სულ მალე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, რომელიც დაახლოებით ერთ თვეს გასტანს.
მერსესაიდის “ლივერპულის” თავკაცმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტეთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი შეეცდება, იანვარში კლუბი ახალი ფეხბურთელებით შეავსოს.
“გვყავს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული დაცვის ხაზი, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით შეტევაზე. ამ რგოლში ორი ან მეტი ფეხბურთელი ნამდვილად არაა გუნდში. ამიტომ, შევსება გვჭირდება. ამის გაკეთება კი იანვარში რთულია. ეს სეზონის შუაში არსებული სატრანფსერო ფანჯარაა და ამიტომ გუნდები ცდილობენნ, რაც შეიძლება, ცოტა სპორტსმენი გაყიდონ. შეიძლება, მათ დიდი ფული შესთავაზო, მაგრამ ამან არ გაჭრას. ისინი ცვლილებებს ერიდებიან. ხოლო, ვისი ყიდვაც დიდად არ გინდა, იმას მარტივად შეიძენ – სულ ესაა.”
“სატრანსფერო ფანჯრის დროს ყოველთის აქტიურად ვმუშაობთ და ახლაც ასე იქნება,” – განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა.