შსს-მ რვა მსაჯი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ, 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ, 1972 წელს დაბადებული მამუკა უ, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ, ასევე, პირველი კატეგორიის არბიტრები – 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1984 წელს დაბადებული ზვიად ა, ეროვნული კატეგორიის ასისტენტი – 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და „ფიფა“-ს არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.

 

ბაქოში მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რასაც აქვე გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული – ბაქოს “ნეფჩთი”-სა და საჩხერის “ჩიხურა”-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ “ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არცერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.

“ქართული სპორტის ქომაგებმა” გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება”.

 

შსს მეხუთეა, ოლიმპი – მეშვიდე

მეოთხედფინალის მიღმა დარჩენილმა გუნდებმა V-VII ადგილები გაინაწილეს. მე-5 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “რუსთავი” შეხვდნენ და გამარჯვება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდს დარჩა.

არჩილ ჟღენტის გუნდის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. შსს მეოთხედფინალიდან “ბათუმმა” გამოაგდო, რის შემდეგაც აკადემიელებმა საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი დაკარგეს. ამის შემდეგ “შსს-აკადემიამ” პლეი აუტის ორივე თამაში იოლად მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა.

მე-5 ადგილისთვის მატჩი დაძაბული ვერ გამოდგა. არჩილ ჟღენტის გუნდმა 113:89 დაამარცხა “რუსთავი”. აკადემიელებმა გუნდურად ითამაშეს – 6 კალათბურთელი ათქულიან ზღვარს ასცდა, ხოლო რუსთაველთაგან რევაზ ჩაჩანიე გამოირჩა 34 ქულით.

მე-7 ადგილისთვის მატჩში “ოლიმპმა” კიდევ უფრო დასუსტებულ “სოხუმს” 76:64 სძლია. ვაჟა კვარაცხელიას გუნდს ლატვიელი ვეტერანები ქომაგობდნენ, რომლებიც თბილისში სოხუმელთა მოწვევით ჩამოვიდნენ და ქართველ ვეტერანებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

სოხუმელებს აკლდათ ტრავმირებული ირაკლი ჩლაიძე და რატი ბააკაშვილი. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა და გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანისა და ქორქია-საკანდელიძის მემორიალების, ასევე საქართველოს თასის ფინალებში ითამაშა, “ოლიმპთან” დამაცხდა და საბოლოოდ მე-8 ადგილი დაიკავა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

შსს აკადემია-რუსთავი  113:89

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): სეზონი დავამთავრეთ. მოგეხსენებათ, პირველი წრე ცუდად ჩავატარეთ. ამის შემდეგ ხელმძღვანელობის მხრიდან დავალება ხუთეულში შესვლა იყო და ეს პროგრამა მინუმუმი შევასრულეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სეზონი კარგად დავასრულეთ. როგორც მე, ასევე ბიჭებს უფრო მაღალი მიზნები გვქონდა. თუმცა შუა სეზონში გუნდის დალაგება საკმაოდ რთული იყო, ამას ტრავმებიც დაემატა და ვერ მოვასწარით ბოლომდე დაგველაგებინა გუნდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს და წარმატებები ვუსურვო. შეგვეძლო, უფრო მაღალი ადგილებისთვის გვეთამაშა, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება. 2 წლის წინ, როცა კეცელიდისმა ჩაიბარა გუნდი, მე-5 ადგილი დავიკავეთ, 1 წლის შემდეგ კი, როცა გუნდი თავად მან გააკეთა, ჩემპიონები გავხდით. ასე იყო წელსაც, პირველ წრეში გუნდი მენეჯერებმა შექმნეს, მწვრთნელის აზრი არ იყო გათვალიწინებული და ამიტომ არ გვქონდა შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ჩემს გუნდს.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): მე-6 ადგილის დაკავება ჩვენი მაქსიმუმი იყო. არც ერთი შეკრება არ გაგვლილია, მედიკამენტებიც კი არ გვქონია, ამას ტრავმიანობა დაემატა, ვერ დავიმატეთ ის მოთამაშეები, რომლებიც გვინდოდა, რამდენიმე ლიდერმა დატოვა გუნდი და კიდევ ბევრი რამ მოხდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე-6 ადგილი ურიგო არ არის. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მოტივაცია არ გვქონდა, რადგან ვიცოდით, რომ ,,შსს აკადემიის’’ დამარცხება არ შეგვეძლო.

 

აკაკი ლომოური(,,შსს აკადემია’’): დავეთანხმები მწვრთნელს. მე-2 წრის შემდეგ სხვა მიზნები გვქონდა, თუმცა ვერ შევძელით ამის შესრულება. მადლობა ,,შსს აკადემიის’’ მთლიან კოლექტივს, მწვრთნელებს, ბიჭებს. ასევე მადლობას ვეტყვი სუპერლიგის ხელმძღვანელობას ასეთი ორგანიზებული ჩემპიონატისთვის. დღევანდელი თამაში შედეგიანი იყო და მოგება არ გაგვჭირვებია.

