რაიოლას სურს, რომ „მილანმა“ და „ინტერმა“ ერთი კლუბი ჩამოაყალიბონ

ცნობილი საფეხბურთო აგენტის მინო რიაოლას თქმით, ევროპის ყველაზე მდიდარ კლუბებთან კონკურენციისთვის ორი მილანურ კლუბი უნდა გაერთთანდეს.

„მილანსა“ და „ინტერს“ გაერთიანება სჭირდებთა. ერთ დროს ეს ორი კლუბი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი იყო, თუმცა ისინი იმ კლუბებად ვერ ჩამოყალიბდნენ, რომელთაც ბერლუსკონისა და მორატის გარეშე არსებობა შეუძლიათ.

დღეს ლონდონი მსოფლიოს ერთადერთი ქალაქია, სადაც რამდენიმე ტოპ კლუბი თამაშობს. „მილანს“ მხოლოდ მაშინ ეშველება, თუ მის სათავეში რომელიმე ჩინელი ინვესტორი მოვა.

თუ „როსონერი“ და „ნერაძური“ გაერთიანდებიან, მათ დიდი რევოლუცია გამოუვათ. ორი 160-მილიონიანი გუნდის ნაცვლად 320-მილიონიანი კლუბი იარსებებს. შედეგად, წარმატებული ბრენდი შეიქმნება, რომელიც ზრდას გააგრძელებს“, – განაცხადა რაიოლამ.

აგენტი: “ბალოტელი იმედგაცრუებულია”

“ლივერპულის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ იტალიელი ფეხბურთელი მერსისაიდულ გუნდში ასპარეზობით იმედგაცრუებულია.

“მისი გეგმა “ლივერპულში” თამაშის გაგრძელებაა. მარიო ამ ორშაბათს ვნახე და ვუთხარი: “მოქმედი კონტრაქტით გუნდთან ოთხი წელი გაკავშირებს, ამიტომ სხვა კლუბში შენს გადაყვანაზე არ ვიმუშავებ. ან “ლივერპულს” 60-70 მილიონ ევროდ დატოვებ და მე სანაძლეოს მოვიგებ, ან აქ მოკვდები”.

ფეხბურთელზე ასეთ რამეს პირველად ვამბობ. ის ძალიან შეიცვალა: წყნარი გახდა. ისეთი აღარ არის, როგორიც “მილანში” იყო.

მარიო ძალიან იმედგაცრუებულია, ცუდი დროება უდგას. ის რიტმიდან ამოვარდნილია”, – ციტირებს მინო რაიოლას სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი “ლივერპულში” გასულ ზაფხულს “მილანიდან” გადავიდა. მერსისაიდულმა გუნდმა იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღო.

ბალოტელიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.

 

რაიოლა: „რომას“ იბრას ყიდვის ფუფუნება არ აქვს“

საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა თავისი ერთ-ერთი კლიენტის ზლატან იბრაჰიმოვიჩის „რომაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„რომა“ იბრაჰიმოვიჩით ინტერესდება? პატივისცემის მიუხედავად, ამ კლუბს ზლატანის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს.

შეუძლია თუ არა მას იტალიაში დაბრუნება? ყველაფერი მის სურვილზეა დამოკიდებული. ამჟამად მას პსჟ-სთან კონტრაქტი აქვს, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდე მოქმედებს და იგი არანაირ ფასად არ იყიდება“, – განუცხადა რაიოლამ „Radio Anch’Io Sport“-ს.

რაიოლა: „პოგბას „იუვენტუსში“ დარჩენა სურს“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

„მაროტას უკვე შევხვდით. უახლოეს დღეებში ერთმანეთს კიდევ ერთხელ ვნახავთ, რათა ახალი ხელშეკრულების დეტალები განვიხილოთ.

არსად გვეშქარება, პოლს ყველაფერი აწყობს და მას აქ დიდი ხნის დარჩენის სურვილი აქვს.

რასაკვირველია, იგი ძლიერი მოთამაშეა, რომლის დამატებაც არაერთ კლუბს სურს, თუმცა წასვლაზე პოგბა არ ფიქრობს.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და სხვა კლუბების შესახებ გავრცელებული სიახლეები უბრალო ჭორებია“, – განაცხადა რაიოლამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოგბას მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გადაჭრით ვერავინ იტყვის, თუ როგორ წარიმართება ფრანგი ფეხბურთელის კარიერა.

„ჩემი პრიორიტეტი უცვლელია, ფეხბურთელების ინტერესებს ბოლომდე ვიცავ. მსოფლიოს ჩემპიონატამდე პოგბას შესახებ არანაირ სიახლეს არ ელოდოთ. ყველაფერს, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ – კონტრაქტის გაგრძელება ან შესაძლო ტრანსფერი – ყურადღებით განვიხილავთ, მაგრამ მუნდიალის დასრულების შემდეგ.

პოგბა „იუვენტუსში“ ყველაფრით კმაყოფილია, კლუბიც კმაყოფილი უნდა იყოს მისი თამაშით. კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურება, ასე რომ საჩქარო არაფერია. ჯერჯერობით ის არსად არ მიდის. ვიმეორებ „ჯერჯერობით“. თუ ერთ დღეს საოცარ შემოთავაზებას მივიღებთ, წინადადებას ერთად განვიხილავთ.

ახლა პოლი „იუვენტუსის“ რიგებში იტალიის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაზე წარმატებით თამაშზე არის კონცენტრირებული, შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალი ელის“, – მინო რაიოლას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოგბას მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ და ფრანგული  „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენენ.

ბექა დოგრაშვილი

არსენალი ბალოტელიში € 30 მილიონს ჩამოდის

ახალი ამბავი არ არის რომ ‘ლონდონის “არსენალს” “მილანისა” და იტალიის ნაკრების მთავარი ფორვარის მარიო ბალოტელის დამატება სურს. გავრცელებული ინფორმაციით ”მეთოფეები” ბალოტელის გადასაბირებლად 30 € მილიონს იხდიან მაგრამ ჯერჯერობით მილანი უარზეა.

გავრცელებული ინფორმაციით მარიოს აგენტი მინო რაიოლა ამ დღეებში ”არსენალის” თავკაცს არსენ ვენგერს შეხვდება.

მინო რაიოლა: „ოქროს ბურთი“ იბრაჰიმოვიჩს უნდა მოეგო“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტის მინო რაიოლას აზრით, „ოქროს ბურთს“ ყველაზე მეტად მისი კლიენტი იმსახურებდა.

„ჩემი აზრით, ზლატანი – მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ჩემთვის იგი „ოქროს ბურთს“ მფლობელი ყოველდღე და ყოველ წამს არის. არ მაღელვებს, რომ მან მეოთხე ადგილი დაიკავა. ვიმეორებ, ჩემთვის იგი საუკეთესოა. ზლატანზე ძლიერი ფეხბურთელი ცხოვრებაში არ მინახავს, არ მინახავს მოთამაშე, რომელმაც თავის გამოჩენა „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „მილანისა“ და პსჟ-ს მაისურით მოახერხა.

იბრამ ეს ტიტული დაიმსახურა. ვფიქრობ, პირველი ადგილი მას უნდა დაეკავა.

მსურს, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ გულშემატკივრებმა მიიღონ, საუკეთესო ფეხბურთელს დამოუკიდებელი ორგანიზაცია ირჩევდეს და შედეგიც სამართლიანი იყოს“, – განაცხადა რაიოლამ.

ალექსანდრე მატევოსოვი