პოგბა : “რეალიდანაც” მქონდა წინადადება, მაგრამ…”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა ადასტურებს, რომ “რეალის” ხელმძღვანელები აქტიურად ცდილობენ მის შეძენას. შეგახსენებთ, რომ “იუვეს” ყოფილი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” 2016 წლის ზაფხულიდან ბინადრობს.

“სიმართლე გითხრათ, წინადადებები მადრიდის “რეალიდანაც” მქონდა და საკმაოდ სერიოზულად ვფიქრობდი მათ მიღებაზე. თუმცა, ამავდროულად “იუნაიტედის” შეთავაზებასაც განვიხილავდი.

არჩევანის გაკეთების დროს, მე ყოველთვის ჩემს გულს ვუსმენ. მან კი კარიერის მანჩესტერში გაგრძელება მირჩია. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ და კმაყოფილი ვარ, რომ არჩევანი “მანჩესტერში” გადასვლაზე გავაკეთე,” – აცხადებს პოგბა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ 11-ჯერ მოირგო “წითელი ეშმაკუნების” მაისური, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ექვსი საგოლე გადაცემა.

ასპილიკუეტა: “ჩელსი” მზადაა, რომ მანჩესტერულ გრანდებს მიუახლოვდეს”

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მანჩესტერული დერბი შედგება: “იუნაიტედი” და “სიტი” ერთმანეთთან ურთიერთობას “ოლდ ტრაფორდზე’ გაარკვევენ. საგულისხმოა, რომ ამ თამაშში ნებისმიერი შედეგი, საკუთარი მოგების შემთხვევაში, ხელს აძლევს ლონდონის “ჩელსის”, რომელიც მესამე ადგილზეა. შესაბამისად, დედაქალაქელები თუ სამ ქულას მოიპოვებენ, ისინი ერთ-ერთ ან ორივე მანჩესტერულ გუნდს უფრო მიუახლოვდებიან.

“არისტოკრატები” ხვალ “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ ჟურნალისტებს სეზარ ასპილიკუეტა ესაუბრა.

“პირველ და მეორე ადგილზე მყოფი კლუბები ერთმენთს ხვდებიან. ორივე მათგანს სამი ქულის მოპოვება არ შეუძლიათ. შესაბამისად, თუ ამ შანსს გამოვიყენებთ, რომელიმესთან ჩამორჩენას, რაღაც დონეზე, აღმოვფხვრით. აუცილებელია, დაკვირვებულად ვიმოქმედოთ. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ და შედეგიც მოვა.”

“დეკემბერში თამაშები ყოველ სამ დღეში გვაქვს. ამ თვეში, ფაქტობრივად, ძალიან სწრაფად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სამი ქულისთვის ვიბრძვით. თუ ახლა გავუძლებთ ამ დატვირთვას და წარმატებულად გადავიტანთ აღნიშნუ პერიოდს, სეზონის ბოლოს სასურველ სიტუაციაში ვიქნებით,” – აცხადებს ესპანელი.

ლუკაკუ: “ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული”

რომელუ ლუკაკუმ მექსიკას ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეუსრულა და ნაკრებში 30 გოლი დაუგროვდა. ბელგიელი ამით გაუთანაბრდა გუნდის ორ ბომბარდირს, პოლ ვან ჰიმსტსა და ბერნარ ვორჰორს.

“წითელმა ეშმაკმა” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თავის მიღწევაზე ისაუბრა.

“ამისთვის დავიბადე. ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული. მინდა, რამდენიც შემეძლება, იმდენი გოლი გავიტანო. ბედნიერი ვარ, რომ ბომბარდირებს გავუთანაბრდი. ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი ძალიან მსურს, რეკორდი 2018 წლის დადგომამადე დავამხო. ჩვენ ვართ შესანიშნავი თაობა, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენს. მაქვს სურვილი, ამ თაობამ რამე მოიგოს და თასი აღვმართო!”

“პოლ ვან ჰიმსტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც “ანდერლეხტური” კარიერის განვითარებაში დამეხმარნენ. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა მისი რეკორდის გამეორება. ის ყველა დროის საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად რჩება და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩემს შესაძლებლობებში თავდაჯერებული ვარ. როცა ამდენს შრომობ, შედეგი აუცილებლად მოვა. თუმცა, ყოველთვის ვამბობ და კიდევ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, მთავარი გუნდური წარმატებაა,” – აცხადებს 24 წლის ფორვარდი.

 

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელს თვალი დაადგა

ინგლისურმა გამოცემა Sunday Express-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “იუნაიტედი” პარიზელთა ფეხბურთელით არის დაინტერესებული.

მას შემდეგ, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პსჟ”-მ დანი ალვეში დაიმატა, ბელგიელ მუნიეს მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რითიდაც ტომასი ბედნიერი ნამდვილად არ უნდა იყოს. როგორც პრესაში გავრცელებულ ინფორმაციიდან ვიგებთ, ჟოზე მოურინიო მზადაა ბელგიელი ფეხბურთელი დაიმატოს. პორტუგალიელის გუნდში უკვე ირიცხება მუნიეს რამდენიმე თანამემამულე.

26 წლის ტომას მუნიეს “პარი სენ-ჟერმენში” 2016 წლიდან ირიცხება, ის პარიზელებს ბელგიური “ბრუგედან” შეუერთდა.

ანდერ ერერა სამშობლოში ბრუნდება?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერ ერერა, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.

ესპანური და ინგლისური გამოცემები იტყობინებიან, რომ კატალონიის “ბარსელონა” ერერას შეძენას შეეცდება. მართალია ანდრეს ინიესტამ კლუბთან კარიერის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება, მაგრამ კატალონიაში მის შემცვლელზე მაინც ფიქრობენ, საუკეთესო ვარიანტად კი სწორედ მანჩესტერელთა ნახევარმცველს მიიჩნევენ.

ერერა 28 წლისაა და ის ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მანამდე კი “ატლეტიკოსა” და “სარაგოსაში” ასპარეზობდა.

მოურინიო: “მჯერა იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს კიდევ ითამაშებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურიონიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელიც გასული სეზონის შემდეგ ტრავმირებულია.

ზლატანი ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოველდღიურად ვარჯიშობს. ის იმაზე მეტს შრომობს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ მისი დაბრუნება ერთი ან ორი კვირის შემდეგ წარმოუდგენელია. შვედი ფეხბურთელი მაშინ გამოვა მოედანზე, როდესაც ტკივილს აღარ იგრძნობს. მჯერა იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს კიდევ ითამაშებს ფეხბურთს,” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

“ბარსელონას” ახალი სამიზნე

კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარის წასვლის შემდეგ ცდილობს, რომ შეტევის ხაზი გააძლიეროს.

ესპანელთა სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი “ბენფიკასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც ის მარტიალს აკვირდებოდა. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, ფრანგი ფეხბურთელით “ბარსელონა” სერიოზულად დაინტერესდა და მოლაპარაკება ინგლისელებთან უკვე დაიწყეს.

თავის მხრივ “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა შეელიოს მარტიალს, იმ შემთხვევაში თუ კატალონიელები რაკიტიჩს დათმობენ.

მატიჩი: “ყოველთვის მარტივი არ არის მოურინიოსთან მუშაობა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

სერბეთის ნაკრების ფეხბურთელმა “იუნაიტედის” დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

ჟოზე ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმალურს მოითხოვს, შეიძლება შენს კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარო, მაგრამ პორტუგალიელი შემდეგ შეხვედრაში კიდევ მეტს მოითხოვს. მოურნიომ საუკეთესო ფეხბურთელები შეკრიბა, რომელთაც დიდი პოტენციალი აქვთ, დანარჩენი კი ჩენზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე დღეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობ, სწორედ მოურინიოა. ჟოზე საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია.” -აცხადებს ნემანია მატიჩი.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სამიზნე

ჟოზე მოურინიოს გუნდი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს და ამჟამად, მათი ინტერესის სფეროს ბელგიის ნაკრების შემტევი წარმოადგენს.