სოხუმი-ოლიმპი  64:76

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას, ნამდვილად კარგი გუნდია, თუმცა სეზონის დასაწყისში პრობლემები შეექმნათ, მათიაშვილმა, საქართველოში საუკეთესო ცენტრმა, 10 თამაში გამოტოვა, თუმცა მისი დაბრუნების შემდეგ გუნდმა სიურპრიზები შემოგვთავაზა. რაც შეგვეხება ჩვენ, მთელი ძალები ქუთაისის წინააღმდეგ თამაშმა წაგვართა, მათ ახლა ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადავიღალეთ და დღეს ვეღარ მოვიკრიბეთ ძალები. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომლებმაც ასეთი რთული სეზონი გაიარეს და 3 ტურნირის ფინალში ითამაშეს. თუ ,,ქუთაისმა’’ ჩემპიონატი მოიგო, საქართველოს თასის ფინალსაც ვითამაშებთ. კიდევ ერთხელ მადლობა მთლიანად ,,სოხუმს’’.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ტრაფარეტული იქნება თუ ვიტყვი, რომ სეზონი მოგებით დავასრულეთ. რიგმა მიზეზებმა განაპირობა ჩვენი გამარჯვება, ,,სოხუმს’’ წამყვანი მოთამაშეები აკლდა. თუმცა არც ჩემს ბიჭებს დავუკარგავ შრომას, ნამდვილად კარგად ითამაშეს და პრესტიჟის ამბავი იყო, რომ ,,მაკაბის’’ გარდა კიდევ რომელიმე გუნდისთვის მოგვეგო. მინდა მადლობა გადავუხადო ,,სოხუმს’’, მთელი სეზონი კალათბურთს ემსახურებოდნენ და ამას მხოლოდ ენთუზიაზმის და თავიანთი საქმის სიყვარულის ხარჯზე აკეთებდნენ. ყველას მისცემს მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს კალათბურთი.

რიჩარდ მათიაშვილი(,,ოლიმპი’’): მეც მადლობას ვეტყვი ,,სოხუმის’’ ბიჭებს ასეთი სეზონისთვის, ძალიან რთული პერიოდი გაიარეს და მომავალი წლიდან სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ჩვენც თავიდან სხვა გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ალბათ, იღბალიც დაგვაკლდა. დღეს მოსაგებად გამოვედით და მადლობა ჩემს გუნდს და ბიჭებს კარგი თამაშისთვის.

 

დავით დეკანოიძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას და მადლობა მათ სოლიდარობისთვის. ამ თამაშს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ფაქტობრივად ბიჭებმა ჩვენი სიამოვნებისთვის ვითამაშეთ. მთელი ენერგია მეოთხედფინალურ სერიას შევალიეთ და დღეისთვის მომზადება საკმაოდ რთული იყო.

superleague.ge

ბათუმმა შსს-ს სერია 3:1 მოუგო

“ბათუმი” ნახევარფინალშია. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა აჭარულმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში 84:69 დაამარცხა “შსს-აკადემია” და საერთო ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

თბილისში აკადემიელთა ორჯერ დამარცხების შემდეგ “ბათუმი” აჭარაში იმ იმედით დაბრუნდა, რომ ორიდან ერთ შეხვედრას მაინც მოუგებდა მეტოქეს და ასეც მოხდა. ბათუმელებმა საწადელს მეორე მატჩში მიაღწიე. გუშინ შსს-ელებთან 72:78 დმარცხების შემდეგ დღეს უფრო მობილიზებულად ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. მასპინძლები მცირედით ლიდერობდნენ, შსს-ელები ბათუმელებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმდა დიდი შესვენების შემდეგ კვანძი გაიხსნა. “ბათუმის”კალათბურთელებმა შედეგიანად ითამაშეს – კემერონ მაკკევრის, ჯუნიორ ქედუგინის და ჯერემი სეფოლდის ქულებით მესამე მეოთხედი 24:13 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით – 61:45 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტი ათწუთეული კვლავ ბათუმელთა უპირატესობით განახლდა და ნიკა რამიშვილის მიერ ზედიზედ ჩაგდებული 4 ქულის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობამ 24 ქულას მიაღწია – 70:46. თამაშის დასრულებამდე 7:45 წუთი რჩებოდა და ამ დროში ამხელა ჩამორჩენის აღმოფხვრა არარეალური იყო.

საბოლოოდ “ბათუმი” მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მასპინძლებს 23 ქულით და 7 პასით ქედუგინმა ულიდერა, 16-16 ქულა დააგროვეს რამიშვილმა და მაკკევრიმ, ხოლო ჯერემი სეფოლდის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ფარქვეშ აქტიურობდა ავთანდილ ელიაშვილი, რომელმაც ბურთი 13-ჯერ მოხსნა. აკადემიელთგან 22 ქულით პერიშ ბრაუნი გამოირჩა, 13-13 ქულა კი ლევან ფაცაციამ და მილე ილიჩმა დააგროვეს. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულას 14 მოხსნაც დაამატა.

მაშ ასე, 4-დან 3 ნახევარფინალისტი ცნობილია. ფინალში გასასვლელ სერიაში, რომელიც 9 მაისს დაიწყება, “ბათუმი” “დინამოს” დაუპირისპირდება. “არმია” კი მეტოქეს “ქუთაისისა” და “სოხუმის” დაპირისპირებიდან ელის. სერიაში ანგარიში 2:2-ია და გადამწყვეტ მატჩს 6 მაისს ქუთაისი უმასპინძლებს.

 

მატჩიშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): რაც გუშინ ვერ გააკეთეს ბიჭებმა, დღეს შეძლეს.  დიდი ბრძოლა იყო და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჩვენი გუნდის იდეალური თამაში  სერიის პირველი მატჩის შემდეგ. ქართველმა კალათბურთელებმა  ჩინებულად იასპარეზეს და ყველამ კარგად გააკეთა თავისი საქმე. მადლობა ჩემს გუნდს და გულშემატკივარს, რომელმაც დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო შეგვიქმნა და თამაში გაგვილამაზა.

