთი ნულით ბოლოზეა.

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, ბურჯანაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი ხუბაშვილი 88 წთ.), ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 71 წთ.), ჩაკვეტაძე (არველაძე 86 წთ.), არაბიძე, კოხრეიძე.

შვედეთი: იოჰანსონი, ანდერსონი, კოლი, კრალაი, იშერვუდი, სვენსონი (აჰმედოზიჩი 80 წთ.), იოჰანსონი (ლიდბერგი 46 წთ.), კარლსონი, ჯაჯიჩი, საბოვიჩი (ადრიანი, 32 წთ.), გიოკერესი.

გაფრთხილებები: ქოჩორაშვილი (38 წთ.), სამურკასოვი (64 წთ.), ლაკვეხელიანი (74 წთ.) არველაძე (90 წთ.) – საბოვიჩი (28 წთ.), გიოკერესი (23 წთ.), ლიდბერგი (54 წთ.)

 

ქართველი ფეხბურთელების პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

3 ივნისს კარდიფში, “ნეიშენალ სთეიდიუმზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.

Fanebi.Com-ი ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს დაუკავშირდა და მათ ფინალთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება სთხოვა.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია): “ჩემი აზრით, “იუვენტუსი” მოიგებს. “ბარსელონას” ქომაგი ვარ და არც მინდა “რეალმა” გაიმარჯვოს. როცა “ბარსას” მშრალად მოუგებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ვთვლი, რომ “იუვე” წელს საოცარი გუნდია.”

ჯიმი ტაბიძე (“ურალი”, რუსეთი): “მართალია, “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, “რეალი” მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ის ერთი თავით მაღლა დგას მეტოქეზე. თუმცა, სხვა ეტაპებისგან განსხვავებით, ფინალი ერთი თამაშია და არაფერი არ არის გამორიცხული.”

საბა კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი): “ბავშვობიდან “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ფანი ვარ. მინდა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” მოიგოს. ამის შესაძლებლობა რომ არ ქონდეს, ფინალშიც ვერ გავიდოდა.”

საბა ლობჟანიძე (“დინამო”, საქართველო): “იუვე” მოიგებს ნებისმიერ შემთხვევაში. ხუთი წლიდან ამ კლუბისა და დელ პიეროს გულშემატკივარი ვარ. ორივეს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და ორივე იმსახურებს გამარჯვებას. მაგრამ მინდა, რომ სამში ბუფონმა აწიოს თასი!”

ნიკა კვეკვესკირი (“ტობოლი”, ყაზახეთი): “რომელი მოიგებს, რთული სათქმელია. თუმცა, ჩემი სურვილია, “იუვენტუსს” ხვდეს ეს პატივი წილად. მინდა, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბუფონია, ერთხელ მაინც გახდეს ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი. თუ ეს ასე მოხდა, დარწმუნებული ვარ “ჯიჯი” ოქროს ბურთსაც მოიპოვებს, რომელსაც, ასევე, ცალსახად იმსახურებს. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ძალიან სუბიექტური ვარ და მხოლოდ ერთ ადამიანს ვგულშემატკივრობ ფინალში.(იღიმის, ავტ.).”

ლადო დვალიშვილი (“ატირაუ”, ყაზახეთი): “იუვეს” მოგება მინდა. სწორედ მას ვგულშემატკივრობ. ბუფონი იმსახურებს ამ ტიტულის მოგებას!”

ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, საქართველო): “პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ორივე გუნდი მაგარ ფორმაშია. მაგრამ მაინც “იუვეს” ვფიქრობ. რატომ? ამას მხოლოდ ინტუიციით ვამბობ. ისეთი გუნდები თამაშობენ, რა იქონიებს ზეგავლენას შეხვედრაზე და როგორ წარიმართება იგი, ამის თქმა ძალიან ძნელია.”

ვაკო გვილია (“ბატე”, ბელორუსი): “ჩემპიონთა ლიგას “იუვენტუსი” მოიგებს. ისინი ამ თასისკენ მიისწრაფვიან უკვე რამდენიმე წელია, დაუღალავად და დიდი სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს! ამ სეზონს კი გამორჩეულად კარგად ატარებენ! მარტო “ბარსელონასთან” ჩატარებული ორივე მატჩი რად ღირს! მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ბავშვიბიდან “იუვეს” გულშემატკივარი ვარ (იცინის, ავტ.). ბუფონი, ბოლოს და ბოლოს, აღმართავს მისთვის სანატრელ თასს და გაიმარჯვებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში!”

გიორგი არაბიძე (“შახტარი”, უკრაინა): “ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგას “რეალი” მოიგებს. ეს გუნდი “იუვენტუსზე” მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და, შესაბამისად, დონით მასზე მაღლა დგას. მადრიდელები ფავორიტები არიან!”

ბაჩო არაბული (“დინამო”, საქართველო): “სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვიცი, ვინაა ფავორიტი და ვის აქვს მეტი შანსი. ჩემი აზრით, ასეთი თანაბარი გუნდები დიდი ხანია არ ყოფილან ფინალში. “რეალის” უპირატესობა ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებშია. “იუვე” უფრო გუნდური თამაშით გამოირჩევა. საბოლოოდ, ვიტყვყი, რომ შანსები 50/50-ზეა.”

გიორგი ნავალოსვკი (“ნეფთჩი”, აზერბაიჯანი): “ჩემი აზრით, “იუვე” მოიგებს. არ მინდა, “რეალი” გახდეს გამარჯვებული. არ ვიცი, რომელი გუნდი სჯობს, თუმცა იტალიელების გამარჯვებას ვფიქრობ.”

ბუბა დაუშვილი (“დიოშგიორი”, უნგრეთი): “რეალი” მოიგებს, იმიტომ, რომ “რეალია”.

ირაკლი სირბილაძე (“კპვ”, ფინეთი): “შანსები 50/50-ზეა. მე ორივე გუნდის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მგონია, რომ “იუვე” მოიგებს. ალეგრის ფიზიკურად უფრო მომზადებული და ტაქტიკურად გამართული გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ტურინელები გაიმარჯვებენ.”

ოთო კაკაბაძე (“ხიმნასტიკი”, ესპანეთი): “მიუხედავად იმისა, რომ, რატომღაც, “იუვენტუსის” მოგება გამიხარდება, ვფიქრობ, “რეალი” მას უშანსოდ დატოვებს.” (იცინის, ავტ.).

გიორგი არაბიძემ “ბოკა რატონს” ორი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრებაზე მყოფი დონეცკის “შახტარი” ამერიკულ “ბოკა რატონს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა, მათ შორის იყო გიორგი არაბიძეც, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის ქართველმა შემტევმა 64-ე და 90-ე წუთებზე “ბოკა რატონის” კარში ორი გოლი გაიტანა.

გიორგი არაბიძემ რონალდინიოს წინააღმდეგ ითამაშა (ვიდეო)

17 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრებაზე მყოფმა დონეცკის “შახტარი” ბრაზილიურ “ფლუმინენსეს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში 48-ე წუთზე, დონეცკელთა შემტევმა ფერეირამ გაიტანა, წონასწორობა კი 82-ე წუთზე მაგნომ აღადგინა.

ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე უკრაინული კლუბის სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ “ფლუმინენსეს” რიგებში კატალონიის “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა, რონალდინიომ ითამაშა.

გიორგი არაბიძის ეფექტური თამაში მადრიდის “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

25 ნოემბერს, უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, დონეცკის “შახტარმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 2:6 განადგურდა.

მატჩის მიმდინარეობისას, დოცენკელთა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ პასის გაკეთება ეფექტურად სცადა.

გიორგი არაბიძემ მადრიდის “რეალთან” მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

25 ნოემბერს, უეფას ახალგაზრულ ლიგაზე, “შახტარის” 19-წლამდე გუნდმა საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 2:6 განადგურდა.

დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი არაბიძე, რომელმაც 73-ე წუთზე თანაგუნდელ ბორიაჩუკს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

გიორგი არაბიძის გოლი “ალექსანდრიას” 19-წლამდე გუნდის კარში (ვიდეო)

22 ნოემბერს, უკრაინის 19-წლამდე ჩემპიონატში, დონეცკის “შახტარმა” საკუთარ მოედანზე “ალექსანდრია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი არაბიძე. 17 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 39-ე წუთზე სტუმართა კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა. ოთხ წუთში მისი დარტყმული “ალექსანდრიას” მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე არტურ ავაგიმიანმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

გიორგი არაბიძის შესანიშნავი საგოლე გადაცემა “მალმოსთან” მატჩში (ვიდეო)

3 ნოემბერს, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, დონეცკის “შახტარის” 19-წლამდე გუნდმა საკუთარ მოედანზე “მალმო” მიიღო.

შეხვედრის მე-40 წუთზე, უკრაინული გუნდის ფეხბურთელებმა ანგარიში გაათანაბრეს, საგოლე გადაცემა კი ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ გააკეთა.

გიორგი არაბიძის გოლი თვის საუკეთესოებში მოხვდა (ვიდეო)

დონეცკის “შახტარის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოქტომბერში გუნდის ფეხბურთელების მიერ გატანილი გამორჩეული გოლები დაასახელა, რომელთა შორის გიორგი არაბიძის გოლიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე “მალმოს” კარი დალაშქრა.

საუკეთესო გოლის არჩევა ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://shakhtar.com/en/poll/?idv=412

Красивейшие голы Кобина, Степаненко и Арабидзе – претенденты на звание лучшего гола октября!Принимайте участие в голосовании: shakhtar.com/ru/poll/?idv=412Brilliant goals from Kobin, Stepanenko and Arabidze, who are contenders for the scorer of the best goal in October!Take part in the poll: shakhtar.com/en/poll/?idv=412

Posted by FC SHAKHTAR on Sunday, 1 November 2015

დარიო სრნა: “გიორგი არაბიძე მაღალი დონის ფეხბურთელია”

დონევკის “შახტარის” კაპიტანმა დარიო სრნამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის ქართველმა გუშინ უკრაინის პრემიერ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. “ზორიასთან” გამართულ მატჩში ის მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

“ტერნოპილთან” თამაშს ტრიბუნიდან ვუყურებდი. მინდოდა, ველინგტონ ნემის და ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაში მენახა, მაგალითად გიორგი არაბიძის.

არაბიძე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. საჭიროა, რომ მან გუნდურად თამაშს მოუმატოს. თუ გიორგის ინდივიდუალურ შესაძლებობებს შევაფასებთ, ის ტოპ-დონის ფეხბურთელია”, – ციტირებს ხორვატი მარჯვენა მცველის სიტყვებს footclub.com.ua.