იტალიური პრესის, კერძოდ Corriere dello Sport-ის, მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ნაპოლის” მომავალი სეზონიდან კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.
როგორც იცით, 58 წლის იტალიელ სპეციალისტს მაურისიო სარის შეცვლა დაევალება, რომლის მიმართაც ინტერესს “ჩელსისა” და “ზენიტის” მესვეურები იჩენენ.
საიდუმლო არავისთვის არაა, რომ “ნაპოლის” ჩაბარების შემთხვევაში კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, მას ერთ ნათელ მიზანს დაუსახავს – სერია ა-ს მოგება.
კარლო ანჩელოტის ბოლო კლუბი მიუნხენის “ბაიერნი” იყო, საიდანაც ზამთარში დაითხოვეს. “პაპა კარლოს” “არსენალშიც” შესთავაზეს სამუშაო, მაგრამ ლონდონში გადაბარგება იუარა.