დევიდ ბექჰემი თავის გუნდში არტურო ვიდალს უხმობს

“ბარსელონას” ნახევარმცველ არტურო ვიდალს ოკეანის გაღმა ეპატიჟებიან. “დონ ბალონი” იუწყება, რომ ჩილელი ფეხბურთელით MLS-ის დებიუტანტი “ინტერ მაიამი” არის დაინტერესებული, რომლის მფლობელიც ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გახლავთ.

არტურო ვიდალმა მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 40 მატჩში რვა გოლი გაიტანა.

33 წლის ფეხბურთელსა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2021 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.

ვიდალი ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

მიუნხენის რაიონულმა სასამართლომ “ბარსელონას” ნახევარმცველი არტურო ვიდალი ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბის გამო 800 ათასი ევროთი დააჯარიმა. ინციდენტი გასული წლის სექტემბერში, მიუნხენში მოხდა, როდესაც ჩილელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ “ბაიერნის” ღირსებას იცავდა.

ბრალდებულს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, ვინაიდან ის ჩილეს ნაკრებთან ერთად მექსიკაში იმყოფება. მან ჯარიმა 80 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალმა, მისმა ძმამ სანდრინომ და მეგობრებმა ღამის კლუბში იჩხუბეს, რა დროსაც დაწესებულების ერთ-ერთ სტუმარს თავში არყის ბოთლი ჩაარტყეს, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო.

ვიდალი: “ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ყაჩაღობა არ უნდა ხდებოდეს”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული საპასუხო შეხვედრის (4:2) შესახებ კომენტარი გერმანული გუნდის ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა გააკეთა, რომელსაც მატჩის 84-ე წუთზე საეჭვო ჯარიმისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მინდორი ნაადრევად დაატოვებინეს.

ჩილელმა ფეხბურთელმა ტაქტიკურ დეტალებზე საუბარი არ ისურვა და აქცენტი მსაჯობაზე გააკეთა.

“ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ყაჩაღობა არ უნდა ხდებოდეს. მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დაძაბული მატჩის შედეგზე ზეგავლენა მსაჯმა იქონია. არბიტრი ძალიან უსამართლოდ მოიქცა. მან ჩვენ ტურნირს გამოგვთიშა. როდესაც მსაჯები საქმეს ასე გირთულებენ, ძალიან ბრაზდები”, – ციტირებს ვიდალის სიტყვებს “მარკა”.

“ბაიერნმა” “ბენფიკა” მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” “ალიანც არენაზე” ლისაბონის “ბენფიკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-2 წუთზე გავიდა, როდესაც ხუან ბერნატის ჩაწოდების შემდეგ თავით არტურო ვიდალმა ითამაშა. სტუმრებმა გონს მოსვლა მალევე მოახერხეს და თამაში მოედნის ცენტრში გადაიტანეს, ტაიმის ბოლოს კი რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლის გარეშე.

შეხვედრის მეორე ნახევარში პორტუგალიელები აქტიური პრესინგის გამოყენებას ცდილობდნენ და რამდენჯერმე ხელსაყრელი შანსიც მიეცათ, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს. ბავარიელებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, ყველაზე კარგი შანსი კი რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ ყოფნისას დარტყმის ნაცვლად ფილიპ ლამისთვის პასის გაკეთება არჩია, თუმცა პოლონელს გადაცემა არ გამოუვიდა.

წყვილის განმეორებითი მატჩი “და ლუჟზე” 13 აპრილს შედგება.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
“ბაიერნი” — “ბენფიკა” 1:0 (1:0)

ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, კიმიხი (ხავი მარტინესი 60′), ალაბა, ხუან ბერნატი, ვიდალი, დუგლას კოსტა (კომანი 70′), მიულერი (გიოტცე 85′), ტიაგო ალკანტარა, რიბერი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
ბენფიკა“: ედერსონ მორაესი, ანდრე ალმეიდა, ლინდელეფი, ჟარდელი, ელიზეუ, პიცი (სამარისი 90+1′), ფეისა, რენატო სანჩესი, გაიტანი, მიტროღლუ (ხიმენესი 70′), ჟონასი (სალვიო 83′).
მთავარი მწვრთნელი: რუი ვიტორია.
გოლი: ვიდალი 2′.
გაფრთხილებები: რიბერი 22′, ბერნატი 42′ — ჟონასი 58′, ლინდელეფი 62′.
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).

ვიდალი “იუვენტუსს” დაემშვიდობა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბსა და ტიფოზებს დაემშვიდობა.

“ეს ჩემი კარიერის საუკეთესო წლები იყო. თქვენ, ქომაგები ყოველთვის ჩემ გვერდით იყავით. ყველანი მომენატრებით! ყველაფრისთვის მადლობას გიხდით”, – დაწერა ვიდალმა სოციალურ ქსელში.

უახლოეს პერიოდში ჩილელი ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნს” უნდა შეუერთდეს.

არტურო ვიდალი “იუვენტუსში” 2011 წელს ლევერკუზენის “ბაიერიდან” გადავიდა. ფეხბურთელმა “ბებერ სინიორასთან” ერთად ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, გახდა ქვეყნის თასის მფლობელი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასიც დაისაკუთრა.

 

წყარო: პერესმა დაადასტურა, რომ დე ხეა “რეალში” გადავა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში სპორტულ ტელეარხ beIN Sports-ის ხელმძღვანელს, მაროკოელ ჟურნალისტ მოჰამედ ამორს შეხვდა. ჟურნალისტმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაცია დასტყუა.

მხარეებს შორის შემდგარ დიალოგს სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გვერდი Peña Casa Madridista ასაჯაროებს, რომელიც “რეალის” მაროკოელ ქომაგთა გვერდია. როგორც Peña Casa Madridista წერს, მათ ინფორმაცია თავად მოჰამედ ამორმა მიაწოდა, რომელიც მათივე ფანკლუბის საპატიო წევრია.

წყაროს თანახმად, მოჰამედ ამორმა პერესს დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “განვახორციელეთ”.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რეალმა” და “პორტუმ” იკერ კასილასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს საათებში ესპანელი მეკარე “დრაკონებთან” კონტრაქტს გააფორმებს.

Perez - Ammor

ჟურნალისტმა პერესს გუნდში სერხიო რამოსის დარჩენა-არდარჩენის შესახებაც დაუსვა კითხვა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უპასუხა:

“არ ვიცი… პრინციპში რამოსი დარჩება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება სურდა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ისიც გაამჟღავნა, რომ ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი “რეალში” არ გადავა.

 

კოპა ამერიკის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი ვიდალი გახდა

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი დაასახელეს.

120 წუთის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა 53 გადაცემა გააკეთა (სიზუსტე 89%) და ორჯერ დაარტყა კარში. გარდა ამისა, ვიდალმა მატჩისშემდგომ სერიაში პენალტი ზუსტად შეასრულა.

 

ვიდალი: “ჩვენს ხალხს სჭირდება ასეთი გამარჯვებები”

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ჩილელთა ერთ-ერთმა ლიდერმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ეს გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანია.

“ჩვენი ოცნება ახდა. თითოეულ მატჩში მაქსიმუმი გავიღეთ. ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას ასეთი გამარჯვებები. ჩილელი ხალხისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი წარმატება. დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიბრძოლებთ. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონტინენტის საუკეთესო ნაკრები ვართ. ახლა ოჯახებს დავუბრუნდებით და დავისვენებთ”, – განაცხადა ვიდალმა მატჩის შემდეგ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო.

 

“არსენალი” ვიდალის სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი შესაძლოა, ლონდონის “არსენალში” გადაბარგდეს.

“ლა სტამპას” ცნობით, “მეთოფეები” 28 წლის ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდიან. შეგახსენებთ, რომ “არსენალის” ღირსებას ვიდალის თანამემამულე ალექსის სანჩესი იცავს, რაც ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

ვიდალის გადმობირება მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურდათ, თუმცა ჩილეში მომხდარი ავტოავარიის გამო ფეხბურთელზე უარი თქვეს.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში არტურო ვიდალმა 28 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ვიდალს პირობითი პატიმრობა ემუქრება

ჩილეს ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ არტურო ვიდალს სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელს ავტოავარიის შემდეგ შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები აკავებდნენ. ამ დანაშაულის გამო ვიდალს პირობითი პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალს ავტოავარია გასულ კვირას მოუვიდა. ფეხბურთელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც მას 120 დღით მართვის უფლება ჩამოერთვა. მოგვიანებით მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ინციდენტის გამო ვიდალის შეძენაზე მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურებმა უარი თქვეს.

 

ვიდალმა ტირილით მოიბოდიშა (ვიდეო)

ჩილეს ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ეროვნული გუნდის ქომაგებს ბოდიში მოუხადა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საშინელ ავტოავარიაში მოყვა. საბედნიეროდ, ვიდალი დაზიანებებს გადაურჩა. ჩილელმა ნახევარმცველმა მომხდარის გამო ტირილით მოიბოდიშა.

“მთელი ქვეყნისა და თანაგუნდელების წინაშე ბოდიშს ვიხდი. გუშინ კაზინოში ვიყავი, დავლიე, ავარიაში მოვყევი, ჩემი მეუღლისა და ბევრი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შევუქმენი. მომხდარი ჩემი ბრალია, ბოდიშს ვიხდი”, – ციტირებს ვიდალის სიტყვებს “მარკა”.

 

“იუვენტუსის” ლიდერები “ინტერთან” მატჩს გამოტოვებენ

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება, სადაც მილანის “ინტერი” ტურინის “იუვენტუსს” მიიღებს, რომელსაც საჩემპიონო ტიტული განაღდებული აქვს. გუნდს ამ სეზონში ორი ფინალი აქვს სათამაშო — კოპა იტალიაზე რომის “ლაციოს” და ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ არ დამალა, რომ “ინტერთან” მატჩში შემადგენლობის როტაციას მიმართავს და გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალებას მისცემს.

“ინტერთან” გასამართ მატჩზე არ წამოგვყვებიან კარლოს ტევესი, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი, პატრის ევრა და არტურო ვიდალი. ისინი ტურინში დარჩებიან”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს AFP.

მატჩი “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.