არჩილ ჟღენტი (შსს  აკადემიას მთავარი მწვრთნელი): გუშინდელი თამაშის შემდეგ 4 მოთამაშე გვყავდა ტრავმირებული – პერიშ ბრაუნი, რევაზ როგავა,  ლევან ფაცაცია და ილია ლონდარიძე. ჩვენი გუნდის ექიმებმა ყველაფერი  გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ.

რაც შეეხება თამაშს, მე პირადად ასლან აბაშიძის დროს „ბასკოს“ თამაშები გამახსენდა, იმდენად  ცუდი მსაჯობა იყო (ეს არ ეხება მაკა კუპატაძეს).  მივულოცავ „ბათუმს“ და წარმატებებს ვუსურვებ.

superleague.ge

შსს აკადემიამ ბათუმს ჩამორჩენა შეუმცირა

თბილისში ზედიზედ 2 მატჩის წამგებმა “შსს-აკადემიამ” ბათუმში დღეს 78:72 მოიგო და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. შედეგიანად ჩატარებული ბოლო მეოთხედის წყალობით არჩილ ჟღენტის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 2:1 გახდა ბათუმელთა სასარგებლოდ.

“შსს-აკადემიას” წაგების უფლება არ ჰქონდა – წინააღმდეგ შემთხვევაში სერიას მშრალი ანგარიშით წააგებდა და მოქმედი ჩემპიონი 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვებოდა. ბოლო მეოთხედის წინ 4 ქულით ჩამორჩენილმა აკადემიელებმა ეს არ დაუშვეს და 20:10 მოგებული პერიოდის შემდეგ ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.

გამარჯვებაში ლომის წილი მილე ილიჩმა დაიდო, რომელმაც 27 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. აკადემიელებმა ფარზე გვარიანად დაჩაგრეს მასპინძლები და მოხსნებში 52:21 აჯობეს. 15 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა რეზო როგავამ, ხოლო ლევან ფაცაციამ 13 ქულა მიითვალა. “ბათუმში 19-19 ქულა კემერონ მაკკეფრიმ და ჯუნიორ ქედუგინმა მიითვალეს.

ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე,  ბათუმი სერიის მე-4 მატჩს უმასპინძლებს.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი):  მადლობა ჩემს გუნდს და ბიჭებს ბრძოლისთვის. სერიაში ანგარიში ჯერ 1:2-ია. სხვას  ვერაფერს გეტყვით.

 

მიხეილ კობეშავიძე („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): შსს აკადემიამ 20 ბურთით მეტი მოგვიხსნა, ფარი მთლიანად წავაგეთ. სამწუხაროა, მაგრამ ძალა არ გვეყო. ხვალ კიდევ უფრო დიდი ბრძოლაა და ყველაფერს გავაკეთებთ, ვნახოთ რა იქნება.

superleague.ge

ბათუმმა შსს კვლავ დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა

მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა “ბათუმმა” თბილისში მეორე მატჩიც მოუგო “შსს-აკადემიას” და ნახევარფინალში გასვლაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა. პირველად, ქართული კალათურთის ისტორიაში, მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება და ეს “შსს-აკადემიისთვის” ნახევარფინალში გასვლის შანსია.

სხვა თემაა, ამ შანსს როგორ გმოიყენებენ შსს-ელები, დღესდღეობით კი ნახევარფინალში გასვლის უპირობო ფავორიტები ბათუმელები არიან. კობეშავიძის გუნდს სერიის მოგებამდე 1 გამარჯვება აკლია, მომდევნო მატჩები კი ბათუმშია დაგეგმილი. თუკი აჭარლებმა 3 მაისს მშობლიურ არენაზე იმარჯვეს, ნახევარფინალში გავლენ, არადა, 4 მაისს ბათუმი კიდევ 1 მატჩს უმასპინძლებს.

გამარჯვების შემოქმედნი ბათუმელთა მთლიანი გუნდია, თუმცა განსაკუთრებით გამოსარჩევია ჯუნიორ ქედუგინისა და ჯერემი სეფოლდის გარჯა, რომლებმაც ტაიმები გაიყვეს – პირველ ნახევარში ქედუგინი დომინირებდა, მეორეში კი “შსს-აკადემიას” წარმატების ყველა მცდელობა სეფოლდმა ჩაუხშო.

ბათუმელებმა თავიდანვე მწყობრი დაცვა დააყენეს და სწრაფი შეტევებით ხეირობდნენ. მასპინძელთა დაცვა კი ვერ იყო ეფექტური, რითაც ბათუმელი ლეგიონერები სარგებლობდნენ დ ქულას ქულაზე იხვეჭდნენ. გამოსარჩევია ქედუგინის შედეგიანობა, რომელმაც პირველ ტაიმში 18 ქულა ჩააგდო. სტუმართა უპირატესობაც შესაბამისად იზრდებოდა და პირველი მეოთხედის ბოლოს 6, ხოლო დიდი შესვენებისთვის 13 ქულა შეადგინა.

მესამე პერიოდში აკადემიელებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენაც მინიმუმამდე შეამცირეს. პერიშ ბრაუნმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო და როცა მისი სროლის შემდეგ ანგარიში 53:54 გახდა, ბათუმელებისთვის ყველაფერი თავიდან დაიწყო. ლიდერობა ჯერემი სეფოლდმა იტვირთა, რომელმაც დარჩენილ დროში 4 სამქულიანი და ამაზე მეტი ორიანი ჩაადო.