საქმე ეხება დრის მერტენს, რომელმაც მოახერხა და მიმდინარე სერია A-ში 7 გოლი გაიტანა. მას “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედი” მის შეძენას მაინც შეეცდება. ბელგიელის სატრანსფერო ფასი 28 მილიონი ევროა, რაც არც თუ ისე ბევრია მერტენსის მსგავსი ფეხბურთელისათვის.

ნაპოლის ყოფილმა დირექტორმა, მარინომ განაცხადა: “მერტენსის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 30 წლისაა, როგორც ჩანს ეს თანხა სულაც არ არის ძვირი. მას შემდეგ, რაც მერტენსი ნომინალური “ცხრიანის” პოზიციაზე თამაშობს, დიდი გუნდების ყურადღება მიიპყრო.” -განაცხადა მარინომ.

იოზილი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა

მესუტ იოზილის დამატებით, რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

საქმე იმაშია, რომ გერმანელ ფეხბურთელს “არსენალთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, ამიტომაც, დიდი ალბათობით, იოზილი კლუბს დატოვებს.

რა თქმა უნდა, მისი დამატება ყველას ძალიან უნდა, მათ შორის პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოსა, რომელსაც აქამდე, გერმანელ ფეხბურთელთან მადრიდის “რეალშიც” უმუშავნია. თავის მხრივ ბედს ცდის მილანის “ინტერი”, მაგრამ ერთი განსხვავებით, იტალიელები მზად არიან მესუტი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ზამთარში აიყვანონ.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ევერტონი” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” დაპირისპირებამ დახურა, რომელიც მასპინძელთა მშრალი გამარჯვებით, 4-0 დასრულდა.

მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე გაიხსნა, როდესაც ანტონიო ვალენსიამ ნემანია მატიჩის საგოლე გადაცემა შესაფერისად გამოიყენა. მეორე ტაიმში მხითარიანმა ანგარიშში სხვოაბა ორამდე გაზარდა. მატჩის ბოლო წუთებზე კი ლუკაკუმ თავისი გოლის გატანა შეძლო. ყველაფერს წერტილი მარსიალის მიერ 92-ე წუთზე გატანილმა თერთმეტმეტრიანმა დაუსვა .

5 ტურის შემდეგ “წითელი ეშმაკები” 13 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ, “ევერტონს” კი ოთხი ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. მომდევნო ტურში “ევერტონი” “ბორნმუთს” მიიღებს, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი “საუთჰემპტონს” ეწვევა.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; იანგი, ჯონსი, ბაილი, ვალენსია; ნემანია მატიჩი, ფელაინი; რეშფორდი (ლინგარდი 61′), მხითარიანი, ხუან მატა (ანდერ ერერა 77′); რომელუ ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ევერტონი”: პიკფორდი; კინი, იაგიელკა, უილიამსი; მარტინა, გეიე (კალვერტ-ლევინი 76′), შნაიდერლინი, ბაინსი; დეივისი, სიგურდსონი; უეინ რუნი (მირალაში 82′)

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი


“მანჩესტერ იუნაიტედი” მორატას სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ჩამოდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან, 75 მილიონი ევრო გადაუხადონ მადრიდის “რეალს” ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას ტრანსფერის სანაცვლოდ.

როგორც იცით, მადრიდელებმა უკვე უარყვეს ინგლისელთა ორი წინადადება: 60 და 70-მილიონიანი და მათ ამ ტრანსფერიდან 90 მილიონი ევროს მიღება სურთ.

გეტყვით იმასაც, რომ მანჩესტერული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ესპანელი ფეხბურთელის დამატება ამერიკული ტურნეს დაწყებამდე სურს.

მორატამ კი უკვე განუცხადა ფლორენტინო პერესს, რომ კარიერის გაგრძელებას ინგლისში აპირებს და ახლა ყველაფერი მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული.