ფეარ პლეი ესპანეთის რანგით დაბალ დივიზიონში (ვიდეო)

საქმე ეხება “რაიო ვალეკანო ბ”-სა და “სან ბრუნოს” შორის გამართულ შეხვედრას. აღნიშნულ მატჩში მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ ეს ყოველივე მაშინ მოახერხეს, როცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი საჯარიმოში ტრავმირებული იწვა და ამიტომაც თამაშგარე არ დაფისირდა.

მასპინძელთა გადაწყვეტილება მართლაც მისაბაძი აღმოჩნდა, როდესაც მათ ფეარ პლეის წესები დაიცვეს და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს. საბოლოოდ შეხვედრა “რაიო ვალეკანო ბ”-ს გამარჯვებით დასრულდა (4-1).

ამ მომენტის ამსახველი ვიდეო კადრები კლუბმა სოციალურ ქსელ Twitter-ში განათავსა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქციელი მოუწონა.

“ხიმნასტიკმა” “რაიო ვალეკანოს” სძლია – კაკაბაძემ 120 წუთი შეუცვლელად ითამაშა!

დღეს ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “რაიო ვალეკანო” საკუთარ მოედანზე ტარაგონას “ხიმნასტიკს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელში ქართველი მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე გამოდის, რომელმაც გასულ სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ნაკრების რიგებში ორივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა (ირლანდია – 6 ოქტ.; უელსი – 9 ოქტ.).

ეს დაპირისპირება კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი სტუმრებმა 24-ე წუთზე გაიტანეს; თავის გამოჩენა ელვირ მალოკუმ შეძლო. ამ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე მანუჩომ გაათანაბრა. ამის შემდეგ დარჩენილ ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

დაინიშნა დამატებითი ტაიმები, სადაც გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლეს. 120 წუთი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში “ხიმნასტიკმა,” ანგარიშით, 5:4 იმარჯვა. თავისი პენალტი ზუსტად შეასრულა ჩვენმა თანამემამულემ, რომლის გუნდიც 1/16 ფინალში გავიდა!

„რეალმა“ „რაიო ვალეკანო“ ანგარიშით 10:2 გაანადგურა

ესპანეთს ჩემპიონატის მე-16 ტურში „რეალმა“ „რაიო ვალეკანო“ მიიღო და ანგარიშით 10:2 გაანადგურა.

დანილოს დარტყმის შემდეგ „ბლანკოსმა“ სწრაფი გოლის გატანა შეძლო. ცოტა ხანში სტუმრებმა ანტონიო ამაიას გოლით ანგარიში გაათანაბრეს, ორ წუთში კი ხოსაბედის გოლით დაწინარდნენ – 1:2. რამდენიმე წუთში ტიტოს გაძევების შემდეგ „რაიო“ მოედანზე ათი კაცით დარჩა. რიცხობრივი უპირატესობა ბენიტესის გუნდმა პირველი ტაიმის შუაში გამოიყენა – ანგარიში გარეთ ბეილმა გაათანაბრა. რამდენიმე წუთში რაულ ბაენამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 9 ფეხბურეთელით დარჩნენ, რის შემდეგაც „რეალი“ გოლს გოლზე იტანდა. 30-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა. მეორე ტაიმში მაყურებლებმა ბეილის პოკერი, ბენზემას ჰეთთრიკი და რონალდუს დუბლი იხილეს.

„რეალი“ – „რაიო ვალეკანო“ 10:2
გოლები: დანილო 3′, ბეილი 25′, 41′, 61′, 70′, რონალდუ 30′ (პენ), 53′, ბენზემა 48′ 79′, 90′ – ამაია 10′, ხოსაბედი 12′
გაფრთხილებები: დანილო 72′ – ტრაოსორასი 15′, ბაენა 19′, ნაჩო 27
გაძევება: ტიტო 14′, ბაეცა 28′

ალენ ჰალილოვიჩი “რაიო ვალეკანოს” ფეხბურთელების წინააღმდეგ (ვიდეო)

23 სექტემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რაიო ვალეკანოსა” და ხიხონის “სპორტინგს” შორის გამართულ მატჩში (2:1), ერთ-ერთ ეპიზოდში ალენ ჰალილოვიჩმა რამდენიმე მეტოქე მოატყუა.

“ბარსელონამ” პრიმერადივიზიონს ზევიდან გადმოხედა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურის მატჩი “კამპ ნოუზე”, სადაც ლუის ენრიკეს შეგირდებმა მადრიდული “რაიო ვალეკანო” გაანადგურეს.

“ბარსელონა” 6:1 “რაიო ვალეკანო”

გოლი: სუარესი ‘6; ’90+1, პიკე ’49, მესი ’56(პენალტი); ’63; ’68 – ბუენო ’81(პენალტი)

“ვალენსიას” ფეხბურთელის ფინტები “რაიო ვალეკონასთან” მატჩში (ვიდეო)

16 დეკემბერს, ესპანეთის თასზე, “ვალენსიასა “და “რაიო ვალეკანოს” შორის გამართულ მატჩში, “ვალენსიას” ფეხბურთელმა ჟოაო კანსელომ რამდენიმე მეტოქე მოატყუა.

„სევილიამ“ მადრიდში მოიგო (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში „რაიო ვალეკანომ“ „სევილია“ მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხადა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-7 წუთზე ბაკამ გაიტანა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, პორივე გუნდს გოლების გასატანად საკმარისი მომენტები ჰქონდა, თუმცა მათი გამოყენება მათ ვეღარ შეძლეს. მატჩის ბოლოს სტუმრები უმცირესობაშ დარჩნენ – 87-ე წუთზე დანიელ კარისუმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ამ გამარჯვებით „სევილიამ“ 29 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დარჩა, ხოლო „რაიო“ 17 წულით მეათეა.

„რაიო ვალეკანო“ – „სევილია“ 0:1
გოლი: ბაკა 7′

„რაიო“: ალვარესი, კინი, ამაია, ბა (ხოზაბედი 61′), ინსუა, ბაენა (მანუჩო 60′), ტრასორასი, აკინო (ალექს მორენო 81′), ბუენო, კაკუტა, ლეო ბაპტისტაო

„სევილია“: ბეტუ, კოკე, პარეხა, კარისუ, ფიგუეირაში, კრიხოვიაკი (არიბასი 72′), მბია, რეიესი (ვიდალი 62′), ბანეგა, ვიტოლო, ბაკა (გამეირო 82′)

გაფრთხილებები: ბა, ბაენა, ტრასორასი – ვიტოლო, კრიხოვიაკი, პარეხა, ბაკა, ბეტუ
გაძევება: კარისუ 87′

რაიომ ფატაუ დაკარგა

“რაიო ვალეკანოს” ნახევარმცველმა, მოჰამედ ფატაუმ, ტრავმა მიიღო. “გრანადას” საკუთრებაში მყოფი და მადრიდულ კლუბში იჯარით მოთამაშე განელი ფეხბურთელი მოედანზე 6 კვირა ვერ გავა.

21 წლის ნახევარმცველმა დაზიანება პრმიერას გასულ ტურში, “ალმერიას” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ფატაუმ ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილებოა. კლუბის თავკაცმა, პაკო ხემესმა კი განაცხადა, რომ აფრიკელის გამოყენებას მომდევნო მატჩებში აქტიურად აპირებდა და მისი ტრავმის გამო გულდაწყვეტილია.

“რაიო ვალეკანოს” ფეხბურთელმა შუა თამაშისას მეტოქეს თავი ჩაარტყა

6 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რაიო ვალეკანომ” საკუთარ მოედანზე “სელტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშულ შეხვედრაში, “რაიო ვალეკანოს” ფეხბურთელმა რაზვან რატმა მეტოქეს შუა თამაშისას თავი ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

რონალდუ „რაიო ვალეკანოსთან“ სათამაშოდ მზად არის

მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემების მიუხედავად, „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

„ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ პორტუგალიელი თამაშის დროს დისკომფორტს გრძნობს, თუმცა ეს პრობლემა მას მოედანზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის.

გარდა ამისა, ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს შეხვედრაში „რეალის“ კარს კვლავ დიეგო ლოპესი დაიცავს, ხოლო იკერ კასილიასი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ითამაშებს.

ალექანდრე მატევოსოვი

„ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვება, მესის რეკორდი

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში „ბარსელონამ“ „რაიო ვალეკანო“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:0 გაანადგურა. ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა, კინკილა გოლები ადრიანო კორეას, ალექსის სანჩესის, პედრო როდრიგესისა და ნეიმარის ანგარიშზეა. სხვათა შორის, მესიმ რეკორდი დაამაყარა. მან საკლუბო კარიერაში 337-ე გოლი გაიტანა. ერთ გუნდში მიღწეული ასეთი წარმატება
ესპანეთში აქამდე არავის არ ჰქონდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა პრიმერადივიზიონის 263 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 228 გოლი გაიტანა. საშუალოდ, მესი მატჩში 0,87 გოლს იტანს.

„ბარსელონამ“ 60 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამდენივე ქულა აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“. მესამეადგილოსან „რეალს“ 57 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIV ტური
„ბარსელონა“ — „რაიო ვალეკანო“ 6:0 (2:0)

გოლები: ადრიანო კორეა 2′, მესი 36′, 68′, სანჩესი 53′, პედრო 56′, ნეიმარი 89′.

შიშველი ფანი “რაიოსა” და “ლევანტეს” შორის გამართულ მატჩში

9 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რაიო ვალეკანოსა” და “ლევანტეს” შორის გამართულ მატჩში, კამერებმა ტრიბუნაზე მყოფი შიშველი ფანი დააფიქსირეს.

proxy