ბოლო პერიოდი ბათუმელთა 5-ქულიანი ლიდერობით დაიწყო, მაგრამ თამაში ისე ჩამთავრდა, რომ სიტუაცია არ დაძაბულა. სეფოლდის, ქედუგინის ქულებმა და მისი თანაგუნდელების საიმედო დაცვამ აჭარულ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა – 89:82.

ბათუმელთაგან 27-27 ქულით საუკეთესონი სეფოლდი და ქედუგინი იყვნენ. ამ უკანასკნელმა 7 მოხსნა და 8 პასიც მიითვალა. 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ჯეიმი ჯექსონმა, ნიკა რამიშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. აკადემიელებში 21 ქულით პერიშ ბრაუნი გამოირჩა, ხოლო მილე ილიჩმა შეხვედრა 15 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.

მომდევნო მატჩი 3 მაისს, ბათუმში გაიმართება და მასპინძლეთა გამარჯვების შემთხვევაში სერია დასრულდება. “შსს-აკადემია” რომ ნახევარფინალში გავიდეს, ზედიზედ 3 მატჩი უნდა მოიგოს.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „ბათუმს“ ღირსეულ გამარჯვებას, ორივე შეხვედრაში საკუთარ კედლებში დავმარცხდით.  მიზეზს თამაშის გაანალიზების შემდეგ გავარკვევთ. სერია სამ მოგებამდე გრძელდება და თუ პირველი წრის შემდეგ გუნდმა მოახერხა და უკეთესად ითამაშა, იმედი მაქვს ახლაც შევძლებთ თამაშის გაუმჯობესებას და ბათუმში წავალთ საბრძოლველად. მე მჯერა ჩემი გუნდის და ვნახოთ რა იქნება.

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): ყველაფერი  თავიდან იწყება, ჯერ არაფერი დამთავრებულა  და კიდევ ვიმეორებ რომ მე ვიწყებ დღეიდან. ჩემთვის სერიაში 0:0-ია და ბათუმში მივდივარ სათამაშოდ, საკუთარ მოედანზე, ჩვენს მაყურებელთან. ეს გამარჯვება დავიწყებულია ჩვენი გუნდისთვის და სერიაში დაწინაურდება ჩვენთვის არ არსებობს.

პერიშ ბრაუნი (შსს აკადემია): ვულოცავ ბათუმს. თავისი საქმე გააკეთა. არაჩვეულებრივი გუნდია. ბიჭებმა იბრძოლეს და მოიგეს.

 

ნიკა რამიშვილი (ბათუმი): რისთვისაც ჩამოვედით თბილისში,  ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ. 2-დან 2-ვე მატჩი მოვიგეთ.  ბათუმში ორი  შეხვედრიდან  ერთიც რომ მოვიგოთ მიზანი მიღწეული იქნება და ნახევარფინალში გადავალთ. დავეთანხემი მწვრთნელს, რომ სერია ჩვენთვის ახლა იწყება. წინ ძალიან დაძაბული თამაშები გველოდება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

superleague.ge

ტექნიკური წაგება “ბათუმს”

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის პირველი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “ბათუმი” და “შსს-აკადემია” ხვდებოდნენ, მაყურებელთა არაკორექტული საქციელის გამო ჩაიშალა. ბათუმში გამართულ მატჩზე მისულმა გულშემატკივრებმა პიტარდები აანთეს, რის შედეგადაც დარბაზი კვამლით გაივსო და მატჩის გამართვა შეუძლებელი გახდა.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩის მთავარი მსაჯის, მაკა კუპატაძისა და კომისრის, მერაბ რატიშვილის ანგარიშს, რომელიც მათ შეხვედრის ოფიციალურ ოქმში ჩაწერეს:

“მატჩის მე-3 პერიოდის დამთავრებამდე 5:37 წუთით ადრე ტრიბუნაზე გულშემატკივართა ჯგუფის მიერ გაშვებულ იქნა მბოლავი ჩირაღდნები, რის გამოც სათამაშო დარბაზის მთელ ტერიტორიაზე ჩამოწვა ბოლი და შეუძლებელი გახდა თამაშის გაგრძელება.

თამაში შეწყდა 18 საათსა და 03 წუთზე. ერთი საათის შემდეგ, 19 საათსა და 03 წუთზე, დარბაზში ჩამოწოლილი ბოლის გამო თამაშის გაგრძელება კვლავ შეუძლებელი იყო.

თამაში შეწყდა ანგარიშზე 52:41 შსს-ს სასარგებლოდ”.

მთავარი მსაჯი: მაკა კუპატაძე

კომისარი: მერაბ რატიშვილი

აღნიშნული ოქმისა და სუპერლიგის დებულების საფუძველზე სუპერლიგის ხელმძღვანელობამ იმსჯელა ს/კ ბათუმთან ერთად და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ვინაიდან  ბათუმის გუნდი ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს შსს აკადემიის ხელმეორედ მასპინძლობას და შეხვედრის  გაგრძელებას იმ მომენტიდან, რა დროსაც თამაში შეწყდა,  ბათუმის გუნდს  ჩაეთვალოს ტექნიკური წაგება და ჩამოერთვას წაგებისთვის განკუთვნილი ქულები.

ბათუმის დარბაზში მომხდარ გულშემატკივართა არაკორექტულ საქციელზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი და სუპერლიგის ხელმძღვანელობა იმსჯელებენ და შესაბამის სანქციას გამოიტანენ.

superleague.ge

ცენტრალურმა შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა

თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეორე წრის მეცხრე ტურის ცენტრალური შეხვედრა ნამდვიი სანახაბად იქცა. “სოხუმისა” და “შსს-აკადემიას” დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველივე წუთებიდან მცირე უპირატესობა “აკადემიამ” ბრაუნის, ილიჩის და ბოქოლიშვილის ძალისხმევით მოიპოვა. თუმცა, სოხუმელები მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც ჩლაიძის კარგმა თამაშმა განაპირობა. მეოთხედის ბოლოს ნომინალურმა სტუმრებმა მცირე უპირატესობა დაცვის კარგი თამაშის წყალობით მაინც მოიპოვეს. ფარზე მილე ილიჩი უკონკურენტო იყო. პერიოდი “აკადემიის” 9 ქულიანი ჰანდიკაპით დასრულდა – 20:29.

მეორე მეოთხედში “შსს”-მ უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. მაგრამ, “სოხუმი” არ დანებმდა და საიმონსის გააქტიურების ხარჯზე, რომელიც საკმაოდ შედეგიანიც იყო და მაყურებლეს სიამოვნებას ეფექტური თამაშითაც ანიჭებდა, სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. დიდ შესვენებაზე ანგარიში 43-47 იყო “აკადემიალთა” სასარგებლოდ.

მესამე პერიოდში სოხუმელებმა აღებული ტემპი შეინარჩუნეს და წინაც კი გავიდნენ. ილიჩმა და ლონდარიძემ საკმაოდ ადრე მიიღეს ოთხი პერსონალური შენიშვნა, რის გამოც ჟღენტმა მეფარეები ბოლო წუთბისთვის შეინახა. ამით შესანიშნავად ისარგებლეს საიმონსმა და ბექაურმა.

“შსს” კი ქულების მოგროვებას ბრაუნის ჩინებული თამაშით ახერხებდა. ტანმორჩილმა ამერიკელმა პერიოდის ბოლო წუთზე შესანიშნავი სამიანი მოათავსა კალათში და თავისი გუნდი 5 ქულით დააწინაურა, თუმცა ჩლაიძემ ბოლო წამზე შესძლო შორეული ტყორცნის ზუსტად განხორციელება და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა 65-67.

მეოთხე პერიოდი ანალოგიური სცენარით წარიმართა. მაგრამ, პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბრაუნის და ჩიკვილაძის ძალისხმევით “აკადემიამ” მცირე უპირატესობა მოიპოვა. მოვლენათა ასეთ განვითარებას კატეგორიულად არ დაეთანხმა ბექაური, რომელმაც შესანიშნავი სამქულიანებით შესძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა.

პირვლე ოვერტაიმში კვარაცხელიას გუნდი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს და ლიდეროდა კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტში “აკადემიელებმა” მობილიზება მოახერხეს და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს – 102:109.

სტატისტიკა

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და  მადლობას ვეტყვი მოწინააღმდეგეს. ყოველთვის ვამბობ, რომ იგებენ მოთამაშეები და არა მწვრთნელი. პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ,,სოხუმმა’’ იბრძოლა, გაგვითანაბრა და თანაბარი თამაში დაიწყო, ეს ჩემი ბრალი იყო. ველოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა და შანსებიც ერთნაირი გვქონდა. ამ ბოლო ორ შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს გავიმარჯვეთ და მოვემზადებით ,,ბათუმის’’ წინააღმდეგ სათამაშოდ.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი და პერსპექტიული მწვრთნელი ჰყავთ, ეს გუნდი პროგრესირებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. საინტერესო და დაძაბული თამაში შედგა და მაყურებელმაც ისიამოვნა. ჩემმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მადლობას ვეტყვი მათ. რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები არ არის თავის გასამართლებელი მიზეზი და თამაშს მაინც მწვრთნელი აგებს. გავაანალიზებ ჩემს შეცდომებს და პლეი ოფებისთვის უკეთესად მოვემზადებით.

პერიშ ბრაუნი(,,შსს აკადემია’’): საინტერესო და კარგი შეხვედრა გამოვიდა და ვისიამოვნეთ თამაშით. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ,,სოხუმი’’ ძალიან კარგი გუნდია, არასდროს ნებდება. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა.

გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ მოგებას. თავიდან 15 ქულას ვაგებდით, მაგრამ შევძელით სხვაობის გაბათილება. 2ოვერტაიმი იმის ნიშანია, რომ ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა დღეს ჩვენ ნაკლებად გაგვიმართლა. მინდა ჩემს გუნდს ვუთხრა მადლობა, ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ,,სოხუმი’’ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.

D-_Documents-and-Settings_77777_Desktop_IMG_8863

IMG_8888

IMG_8898IMG_8929

IMG_8932

IMG_8933

IMG_8934

IMG_8935

IMG_8941

IMG_8953

IMG_8985

IMG_9007

IMG_9026

IMG_9033

 

IMG_9081

 

IMG_8934

IMG_9104

IMG_9124

 

IMG_9183

IMG_9180

IMG_9179

IMG_9178

 

IMG_9187

 

IMG_9188

IMG_9156

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

,,შსს აკადემიამ” რუსთავთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა

სუპერლიგის მეორე წრის მე-7 ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს “შსს აკადემია” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს განსხვავებული ამბიციები აქვთ და არც იყო გასავირი, რომ აკადემიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

რუსთაველები ცხრილში მხოლოდ “მაკაბს” და “ოლიმპს” უსწრებენ, “შსს-აკადემია” კი ბოლო პერიოდში ისე მომძლავრდა, რომ საჩემპიონო ამბიცია გაუჩნდა. აკადემიელებმა წინა ტურში “დინამო” დაამარცხეს და თუკი დარჩენილ მატჩებშიც წარმატებას მიაღწევენ, რეგულარულ ჩემპიონატს მე-3 ადგილზე დაასრულებენ.

აქედან გამომდინარე, “შსს-აკადემიის” გეგმებში “რუსთავთან” გარდაუვალი მოგება იყო ჩანიშნული და ასეც მოხდა. რუსთაველებმა ძლიერ მეტოქეს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ კი ჩამორჩნენ და წასაგებად გაიწირნენ.

მესამე პერიოდი აკადემიელებმა 30:17 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 26 ქულით გალიდერდნენ. ბოლო მეოთხედში მოედანზე სათადარიგოები გამოჩდნენ და თამაში ორმხრივ, ლაღ თამაშში ჩამთავრდა. საბოლოოდ, აკადემიელებმა 104:78 მოიგეს და ცხრილში პოზიცია გაიმყარეს.

აკადემიელებს 20 ქულით და 9 მოხსნით მილე ილიჩმა ულიდერა, 16 ქულა დააგროვა პერიშ ბრაუნმა, ხოლო ილია ლონდარიძემ 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. რუსთაველთაგან 16 ქულითა და 11 მოხსნით გიორგი ყველაშვილი გამოირჩა, 16 ქულა მოაგროვა მალხაზ აბაიშვილმაც, 15 ქულა და 9 პასი ჰქონდა დავით არწივიძეს.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მწვრთნელი): ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რუსთავი შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა, თან ფავორიტებად ვიყავით მიჩნეულები და უპრობლემოდ გავიმარჯვეთ. ვემზადებით 2 გადამწყვეტი თამაშისთვის ,,სოხუმთან’’ და ,,ბათუმთან’’, ეს შეხვედრები გამოვლენს, რომელ ადგილს დავიკავებთ და ვის შევხვდებით პლეი ოფში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმთან მატჩი, ძალიან გვჭირდება მათთან გამარჯვება და მეოთხედფინალებისთვის მოედნის უპირატესობის მოპოვება. ვემზადებით ამ შეხვედისთვის.

რამაზ გოგობერიშვილი(,,რუსთავის’’ მწვრთნელი): გუნდში ტრავმებმა იჩინა თავი და ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ,,შსს აკადემიაა’’, ვერაფერს გავხდით. შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს.

 

ბექა ჩიკვილაძე(,,შსს აკადემია’’): მთელი კვირა ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, სასურველ შედეგს მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ. მადლობა რუსთავის გუნდს ლამაზი სანახაობისთვის, ახალგაზრდა ბიჭებმა ითამაშეს და ეს მათი გამოცდილებისთვის ძალიან კარგია. ვეცდებით ის ხარვეზები, რაც გვაქვს, გამოვასწოროთ და პლეიოფებს მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ.

სუპერლიგის ცენტრალურმა შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა

სუპერლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები “დინამო” და “შსს აკადემია” დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. აკადემიელები საკმაოდ კარგი ფორმაში არიან. ჟღენტის გუნდმა წინა ტურში “ქუთაისს” სძლია დღეს კი, კიდევ ერთი ფავორიტი, “დინამო” დაამარცხა.

შეხვედრა დინამოელებმა უკეთ დაიწყეს და თავიდან მცირე უპირატესობაც მოიპოვეს, რომელიც ტაიმის ბოლოს 8-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. გამოირჩეოდა “დინამოს” ჩერნოგორიელი ცენტრი სტევან მილოშევიჩი. თუმსა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა “აკადემიის” მეფარე მილე ილიჩი.

მესამე მეოთხედში ჟღენტის კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და დაწინაურებაც კი მოახერხეს. პერიოდის დასკვნითი ნაწილი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, რის შედეგადაც დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 50-50 იყო დაფიქსირებული.

ბოლო პერიოდში “შსს” უკეთ გამოიყურებოდა, რაც პირველ რიგში დაცვაში კარგი თამაშით იყო გამოწვეული. საბოლოოდ, დამსახურებული გამარჯვება 67-63.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): მადლობა ჩემს მოთამაშეებს ასეთი თავდადებული ბრძოლისთვის. ასევე გულწრფელი  მადლობა ინდა გადავუხადო  ასისტეტებს გიორგი ნიკოლაძეს და  და დავით არეშიძეს,  რომლებმაც ფიზიკურად ბრწყინვალედ  მოამზადეს  გუნდი და დღევანდელ მატჩში  გიორგის რჩევები ძალიან  გამომადგა. დავრწმუნდი, რომ ჩვენ ნამდვილად ერთი გუნდი ვართ და კლუბში ერთსულოვნებაა. გავიმეორებ და ვიტყვი რომ „დინამო“ ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად მიამჩნია და ვფიქრობ პლეი ოფში სულ სხვა გუნდი იქნება. გავიმარჯვეთ და კმაყოფილი ვარ მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები  გამოსაწორებელი გვაქვს და პლეი ოფს მაქსიმალურად მზად უნდა შეხვდეთ.

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი):   შსს აკადემია ძალიან კარგი გუნდია და დიდ წარმატებას ვუსურვებ.  ფაქტია, ჩვენს გუნდს ჩავარდნა აქვს და სოხუთან მარცხის შემდეგ სულ უკან მივდივართ. გვაქვს მხოლოდ სათამაშო პრობლემა, სხვა კზეზი არ არსებობს. ვეცდებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.  გულხელდაკრეფილნი არ ვიქნებით და ამ სიტუაციას სათანადოდ  გავაანალიზებთ. ყველაფერი წინაა და მთავარია ბიჭებმა ირწმუნონ ამის. სხვა გზა არ არის, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.

რევაზ როგავა (შსს აკადემია): მადლობა „დინამოს“ ასეთი კარგი თამაშისთვის. სასიამოვნოა რომ პლეი ოფის მოახლოებასთან ერთად ვაუმჯობესებთ ჩვენს თამაშს  და პროგრესს განვიცდით. ეს  პროფესიონალური მუშაობის შედეგია. ყველა პირობა  გვაქვს შექმნილი და დიდი მადლობა ამისთვის მწვრთნელებს. „დინამო“ ყველაზე გამოცდილი მოთამაშებითაა დაკომპლექტებული და ნამდვილად სასიამოვნოა ასეთ დაძაბულ მატჩში გამარჯვება.

გიორგი გამყრელიძე (დინამო):  კარგად ითამაშეს შსს აკადემიის ბიჭებმა და მოიგეს კიდეც. რაც შეგვეხება ჩვენ,   აშკარა ჩავარდნა გვაქვს. ვფიქრობ, არ  გვეკადრება ამდენი წაგება.  ამასთან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს აქტიურად გვიჭერენ  და მხურალედ გვქომაგობენ. საწყენია,  რომ დღევანდელ მატჩში მათი იმედები ვერ გავამართლეთ და დავმარცხდით.

 

 

შსს-აკადემიამ ქუთაისში გამარჯვება იზეიმა

შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდი პროგრესს განაგრძობს. არჩილ ჟღენტის გუნდმა ქუთაისში გამარჯვებით სერიოზული განაცხადი გააკეთა. ქალაქში, სადაც სუპერლიგის პირველ წრეში ლიდერი “დინამო” დამარცხდა, აკადემიელებმა დღეს გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტური ქუთაისში საინტერესო მატჩით დაიწყო. იმერულმა კლუბმა, რომელსაც “შსს-აკადემიასთან” შეხვედრამდე მხოლოდ 3 დამარცხება ჰქონდა, “შსს-აკადემიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 78:81 დამარცხდა.

განსაკუთრებით გამოსარჩევია აკადემიელთა გამარჯვება, რადგან მათ შეხვედრის ბოლო მეოთხედში სოლიდური უპირატესობა გაფლანდეს და ჩამორჩნენ კიდეც, მაგრამ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ წუთებში უდიდესი ბრძოლისუნარიანობა და შეუპოვრობა გამოავლინა, რისი წყალობითაც გაიმარჯვა კიდეც.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ლევან ფაცაციას დამატებით “შსს-აკადემია” მნიშვნელოვნად გაძლიერდა, თუმცა დღევანდელ მატჩში მას არ უთამაშია, განაცხადში კი იმყოფებოდა. თითქმის მთლიანად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც აკადემიელთა სასარგებლოდ – 45:44 დასრულდა, თბილისელებმა მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება.

მილე ილიჩის, ბექა ჩიკვილაძის, პერიშ ბრაუნისა და ილია ლონდარიძის შედეგიანობით “შსს-აკადემიამ” მესამე მეოთხედი 23:14 მოგო და ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით დაწინაურდა – 68:58. მასპინძლები წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ, თუმცა უკანასკნელი პერიოდი შედეგიანი თამაშით გახსნეს და ზუსტად 5 წუთში დაწინაურება მოახერხეს. ზაურ ფაშაევის, გიორგი ბარბაქაძისა და აკაკი დვალიშვილის ქულებით თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე “ქუთაისი” 71:70 გალიდერდა.

შსს-აკადემიელებმა მობილიზება შეძლეს და დარჩენილ დროში ხელახლა მოუწიათ ყველაფრის ნულიდან დაწყება. თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, ანგარიში არაერთხელ გათანაბრდა და ლიდერიც შეიცვალა. ლონდარიძემ უმნიშვნელოვანესი 4 ქულა მიითვალა, ხოლო საფინალო სირენამდე 1,15 წუთით ადრე მერაბ ბოქოლიშვილის ბურთმა სტუმრები 80:78 დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე ზაურ ფაშაევს გათანაბრების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ორივე საჯარიმო ააცილა.

ქუთაისელებს მაინც მიეცათ თამაშის გადარჩენის შანსი, როცა აკადემიელებმა ბურთი დაკარგეს, თუმცა გოგა ცეკვავას სამქულიანი თბილისელთა კალათში არ ჩაეშვა და მატჩის ბედიც გაირკვა. საბოლოო ანგარიში აკადემიელთა ამერიკელმა ლეგიონერმა – პერიშ ბრაუნმა საჯარიმოდან დააფიქსირა – 81:78.

“შსს-აკადემიაში” საუკეთესო შედეგი ბექა ჩიკვილაძეს ჰქონდა, რომელმაც 21 ქულითა და 7 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა მილე ილიჩს, ხოლო პერიშის ანგარიშზეც 15 ქულა დაგროვდა. ილია ლონდარიძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. მასპინძელთაგან 23 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით ზაურ ფაშაევი გამოირჩა, 16 ქულა და 9 პასი ცეკვავამ მიითვალა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა შეხვედრა 15 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი(შსს აკადემიას მთავარი მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა საბედნიეროდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ  თამაში და სწორედ დაცვის ხარჯზე გავიმარჯვეთ. მადლობა მთლიანად ჩემს გუნდს და ასისტენტებს – გიორგი ნიკოლაძეს და დავით არეშიძეს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და კვლავ ერთად განვაგრძობთ გუნდის პროგრესირებას.

 

მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): დღეს ქუთაისი ქუთაისი არ იყო. სამწუხაროდ ჩვენი გუნდი ვერ გამოვიდა საქართველოს თასის ფინალური საგზურის მოპოვების ეიფორიიდან. დღევანდელ მატჩზე ბიჭებს არანაირი ფსიქოლოგიური მზადყოფნა და მობილიზება არ გამოუვლენიათ. მხოლოდ ბოლო 10 წუთში  გამოვფხიზლდით, თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის მაყურებელი ყველანაირად გვერდში დაგვიდგა, აქტიურად ვქომაგობდა და  ამ ყველაფერმა ბიჭებზეც იმოქმედა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქე 10 ქულით გვისწრებდა და ჩვენი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. ქუთაისმა დღეს ყველა კომპონენტში წააგო. შსს აკადემიამ კი  მთელი თამაში სტაბილურად იასპარეზა და ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა. მივულოცავ აკადემიას ამ წარმატებას და ვიტყვი რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მიმდინარე სუპერლიგაში.

superleague.ge

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “არმიამ” იმარჯვა

დღეს, სპორტის სასახლეში სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “არმია” დაუპირისპირდნენ. ძალოვნების შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გულშემატკივართა ინტერესიც გამოიწვია. დღევანდელ შეხვედრას ჩვეულებრივზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

შეხვედრის პირველი მეოთხედი საკმაოდ დაძაბულად და ხისტ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა. გუნდები ერთმანეთს არაფერს არ უთმობდნენ. თუმცა, ბერიშვილის სამი ზუსტი სროლის შემდეგ, რომლიდანაც ორი 3-ქულიანი იყო, “არმიელები” წინ გაიჭრნენ, მაგრამ ეს უპირატესობა ჩიკვილაძემ ზედიზედ 4 ზუსტი საჯარიმოთი შეამცირა შემდეგ კი, ლომოურის კარგი თამაშის წყალობით “შსს” წინ გავიდა და მეოთხედი 1 ქულით მოიგო – 20-19.

მეორე პერიოდის ანალოგიური სცენარით წარიმართა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ “აკადემიამ” გადამწყვეტ მომენტში “არმიას” შეჩერება ვეღარ შესძლო და ტუღუშის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. დიდი შესვენების წინ ქულათა სხვაობა 12-ს აღწევდა.

მესამე მეოთხედში “არმიამ” მოპოვებული უპირატესობა გაზარდა. ისეთი შთაბეჭდილებმა შეიქმნა, რომ ჟღენტის შეგირდები წაგებას უკვე შეგუებულები იყვნენ. თუმცა, “აკადემიამ” ბოლოს მაინც გაიბრძოლა და 22-ქულიანი სხვაობა 12-მდე დაიყვანამ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბერიშვილმა, რომელმაც ამ მატჩი 32 ქულა მოაგროვა და რეკორდის განმეორებამდე სულ რაღაც 2 ქულა დააკლდა, საკუთარი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა – 74-92.

ბოლოს ერთი უსიამოვნო ეპიზოდიც მოხდა. “აკადემიელთა” ლეგიონერი ბრაუნი და “არმიელი” წივწივაძე ერთმანეთს შეეკამათნენ, რაც ლამის გუნდურ ჩხუბში არ გაიზარდა, თუმცა მოთამაშეები მალევე დაწყნარდნენ და შეხვედრაც მშვიდ ვითარებაში დასრულდა.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

კოტე ტუღუში (,,არმიის” მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ შეხვედრისთვის საკმაოდ კარგად მოვემზადეთ.  სტატისტიკის მიხედვით მიხეილ ბერიშვილმა გამოიჩინა თავი, თუმცა ეს ყველაფერიც ისევ და ისევ გუნდური თამაშის წყალობით მივიღეთ. მსურს ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თამაშის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქმედებები და აუცილებლად დაისჯება ჩემს გუნდში ვინც დამნაშავე  იყო. ვფიქრობ არ ეკადრება არც არმიის და არც სუპერლიგის სხვა გუნდების მოთამაშეებს ასეთი საქციელი.

არჩილ ჟღენტი (,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):  მივულოცავ არმიას ღირსეულ გამარჯვებას. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს და ჩანს, რომ ,,არმიამ” კარგად ითამაშა. თავიდანვე  აღვნიშნე, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს ლეგიონერები, თუმცა შეთამაშება ნამდვილად გვჭირდება.  ჩვენმა მოწინააღმდეგემ დღეს ღირსეულად გაიმარჯვა.

მიხეილ ბერიშვილი (არმია): მივულოცავ ბიჭებს და გულშემატკივარს მოგებას , შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა.

 

ბექა  ჩიკვილაძე (შსს აკადემია):ნამდვილად არ ველოდი ამხელა სხვაობას. დიდხანს ვემზადებოდით, მაგრამ ბიჭებმა ვერ გამოვიჩინეთ თავი. მწვრთნელთა შტაბმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მწვრთნელი ვერ შემოვა მოედანზე და ჩვენ მაგივრად  ვერ ითამაშებს. ბიჭები გავანაალიზებთ ამ ყველაფერს და კვლავ დიდი ჟინით ვიბრძოლებთ.